თეგი: „როსნეფტი“

რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის“ წლიური მოგება, სანქციების ფონზე მკვეთრად შემცირდა

რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების ფონზე, სახელმწიფო ნავთობის გიგანტმა როსნეფტმა წლიური მოგების მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა. კომპანიამ გამოაცხადა 813 მილიარდი რუბლის (10,5 მილიარდი დოლარი) წმინდა მოგება გასულ წელს, რაც 7,9 პროცენტით ნაკლებია 2021 წელთან შედარებით. ინფორმაციას ამის შესახებ Alarabiya ავრცელებს. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო დასავეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, მათ შორის, 2022 წლის ბოლოს ნავთობის ფასზე შეზღუდვა აამოქმედეს.   

„როსნეფტის“ მესამე მსხვილი ქარხნის განყოფილება პარალიზებულია უკრაინული დრონების თავდასხმის გამო

რუსეთის ქალაქ სამარაში Kuibyshev– ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ზარალს განიცდის. როგორც Reuters-ი ინდუსტრიის ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ნავთობგადამამუშავებელი განყოფილებიდან, ერთი დახურა. 1950-იან წლებში აშენებულმა ქარხანამ, რომელიც „როსნეფტის“ საკუთრებაშია, სიმძლავრის 47% დაკარგა, რაც დღეში 20-ათას ტონას შეადგენს. კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელმაც შარშან 0,6 მილიონი ტონა ბენზინი, 1,2 მილიონი ტონა დიზელის საწვავი და 1 მილიონი ტონა საწვავი აწარმოა, გახდა როსნეფტის მესამე ქარხანა, რომელიც თავდასხმის ქვეშ მოექცა. რუსეთში ბენზინის წარმოება 13-19 მარტის კვირაში წინა კვირასთან შედარებით 3,9%-ით და წარმოების გეგმასთან შედარებით 5,2%-ით შემცირდა - 779,4 ათას ტონამდე (111,3 ათასი ტონა დღეში). უკრაინის მასიური თავდასხმების შემდეგ, რუსულმა ნავთობკომპანიებმა ბენზინის წარმოება შეამცირეს და რეზერვების გაყიდვა დაიწყეს - მედია  

დიდმა ბრიტანეთმა „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა ორი უმსხვილეს რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა, რითაც „პუტინის საომარი მანქანისთვის დიდი დარტყმის შესახებ“ განაცხადა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიები და გლობალური ბიზნესები, რომლებიც პუტინის უკანონო ომს უჭერენ მხარს, ახალი სანქციების ქვეშ მოექცნენ, დიდი ბრიტანეთი კრემლის შემოსავლებზე ზეწოლას ზრდის. ამით, დიდი ბრიტანეთი რუსეთს დღემდე ყველაზე მკაცრ სანქციებს უწესებს, რითაც ენერგეტიკის სფეროდან მიღებულ შემოსავლებს ახშობს. „უკრაინის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია მთელი ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. დღევანდელი ქმედება კიდევ ერთი ნაბიჯია უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ და უფრო უსაფრთხო გაერთიანებული სამეფოსკენ,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა. დიდმა ბრიტანეთმა „როსნეფტის“ ხელმძღვანელს იგორ სეჩინს პერსონალური სანქციები 2022 წლის მარტში დაუწესა, „ლუკოილის“ ხელმძღვანელი ვაგიტ ალეკპეროვი კი, 2022 წლის აპრილში დაასანქცირა. 15 ოქტომბერს განახლებულ სიაში ასევე მოხვდა ინდური კომპანია „ნავარა ენერჯი“, რომლის თანამესაკუთრეც „როსნეფტია.“ დიდი ბრიტანეთის სანქციებმა, რომლებიც 2022 წლის თებერვლიდან დაწესდა, 28.7 მილიარდი ფუნტის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. “2024-25 წლების ყოველწლიურ მიმოხილვაში გამოცხადებული მაჩვენებელი ხაზს უსვამს დიდი ბრიტანეთის წამყვან როლს, რომელიც მას უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის დაფინანსების ნაკადების ჩახშობაში შეაქვს,“ - აცხადებენ ბრიტანეთის მთავრობაში.  

ამერიკამ ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” დაასანქცირა

აშშ-მ რუსეთის მსხვილ ნავთობმწარმოებელ კომპანიებს Rosneft-სა და Lukoil-ს სანქციები დაუწესა. ვაშინგტონმა მოუწოდა მოსკოვს, დაუყონებლივ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. მისი განმარტებით, აშშ-ის სანქციები “რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დასარულებლად სერიოზული ერთგულების ნაკლებობის შედეგია.” აშშ მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი. დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანიაც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღევანდელი სანქციები ზეწოლას ზრდის რუსეთის ენერგეტიკის სექტორზე და ამცირებს კრემლის შესაძლებლობას, “მისი ომის მანქანისთვის შემოსავლების მოსაპოვებლად და თავისი დასუსტებული ეკონომიკის მხარდასაჭერად.” „ახლა მკვლელობების შეწყვეტისა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის დროა. პრეზიდენტი პუტინის უარის გათვალისწინებით, დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზინო დეპარტამენტი რუსეთის ორ უდიდესი ნავთობკომპანიას ასანქცირებს, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. სახაზინო დეპარტამენტი მზად არის, შემდგომი ქმედებებისთვის, თუ საჭირო იქნება, რათა მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებს, დაასრულოს კიდევ ერთი ომი. ჩვენს მოკავშირეებს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ და დაიცვან ეს სანქციები,” - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა. სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ “როსნეფტი” ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგოკომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია ბენზინის, ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების აღმოჩენაში, მოპოვებაში, გადამუშავებაში, ტრანსპორტირებასა და გაყიდვაში. “ლუკოილი” კი, თავის მხრივ, ჩართულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაში, წარმოებაში, გადამუშავებაში, მარკეტინგსა და გავრცელებაში, როგორც რუსეთში, ასევე, საერთაშორისოდ.  

Bloomberg: ამერიკული სანქციების ფონზე, ინდოეთისკენ მიმავალი რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერი უკან გაბრუნდა

Bloomberg-ის ცნობით, რუსული ნავთობის გადამტანი ტანკერი ბალტიის ზღვაში უკან გაბრუნდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. მედია წერს, რომ ინდოეთში მიმავალი რუსული ნავთობის გადამტანმა ტანკერმა კურსი მარშრუტის შუაში შეიცვალა და ამჟამად ბალტიის ზღვაშია გაჩერებული. გემზე არსებული ნავთობი „როსნეფტის“ კომპანიას ეკუთვნის, რომელსაც აშშ-მ ერთი კვირის წინ სანქციები დაუწესა. ინდური ნავთობგადამამუშავებელი კომპანიების უფროსმა ხელმძღვანელებმა სააგენტოს განუცხადეს, რომ ახლა მოსალოდნელია რუსული ნავთობის ნაკადის მკვეთრი შემცირება. გავრცელებული ცნობით, 20 ოქტომბერს ტანკერზე რუსეთის ბალტიისპირეთის პორტ პრიმორსკში თითქმის 730,000 ბარელი ურალის ნედლი ნავთობი გადაიტვირთა. Bloomberg-ის ცნობით, ვაშინგტონის სანქციებმა შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეამციროს რუსული ნავთობის ექსპორტი — განსაკუთრებით, ინდოეთში, რომელიც სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსული ენერგორესურსების ერთ-ერთი მთავარი მყიდველი გახდა.