თეგი: „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე

„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე: მაისიდან პურის ფასი დაახლოებით 20 თეთრით გაიზრდება

„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, სავარაუდოდ, მაისიდან პურის ფასი გადაიხედება და დაახლოებით 20 თეთრით გაიზრდება. ამის შესახებ დოლიძემ  მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, დოლიძის თქმით, თონეებში ქართული პურის ფასი უკვე გაიზარდა. „ფასის გადახედვა მოხდება. არ ვამბობ, რომ ისე მოემატება ფასი, როგორც შაქარს ან ცხიმს მოემატა - უსაშველოდ, მაგრამ ჩვენი გადაანგარიშებით ფასის მატება დაახლოებით 20 თეთრის ფარგლებშია მოსალოდნელი. თუ რუსეთიდან უფრო დაბალი ფასის ფქვილი შემოვიდა, ამ ფასს შეგვანარჩუნებინებს. თუ ისევ 75 ლარზე დაფიქსირდება, ფასის ცვლილება საჭირო იქნება. ქვეყანაში ორთვიანი მარაგი ყოველთვის არის, მაგრამ საუბარია ფასზე - მარაგი არის, მაგრამ მაღალფასიანის. როდესაც წარმოებას მაღალფასიანი ფქვილი შემოუვა, წაგებაზე ხომ ვერ იმუშავებს?! ამიტომ, ზუსტად რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ, სავარაუდოდ, მაისის თვეში გადაიხედება ფასწარმოქმნა“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.