თეგი: Condor Airlines
საქართველოს ავიაბაზარზე მსხვილი გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines-ი შემოვიდა
გერმანულმა ავიაკომპანიამ, მაინის ფრანკფურტიდან თბილისში, პირველი რეისი 2 მაისს შეასრულა. ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა. ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, Boeing 757 და Airbus 321 საჰაერო ხომალდებით შეასრულებს. ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანია 50 ბოინგისა და ეარბასის ტიპის საჰაერო ხომალდებს ფლობს. Condor-ი ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.