თეგი: „სამხედრო შენგენი“
რუსეთთან ომის შემთხვევაში ჯარების გადაადგილების გამარტივებას, NATO "სამხედრო შენგენის" შექმნით გეგმავს
NATO წევრ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ გადაჭარბებული ბიუროკრატიული ზომები ჯარების გადაადგილებას აფერხებს ევროპის მასშტაბით აფერხებს და ამ პრობლემამ შეიძლება, სერიოზული პრობლემა შექმნას რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ის, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ მშვიდობიან პერიოდში, მზად არ იქნება კრიზისის ან ომის შემთხვევაში," - ამბობს გამოცემასთან NATO-ს მხარდაჭერისა და აღსრულების ერთობლივი სარდლობის (JSEC) ხელმძღვანელი, ალექსანდრ სოლფრანკი. 2018 წელს შექმნილმა JSEC-მა გერმანიაში ოპერირება 2021 წელს დაიწყო. მისი ამოცანებია ჯარების სწრაფი გადაადგილების კოორდინაცია კონტინენტზე. „ალიანსმა სწრაფად უნდა გადაიყვანოს ჯარები თავისი ბაზებიდან აღმოსავლეთ ფლანგზე სასურველ პუნქტში," - განაცხადა სოლფრანკმა და აღნიშნა, რომ ეს მოითხოვს მომზადებას. მისივე აზრით, საჭიროა ერთგვარი "სამხედრო შენგენი" - სამხედრო ტექნიკის თავისუფალი გავლის ზონა. „ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ოპერაციების თეატრი დიდი ხნით ადრე [NATO-ს კოლექტიური თავდაცვის ქარტიის] მე-5 მუხლის გამოყენებამდე," - განაცხადა გენერალმა.
ევროკომისია ევროკავშირში „სამხედრო შენგენის“ შექმნის იდეით გამოდის
ევროკომისია ევროკავშირში „სამხედრო შენგენის“ შექმნის იდეით გამოდის. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. ევროკომისიის თანახმად, „სამხედრო შენგენით“ გათვალისწინებული ზომები ევროკავშირის მასშტაბით სამხედრო მობილურობის სივრცეებს შექმნიან, სადაც სამხედროებს, აღჭურვილობასა და სამხედრო აქტივებს სწრაფად და შეუფერხებლად გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. „სამხედრო შენგენის“ მისაღწევად ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ზომები: გააუქმებენ რეგულაციურ ბარიერებს; საგანგებო ჩარჩოს შექმნიან; გაზრდიან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მზაობას; შეაგროვებენ და გაანაწილებენ შესაძლებლობებს (ტრანსპორტისთვისა და ლოგისტიკისთვის); გააძლიერებენ მმართველობასა და კოორდინაციას; გააღრმავებენ ევროკავშირის თანამშრომლობას ნატოსთან და სხვა პარტნიორებთან. ევროკომისიამ ასევე საგზაო რუკა წარადგინა, რომელიც სამხედრო სფეროში რევოლუციურ ინოვაციებს შეუწყობს ხელს და ევროპის თავდაცვით მრეწველობას გააძლიერებს. აღნიშნული საგზაო რუკა ოთხ პრიორიტეტზე იქნება ფოკუსირებული: თავდაცვით კომპანიებში ინვესტიციების მხარდაჭერაზე; ახალი ტექნოლოგიების განვითარების დაჩქარებაზე; თავდაცვით შესაძლებლობებზე წვდომის გაფართოებაზე და ევროპის ტექნოლოგიური უპირატესობის შესანარჩუნებლად საჭირო უნარების განვითარებაზე.