თეგი: DFC
თბილისში ვიზიტით მყოფმა DFC-ს ხელმძღვანელმა ომით დაზარალებული უკრაინული კომპანიების მხარდამჭერი შეთანხმება გააფორმა
აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, სკოტ ნეითანმა „გაზელ ფაინანსთან" შეთანხმებას მოაწერა ხელი, რაც გულისხმობს ტექნიკური დახმარების აღმოჩენას იმ უკრაინული კომპანიებისთვის, რომლებიც პუტინის ომის შედეგად საქართველოში გადმოდიან ან აფართოებენ ოპერაციებს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. „განსაკუთრებით ამაღელვებელია ომით დაზარალებული უკრაინული კომპანიების მხარდამჭერ შეთანხმებაზე ხელმოწერა ქვეყანაში, რომლის ხალხმაც საოცარი სოლიდარობა გვაჩვენა. დღეს აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, სკოტ ნეითანმა „გაზელ ფაინანსთან" შეთანხმებას მოაწერა ხელი, რაც გულისხმობს ტექნიკური დახმარების აღმოჩენას იმ უკრაინული კომპანიებისთვის, რომლებიც პუტინის ომის შედეგად საქართველოში გადმოდიან ან აფართოებენ ოპერაციებს. ჩვენ ვრჩებით ერთიანნი უკრაინისთვის“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი საქართველოს ეწვევა აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაციის (DFC) მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, სკოტ ნეითანი თბილისშია. „მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში DFC ინვესტიციებს ახორციელებს ენერგეტიკაში, ჯანდაცვაში, კრიტიკულ ინსფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებში. ვიზიტის ფარგლებში კორპორაციის ხელმძღვანელი შეხვდება ადგილობრივ პარტნიორებს, ამერიკელ ინვესტორებსა და მთავრობის წარმომადგენლებს, რათა გავაგრძელოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარება და მხარი დავუჭიროთ ომში დაზარალებულ უკრაინულ კომპანიებს“, - იტყობინება ამერიკის საელჩო.
აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი საქართველოს ეწვევა
აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაციის (DFC) მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, სკოტ ნეითანი იწყებს ოფიციალურ ვიზიტს თბილისში. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. „მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში DFC ინვესტიციებს ახორციელებს ენერგეტიკაში, ჯანდაცვაში, კრიტიკულ ინსფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებში. ვიზიტის ფარგლებში კორპორაციის ხელმძღვანელი შეხვდება ადგილობრივ პარტნიორებს, ამერიკელ ინვესტორებსა და მთავრობის წარმომადგენლებს, რათა გავაგრძელოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარება და მხარი დავუჭიროთ ომში დაზარალებულ უკრაინულ კომპანიებს“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სენატორი შაჰინი საქართველოში აშშ-ის საფინანსო კორპორაციის ოფისის გახსნის შესაძლებლობაზე საუბრობს
სენატორი შაჰინი საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის გახსნის შესაძლებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს ამის პოტენციალი აქვს. „თებერვალში, ვიზიტით ვიმყოფებოდი საქართველოსა და რუმინეთში, და იქ დიდი ინტერესია, რომ შავი ზღვის რეგიონის მიმართ უფრო ყოვლისმომცველ სტრატეგიაზე ფიქრს ვიწყებთ. ასევე, ვუყურებთ ეკონომიკურ პოტენციალს და შუა დერეფანი, რომლის ნაწილი საქართველოც არის, რუსეთის გვერდის ავლით, ენერგიის გადაზიდვის საშუალებას იძლევა. ვაკვირდებით რა საქართველოს, იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის უკუსვლით, თუმცა ძალიან ნათელია, რომ ქართველი ხალხი ევროპისა და NATO-ს ერთგულია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავუჭიროთ მხარი მათ უკეთ ამ მიმართულებით. (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და მისი საშუალებით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. ელჩმა დეგნანმა შესანიშნავი სამუშაო გასწია და როდესაც ვსაუბრობთ, სად უნდა განვავითაროთ რეგიონში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ოფისი, ვფიქრობ, საქართველოს ამის პოტენციალი სავსებით აქვს“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა საკომიტეტო მოსმენაზე, რომელსაც ენტონი ბლინკენი სტუმრობდა. შეგახსენებთ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის შესაძლო გახსნაზე საუბრები დიდი ხანია, მიმდინარეობს. 2021 წლის აგვისტოში, საქართველოში ვიზიტის დროს, კონგრესმენმა მუნმა Europetime-თან განაცხადა, რომ ხსენებული საკითხი ელჩ დეგნანთან განიხილა. „ჩვენს ელჩთან ვისაუბრეთ ფინანსური კორპორაციის განვითარებისა და მისი ოფისის გახსნის შესაძლებლობის შესახებ, რათა აშშ-დან მეტი ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური განვითარება წახალისდეს“, - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) არის აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი. DFC პარტნიორობს კერძო სექტორთან, იმისათვის რომ დააფინანსოს გადაწყვეტილებები, განვითარებადი მსოფლიოს წინაშე მდგარ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევებზე საპასუხოდ. ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ სხვადასხვა სექტორში, რომელთა შორისაა: ენერგეტიკა, ჯანდაცვა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგია. DFC ასევე უზრუნველყოფს ფინანსებს მცირე ბიზნესისა და მეწარმე ქალებისთვის განვითარებად ბაზრებზე სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. DFC ინვესტიციები პასუხობს მაღალ სტანდარტებს და პატივს სცემს გარემოს, ადამიანისა და მომუშავეთა უფლებებს. ამასთან, ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს რა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. სწორედ ამაზე საუბრობდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი Europetime-თან: „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა, და შეერთებული შტატები, ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთისა და ენერგიის გადაზიდვისთვის შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ინტეგრირების ჩათვლით. შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს ასევე მოუტანს სამუშაო ადგილებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს პროექტის ტენდერთან დაკავშირებით და კვალიფიციური დეველოპერსის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება. ამერიკული კომპანია Trammo კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სასუქის ტრანსპორტირებას უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან. გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს. აშშ-ის მთავრობა ეძებს ახალ შესაძლებლობებს შუა დერეფნის მასშტაბით პარტნიორობისთვის. საქართველოში ეს ნიშნავს ახალი, ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებისთვის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გაზრდას, რათა საქართველოდან და საქართველოს გავლით მიწოდებული ტვირთის ეფექტიანობა და ღირებულება გაიზარდოს. ეს ინვესტიციები და პარტნიორობა საქართველოს უფრო დიდ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ქართველებისთვის უფრო სარფიანად დასაქმების შესაძლებლობებს გამოიწვევს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, მთავრობასთან და ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უფრო ფართოდ დანერგვის გზაზე და ასევე დავეხმაროთ ქართველ მწარმოებლებს, რომ ჰქონდეთ რესურსები და უნარები, რათა გლობალურ ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია გასწიონ. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა Europetime-ს. ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო