თეგი: Clingendael
ევროკავშირმა მნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროს თავისი ყოფნა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში - ნიდერლანდების კვლევითი ინსტიტუტი
„ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში“, - ამ სახელწოდების კვლევა ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა (Clingendael) გამოაქვეყნა. ინსტუტუტის მკვლევრების შეფასებით, აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ პოლიტიკის დოკუმენტების გარდა, ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს ცალკე სტრატეგია მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის“. „ეს სტრატეგია მკაფიოდ უნდა ასახავდეს ევროკავშირის სხვადასხვა მიზანსა და მისი განხორციელების გზებს. მის ფოკუსში მკაფიოდ უნდა ჩანდეს როგორც უსაფრთხოების, ასევე (გეო)პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ნორმატიული განზომილებები. ევროკავშირმა მნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროს თავისი ყოფნა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში. ის საქართველოსა და სომხეთში განსაკუთრებით უნდა ცდილობდეს მეტი თანმიმდევრულობის მიღწევას ევროკომისიის, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ძალისხმევას შორის. „ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს, რომ სომხეთმა სათანადოდ შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც აღებულია აზერბაიჯანიდან ნახიჩევანამდე სატრანსპორტო კავშირთან დაკავშირებით. მას შეუძლია, შეასრულოს აქტიური როლი მოლაპარაკებებში, უზრუნველყოს ექსპერტიზა სატრანსპორტო კავშირის მოდალურობასთან დაკავშირებით, ასევე ფინანსური ინვესტიცია მოახდინოს საგზაო და სარკინიგზო კავშირის მშენებლობაში. ევროკავშირი დაინტერესებულია მისი განხორციელებით იმიტომაც, რომ ეს გააძლიერებს შუა დერეფნის სავაჭრო მარშრუტს. ამ კონტექსტში ასევე აშკარად ევროკავშირის ინტერესებშია სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესისა და საზღვრის გახსნის მხარდაჭერა“, - წერენ ექსპერტები.