თეგი: „კავკასიის არწივი 2022“

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სწავლება გაიხსნა

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები ერთობლივ სწავლებას გაივლიან. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამმხრივი საველე ტაქტიკური სწავლების „კავკასიის არწივი 2022“ გახსნის ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში ჩატარდა. მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ირაკლი ჭიჭინაძემ და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა, თეიმურაზ ყლატეიშვილმა სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიებას თურქეთის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ბურაკ ალთინერი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ფუად იბრაჰიმოვი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. „სწავლების მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მიერ სპეციალური ძალების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და მრავალეროვნულ გარემოში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება. სწავლება „კავკასიის არწივი 2022“-ში მონაწილე სპეციალური დანიშნულების ჯგუფები ერთმანეთს საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, დასახლებულ პუნქტში ბრძოლასა და სპეციალური ოპერაციების შესრულებაში გამოცდილებას გაუზიარებენ. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. გასულ წელს სწავლებას თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საქართველოს თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს

სწავლება “კავკასიის არწივი 2022„ - ის ფარგლებში ქართველმა, თურქმა და აზერბაიჯანელმა სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჩვენებელ სწავლებაში სპეცდანიშნულების ჯგუფებმა სამხედრო თავისუფალი ვარდნა, ჰაერიდან მომარაგება, ჯავშანტექნიკით ობიექტზე შეტევის, შენობის დაკავებისა და სტატიკური პარაშუტით, AN-2- ის ტიპის საფრენი აპარატიდან დაშვების ელემენტები განახორციელეს. „კავკასიის არწივი 2022“ - ის სწავლების მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მიერ სპეციალური ძალების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და მრავალეროვნულ გარემოში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება. სწავლება „კავკასიის არწივი 2022“-ში მონაწილე სპეციალური დანიშნულების ჯგუფები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, დასახლებულ პუნქტში ბრძოლასა და სპეციალური ოპერაციების შესრულებაში. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. გასულ წელს სწავლებას თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.