თეგი: Baykar
თურქულმა Baykar-მა ახალი რეაქტიული თვითმფრინავი წარადგინა
თურქეთში, სამსუნში მოწყობილ გამოფენაზე, თურქულმა მწარმოებელმა (Baykar Makina-მ Bayraktar Kızılelma) უპილოტო საჰაერო ხომალდის პროტოტიპი წარადგინა. მისი წარმოება უკრაინაში მოხდება. თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების წარმოებას იწყებს კომპანიის ხელმძღვანელმა სელჩუკ ბაირაქტარმა თურქულ მედიას განუცხადა, რომ ახალი უპილოტო საფრენი აპარატი აღჭურვილია რეაქტიული ძრავით და უმაღლესი დონის კონტროლის სენსორებით. მას შეუძლია „აგრესიული მანევრირება“. Baykar ამჟამად უკრაინული ქარხნის მშენებლობის პროცესშია.
Bayraktar-ის მწარმოებელს შეუძლია, უკრაინას ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს - უკრაინული მედია
Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის დრონები მალე შეძლებენ დაუპირისპირდნენ ირანული წარმოების კამიკაძე თვითმფრინავებს, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმისთვის, საჰაერო-ჰაერი რაკეტების გამოყენებით. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისივე თქმით, თურქულ სააგენტის, რაკეტების მწარმოებელ გიგანტ Roketsan-სა და Baykar-ს შორის კონტრაქტს მოეწერა ხელი, რომელიც საჰაერო თავდაცვის რაკეტების ინტეგრირებას გულისხმობს. შეგახსენებთ, თურქული კომპანია "ბაირაქტარი", უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას 2 წელიწადში აპირებს.
პირველი თურქული უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავის გამოცდა წარმატებით დასრულდა
Baykar-ის მიერ ეროვნულ დონეზე შექმნილი პირველი თურქული უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავის Bayraktar KIZILELMA-ს გამოცდები წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ Trend-ი კომპანიაზე დაყრდნობით იტყობინება. მედიაში შესაბამისი ვიდეოც ვრცელდება. სხვა დეტალებზე საინფორმაციო საშუალებები არ ავრცელებენ ინფორმაციას.
უკრაინამ დრონების მწარმოებელ თურქულ Baykar-თან სამი ახალი შეთანხმება გააფორმა
უკრაინამ თურქული თვითმფრინავების მწარმოებელ Baykar-თან სამ ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. დოკუმენტის დეტალები არ გასაჯაროებულა. დოკუმენტს ხელი 2023 წლის Teknofest-ის საავიაციო, კოსმოსური და ტექნოლოგიების გამოფენის შემდეგ მოეწერა. „ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი: სამი ახალი შეთანხმება თურქეთის Baykar-თან უკრაინელი მწარმოებლებისთვის. რა თქმა უნდა, დეტალებს არ გავამხელ, მაგრამ შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ეს კონტრაქტები ჩვენს ქვეყანას საექსპორტო შემოსავლებს და ახალი თაობის იარაღს მოუტანს“, - წერს უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ალექსანდრე კამიშინი.
Baykar-ი უკრაინაში დრონების ტექნიკური მომსახურების ცენტრს ააშენებს
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ და თურქულმა კომპანია Baykar-მა უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ცენტრის აშენების თაობაზე კონტრაქტს ხელი მოაწერეს. კონტრაქტი არის თურქეთ-უკრაინის თანამშრომლობის უფრო დიდი შეთანხმების ნაწილია მაღალი ტექნოლოგიების, საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის სფეროში, რომელიც ძალაში 23 იანვარს შევიდა. ცენტრი უახლოეს მომავალში აშენდება. უკრაინულმა მხარემ 10 ივლისს განაცხადა, რომ ქვეყანაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო. Baykar-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჰალუქ ბაირაქტარის თქმით, დრონების წარმოება 2025 წელს დაიწყება და პროექტში მთლიანი ინვესტიცია დაახლოებით, 95 მილიონი დოლარი იქნება.
Baykar-ს სურს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება უკრაინაში 2025 წელს დაიწყოს
თურქული კომპანია Baykar 2025 წელს უკრაინაში Bayraktar TB2-ს და Bayraktar Akinci-ის ტიპის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ელის. თურქეთმა უკრაინაში Bayraktar-ის დრონების წარმოებისთვის ლიცენზია გასცა. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ობიექტების მშენებლობისთვის დაგეგმილი ჯამური ინვესტიცია 95.5 მილიონი აშშ დოლარია. ქარხნის გახსნა 2025 წელს იგეგმება. უკრაინა თურქეთისგან დამატებით 24 უპილოტო საფრენ აპარატს შეიძენს „სამშენებლო სამუშაო Baykar-ის ადგილობრივ შვილობილ კომპანიაში [უკრაინაში], შპს (Avia Ventures) გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, გახსნა დაგეგმილია 2025 წელს“, - ციტირებს მედია მის კომენტარს. კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „[საწარმოში] მოსამზადებელი სამუშაოს ძირითადი ნაწილი უკვე მიმდინარეობს“. თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების ქარხანას და სერვისცენტრს ააშენებს ცნობისთვის, უკრაინამ თურქული დრონი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად 2021 წლის ოქტომბერში გამოიყენა. უკრაინელმა სამხედროებმა Facebook-ზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც Bayraktar T2B ანადგურებს რუსული წარმოების საარტილერიო იარაღს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.