თეგი: „ისლამური სახელმწიფო“
თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი სამასი პირი დააკავეს
თურქეთის ხელისუფლებამ დააკავა 300 პირი, რომლებიც ტერორისტული დაჯგიფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას ინფორმაციით, რეიდები ქვეყნის 32 პროვინციაში ჩატარდა. ყველაზე მეტი პირი დიდ ქალაქებში: ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში დააკავეს. თურქეთის მთავრობა „ისლამურ სახელმწიფოს“ რამდენიმე თავდასხმაში ადანაშაულებს. მათ შორისაა თავდასხმები სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტზე 2016 წლის 28 ივნისს, როცა თვითმკვლელების მიერ მოწყობილ აფეთქებებს 45 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 239 დაშავდა.
თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი 189 პირი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ დააპატიმრა 189 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში. დაკავებამდე ერთი დღით ადრე ანკარამ განაცხადა, რომ ჩაშალა თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაგეგმილი თავდასხმები სინაგოგებსა და ეკლესიებზე. თურქეთში წარსულში ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული რამდენიმე სასიკვდილო ტერაქტი მოხდა. პოლიციამ რეიდები ჩაატარა სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში, ასევე ზოგიერთ სხვა ქალაქში. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი ერლიკაია იტყობინება. სოცქსელ X-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას მან დაურთო სავარაუდო ექსტრემისტების ფოტოები. მათ ღამის რეიდების დროს ხელბორკილებს ადებენ. გუშინ თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი 32 პირი. ისინი სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ერაყის საელჩოზე თავდასხმის ორგანიზებაში. როგორც სააგენტო dpa იტყობინება, დაკავებულთა მოქალაქეობა და სავარაუდო თავდასხმების გეგმების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა 2017 წელს სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმისთვის, რომელსაც 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა წინასაახალწლო პერიოდში. მას მერე ანკარა რეგულარულად ახორციელებს რეიდებს „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო წევრების წინააღმდეგ.
ირანში მომხდარ ორ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო
ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" (IS) ირანში მომხდარ ორ აფეთქებაზე, რომელსაც სულ მცირე 84 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, პასუხისმგებლობა აიღო. აფეთქებები კერმანში, ირანის ელიტური "ყუდსის ძალების" ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის დაღუპვიდან მეოთხე წლისთავის აღსანიშნავ მსვლელობაზე მოხდა. „დაეში“ ტელეგრამზე წერს, რომ მისმა ორმა წევრმა "მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი ჟილეტები". 4 იანვარს, ირანის პრეზიდენტის თანაშემწემ აფეთქებებში ისრაელი და აშშ დაადანაშაულა. აშშ-მა უარყო მოსაზრებები, რომ აფეთქებების უკან ვაშინგტონი ან ისრაელი იდგნენ. ინციდენტმა გააღრმავა შიშები რეგიონში კონფლიქტის გაფართოებასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როცა ისრაელი ღაზის სექტორზე, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული “ჰამასის“ წინააღმდეგ შეტევას განაგრძობს. იემენში განთავსებული ჰუთი მეამბოხეები კი, წითელი ზღვის კომერციულ არხებზე თავდასხმებს განაგრძობენ.
აშშ-ის დაზვერვა: ირანში მომხდარი აფეთქებების უკან "ისლამური სახელმწიფოს" ავღანური ფრთა დგას
წყაროებმა აშშ-ის დაზვერვაში განაცხადეს, რომ ირანში 3 იანვარს მომხდარი აფეთქებების უკან, რომელსაც 91 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, "ისლამური სახელმწიფოს" ავღანური ფრთა დგას. დაჯგუფებამ მომხდარიდან მეორე დღეს თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა. Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკის სპეცსამსახურებმა, მოსმენების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ტერაქტში მონაწილეობდნენ "ისლამური სახელმწიფოს" ავღანური ქვედანაყოფები. მათი აზრით, ეს საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ აფეთქებების ორგანიზატორი იყო "ისლამურ სახელმწიფოში" შემავალი დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო - ხორასანი." შეგახსენებთ, 3 იანვარს აფეთქებების სერია ირანის ქალაქ ქერმანში მდებარე სასაფლაოზე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერლის, ყასემ სულეიმანის სიკვდილის მეოთხე წლისთავზე მოხდა. ირანის ხელისუფლებამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. სულეიმანი ერაყში, 2020 წლის 3 იანვარს აშშ-ის მიერ გაშვებულმა დრონმა მოკლა.
თურქეთში, ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
თურქეთის ხელისუფლებამ ორი შეიარაღებული პირი დააკავა, რომლებმაც სავარაუდოდ, სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაში ცეცხლი გახსნეს და ერთი ადამიანი მოკლეს. შესაბამისი განცხადება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ გააკეთა. მისი თქმით, დაკავებულები, სავარაუდოდ, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებული. ოფიციალური პირის ინფორმაციით, თავდასხმასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ სტამბოლის მასშტაბით 30-ზე მეტ ლოკაციაზე რეიდები განახორციელა და 47 ადამიანი, მათ შორის, ორი თავდამსხმელი, დააკავა. „ორივე ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ერთი მათგანი ტაჯიკეთიდანაა, მეორე კი, რუსია. ჩვენ შეფასებით, ისინი "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებულები არიან," - აღნიშნა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა. მანამდე, სტამბოლში, ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. BBC-ის ცნობით, ტეროროსტულლა დაჯგუფებამ „ტელეგრამზე“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ თავდასხმა იყო პასუხი დაჯგუფების ლიდერების მოწოდებაზე, ებრაელები და ქრისტიანები მიზანში ამოიღონ.