თეგი: CPJ
CPJ: ისრაელ-„ჰამასის“ ომის შედეგად, სულ მცირე 21 ჟურნალისტი დაიღუპა
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ცნობით, 19 ოქტომბრის მდგომარეობით, ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, ორივე მხარეს 4000-ზე მეტ დაღუპულთა შორის, სულ მცირე 21 ჟურნალისტი იყო. დაღუპულ ჟურნალისტებს შორის 17 პალესტინელია, 3 ისრაელელი და 1 ლიბანელი. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 8 ჟურნალისტი. 3 ჟურნალისტი დაკარგული ან დაკავებულია. CPJ ომში დაღუპული, დაშავებული, დაკავებული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჟურნალისტების შესახებ ყველა ცნობას იძიებს.
CPJ: ისრაელ - “ჰამასის“ ომის შედეგად, სულ მცირე 31 ჟურნალისტი დაიღუპა
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემებით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო 7 ოქტომბრიდან დაწყებული ომის შედეგად, უკვე დაიღუპა მედიის სულ მცირე 31 წარმომადგენელი. მათ შორის 26 პალესტინელი, 4 ისრაელელი და ერთი ლიბანელი. ორგანიზაციის ცნობით, 9 ჟურნალისტი დაკარგულად ან დაკავებულად ითვლება. 7-30 ოქტომბრის პერიოდში დაიჭრა 8 ჟურნალისტი. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ იკვლევენ დაუდასტურებელ ცნობებს დაკარგული ჟურნალისტებისა და სხვა ადამიანების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოკლულები, დაკავებულები ან დაშავებულები იყვნენ.
2023 წელს მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა დაპატიმრებული ჟურნალისტების რიცხვი - CPJ
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემების მიხედვით, 2023 წელს მსოფლიოში დაპატიმრებული ჟურნალისტების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. პირველი დეკემბრისთვის პატიმრობაში იყო 321 ჟურნალისტი. ეს სიდიდით მეორე მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 1992 წელს ორგანიზაციამ ამ მონაცემის აღრიცხვა დაიწყო. ორგანიზაციის მიერ 18 იანვარს გავრცელებული ანგარიშის თანახმად, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა, ბელორუსი და რუსეთი, დამოუკიდებელი მედიის გაჩუმების მიზნით თავიანთ ყველაზე გავრცელებულ იარაღად იყენებენ ექსტრემიზმის და სხვა ანტისახელმწიფოებრივ კანონებს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის ჩინეთზე, სადაც 44 ჟურნალისტია ციხეში, მას მოჰყვებიან ბირმა (43) და რუსეთი. დაპატიმრებულ ჟურნალისტთა 65 პროცენტზე მეტს წაყენებული აქვს "ანტისახელმწიფოებრივი ბრალდებები, მაგალითად, ყალბი ცნობები და ტერორიზმი, მათი კრიტიკული გაშუქების საპასუხოდ.