თეგი: ECHR
ევროპულმა სასამართლომ რუსეთს აზოვსტალის დატყვევებულ დამცველებთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივი ზომების მიღება დაავალა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) უკრაინის შუამდგომლობა რუსეთის მიერ დატყვევებული უკრაინელი დამცველების უფლებების დაცვის შესახებ სასწრაფოდ განიხილა და გადაუდებელი ზომების გამოყენება განაგრძო სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებულ საქმეზე - „უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ (X)“. სასამართლომ მიიღო გადაუდებელი ზომები რუსეთის ფედერაციის მიმართ, რათა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს კონვენციით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის სამედიცინო დახმარება, რომელიც უკრაინის სახელით ნებისმიერ მოთხოვნას მოიცავს. „ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დადასტურება იმისა, რომ სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შეიარაღებულ აგრესიასთან დაკავშირებულ ყველა საქმეს, მიუხედავად იმისა, არის ეს სახელმწიფოთაშორისი თუ ინდივიდუალური საქმე. რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სახელმწიფოთაშორის საქმეში დროებითი ზომები ასევე მოიცავს სამხედრო ტყვეების უფლებებსაც“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ირინა მუდრამ. ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა შეგახსენებთ, უკრაინამ რუსეთის მიერ აზოვსტალის დამცველების დატყვევებასთან დაკავშირებით, ევროპულ სასამართლოს მიმართა. აზოვსტალის დამცველებთან მიმართებით უკრაინამ მოითხოვა სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის უზრუნველყოფა. უკრაინამ ასევე მოითხოვა გადაუდებელი ზომების მიღება უკრაინელი დამცველების ექსპლუატაციის აღსაკვეთად რუსი დამპყრობლების მიერ, ნებისმიერ „ტრიბუნალებს“ და სხვა ყალბ „სასამართლოებში“.
ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა სომხეთის მოთხოვნა და გამოიყენა დროებითი ღონისძიება აზერბაიჯანის წინააღმდეგ - მედია
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) სრულად დააკმაყოფილა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მოთხოვნა და გამოიყენა დროებითი ღონისძიება აზერბაიჯანის წინააღმდეგ. კერძოდ, საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში სომხეთის წარმომადგენლის ოფისში განაცხადეს, რომ ევროსასამართლომ მოსთხოვა აზერბაიჯანს, თავი შეიკაოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რამაც შეიძლებმა გამოიწვიოს კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევა. ევროსასამართლომ ასევე გადაწყვიტა, სასწრაფოდ ეცნობოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ამის შესახებ. სომხეთმა სთხოვა ევროსასამართლოს, გამოიყენოს დროებითი ღონისძიება აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების შეუქცევადი დარღვევა აზერბაიჯანის მიერ, „მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესიის შედეგად.“ წყარო პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე