თეგი: „დრუჟბა“

ყაზახეთი „დრუჟბას“ ნავთობსადენით, გერმანიაში ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალმასადამ სატკალიევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყაზახეთი აპირებს, „დრუჟბას“ ნავთობსადენის საშუალებით გაზარდოს ნავთობის ექსპორტი გერმანიაში. მინისტრის ინფორმაციით, ტრანსპორტირების ზრდა ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ არის შესაძლებელი.  „ჩვენ დავიწყეთ მცირე მოცულობებით, დაახლოებით 20,000 ტონა თვეში წლის დასაწყისში. ახლა, მიღწეული შეთანხმებების წყალობით, ჩვენ ვგეგმავთ ყაზახური ნავთობის მიწოდების გაზრდას თვეში 100,000 ტონამდე“, - განაცხადა სატკალიევმა. ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ საუბარია მიწოდებებზე, რომლებიც საცდელია როგორც ყაზახეთისთვის, ასევე, გერმანიისთვის. „ჩვენ ვიკვლევთ ნავთობის დიდი მოცულობის მიწოდების შესაძლებლობას. ამ მიწოდების შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება მიწოდების მოცულობის ზრდაზე საუბარი“, - აღნიშნა მინისტრმა. ნავთობსადენ„დრუჟბაზე“, რომლითაც ნავთობი რუსეთიდან ევროპას მიეწოდება, გაჟონვა დაფიქსირდა „დრუჟბას“ ნავთობსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. მისი საერთო სიგრძეა დაახლოებით 5200 კმ. და მილსადენის მარშრუტი რუსეთიდან ბელორუსში გადის, სადაც ორ განშტოებად იყოფა: ჩრდილოეთით (ბელორუსი, პოლონეთი და გერმანია) და სამხრეთით (უკრაინა, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი). „დრუჟბის“ მილსადენი არის მთავარი მარშრუტი, რომლითაც ნედლი ნავთობი გერმანიას მიეწოდება. გერმანია და ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარების მიზნით, ნაბიჯების გააქტიურებას გეგმავენ ყაზახეთისა და გერმანიის პრეზიდენტებმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასტანაში მოლაპარაკებები გამართეს. იუწყება ყაზახური მედია. გერმანია და ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარების მიზნით, ნაბიჯების გააქტიურებას გეგმავენ სახელმწიფოს მეთაურებმა ყაზახეთ-გერმანიის სტრატეგიული პარტნიორობის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში. „იმედით ვარ სავსე და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩემი მომავალი ვიზიტისადმი გერმანიაში, სექტემბერში. ასევე ძალიან ვაფასებ თქვენს გადაწყვეტილებას ეწვიოთ მანგისტაუს რეგიონს. ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი მიღწევების მაჩვენებელი ბიზნესში და ზოგადად, პარტნიორობაში. როგორც მივხვდი, თქვენც აპირებთ საზღვაო პორტის მონახულებას“, - მიმართა თოყაევმა შტაინამიერს. ცნობისთვის, ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ, შტაინმაიერი 21-23 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთს ეწვევა.

ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკეთი უკრაინისთვის საგანგებო ელექტროენერგიის მიწოდებას შეწყვეტს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ თუ უკრაინული მხარე სლოვაკეთს უკრაინის ენერგოქსელის სტაბილიზაციაში დახმარების თხოვნით მიმართავს, ის ასეთ დახმარებას აღარ მიიღებს. ფიცოს განცხადებით, თუ უკრაინა ნავთობის ტრანზიტს არ აღადგენს, სლოვაკეთი მზადაა, მიიღოს შემდგომი ზომები, მათ შორის გადახედოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას. ცნობისთვის, უკრაინის ეროვნული ენერგეტიკული კომპანია „უკრენერგო“ აცხადებს, რომ სლოვაკეთიდან საგანგებო ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა უკრაინის ენერგოსისტემაზე გავლენას არ მოახდენს. კომპანიის განცხადებით, უკრაინამ სლოვაკეთს საავარიო დახმარება ერთ თვეზე მეტი ხნის წინ სთხოვა და ძალიან შეზღუდული მოცულობით. „საავარიო დახმარება სლოვაკეთიდან საკმაოდ იშვიათად შემოდიოდა უკრაინის ენერგოსისტემაში და საუბარია მოკლევადიან მიწოდებაზე,“ – აღნიშნა კომპანიამ. „უკრენერგომ“ ასევე განაცხადა, რომ სლოვაკეთის სისტემური ოპერატორი კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ მიუღიათ. ნავთობსადენ „დრუჟბით“ ნედლეულის მიწოდება 27 იანვრიდან არის შეჩერებული. სლოვაკეთი და უნგრეთი კი უკრაინას „შანტაჟსა“ და რუსული ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. უკრაინული მხარის განცხადებით, მიზეზი ნავთობსადენზე განხორციელებული რუსული თავდასხმაა.  უნგრეთი უკრაინას 90 მლრდ-იანი სესხის დაბლოკვით, სლოვაკეთი კი, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება