თეგი: „ჰეზბოლა“

ისრაელში, ლიბანთან საზღვარზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო

The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელში, ლიბანთან საზღვარზე დღეს დილით განხორციელებულ სამ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო. შეიარაღებული დაჯგუფების მტკიცებით, მათი სამიზნე ისრაელის ტანკი იყო. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ პოსტებზე საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ. შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ შტულაზე ლიბანიდან თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით განხორციელდა. ამასთან, ლიბანის ტერიტორიიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით კიდევ ერთი დარტყმა ჩრდილოეთ საზღვარზე, სამხედრო პოზიციას მიაყენეს. ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით თავდასხმა განხორციელდა, არის მსხვერპლი - ისრაელი  

მედია: ბორელი „ჰეზბოლას“ წარმომადგენელს შეხვდა

Euractiv ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ წარმომადგენელს შეხვდა. ბორელის შეხვედრა მცდელობის ნაწილია, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომში ლიბანის ჩაბმის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. მედია წერს, რომ ევროკავშირის წყარომ აღნიშნული შეხვედრის გამართვა დაადასტურა მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა ისრაელის სამხედრო ბაზა „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ დაბომბეს. წყაროს ცნობით, ევროკავშირი „აწარმოებს დიპლომატიურ დიალოგს ყველა შესაბამის პოლიტიკურ წარმომადგენელთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ადგილზე არსებულ სიტუაციაზე ან დაინტერესებულნი არიან ამით.“ როგორც Reuters-ი 6 იანვარს წერდა, ბორელმა ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქატისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ „აუცილებელია ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება და გააფრთხილა ისრაელი, რომ „რეგიონულ კონფლიქტს გამარჯვებული არ ეყოლება.“ ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. დაპირისპირებაში უკვე ჩართულია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, "ჰეზბოლას" ძალები ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე და წითელ ზღვაში - სატრანსპორტო მარშრუტების ნაწილი. ცნობისთვის, „ჰეზბოლა“ ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ის, ასევე კანადის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.  

ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ “მაღალჩინოსანი“ დაიღუპა - Reuters

Reuters-ის ცნობით, ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი, ვისამ ტავილი დაიღუპა. სააგენტო ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ვისამ ტავილი, ჯგუფის ელიტარული რადვანის ძალების ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ტავილი და „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მებრძოლი მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათ ავტომობილზე სოფელ მაჯდალ სელმში დარტყმა განხორციელდა.  

ლიბანში პეიჯერების აფეთქების შედეგად, „ჰეზბოლას“ მებრძოლები დაიღუპნენ, დაშავებულია ირანის ელჩი

17 სექტემბერს, სამხრეთ ლიბანში პეიჯერების ერთდროულად აფეთქების შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. დაშვებულთა შორისაა ირანის ელჩი. ამის შესახებ მედია პროირანულ დაჯგუფება ჰეზბოლასა და ლიბანურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. „ჰეზბოლას“ ცნობით, რამდენიმე პეიჯერი, რომლებსაც მისი წევრები კომუნიკაციისთვის იყენებდნენ, „ერთდროული“ დეტონაციის დროს აფეთქდა. ბეირუთში ირანის ელჩმა ზედაპირული დაზიანება მიიღო. იტყობინებიან ირანული მედიასაშუალებები. ამ ცნობას Reuters-ი ვერ ადასტურებს. ლიბანის ინფორმაციის მინისტრმა ზიად მაკარიმ განაცხადა, რომ მთავრობამ დაგმო პეიჯერების აფეთქება, როგორც "ისრაელის აგრესია." „ჰეზბოლამ“ ასევე დაადანაშაულა ისრაელი პეიჯერების აფეთქებებში და განაცხადა, რომ ის მიიღებს "სამართლიან სასჯელს." ისრაელის სამხედროებმა უარი თქვეს აფეთქებების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე. „ჰეზბოლას“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ პეიჯერების აფეთქება იყო "უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარღვევა", რომელიც ჯგუფმა განიცადა ისრაელთან თითქმის ერთწლიანი კონფლიქტის განმავლობაში. ისრაელი და ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ ღაზის სექტორში ომის დაწყებიდან - გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ჩაერთნენ საზღვრისპირა ომში, რაც ბოლო წლების ყველაზე უარესი ესკალაციაა. „ჰეზბოლამ“ სულ მცირე სამი ადამიანის, მათ შორის - მისი ორი მებრძოლის დაღუპვა დაადასტურა. მათივე თქმით, მესამე დაღუპული, გოგო იყო და რომ აფეთქებების გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს. ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფეთქებები შეაფასა, როგორც ისრაელის "საშიში და მიზანმიმართული ესკალაცია." ლიბანის შიდა უსაფრთხოების ძალებმა განაცხადა, რომ უამრავი უკაბელო საკომუნიკაციო მოწყობილობა აფეთქდა ლიბანის მასშტაბით, განსაკუთრებით, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, რაც ჰეზბოლას დასაყრდენად მიიჩნევა. „პეიჯერები, რომლებიც აფეთქდა, ჰეზბოლას მიერ ბოლო თვეებში შემოტანილი უახლესი მოდელები იყო,“ განაცხადა უსაფრთხოების სამმა წყარომ Reuters-ის ცნობით. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა ფირას აბიადმა განაცხადა, რომ აფეთქებების შედეგად, 2750 ადამიანი დაშავდა, მათგან 200 მძიმე მდგომარეობაშია. „დაშავებულთა შორის ბევრი იყო ჰეზბოლას მებრძოლი, რომლებიც შეიარაღებული ჯგუფის უმაღლესი პირების შვილები არიან,“ განუცხადა Reuters-ს უსაფრთხოების ორმა წყარომ.  ცნობისთვის, „ჰეზბოლა“ შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.