თეგი: „უცხოური აგენტი“
„ხალხის ძალის“ კანონპროექტით, „უცხოური აგენტების“ რეესტრი შეიქმნება და რეგისტრაცია სავალდებულო იქნება ყველა NGO-სთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან
„ხალხის ძალის“ კანონის პროექტით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი მოძრაობა „ხალხის ძალა“ იანვარში დააინიცირებს კანონის პროექტს, რომელიც საქართველოში, უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. როგორც „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, კანონპროექტი არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება და ასევე მასში აღნიშნულ სფეროში რამდენიმე სხვა დემოკრატიული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა აისახება. „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების განმარტებით, შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი “ენჯეოსთვის“ და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად. მათივე ინფორმაციით, შემოღებული იქნება “უცხოური გავლენის აგენტის“ ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს. “ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სხვადასხვა თვალსაზრისით“, - განაცხადა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა
ყირგიზეთის პარლამენტმა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონი მიიღო
ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ ყირგიზეთის რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.“ კანონპროექტს მხარი 66-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 5 დეპუტატმა იყო. როგორც ადგილობრივი მედია წერს, კანონპროექტის კენჭისყრა რამდენიმე წუთში გაიმართა და პარლამენტის არცერთ წევრს შეკითხვა არ დაუსვამს. ახლა კანონის მისაღებად მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო. ყირგიზი უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ კანონმდებლობა უცხოური აგენტების შესახებ, რუსეთის კანონის თითქმის იდენტურია. მათ მოუწოდეს კანონმდებლებს, უკან გაეწვიათ კანონპროექტი. ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანონი ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო იყო საჭირო. კანონის თავდაპირველი ვერსია პატიმრობასაც ითვალისწინებდა, თუმცა ხსენებული მუხლი კანონპროექტიდან 20 თებერვალს ამოიღეს. კანონპროექტი სახელმწიფოს მხრიდან არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციების დამატებით კონტროლსა და შემოწმებას გულისხმობს. BBC: ყირგიზეთმა შესაძლოა, მალე მიიღოს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, რომელიც რუსულის მსგავსია