თეგი: BBC
საერთაშორისო მედია რუსეთში მუშაობას წყვეტს
რუსული არმიის შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელების სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადების შემდეგ, რუსეთში მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს ბრიტანულმა, ამერიკულმა, კანადურმა და ავსტრალიურმა მაუწყებლებმა, BBC-მ, CNN-მა, CBS News-მა, ABC News-მა და CBC-მა. ამასთან, რუსეთში მუშობა შეწყვიტა სააგენტო Bloomberg-მაც. ასევე წაიკითხეთ: ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს
BBC News-ის ჟურნალისტებმა რუსეთიდან ინგლისურენოვანი მაუწყებლობა განაახლეს
BBC News-მა რუსეთში შემზღუდავი კანონის ამოქმედების შემდეგ შეწყვეტილი მაუწყებლობა განაახლა. სამაუწყებლო კორპორაცია განმარტავს, რომ BBC-მ „ფრთხილი განხილვის" შემდეგ გადაწყვიტა, განაახლოს მუშაობა. რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც „ყალბი“ ინფორმაციის გავრცელებისთვის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსეთში არაერთი დამოუკიდებელი წყარო დაიხურა, ან მათ მუშაობა შეაჩერეს. „ეს კანონმდებლობა, როგორც ჩანს, დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას „დანაშაულად“ აქცევს. სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ დროებით შევაჩეროთ BBC News-ის ყველა ჟურნალისტისა და მათი დამხმარე პერსონალის მუშაობა რუსეთის ფედერაციაში, ვიდრე შევაფასებთ ამ არასასურველი განვითარების სრულ გავლენებს. BBC News რუსულ ენაზე მაუწყებლობას რუსეთის ფარგლებს გარეთ განაგრძობს. ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება უმთავრესია და ჩვენ არ ვართ მზად, რომ ისინი სისხლისსამართლებრივი დევნის რისკის ქვეშ დავაყენოთ მხოლოდ მათი საქმის შესრულების გამო“, - აცხადებდა ტიმ დევი, BBC-ის გენერალური დირექტორი. ცნობისთვის, BBC-ის ვებგვერდებზე წვდომა რუსეთში შეიზღუდა და კრემლმა BBC World News-ის ეთერი გათიშა. „ჩვენ ვწუხვართ, რომ ჩვენს რუს აუდიტორიას ეკრძალება სანდო და მიუკერძოებელ სიახლეებზე წვდომა იმ დროს, როდესაც მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“, - განაცხადა BBC-ის წარმომადგენელმა. კორპორაციამ რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გააგრძელონ BBC News-ზე წვდომა. შეგახსენებთ, ბრიტანული მაუწყებლის გარდა, რუსეთიდან თავიანთი ჟურნალისტები სხვა საერთაშორისო მედიასაშაულებებმაც გაიყვანეს.
ჩინეთის პოლიციამ BBC-ის ჟურნალისტი დააკავა
BBC-ის ჟურნალისტი ედ ლოურენსი ჩინეთის პოლიციამ, შანხაიში ჩინეთის „კოვიდ-პოლიტიკის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გაშუქებისას დააკავა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღეებში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში Covid-ის შეზღუდვების წინააღმდეგ. ლოურენსი რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს. BBC-მ განაცხადა, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია“ ჟურნალისტის მიმართ მოპყრობით. თავის მხრივ, ჩინეთის ხელისუფლებამ განმარტა, რომ ჟურნალისტს თავი მედიის წარმომადგენლად არ წარუდგენია.
BBC-ის ფაქტები, სადაც კეზერაშვილია ნახსენები, მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია - ვოლსკი
ფაქტები, სადაც ნახსენებია კეზერაშვილის გვარი, მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული „არ შეიძლება, წინასწარ ილაპარაკო დანაშაულზე, როდესაც სასამართლოს მიერ არ არის დადასტურებული, მაგრამ ფაქტია, ეს არ იყო უბრალო ჟურნალისტური გამოძიება. ჩვენ არ ვეყრდნობით მხოლოდ „ბიბისის“ მაღალ საერთაშორისო რეიტინგს. ეს არის გამოძიება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თანაც ხორციელდებოდა გამოძიების პარალელურად, რომელსაც ატარებდა მაღალი კომპეტენციის მქონე საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი. ასე რომ, ფაქტები რაც დაიდო, სადაც ნახსენებია კეზერაშვილის გვარი, რასაკვირველია, არის მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელი. განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსების, ცალკეული პიროვნებების ან თუნდაც მედიასაშუალებების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან ამ კონკრეტული წყაროდან. ახლო პერიოდში ამ ფულს შეიძლება უკვე ოფიციალურად დაერქვას ბინძური ფული. მით უმეტეს, რომ ბინძური ფული უკვე არსებობს ამ გაერთიანებაში, მედიისა და პოლიტიკოსების გაერთიანებაში და მისი წარმოშობა უკავშირდება სახელმწიფოს, კონკრეტულად ჯარის ბიუჯეტის ძარცვას“, – აღნიშნა ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხთან.
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააგრძელეს, ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრების გაძარცვა - ბურჭულაძე
ყოფილი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა, ამის გაგრძელება არის ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრების გაძარცვა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული „სხვას ვერაფერს დავარქმევ და შევაფასებ, ეს იყო ყოფილი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა. ამ ძარცვით არ დასრულდა ეს ისტორია, ამის გაგრძელება არის ის, რომ შემდეგ ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან დასანანია და ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა სამართალდამცველებს გვერდში დავუდგეთ, რომ ასეთი სქემები აღარ მუშაობდეს ევროპაში და არც საქართველოში. ჩვენმა სამართალდამცველებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან, საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდათ გამოძიების თვალსაზრისით. ისიც გასარკვევია, სამართლებრივად როგორ უნდა გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები ჩვენთან, სხვა ქვეყანაში, თუ ერთობლივად“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
უარს ვამბობ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე - კეზერაშვილი
უარს ვამბობ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს, - "ფორმულას" დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის გამოძიებას ეხმაურება და ფორმულასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული "მრავალი წელია მეც და ჩემს ოჯახსაც არაერთხელ გვიფიქრია, ხომ არ ჯობს, თავი დავანებოთ ბრძოლას და მშვიდი რეჟიმით ვიცხოვროთ, რამდენად ეს შესაძლებელია იძულებით ემიგრაციაში. ამ დღეებში ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენთვის აქტუალური, მაგრამ როგორც კი მსგავს პერსპექტივას ვუშვებთ, მაშინვე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. როგორ შეიძლება, ვდისტანცირდე ყველაფრისგან მაშინ, როდესაც შემიძლია თუნდაც ერთი აგური დავდო რუსული ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ ვაცხადებ, რომ ჩემ ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან ჩემი გასვლა არ განიხილება. თუმცა ვიღებ გადაწყვეტილებას ჩემი დახმარების პარალელურად ტელეკომპანია ფორმულას მივცე სრულიად ახალი და გამოცდილებით უნიკალური მედია-მოდელის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო მაღლა აწევს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას, მათ შორი ჩემგანაც (რისი დეფიციტიც არხს არც ამ დრომდე ჰქონია). გადაწყვეტილება ასეთია: მე უარს ვამბობ ფორმულას საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, ფორმულას კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც. ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში", - წერია დავით კეზერაშვილის განცხადებაში.
კეზერაშვილი აცხადებს, რომ BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
ფორმულას დამფუძნებელმა, დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ის აცხადებს, რომ სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები მცდარია. „დღეს მე BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე. BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან. ჩემს წინააღმდეგ იყო და დღემდე გრძელდება შევიწროების, მუქარის და დევნის კამპანია ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან. ძალიან უპასუხისმგებლო იყო BBC-ისგან ამ სიუჟეტის ეთერში გაშვება, რომელსაც არ გააჩნდა სათანადო საფუძველი, რომ ჩემთვის ასეთი სერიოზული ბრალდებები წაეყენებინა. მას შემდეგ, რაც BBC-მ ეს ტყუილები გამოაქვეყნა, ქართული რეჟიმი აგრძელებს ამის პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენებას, როგორც მისი ხანგრძლივი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს, რათა შელახოს ჩემი, როგორც კრიტიკული ტელეარხის, ფორმულას დამფუძნებლისა და საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამცველის რეპუტაცია. ეს ყალბი პროგრამა პირდაპირ მოხვდა საქართველოს რეჟიმის ხელში, რომელიც იყენებს BBC-ის "სანდოობას", რათა საფრთხე შეუქმნას ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას, ამავდროულად, ვერ შეუსწავლია თავისივე როლი თაღლითურ ქოლ-ცენტრებში, რომელიც საქართველოში არაერთმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა გამოააშკარავა. ჩემი რეპუტაციის დასაცავად, არ დავიხევ უკან, რომ BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მივმართო", - ამბობს კეზერაშვილი „ფორმულას“ ცნობით. ასევე წაიკითხეთ: უარს ვამბობ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე - კეზერაშვილი რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული
რიგაში, BBC-ის წვეულებაზე უცნობმა პირმა სასწავლო ხელყუმბარა ისროლა
რიგაში BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტების მიერ შაბათს გამართულ წვეულებაზე უცნობმა პირმა სასწავლო ხელყუმბარა ისროლა. ამის შესახებ მედია თვითმხილველებზე, მათ შორის, BBC-ის თანამშრომლებზე, დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, 23 დეკემბრის გვიან საღამოს, როდესაც რიგის ბარში სტუმრები თითქმის არ იყვნენ, გარდა BBC-ის ჟურნალისტებისა, უცნობმა პირმ rgd-5-ის კლასიფიკაციის ყუმბარის სასწავლო ანალოგი იატაკზე დააგდო. აფეთქებისას არავინ დაშავებულა. სროლის შემდეგ თავდამსხმელი მანქანაში ჩაჯდა და მიიმალა. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ თავდასხმა მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. ლატვიის სახელმწიფო პოლიციამ დაადასტურა, რომ 23 დეკემბრის საღამოს რიგაში მდებარე ბარში პიროტექნიკური მოწყობილობა - სასწავლო ხელყუმბარა შეაგდეს. 24 დეკემბრის დილით ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. პოლიციის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მოტივი, სავარაუდოდ, პირადი კონფლიქტი იყო, რომელიც ადრე ბარში მოხდა და მომხდარი არ იყო დაკავშირებული BBC-ის ჟურნალისტების ბარში ყოფნასთან. მომხდართან დაკავშირებით საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა.