თეგი: „მეორე ფრონტი“
კელი დეგნანი: ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ომი გავრცელდეს საქართველოზე
ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე. ჩვენ არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს უბრალოდ არ არის სიმართლე, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. „შეერთებული შტატები ძალიან აფასებს საქართველოს [უკრაინისადმი] მხარდაჭერას საერთაშორისო ფორუმებზე: ეროვნული ბანკის სწრაფ ქმედებას ფინანსური სანქციების შესაბამისად, იმ შთამბეჭდავ ჰუმანიტარულ დახმარებას, რაც ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ გაიღო უკრაინელი ხალხისთვის. შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე ნათლად უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ კარგად გვესმოდა ის განსაკუთრებული ვითარება, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა რუსეთის სამხრეთ ფლანგზე თავისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის პირობებში. ჩვენ კარგად გვესმის რა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველო და ვაფასებთ იმ ნაბიჯებს, რაც საქართველომ გადადგა უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად და იმის გასაკეთებლად რაც შეეძლო. სწორედ ეს ვთხოვეთ ყველა ქვეყანას, გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც შეუძლიათ: დაუჭირონ მხარი უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საკუთარი სუვერენიტეტისათვის ბრძოლაში და აღკვეთონ რუსეთის მცდელობა აღადგინონ რუსეთის იმპერია, როგორც ეს თავად პუტინმა აღიარა. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს და ჩვენს ინტერესში არ შედის ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე, ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აღვადგინოთ მშვიდობა და რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე. ჩვენ არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს უბრალოდ არ არის სიმართლე“, - განაცხადა კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში.
სალომე ზურაბიშვილი: ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ მეორე ფრონტს არავინ არ ამზადებს
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთთან მიმართებით მთავრობის მხრიდან გარკვეული სიფრთხილის ესმის, თუმცა საქართველო რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ მეორე ფრონტს არავინ არ ამზადებს და ეს თემა არის საერთო თემა ხელისუფლების, არძინბასი, ლავროვის, სიმონიანის“. „ეს ყველსთვის გასაკვირი ხო უნდა იყოს, რა მეორე ფრონტი და როდის იყო, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ომში გვიწვევდნენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა „ტვპირველის“ ეთერში. საიდან მოდის ეს შეთქმულების თეორიები, ზურაბიშვილმა ამ შეკითხვას ასე უპასუხა: ძალიან მარტივია, როცა ხარ ხელისუფლება... „რუსეთიდან ამ არგუმენტს იყენებენ აფხაზებზე, სეპარატისტებზე - თქვენ არ გაბედოთ რაიმეს ფიქრი, რადგანაც მობილიზაციამ გამოიწვია უკმაყოფილება, ასევე რუსეთის ზეწოლამ, გადასცენ ბიჭვინთა, აეროპორტი და სხვა ტერიტორიები. ამ ყველაფერმა გამოიწვია ხალხში პროტესტი, უკმაყოფილება“.