თეგი: 11 სექტემბერი

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყოველდღიური სარაკეტო თავდასხმების წინაშე მდგარმა უკრაინამ კარგად იცის, რა არის ტერორიზმი და გულწრფელად თანაუგრძნობს ამერიკელ ხალხს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 11 სექტემბრის ტერაქტების 21-ე წლისთავს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყოველდღიური სარაკეტო თავდასხმების წინაშე მდგარმა უკრაინამ კარგად იცის, რა არის ტერორიზმი და გულწრფელად თანაუგრძნობს ამერიკელ ხალხს. 11 სექტემბრის ტერაქტებიდან 21 წელი გავიდა „დღეს პატივს მივაგებთ 11 სექტემბრის მსხვერპლებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს ისტორიაში. ყოველდღიური სარაკეტო თავდასხმების წინაშე მდგარმა უკრაინამ კარგად იცის, რა არის ტერორიზმი და გულწრფელად თანაუგრძნობს ამერიკელ ხალხს. ტერორიზმი არის ბოროტება, რომლის ადგილიც არ არის თანამედროვე მსოფლიოში!“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.  

11 სექტემბრის ტერაქტებიდან 21 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტებიდან 21 წელი გავიდა. 2001 წელს, დილით, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. მათგან ორი, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა. 08:46 საათზე - ჩრდილოეთ კოშკზე, 09:03 საათზე კი, სამხრეთ კოშკზე მოხდა დაჯახება. მესამე გატაცებული თვითმფრინავი 09:37 საათზე პენტაგონის შენობას დაეცა. ერთ-ერთმა კი მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა. საერთო ჯამში, 2 977 ადამიანი დაიღუპა.  

11 სექტემბრის ტერაქტებიდან 22 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტებიდან 22 წელი გავიდა. 2001 წელს, დილით, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. მათგან ორი, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა. 08:46 საათზე - ჩრდილოეთ კოშკზე, 09:03 საათზე კი, სამხრეთ კოშკზე მოხდა დაჯახება. მესამე გატაცებული თვითმფრინავი 09:37 საათზე პენტაგონის შენობას დაეცა. ერთ-ერთმა კი მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა. საერთო ჯამში, 2 977 ადამიანი დაიღუპა.