თეგი: Amazon-ი
Amazon-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი გახდა
ბრენდის შეფასების საკონსულტაციო კომპანიის Brand Finance-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, Amazon-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ბრენდების სიაში პირველ ადგილზე დაბრუნდა. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების სიაში Apple მეორე ადგილზეა. Anadolu-ს ცნობით, Amazon-ი პირველ ადგილზე იმის მიუხედავად, რომ, რომ ჯეფ ბეზოსმა ბრენდის ღირებულების 51 მილიარდი დოლარი დაკარგა (350 მილიარდი დოლარიდან 299,3 მილიარდ დოლარამდე). Apple-ის ბრენდის ღირებულება 16 პროცენტით დაეცა 297,5 მილიარდ დოლარამდე. მესამე ადგილზეა Google ($281,4 მილიარდი), შემდეგ მოდის Microsoft (191,6 მილიარდი) და Walmart ($113,8 მილიარდი). სამხრეთ კორეის ტექნიკური კომპანია Samsung-ია მე-6 ადგილზეა (99,7 მილიარდი დოლარი), ჩინური ბანკი ICBC მე-7-ა (69,5 მილიარდი დოლარი), ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია Verizon მე-8-ვე (67,4 მილიარდი დოლარი), Tesla მე-9-ეა (66,2 მილიარდი დოლარი), TikTok - მე-10 ადგილს იკავებს (65,7 მილიარდი დოლარი).
აშშ-ჩინეთს შორის დაძაბულობის ფონზე, Amazon-მა შანხაის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ლაბორატორია დახურა
Amazon-ი შანხაიში ხელოვნური ინტელექტის კვლევით ცენტრს ხურავს. ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება. ლაბორატორიის თანამშრომელმა სოციალურ ქსელ WeChat-ზე დაწერა, რომ გუნდი „აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, სტრატეგიული ცვლილებების“ გამო იშლებოდა. მისი თქმით, ექვსი წლის განმავლობაში გუნდმა 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა და შეიმუშავა ღია კოდის პლატფორმები, რამაც კომპანიას დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა. ლაბორატორიაში დასაქმებულთა ზუსტი რაოდენობა არ არის გამჟღავნებული. შეგახსენებთ: დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ექსპორტის „შავ სიაში“ ჩინური ჩიპების მწარმოებელი რამდენიმე კომპანიის დამატებას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ, ჩინეთთან ურთიერთობებში „დიდი პროგრესი“ იყო მიღწეული. ჩინეთმა აშშ-ის ახალი შეზღუდვები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი სავაჭრო მოლაპარაკებების დროს ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებებს არღვევს.