თეგი: „რაშიზმი“
უკრაინის პარლამენტმა ტერმინი „რაშიზმი“ დააკანონა
უმაღლესმა რადამ მიიღო დოკუმენტი, რომელშიც რუსეთის ფედერაციაში არსებული პოლიტიკური რეჟიმი „რაშიზმად“ არის განსაზღვრული. შესაბამისი რეზოლუციის პროექტის მიღებას მხარი 281-მა დეპუტატმა დაუჭირა სამშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე. დეპუტატები მიღებული რეზოლუციით აღიარებენ, რომ რაშიზმი თანამედროვე რუსული ფაშიზმია. რადამ ასევე დაგმო რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური რეჟიმის იდეოლოგიური საფუძვლები და სოციალური პრაქტიკა და აღიარა ისინი როგორც ტოტალიტარული. რადა ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენოს რეალური ზომები, რაც შესაძლებელს გახდის რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას აგრესიის, ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. გარდა ამისა, რადამ გადაწყვიტა, მიმართოს მსოფლიოს ქვეყნებს მოწოდებით, გააერთიანონ ძალისხმევა იმ საფრთხეების დასაძლევად, რომლებიც წარმოადგენს რუსეთის ამჟამინდელ პოლიტიკურ რეჟიმს.
ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც უკრაინაში „რაშიზმის“ ცნება კანონით განმტკიცდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს „უკრაინული ერის ეროვნული მეხსიერების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ.“ მასში ოფიციალურ დონეზე დამკვიდრდა ცნება „რაშიზმი.“ კანონის თანახმად, „რაშიზმი“ განისაზღვრება როგორც „ტოტალიტარული იდეოლოგიისა და პრაქტიკის ახალი სახე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო-აგრესორის (რუსეთის) რეჟიმის საფუძველს და ეფუძნება რუსული შოვინიზმისა და იმპერიალიზმის ტრადიციებს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური რეჟიმის და ნაციონალ-სოციალიზმის (ნაციზმის) პრაქტიკას.“ კანონში განმტკიცებულია უკრაინელების, უკრაინული ენისა და უკრაინული კულტურული მემკვიდრეობის მეხსიერების დაცვის მექანიზმები და განხილულია უკრაინის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ნაწილად. „რაშიზმთან“ დაკავშირებით უკრაინის პარლამენტს [2023 წელს] დამტკიცებული აქვს სპეციალური განცხადებაც, რომელმაც "რაშიზმს" რუსეთის ოფიციალური იდეოლოგია უწოდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, ეს ტერმინი, სხვადასხვა დროს, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებსა თუ დოკუმენტებში მოხვდა. „რაშიზმთან“ დაკავშირებული კანონი უკრაინის რადამ 21 აგვისტოს დაამტკიცა.