თეგი: ASTORIA GRANDE

მედიის ცნობით, სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში შევიდა

მედიის ცნობით, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სოჭიდან ბათუმის პორტში შევიდა. მთავარი არხის ინფორმაციით, ადგილზე გასაპროტესტებლად მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები - „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ლელოდან.“ განახლება: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში ტრაბზონიდან შემოვიდა და მისი მფლობელი კომპანია საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ გემის შემოსვლა საქართველოს წყლებში კომერციული ხასიათისაა. „27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ს ტრაბზონიდან შემოვიდა. გემს თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International”-ი ემსახურება, გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - აცხადებენ სააგენტოში. ცნობისთვის, საკრუიზო გემი Astoria Grande, რომელიც დღეს დილით ბათუმში შემოვიდა, 22 ივლისს სოჭიდან გამოვიდა. მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში არ ახსენებს სოჭს და განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. რუსული სამთავრობო არხის, Россия 1-ის ცნობით, შავი ზღვის სანაპიროზე დამატებითი გაჩერება ტურისტების მოთხოვნით დაამატეს. გამოცემა “ეხო კავკაზა” იუწყება, რომ კრუიზი ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას სთავაზობს. ამასთან, ლაინერის მენიუს ქართული ტრადიციული კერძებიც დაემატა. „გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება.   აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.   საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.   24 იანვრის განცხადებაში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ სოჭის პორტთან მოლაპარაკების არსებობა უარყო.

ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას, ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები აპროტესტებენ

საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს მოქალაქეები სტვენითა და შეძახილებით აცილებენ  ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, დატოვეთ ჩვენი ქვეყანა," - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, აქციაზე პროტესტი და ხმაური მოჰყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გამოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა. „რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს," - ამ ლოზუნგებით ბათუმში საპროტესტო აქცია თბილისის პარალელურად მიმდინარეობს. ცნობისთვის, მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში ტრაბზონიდან შემოვიდა და მისი მფლობელი კომპანია საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. „გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება. აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.   საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები პროტესტის ფონზე გააცილეს

საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს. IPN-ის ცნობით, ბათუმის პორტში შეკრებილი იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, დატოვეთ ჩვენი ქვეყანა." აქციაზე პროტესტი და ხმაური მოჰყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გამოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა. ბათუმის პარალელურად აქცია გაიმართა თბილისშიც, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ. ცნობისთვის, მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. „გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება.   აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.   საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

სალომე ზურაბიშვილი: ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმში საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან დაკავშირებულ აქციას ეხმაურება. „ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს. შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის“, - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე. ცნობისთვის, მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. „გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება.   აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.   საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ბათუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ საკრუიზო ლაიენერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან

ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერს - ASTORIA GRANDE, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები არიან, საპროტესტო აქციით დახვდნენ.   პორტთან შეკრება აქციას მონაწილეებმა ღამით დაიწყეს.  ადგილზე აქციის მონაწილებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე იყო დაპირისპირება. პროტესტის მონაწილეებმა საქართველოს და ევროკავშირის დროშები გაშალეს.   

საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმში პროტესტით ხვდებიან

განახლება: საკრუიზო ლაინერი დაახლოებით 05:00 საათზე, პროტესტის ფონზე შემოვიდა  პროტესტით გაცილებიდან მეოთხე დღეს, 31 ივლისს საკრუიზო გემი - ASTORIA GRANDE ბათუმში სავარაუდოდ, დილის 05:00 საათისთვის ისევ შემოვა. მანამდე კი, ონლაინ გამოცემა "ბათუმელების" პირდაპირი ეთერის თანახმად, ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები და სხვა მოქალაქეები ადგილზე, პორტის სიახლოვეს შეიკრიბნენ. ისინი საკრუიზო გემის დახვედრას საპროტესტო აქციით გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით, თითქმის ყველა ის მონაკვეთი ჩაკეტა ბარიკადებით, საიდანაც ნავმისადგომთან მიახლოება შეიძლებოდა. აჭარის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, აქციის მონაწილეები აგრესიით გამოირჩევიან. აქციის მონაწილეები, რომლებიც ახლა ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე არიან შეკრებილნი, ამბობენ, რომ „სოჭიდან წამოსულ საკრუიზო გემზე, რომელიც ბათუმში უნდა შევიდეს, ტურისტებთან ერთად, პუტინისა და ომის მომხრე მომღერლები და არტისტები არიან. განმარტავენ, რომ სწორედ ეს იწვევს მათ აღშფოთებას.“ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია მოქალაქეების დაკავების შესახებაც, თუმცა ეს ცნობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი - Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება. საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები პროტესტის ფონზე გააცილეს  

პოლიციამ ბათუმში, აქციაზე 9 ადამიანი დააკავა

პოლიციამ ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საკრუიზო ლაინერის - Astoria Grande-ს ​ჩასვლის გასაპროტესტებლად აქცია იმართება, 9 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების პრესსამსახურის განცხადებით, „აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდნენ" მოქალაქეები.“ ბათუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ საკრუიზო ლაიენერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან Astoria Grande დღეს, 31 ივლისს შემოვიდა, თუმცა მისი მგზავრები ჯერ ლაინერიდან არ გადმოსულან. რუსეთის მოქალაქეების გამოსაყვანად გაგზავნილი ავტობუსი აქციის მონაწილეები ადგილზე არ შეუშვეს.  

ილია დარჩიაშვილი: მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკაონ ვიზიტორებისადმი დექსტრუქციული დამოკიდებულებისგან

„მინდა, მოვუწოდო იმ ხალხს, ვინც თავისი ქმედებებით თუ განცხადებებით ხელს უშლის ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, გაუგებარია, რა განსხვავებაა თვითმფრინავით თუ გემით ჩამოსულ ვიზიტორებს შორის, ეს არის პირდაპირი, მიზანმიმართული პროვოკაცია, რომ ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით ხელი შეეშალოს, ტურიზმი არ განვითარდეს და მოხდეს დესტრუქცია,“ შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გააკეთა. „ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, ტურიზმი ვითარდება და გაუგებარია, მსგავსი ტიპის გამოხატული აგრესია კონკრეტული ადამიანების მისამართით. მეორე მხრივ, საქართველო, როგორც არაერთხელ ითქვა, შესაბამისობაშია ყველა საერთაშორისო სტანდარტთან. არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსულიყოს მსგავსი სატრანსპორტო საშუალებით ან თვითმფრინავის საშუალებით რომელიმე სანქცირებული ავიაკომპანია ან ბორტი. შესაბამისად, საქართველო საერთაშორისო რეგულაციების მიმართულებით ასრულებს თავის ვალდებულებებს, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ერთადერთ რამეს ემსახურება გამოხატული დამოკიდებულება საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების წინააღმდეგ, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ტურიზმის განვითარებასთან, მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გამოხატულებისგან“, – განაცხადა დარჩიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, აქციით დახვდნენ. პოლიციამ ბათუმში, აქციაზე 9 ადამიანი დააკავა  

ბათუმის აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის, Astoria Grande-ს ჩამოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. შსს-ს ცნობით, ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ დაკავებულებს შორის ერთ-ერთი, უკრაინის მოქალაქეა. ბათუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ საკრუიზო ლაიენერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან ბათუმის ნავსადგურის მიმდებარედ დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები. აქციის მონაწილეებმა საკრუიზო გემს, რომელზეც ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. Astoria Grande-ს მგზავრები ლაინერიდან ავტობუსით გამოიყვანეს.  

ომბუდსმენის ინფორმაციით, რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის საწინააღმდეგო აქციაზე 19 პირი დააკავეს

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 31 ივლისს რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ, ბათუმის ნავსადგურთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე) მუხლებით, ცხრამეტი პირი დააკავეს, მათ შორის, სავარაუდოდ, ერთი, უკრაინის მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. „სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა, რ. მ.-მ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. დაკავებული რ. მ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება. ბათუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ საკრუიზო ლაიენერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ცხრა მოქალაქე გადაყვანილია სენაკისა და ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ხოლო, ორი დაკავებულის გადაყვანა იგეგმება ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში. საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს აქციაზე დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას და ვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას,“ - წერია განცხადებაში.  

