თეგი: Bayraktar TB2
ლიეტუვა მოქალაქეების შეგროვებული ფულით უკრაინისთვის Bayraktar-ს თურქეთისგან ყიდულობს
ლიეტუვა მოქალაქეების მიერ შეგროვებული ფულით Bayraktar-სა და სხვა აღჭურვილობას თურქეთისგან იყიდის. ლიეტუვაში, უკრაინისთვის Bayraktar TB2-ის შესაძენად, $4.7 მილიონი შეგროვდა ამის შესახებ ხელშეკრულებას ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვილიუს სემეშკამ და თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სააგენტოს ხელმძღვანელმა ანკარაში ხელი მოაწერეს. გასულ კვირას ლიეტუველი ჟურნალისტის, ანდრიუს ტაპინასისა და ტელეკომპანია Laisves TV-ს წამოწყებული კამპანიის ფარგლებში, უკრაინისთვის თურქული უპილოტო საფრენი აპარატის ყიდვის მიზნით, ლიტველებმა €5 მილიონის შეგროვება დაიწყეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თურქულმა კომპანიამ უკრაინისთვის გადასაცემად, ლიეტუვას Bayraktar TB2 აჩუქა
თურქულმა კომპანიამ ლიეტუვას აჩუქა დრონი, რომელიც ვილნიუსს მოქალაქეების შეგროვილი ფულით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უნდა შეესყიდა. ამის შესახებ უპილოტო საფრენ აპარატ Bayraktar TB2-ის მწარმოებელმა კომპანიამ ინფორმაცია Twitter-ზე გაავრცელა. ლიეტუვაში, უკრაინისთვის Bayraktar TB2-ის შესაძენად, $4.7 მილიონი შეგროვდა „ლიეტუველმა ხალხმა, უკრაინისთვის Bayraktar TB2 -ის საყიდლად თანხა ღირსეულად შეაგროვა. ამის გაგების შემდეგ, Baykar-ი Bayraktar TB2-ს ლიეტუვას უსასყიდლოდ ვაჩუქებთ და გთხოვთ, რომ ეს თანხები უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაიხარჯოს“, – წერს დრონების მწარმოებელი კომპანია. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა მოქალაქეების შეგროვებული ფულით უკრაინისთვის Bayraktar-ს თურქეთისგან ყიდულობს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თურქული კომპანია Baykar-ი რუსეთისთვის დრონების შესაძლო მიყიდვაზე: ფული არ არის პრიორიტეტი, მხარს ვუჭერთ უკრაინას
ბაირაქტარის დრონები რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინული წინააღმდეგობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ამ დრონების შექმნის უკან დღეს ორი ძმა ჰალუკ და სელჩუკ ბაირაქტარები დგანან. მათ შესახებ სტატია BBC-მ მოამზადა. Baykar-ის თანამშრომლობა უკრაინასთან, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე დაიწყო. ჰალუკი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უპილოტო თვითმფრინავების გადაცემის მოთხოვნით ბევრ ქვეყანას მიმართა, თუმცა, მისი თქმით, წინადადებას მხოლოდ თურქეთი დაეთანხმა. მწარმოებელმა Bayraktar-ი უფასოდ გადასცა რამდენიმე ფანდრაიზერს, ლიეტუვაში, პოლონეთსა და უკრაინაში მას შემდეგ, რაც მათ უკრაინის არმიისთვის თვითმფრინავების შესაძენად შეაგროვეს ფული. თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების წარმოებას იწყებს ჰალუკის თქმით, კომპანიის სპეციალისტებმა Bayraktar TB2-ის დრონის გამოყენებაზე ბევრი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეც გაწვრთნეს. „ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს. ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს. ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ისევე როგორც იმ ქვეყნებთან არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებაში. ჩვენ თავად არ ვიყენებთ ამ ტექნოლოგიებს. ჩვენ ვავითარებთ მათ“. ის იხსენებს, რომ, მაგალითად, უკრაინაში უპილოტო თვითმფრინავებს უკრაინელი სამხედროები იყენებენ და სწორედ ისინი წყვეტენ, როდის გამოიყენონ ისინი. ფოტო: 2016 წელს ბაირაქთართა ოჯახი თურქეთის პრეზიდენტის ოჯახს დაუკავშირდა. სელჩუკმა ერდოღანის ქალიშვილი შეირთო ცოლად. ამავდროულად, არ მალავს ფაქტს, რომ Bayraktar-ის უპილოტო თვითმფრინავები უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში წვლილს შეიტანენ. BBC-ის შეკითხვაზე, თუ მოსკოვი დიდ თანხას შესთავაზებთ, მიყიდის თუ არა დრონებს რუსეთს, პასუხობს: „რა თანხაც არ უნდა შემოგვთავაზონ (რუსეთმა), გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ სიტუაციაში მათთვის დრონების გადაცემის საკითხი არ განიხილება. ამ დროისთვის მთელი ჩვენი მხარდაჭერა მთლიანად უკრაინისკენაა მიმარეთული“, - განუცხადა BBC-ს თურქული კომპანია Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა. თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების ქარხანას და სერვისცენტრს ააშენებს ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი კავშირი და უკრაინა ძალიან უსამართლო, აგრესიული და გაუმართლებელი შეტევის ქვეშ იმყოფება. რა თანხაც არ უნდა შემოგვთავაზონ, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოა“, - ამბობს ჰალუკ ბაირაქტარი. Bayraktar TB2 - თურქული საშუალო სიმაღლის გრძელვადიანი უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატია, რომელსაც თურქული კომპანია „ბაიქარი“ აწარმოებს.
კოსოვომ თურქული Bayraktar-ის დრონები შეიძინა
კოსოვოს შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი არსენალი თურქული კომპანიიას მიერ წარმოებული Bayraktar TB2-ის ტიპის დრონებით შეავსეს. ამის შესახებ კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ Facebook-ზე დაწერა. მან ხაზი გაუსვა, რომ „კოსოვო კიდევ უფრო უსაფრთხო“ გახდა. „ჩვენ შევავსეთ ჩვენი არმიის არსენალი Bayraktar TB2-ის თვითმფრინავებით, რომლებიც ჩვენმა მთავრობამ თურქეთისგან შეიძინა. ამ ორი წლის განმავლობაში არმიის ბიუჯეტი 100%-ზე მეტით გავზარდეთ“, - წერს კოსოვოს პრემიერი. მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი დრონი შეიძინეს თურქული კომპანიისგან. Bayraktar-ი თურქული დამრტყმელი ოპერატიულ-ტაქტიკური, საშუალო სიმაღლის, ხანგრძლივი ფრენის თვისების დრონია, რომელსაც თურქეთი უკრაინას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აწვდის. მას კომპანია Baykar-ი აწარმოებს. კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, თურქეთის მიერ წარმოებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა, რუსული ჯავშანტექნიკისა და საზენიტო სისტემებისგან უკრაინის დაცვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. უკრაინაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობაც დაიწყო.
დრონების მწარმოებელი თურქული Baykar-ი უკრაინაში $100 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს
თურქული Bayraktar TB2-ს უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავების მწარმოებელი Baykar-ი 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს უკრაინაში სამ პროექტში, მათ შორის, თვითმფრინავების წარმოების ქარხნის მშენებლობაში, რომელიც წელიწადნახევარში დასრულდება. ამის შესახებ Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰალუქ ბაირაქტარმა კიევში თავდაცვის მრეწველობის პირველ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა. Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მისი თქმით, ყველა შემოწირულობა Baykar-დან, ისევე როგორც უკრაინიდან და პოლონეთიდან, რადარის სისტემების შესაძენად გამოიყენეს, მათ უკვე აღმოაჩინეს ათასობით სამიზნე და ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანეს. „ამ შემოწირულობების ჯამური ღირებულება 106 მილიონ დოლარამდეა,“ - აღნიშნა ბაირაქტარმა. Baykar-ის ხელმძღვანელი: ახალი დრონების წარმოებით, თურქეთ ხმელთაშუა ზღვაში გავლენას გაზრდის