თეგი: „სტრატეგია აღმაშენებელი“

გიორგი ვაშაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის. ამის შესახებ ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. გიორგი ვაშაძის თქმით, ამ სცენარს გუნდში განიხილავენ, რადგან ერთ გარემოში „პრორუსებთან ყოფნა აუტანელია“. ვაშაძემ განმარტა, კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით მუშაობდა ის პარლამენტში და განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როდის უნდა მოხდეს პარლამენტიდან გამოსვლა და შესაბამისად, დასავლელი პარტნიორების შემზადებაც არის საჭირო. „ჩვენ შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ, რომ პარლამენტი დავტოვოთ, ამ სცენარს ჩვენ განვიხილავთ. ჩემთვის აუტანელია ერთ გარემოში ყოფნა პრორუსებთან. მხოლოდ იქ ვიქნები, სადაც ვხედავ 12 პუნქტთან დაკავშირებულ რაიმე საკითხს. საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩემი ხმა სჭირდებოდა - შევედი და ხმა მივეცი. არ ვაპირებ ყოველდღიურ რეჟიმში კობახიძეებთან და სხვებთან, პრორუსებთან მუშაობას. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ, პარლამენტის დატოვებისთვის. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის უნდა მოხდეს ეს და აუცილებელია ჩვენს დასავლელ პარტნიორებში სიტუაციის შემზადება. მათ კარგად უნდა ავუხსნათ წინასწარ რა ხდება. მთავარია ეს არ იყოს ნაადრევი, თუმცა ეს მოხდება. როდესაც ის მოცემულობა დადგება, რომ საზოგადოება შეთანხმდება იმაში, რომ „ქართული ოცნებიდან“ არაფერი გამოვა, რომ ის არის პრორუსული ძალა, რომ კანდიდატის სტატუსი მათთან ერთად არ იქნება. ეს მოცემულობა რომ შედგება, ჩვენი ნაბიჯიც ამის პარალელურად იქნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.  

საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია ბოიკოტს აცხადებს. პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს, ვიდრე ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდება სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. „მაშინ, როდესაც ე.წ სასამართლომ გუშინ მიიღო ფაქტობრივად მესამე პრეზიდენტის, სააკაშვილის მკვლელობის გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს წინასწარ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას. არ შეიძლება, გულზე ხელდაკრეფილი შევეგუოთ ამას. ჩვენთვის ეს არის იძულებითი ნაბიჯი. ჩვენთვის მთავარი არის დღესაც ევროპაში ინტეგრაცია, 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ ტოვებს არანაირ სივრცეს თანამშრომლობისთვის და თუ ვინმე არის რადიკალი, ეს არის „ქართული ოცნება“, რადგან კლავენ ადამიანს. ვინც ქარს დათესავს, მიიღებს ქარიშხალს. დღეს ნახავთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს კმაყოფილი სახეებით, გაუხარდებათ, რომ აქ არ იქნება ოპოზიცია, მაგრამ გავა რამდენიმე თვე და ეს შეიცვლება, გახარებული იქნება ხალხი, რადგან ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას. „რაც შეეხება საპარლამენტო საქმიანობას, ჩვენ ვწყვეტთ, ანუ  ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგეს, საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. თუ სამწუხაროდ ასეთი შეთანხმება არ იქნება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ უფლებას იტოვებს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს „ქართულ ოცნებასთან“ წინააღმდეგობის ფორმები“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.  „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას აღარ აპირებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდმომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 6 თებერვალს განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გამართავს 7 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.    

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს

„მივიღეთ გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის, პროდასავლური პატიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა. „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა 20 ივლისს, „რედისონში“ გიორგი ვაშაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. „კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ყველა გამოკითხვით, კვლევით ასევე ყველაზე დიდია პროდასავლურ პარტიებს შორის. ვგულისხმობ „სტრატეგია აღმაშენებელს“. შესაბამისად, დღეიდან ხალხის დაკვეთით, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული პარტიის, ივანიშვილის დამარცხების. მინდა, მადლობა გადავუხადო „სტრატეგია აღამაშენებელს“ და მისი გუნდის თითოეულ წევრს. ცხადია, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლიანი პარტია სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი და გავაგრძელებთ ბრძოლად თავისუფალი, ერთიანი საქართველოსთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. „დღეს ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი, ნაციონალური მოძრაობასთან, მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან და ყველა თაობის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას, ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია, ელოდება საქართველოს მოსახლეობა," - აღნიშნა თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ. პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა 20 ივლისს განაცხადა, რომ „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ „დროას“ თანამშრომლობა „საჭირო და საინტერესო იყო“. „სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტერესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით, არასდროს გვქონია საუბარი. ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, „დროა“ - არა. წარმატებებს ვუსურვებ გიორგისაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდაციაში. ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებისთვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.