თეგი: „ფრონტექსი“

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო ფინეთს რუსეთთან საზღვრის პატრულირებაში, 50 მესაზღვრითა და სხვა პერსონალით დაეხმარება

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსი“ გეგმავს, რომ ფინეთში 50 მესაზღვრე და სხვა პერსონალი გაგზავნოს, რათა რუსეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდის შემდეგ, ქვეყნის საზღვრის უსაფრთხოება გააძლიეროს. „ფრონტექსი“ ფინეთს რუსეთთან საზღვრის პატრულირებაში დასახმარებლად დამატებით დახმარებას გაუწევს. ფინეთი რუსეთთან საზღვრის სიახლოვეს ბარიერების ასაშენებლად სამხედროებს გზავნის. ფინეთის თავდაცვის ძალები ქვეყნის მესაზღვრეებს ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ კუჰმოსთან ღობეების აღმართვაში დაეხმარება. ფინური გამოცემის ცნობით, ვარტიუსის გადასასვლელ სადგურზე დროებითი ბარიერების მშენებლობაში დასახმარებლად, ფინეთის თავდაცვის ძალები გაგზავნეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო მასალა და საჭირო მასალები ადგილზე უკვე მიიტანეს. ბარიერების აშენების მიზეზად ფინეთის სასაზღვრო დაცვამ „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა, ამასთან, განმარტეს, რომ ეს არის გარანტია იმისა, რომ ლეგალური ტრანსსასაზღვრო მოძრაობა უსაფრთხოდ წარიმართება.“ გავრცელებული ინფორმაციით, ფინელი სამხედროები მესაზღვრეებს სამხედრო დახმარებას არ უწევენ, რადგან „სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.“ ფინეთმა მიმდინარე კვირას დახურა რამდენიმე სასაზღვრო პუნქტი, რათა რუსეთიდან მიგრანტების ნაკადი შეეჩერებინა. ფინეთმა რუს ტურისტებს საზღვარი 2022 წლის სექტემბერში ჩაუკეტა.