თეგი: „ჯორჯიან მანგანეზი“

„ჯორჯიან მანგანეზი“ მზადაა, „თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის“ შემთხვევაში, მაღაროელებს მართვა გადასცეს

„ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის, „თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში“, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს. შესაბამის განცხადებას კომპანია Facebook-ზე ავრცელებს. კომპანია აცხადებს, რომ კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება მათთვის მთავარი ღირებულება, ხოლო მიზანი, კრიზისული სიტუაციის მოგვარებაა. “ჯორჯიან მანგანეზის არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა. კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ. ​ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს”, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები კვირაზე მეტია, გაფიცულები არიან და “ჯორჯიან მანგანეზისგან” 14 - პუნქტიანი მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ. მაღაროელების ნაწილი საპროტესტო აქციებს თბილისში, პარლამენტთან მართავს, პარლამენტის წინ გაშლილია კარვები, შიმშილობას კი, 4 ადამიანი აგრძელებს. კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები - ომბუდსმენი მაღაროელებზე მაღაროელებმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ასევე მოითხოვენ, 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულებას; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერებას და გადახდის გადავადებას, აქამდე დარიცხულის გასტუმრებას; დაზღვევის შეცვლას და პირობების გაუმჯობესებას; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლებას; უსაფრთხოების გაკონტროლებას ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი.    უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც  დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე -  კომპანიის მენეჯმენტთან.    მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. „პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.   „ადამიანები შიმშილობენ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მდგომარეობას გავცნობოდი. იქ ვერ ვნახე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მონიტორინგს გააკეთებდა და პირველი, რაც გავაკეთეთ, სასწრაფო დახმარების მობილიზება მოვახდინეთ და იმის მერე იქ არის. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა ჩვენი ფუნქციაა, მხარეებს პოზიციის დაახლოებაში შევუწყოთ ხელი, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძო კომპანიაა, დასაქმებულები არიან და სახელმწიფოს ჰყავს დანიშნული მედიატორი, რომელიც მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოზიტიური როლი შევასრულოთ.   მაღაროში დასაქმებულების შრომითი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. ვცდილობთ, რომ ეს პროცესი მივიდეს შეთანხმებამდე, სადაც დამსაქმებელიც დათმობს პოზიციებს და ეს პოზიციები მისაღები იქნება პროტესტის მონაწილეებისთვის. ჩვენი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში.    „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ამბობდა, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია.  

ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში ოთხ მაღაროს დროებით ხურავს

კომპანია ჯორჯიან მანგანეზის განცხადებით, ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთომოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა და ამის გამო, ჭიათურაში მოქმედ ოთხ მაღაროს დროებით დახურავენ. „უხვმა ნალექმა ე.წ ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა. ზემოთ აღნიშნული მოვლენების შედეგად წარმოქმნილ რისკებს სპეციალურად მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ. ​თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა. პროცესების შესწავლისა და უსაფრთხოების შესაძლო რისკებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიღებამდე სამუშაო პროცესი შეჩერდება," - წერია განცხადებაში.