თეგი: „შუა დერეფანი“
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ შეთანხმება მიღწეულია - აზერბაიჯანული მედია
აზერბაიჯანის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე, როვშან რუსტამოვმა და თურქეთისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრის დროს მიაღწიეს შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის მარშრუტით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ, იუწყება Trend. აზერბაიჯანის რკინიგზის ცნობით, მხარეებმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ერთობლივ ღონისძიებებზე, რათა BTK-ის რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულების შემდეგ, ხაზის სრული პოტენციალი გამოიყენონ. საქართველოს რკინიგზის თავმჯდომარეობით, შუა დერეფნის მმართველი საერთო კრების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა რა საკითხები განიხილეს ყაზახეთის საპორტო ქალაქ აქტაუში, ,,შუა დერეფნის“ სამუშაო შეხვედრაზე BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაო აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა BTK-ის სერტიფიცირების შემდეგ დაიწყება
საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზები შუა დერეფნის მმართველ კომპანიაში ჩინური CRCT-ის ჩართვაზე შეთანხმდნენ
ბაქოში, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარეს როვშან რუსტამოვს, საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს დავით აბაშიძესა და ყაზახეთის საბჭოს თავმჯდომარეს თემირ ჟოლი ტალგატ ალდიბერგენოვს შორის შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა ერთობლივი საწარმოს (Middle Corridor Multimodal Ltd) საქმიანობა განიხილეს. მთავარი საკითხი პროექტში China Railway Container Transport Corp. Ltd.-ის (CRCT) მიერთება იყო, რომელიც China Railway-ის შვილობილი კომპანიაა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მისი მონაწილეობა გააძლიერებს აღმოსავლეთ-დასავლეთ-აღმოსავლეთის ტვირთბრუნვას და გაზრდის შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას. შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ საწარმოში CRCT-ის შესვლის შესახებ ოქმს ხელი მოეწერა. აზერბაიჯანის რკინიგზის ცნობით, მარშრუტზე ტრანსპორტირება სწრაფად იზრდება: იანვარ-ივლისში, ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით, 225 ბლოკ-მატარებელმა (24 ათასი TEU) იმოძრავა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2025 წლის ბოლომდე 400-ზე მეტი მატარებლის გადაადგილებაა მოსალოდნელი. ცნობისთვის, Middle Corridor Multimodal-ი ერთობლივი კომპანიაა, რომელიც "შუა დერეფანს" მართავს და ავითარებს. ეს არის ლოგისტიკური კომპანია, რომელიც კოორდინაციას უწევს გადაზიდვებს შუა დერეფანში რკინიგზით, ზღვითა და სხვა ტრანსპორტით. შუა დერეფანი წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც გადის რეგიონის რიგ ქვეყნებში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.