კალაძე ბათუმის აქციაზე: საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული

მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ საპროტესტო აქცია, რომელიც ბათუმში Astoria Grande-ს ჩასვლის გამო იმართება, ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. კალაძის შეფასებით, „ნებისმიერი ეროვნების ტურისტის ჩამოსვლა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.“ „პრობლემას არ წარმოადგენს ტურისტების შემოსვლა, ჩამობრძანდნენ. ყველაზე მთავარი რა არის - ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას, დაიცვას კანონი. ჩამოვიდნენ, დახარჯონ თანხები. ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის? „რეალურად, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს პროტესტი ისევ და ისევ საქართველოს, საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ არის მიმართული. არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, ხდება ეკონომიკური განვითარება. ჩამოდის ტურისტი, დახარჯავს ფულს, წავა და ისევ თავის ქვეყანაში დაბრუნდება. ეს არის ძალიან მარტივი“, - განაცხადა კახა კალაძემ. ომბუდსმენის ინფორმაციით, რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის საწინააღმდეგო აქციაზე 19 პირი დააკავეს  

საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები აქციის ფონზე გააცილეს

ბათუმში, სადაც დღეს საკრუიზო ლაინერმა - ASTORIA GRANDE რუსეთის მოქალაქეები შემოიყვანა, სამოქალაქო აქტივისტებისა და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების აქცია განახლდა. აქციას შეუერთდნენ უკრაინის მოქალაქეებიც და უკრაინის დროშები გაშალეს. ბათუმში, პროტესტის მონაწილეებმა გამოფინეს სლოგანები და მოუწოდებენ ლაინერის მგზავრებს, ტერიტორია დატოვონ. აქციის მონაწილეებს დაკავებული აქვთ გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი - საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. „რუსეთი მტერია და არა სტუმარი,” - ამ ლოზუნგით კი საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. მათი თქმით, დღევანდელი პროტესტი არის სოლიდარობის აქტი მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც ბათუმში დააკავეს. „დღეს შევიკრიბეთ იქიდან გამომდინარე, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ იმ ბათუმელ ახალგაზრდებს, აქტივისტებს, ვინც რუსული გემის შემოსვლა გააპროტესტა, მხოლოდ ბათუმში არ ხდება საქართველოს რუსიფიკაცია. დღეს ჩვენი შეკრების მიზანია, ადამიანებს გავაგონოთ ხმა, რომ მთელ საქართველოშია პრობლემა. თითქოს სტუმრები არიან, რეალურად რუსეთი საქართველოს მტერია და არა სტუმარი,” - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აქტივისტმა ლაშა ჯანჯღავამ.   პროტესტით გაცილებიდან მეოთხე დღეს, 31 ივლისს საკრუიზო გემი - ASTORIA GRANDE ბათუმში სავარაუდოდ, დილის 05:00 საათისთვის ისევ შემოვიდა. განახლება - ლაინერმა ბათუმის პორტი დატოვა.  

სპეციალური საგამოძოები სამსახური გამოიძიებს, გადაამეტა თუ არა პოლიციამ უფლებამოსილებას ბათუმის ნავსადგურში

სპეციალური საგამოძოები სამსახური გამოიძიებს, გადაამეტა თუ არა პოლიციამ უფლებამოსილებას ბათუმის ნავსადგურში. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 31 ივლისს, ქ. ბათუმში, ნავსადგურთან გამართული საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სახალხო დამცველის აპარატიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შემოსული შეტყობინებები დაედო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას აქტიურ რეჟიმში ატარებს,“ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბათუმის აქციაზე უკრაინის მოქალაქის დაკავების საქმეში უკრაინის საელჩო ჩაერთო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინის საელჩო ბათუმის აქციაზე დაკავებული უკრაინელი მოქალაქის საქმეზე მუშაობს. „საქართველოში უკრაინის საელჩო მუშაობს უკრაინელი მოქალაქის საქმეზე, რომელიც ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. კონსულმა უკრაინელი ქალის მონახულების ნებართვა მოითხოვა, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმოს. პარალელურად დიპლომატები გათავისუფლების საკითხზე მუშაობენ,” - განაცხადა ნიკოლენკომ. 31 ივლისს რუსული საკრუიზო ლაინერის საწინააღმდეგო აქციაზე 23 ადამიანი, მათ შორის უკრაინის მოქალაქე დააკავეს. დაკავებულის ადვოკატის თქმით, მას მცირე ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს.