თეგი: EUMM

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა თავდაცვის სამინისტროში შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. „შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ელჩმა მარეკ შჩიგელმა ქართულ მხარეს მისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ქართულმა მხარემ აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსა და ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილ ფინანსური დახმარების პაკეტს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

EUMM-მ შიდა გამოძიება დაიწყო მისიის თანამშრომლის პოსტთან დაკავშირებით, რომელშიც ის აშშ-ს ადანაშაულებს უკრაინაში მიმდინარე ომში

საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) ემიჯნება მისიის თანამშრომელს, რომელიც აშშ-ს ადანაშაულებს უკრაინაში მიმდინარე ომში. ამის შესახებ აღნიშნულია Twitter-ზე განთავსებულ პასუხში, რომელიც EUMM-მა აქტივისტ გიორგი თაბაგარის მიერ განთავსებულ სქრინზე დაწერა. „პირადი პოსტი არ ასახავს EUMM-ის პოზიციასა და მოსაზრებას, EUMM აწარმოებს შიდა გამოიძიებას და იმოქმედებს შიდა პოლიტიკასთან შესაბამისად“, - აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საქმე ეხება EUMM-ის ექსპერტს „ინფორმაციისა და ცოდნის მენეჯმენტის საკითხებში“, ანტონიო კარლოს ჰერერას პოსტს, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ომი „ამერიკის მიერ არის ორკესტრირებული“.  

გერმანიის საელჩოს კომენტარი EUMM-დან დამკვირვებლის გაწვევაზე

საქართველოში გერმანიის საელჩო EUMM-დან დამკვირვებლის გაწვევაზე Europetime-თან აკეთებს კომენტარს.  „მას შემდეგ, რაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2022 წლის ოქტომბერში მიიღო ინფორმაცია ასეთი გამონათქვამების შესახებ, მან დაუყოვნებლივ გაათავისუფლა შესაბამისი პირი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან (EUMM), - განუცხადეს Europetime-ს გერმანიის საელჩოში. შეგახსენებთ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ Europetime-ს დაუდასტურა, რომ გერმანიამ საქართველოდან დამკვირვებელი გაიწვია. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრორუსული შეხედულებებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის მხარდაჭერის გამო, გერმანიამ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან (EUMM) თანამშრომელი გაიწვია. ამის შესახებ გერმანული გამოცემის Südwestrundfunk (SWR) ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიების მასალებშია ნათქვამი. ეს პირია სერგეი ე., რომელმაც მანამდე, სავალდებულო გადამოწმების ეტაპი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრში (ZIF) გაიარა. გაირკვა, რომ სოციალურ ქსელებსა და სხვა პლატფორმებზე განთავსებული პოსტების თანახმად, უკრაინის ომისა და სხვა წინა კონფლიქტების კონტექსტში, მას არაერთხელ დაუკავებია რუსეთის მხარე. ცნობილი გახდა, რომ სერგეი.ე. ულტრამემარჯვენე და პრორუსული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრია. ამ ფაქტის დადგენისთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრმა, მისთვის საქართველოში სამსახურის შეწყვეტის მიზნით, ნაბიჯები გადადგეს. გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა Twitter-ზე დაწერა, რომ უსაფრთხოების კრიტერიუმები დაუყონებლივ უნდა გადაიხედოს“. „უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იგზავნება გერმანიიდან ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში“. „შეუძლებელია, რომ გერმანიიდან სენსიტიურ მისიებში იგზავნებოდეს ადამიანი, რომელი, შესაძლოა, მტრულ სამსახურშიც მუშაობდეს“, - განაცხადა კრამონმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM), 2008 წლის 15 სექტემბერს, აგვისტოს ომის შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების იმპლემენტაციის ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ Europetime-ს დაუდასტურა, რომ ბერლინმა საქართველოდან დამკვირვებელი გაიწვია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ Europetime-ს დაუდასტურა, რომ გერმანიამ საქართველოდან დამკვირვებელი გაიწვია. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრორუსული შეხედულებებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის მხარდაჭერის გამო, გერმანიამ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან (EUMM) თანამშრომელი გაიწვია. ამის შესახებ გერმანული გამოცემის Südwestrundfunk (SWR) ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიების მასალებშია ნათქვამი. ეს პირია სერგეი ე., რომელმაც მანამდე, სავალდებულო გადამოწმების ეტაპი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრში (ZIF) გაიარა. ცნობილი გახდა, რომ სერგეი.ე. ულტრამემარჯვენე და პრორუსული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრია. ამ ფაქტის დადგენისთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრმა, მისთვის საქართველოში სამსახურის შეწყვეტის მიზნით, ნაბიჯები გადადგეს. გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა Twitter-ზე დაწერა, რომ უსაფრთხოების კრიტერიუმები დაუყონებლივ უნდა გადაიხედოს“. „უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იგზავნება გერმანიიდან ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში“. „შეუძლებელია, რომ გერმანიიდან სენსიტიურ მისიებში იგზავნებოდეს ადამიანი, რომელი, შესაძლოა, მტრულ სამსახურშიც მუშაობდეს“, - განაცხადა კრამონმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM), 2008 წლის 15 სექტემბერს, აგვისტოს ომის შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების იმპლემენტაციის ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა.

EUMM-ში ადასტურებენ, რომ 13 იანვარს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ინციდენტი მოხდა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) 13 იანვარს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტს ადასტურებს. Europetime-ს მისიაში უთხრეს, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა „იმოქმედეს უსაფრთხოების პროტოკოლიდან გამომდინარე და დატოვეს კონფლიქტის ზონა“. ამასთან, მისიაში Europetime-ს განუცხადეს, რომ ეს საკითხი დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე 110-ე შეხვედრაზე განიხილეს. დღეს, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM-ის სამონიტორინგო ჯგუფს რუსებმა „ცეცხლი“ ჰაერში შეაგებეს. წადითო“. ქაცარავას თქმით, მან ინფორმაცია მომხდარზე თვითმხილველებისგან მიიღო.  

ბერძენი დიპლომატი დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელია

ევროკავშირის საბჭომ ბერძენი დიპლომატი დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელად დანიშნა. მომავალი ელჩი ამჟამად საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის, უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობს. კარაბალის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტმა მიიღო. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შტაბ-ბინა თბილისშია, სამი საველე ოფისი კი გორში, მცხეთასა და ზუგდიდში მდებარეობს. ბერძენი დიპლომატი მარეკ შჩიგელს ჩაანაცვლებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა დღეს ოძისის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან ვიზიტისას უმასპინძლა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია, რაიონში უსაფრთხოების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენენ „ბორდერიზაციის“ მიმდინარე ქმედებები და საოკუპაციო ხაზის გასვწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის ხანგრძლივი დაკეტვა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე. მისიის ინფორმაციით, კარაბალისმა განმარტა, რომ მისია მხარს უჭერს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვების მოხსნას აღდგომის დამდეგ სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით და განაგრძობს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების მუდმივად ფუნქციონირების აღდგენის მხარდაჭერას. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ინფორმაციის მიწოდებისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის. გერმანიას ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს, მისიაში მომუშავე გერმანიის 28 მოქალაქის სახით.  

EUMM ერგნეთის შეხვედრაზე: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ „გამოთქვეს შეშფოთება“ „დაკავებების პრაქტიკის გაგრძელების გამო“

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 113-ე შეხვედრა სამ ივლისს გაიმართა. შეხვედრა ჩატარდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით. Europetime-მა ხსენებულ საკითხზე მხარეების პოზიციები შეკრიბა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ „გამოთქვეს შეშფოთება დაკავებების პრაქტიკის გაგრძელების გამო და ყველა დაკავებულის გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდნენ. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებმა ასევე განიხილეს დამატებითი საკითხები, რომლებიც კვლავაც უარყოფითად მოქმედებს საოკუაპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე კერძოდ, „ბორდერიზაცია“ და სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობას ამ თემაზე ინფორმაციის გაცვლის ხელშესაწყობად. EUMM-ის თანახმად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ დადებითად შეაფასეს მონაწილეთა მყარი ერთგულება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმართ. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ (საოკუპაციო ხაზი, რედ.) გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების დროებით გახსნას ივნისში ლომისობის რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნისას, რამაც ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას მისცა რელიგიური ადგილების მონახულების შესაძლებლობა. ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე მოითხოვს დაკავებული 7 მოქალაქის უპირობო გათავისუფლებას „ამავე დროს მათ გაიმეორეს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მიმართული მათი მოწოდება, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება ადგილზე მცხოვრები ქალების, კაცების, ბავშვების და მოხუცებისთვის. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ კონსტრუქციულ თანამშრომლობას სარწყავი წყლის გაზიარების კუთხით და წაახალისეს შემდგომი წინსვლისთვის შესაბამისი ძალისხმევები. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დისკუსიებში, რომელთა დროსაც, ყურადღება გამახვილდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომელთა შორისაც იყო გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები და უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ ბოლოდროინდელი მოვლენები“, - განაცხადეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, უკანონო ბორდერიზაციის საკითხსა და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე მსჯელობისას, ოკუპირებული ცხინვალიდან მონაწილეების მხრიდან მიდგომა „დავიდა პოლიტიკურ სპეკულაციამდე და აპელირებამდე ჰიპოტეტურ „სახელმწიფო საზღვართან“ დაკავშირებით“. „რა თქმა უნდა, საუბარი იყო უკანონო ბორდერიზაციის საკითხსა და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე, რაც ამ შეხვედრების ფორმატის ერთ-ერთი ნაწილია. რაც შეეხება უკანონო ბორდერიზაციის საკითხს, საუბარი შეეხო ბოლო სხდომებს შორის არსებულ პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს. რაც შეეხება პასუხებს, პასუხები იყო ორდინალური, მათ ახალი არაფერი უთქვამთ და ყველაფერი დავიდა პოლიტიკურ სპეკულაციამდე და აპელირებამდე ჰიპოტეტურ „სახელმწიფო საზღვართან“ დაკავშირებით. მათ კვლავ გააჟღერეს სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს თემა, გაჟღერდა ჩვეულ კონტექსტში, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილია ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია აღნიშნული საკითხის მიმართ და ეს პოზიცია არ შეიცვლება“, - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ. 2019 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში, საქართველოს ხელისუფლებამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ წნელისის მიმდებარედ საპოლიციო საგუშაგო მოაწყო. ოკუპირებულმა ცხინვალმა პროტესტის ნიშნად ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დატოვა და ქართული საგუშაგოს მოხსნა მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ, საოკუპაციო ძალებმა თავიანთი საგუშაგო სოფელ წნელისში მოაწყვეს, შემდეგ კი, დამატებითი საგუშაგოების მოწყობა და უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჩორჩანასა და წაღვლის მახლობლად განაგრძეს. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერგნეთის შეხვედრაზე დისკუსია შედგა ჰუმანიტარული საკითხების მიმართულებითაც. „დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნების საკითხი. ამ თემას მიეძღვნა ვრცელი დისკუსია. დავიწყებ იმ პირებიდან, ვინც ყველაზე ხანგრძლივ უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, ესენი არიან კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე და მათი გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება ძალიან ინტენსიური კონსულტაციები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, იპრმ-ის ფორმატის მონაწილეებთან და ეს დისკურსი, რა თქმა უნდა, გადავა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზეც. ჩვენ ვიბრძვით, რომ ისინი უმოკლეს ვადებში დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში და ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ეს პირები არ დაბრუნდებიან საკუთარ ოჯახებში. რაც შეეხება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენ დანარჩენ თანამოქალაქეებს - ლევან პეტრიაშვილს არჩილ ბასნიძესთან ერთად, ორივეს გაუგრძელდა ე.წ. წინასწარი პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის 19 ივლისამდე. ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფ ილურიძეს შეეფარდა ორთვიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა. რაც შეეხება სერგო გოგოტიშვილს და თამაზ კახაბრიშვილს, შედგა რამდენიმე ე.წ. სასამართლო სხდომა, ეს ე.წ. სასამართლო სხდომები არ დამთავრებულა და როგორც გაგვიზიარეს ინფორმაცია, ჩანიშნულია კიდევ ერთი ე.წ. სასამართლო სხდომის გამართვა, თუმცა თარიღთან დაკავშირებით, შეხვედრის ცხინვალელ მონაწილეებს ინფორმაცია ამ ეტაპზე თავადაც არ ჰქონდათ“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ 3 ივლისს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, უკანონო ბორდერიზაციის საკითხსა და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე მსჯელობისას, შეხვედრის ცხინვალელი მონაწილეების მხრიდან მიდგომა დავიდა პოლიტიკურ სპეკულაციამდე და აპელირებამდე ჰიპოტეტურ „სახელმწიფო საზღვართან“ დაკავშირებით. „რა თქმა უნდა, საუბარი იყო უკანონო ბორდერიზაციის საკითხსა და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე, რაც ამ შეხვედრების ფორმატის ერთ-ერთი ნაწილია. რაც შეეხება უკანონო ბორდერიზაციის საკითხს, საუბარი შეეხო ბოლო სხდომებს შორის არსებულ პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს. რაც შეეხება პასუხებს, პასუხები იყო ორდინალური, მათ ახალი არაფერი უთქვამთ და ყველაფერი დავიდა პოლიტიკურ სპეკულაციამდე და აპელირებამდე ჰიპოტეტურ „სახელმწიფო საზღვართან“ დაკავშირებით. მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შემდეგი რეგულარული შეხვედრის 2023 წლის 12 სექტემბერს ჩატარებაზე.  

EUMM: მტკიცედ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას, შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები გრძელვადიანია, შერიგებისა და აღდგენის გზა შეიძლება, რთული იყოს.“ „რუსეთ-საქართველოს ომის მე -15 წლისთავთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში პატივისცემას გამოხატავს ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. ჩვენ გვახსოვს დაკარგული სიცოცხლეები და სირთულეები, რომლებიც წილად ერგო მშვიდობიან მოსახლეობას და ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ ოჯახებისკენ, რომლებიც დღესაც განიცდიან მათი დანაკარგის ტკივილს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები გრძელვადიანია და შერიგებისა და აღდგენის გზა შეიძლება, იყოს რთული. განსაკუთრებით, როგორც ცხელი ხაზის მექანიზმის მართვის განმახორციელებლები და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) დისკუსიების თანათავმჯდომარეები, ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოსაძიებლად კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის სარგებლის მომტან ყველა ძალისხმევას. ამ წლისთავი ს აღვნიშვნისას, ჩვენი მისია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისადმი. როგორც მიუკერძოებელი სადამკვირვებლო მისია, ჩვენ უზრუნველვყოფთ „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების“ (საოკუპაციო ხაზი, რედ) გასწვრივ ადგილზე მუდმივ ყოფნას და გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას ნდობის აღდგენის მიმართულებით. ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას, შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის,“ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი EUMM-ის საქართველოში მუშაობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე: მისია ემთხვევა ჩვენს მიზნებს

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის გამოყენებული ევროკავშირის სხვა ღირებულ ინსტრუმენტებთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნა ნათლად ადასტურებს ევროკავშირის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რაც ძალიან ფასეულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მუშაობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ჩვენი ევროპელი მეგობრების მჭიდრო თანამშრომლობის და ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლოს. „ძვირფასო მეგობრებო, გასული წლების განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოში კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებაში. მისია ემთხვევა ჩვენს მიზნებს − შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას „ადმინისტრაციული საზღვრის“ ორივე მხარეს და გავაჩინოთ ნდობა,“ - განაცხადა პრემიერმა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2012 წლიდან მთავრობამ ათი წლის განმავლობაში უწყვეტად და წარმატებით შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს. „მშვიდობას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვაცნობიერებთ კონფლიქტის მაღალ ფასს. 2012 წლიდან ჩვენმა მთავრობამ ათი წლის განმავლობაში უწყვეტად და წარმატებით შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს. ჩვენ მზად ვართ გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის − ოკუპირებულ ტერიტორიებზე,” - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, 2008 წლის 15 სექტემბერს ევროკავშირმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებით. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ჩვენი ევროპელი მეგობრების მჭიდრო თანამშრომლობის და ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლოს,“ - განაცხადა პრემიერმა.

EUMM-ის ხელმძღვანელი: საქართველოში დავრჩებით, ვიდრე საჭირო იქნება

ზუსტად 15 წლის წინ, პირველ ოქტომბერს, აგვისტოს ომის შემდეგ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის 200-ზე მეტმა დამკვირვებელმა საქართველოში (EUMM) პატრულირება დაიწყო. მას შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები დღე-ღამის განმავლობაში, წელიწადში 365 დღე პატრულირებენ და EUMM-ის განცხადებით, საქართველოში სტაბილურობაში, უსაფრთხოებაში და ხანგრძლივ მშვიდობაში წვლილი შეაქვთ.   ამასთან, დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსების მე-15 წლისთავის აღსანიშნავად პრესკონფერენცია გამართა.   ევროკავშირის ერთგულება მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების მიმართ   „თხუთმეტი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადამწყვეტ როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფისა და დაძაბულობის შემცირების საქმეში საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში. ჩვენი ადგილზე ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიმართ,“ განაცხადა კარაბალისმა პრესკონფერენციის დროს. „ევროკავშირის გრძელვადიანი ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში ასევე ნათლად იყო ხაზგასმული საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის მიერ, რომელიც საქართველოს სექტემბერში ეწვია,“ განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.   მუშაობა უსაფრთხოებისთვის  კარაბალისმა ჟურნალისტებს გააცნო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა - მისი მიღწევები და არსებული გამოწვევები მისიის მანდატის ოთხი საყრდენი კომპონენტის ფარგლებში: სტაბილიზაცია, ნორმალიზაცია, ნდობის აღდგენა და ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, 86 000-ზე მეტმა პატრულირებამ, ხელი შეუწყო საქართველოს უფრო მეტ სტაბილურობას და უსაფრთხოებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის.   „თითქმის 600 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ ომს აქვს მრავალი გავლენა საქართველოში უსაფრთხოების გარემოზე, ჩვენ აქამდე არ დაგვიფიქსირებია რაიმე მნიშვნელოვანი გაუარესება უსაფრთხოების კუთხით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ. თუმცა, სიტუაცია რჩება მყიფე და ჩვენ უნდა სათანად შევაფასოთ ეს შედარებითი სტაბილურობა, რადგან ყოველთვის არის უარყოფითი განვითარების გარკვეული პოტენციალი. სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, როგორც ეს ახლახან ვნახეთ მეზობელ ქვეყნებში,“ აღნიშნა კარაბალისმა.   მუშაობა ნდობის აღდგენისთვის მან ხაზი გაუსვა, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების“ გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებთან. „ჩვენი დამკვირვებლები ბევრს საუბრობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩვენ ვუსმენთ მათ საზრუნავს, პრობლემებს და შიშებს - ვცდილობთ გავიგოთ მათი საჭიროებები და დახმარება გავუწიოთ შეძლებისდაგვარად,“ აღნიშნა კარაბალისმა. მან  მაგალითად მოიყვანა, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თბილისიდან და ოკუპირებული ცხინვალიდან ირიგაციის ექსპერტების შეკრებას, „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები ფერმერებისთვის მათი მიწების მორწყვის კუთხით დასახმარებლად, განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში.   მან ასევე ისაუბრა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შესახებ, რომლის 114-ე რაუნდი გაიმართა სექტემბერში, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართულ ცხელ ხაზზე, რომელიც 2008 წლიდან 20000-ზე მეტჯერ გააქტიურდა. „ნდობის აღდგენის ამ მექანიზმებმა მოიტანა მრავალი პრაქტიკული მიღწევა, დაკავებულების გათავისუფლებიდან, დაკარგული მსხვილფეხა პირუტყვის პოვნამდე,“ განმარტა კარაბალისმა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, სამწუხაროდ, არსებული ბევრი ისეთი გამოწვევა, როგორიცაა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ქალები, კაცები, ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები კვლავ განიცდიან  ღობეების, მავთულხლართების და თხრილების გავლენას. მიმდინარე „ბორდერიზაცია“ აფერხებს მათ წვდომას მიწასა და წყალზე, რელიგიურ ობიექტებზე,  ბავშვებს ართმევს მათ მიერ არჩეულ განათლების მიღების საშუალებას და  მრავალი ადამიანის წარმატებული მომავალზე ოცნებას ასამარებს. ოჯახები, მეზობლები, მთელი სოფლებიც კი გაყოფილი რჩება,” ამბობს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმღვანელი. პრესკონფერენციის განმავლობაში, მისიის ხელმძღვანელმა კარაბალისმა ჟურნალისტებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ახალი ვიდეორგოლები წარუდგინა. „ახალი კორპორატიული ვიდეორგოლი ხაზს უსვამს თუ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და, რაც მთავარია, რატომ ვაკეთებთ ამას.“ განმარტებითი ხასიათის ორი ახალი  ვიდეორგოლი ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაკავებულების გათავისუფლებაში და ფერმერებს სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობის გაზრდაში, „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ ორივე მხარეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამივე ახალი ვიდეორგოლი ასევე ხელმისაწვდომია ინგლისურ და რუსულ ენებზე, რათა მისიამ შეძლოს რაც შეიძლება მეტ ადამიანს განუმარტოს თავისი მანდატი და საქმიანობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.   პრესკონფერენციის დასრულებისას, კარაბალისმა გაიმეორა: „ჩვენ კვლავ ვრჩებით ერთგულები ადგილობრივი თემების სიცოცხლისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების ჩვენი მისიისადმი. ჩვენ დავრჩებით საქართველოში მანამ, სანამ საჭირო იქნება.“  

EUMM-ის ხელმძღვანელი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასა და მის გავლენაზე საქართველოში უსაფრთხოების გარემოზე

ზუსტად 15 წლის წინ, პირველ ოქტომბერს, აგვისტოს ომის შემდეგ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის 200-ზე მეტმა დამკვირვებელმა საქართველოში (EUMM) პატრულირება დაიწყო. მას შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები დღე-ღამის განმავლობაში, წელიწადში 365 დღე პატრულირებენ და EUMM-ის განცხადებით, საქართველოში სტაბილურობაში, უსაფრთხოებაში და ხანგრძლივ მშვიდობაში წვლილი შეაქვთ.   ამასთან, დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსების მე-15 წლისთავის აღსანიშნავად პრესკონფერენცია გამართა.   ევროკავშირის ერთგულება მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების მიმართ   „თხუთმეტი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადამწყვეტ როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფისა და დაძაბულობის შემცირების საქმეში საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში. ჩვენი ადგილზე ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიმართ,“ განაცხადა კარაბალისმა პრესკონფერენციის დროს. „ევროკავშირის გრძელვადიანი ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში ასევე ნათლად იყო ხაზგასმული საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის მიერ, რომელიც საქართველოს სექტემბერში ეწვია,“ განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.   მუშაობა უსაფრთხოებისთვის  კარაბალისმა ჟურნალისტებს გააცნო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა - მისი მიღწევები და არსებული გამოწვევები მისიის მანდატის ოთხი საყრდენი კომპონენტის ფარგლებში: სტაბილიზაცია, ნორმალიზაცია, ნდობის აღდგენა და ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, 86 000-ზე მეტმა პატრულირებამ, ხელი შეუწყო საქართველოს უფრო მეტ სტაბილურობას და უსაფრთხოებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის.   „თითქმის 600 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ ომს აქვს მრავალი გავლენა საქართველოში უსაფრთხოების გარემოზე, ჩვენ აქამდე არ დაგვიფიქსირებია რაიმე მნიშვნელოვანი გაუარესება უსაფრთხოების კუთხით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ. თუმცა, სიტუაცია რჩება მყიფე და ჩვენ უნდა სათანად შევაფასოთ ეს შედარებითი სტაბილურობა, რადგან ყოველთვის არის უარყოფითი განვითარების გარკვეული პოტენციალი. სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, როგორც ეს ახლახან ვნახეთ მეზობელ ქვეყნებში,“ აღნიშნა კარაბალისმა.   მუშაობა ნდობის აღდგენისთვის მან ხაზი გაუსვა, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებთან. „ჩვენი დამკვირვებლები ბევრს საუბრობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩვენ ვუსმენთ მათ საზრუნავს, პრობლემებს და შიშებს - ვცდილობთ გავიგოთ მათი საჭიროებები და დახმარება გავუწიოთ შეძლებისდაგვარად,“ თქვა ბ-მა კარაბალისმა. მან  მოიყვანა მაგალითად თუ როგორ ეხმარება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თბილისიდან და ცხინვალიდან ირიგაციის ექსპერტების შეკრებას, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ფერმერებისთვის მათი მიწების მორწყვის კუთხით დასახმარებლად, განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში.   მან ასევე ისაუბრა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შესახებ, რომლის 114-ე რაუნდი გაიმართა სექტემბერში, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართულ ცხელ ხაზზე, რომელიც 2008 წლიდან 20000-ზე მეტჯერ გააქტიურდა. „ნდობის აღდგენის ამ მექანიზმებმა მოიტანა მრავალი პრაქტიკული მიღწევა, დაკავებულების გათავისუფლებიდან, დაკარგული მსხვილფეხა პირუტყვის პოვნამდე,“ განმარტა კარაბალისმა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, სამწუხაროდ, არსებული ბევრი ისეთი გამოწვევა, როგორიცაა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ქალები, კაცები, ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები კვლავ განიცდიან  ღობეების, მავთულხლართების და თხრილების გავლენას. მიმდინარე „ბორდერიზაცია“ აფერხებს მათ წვდომას მიწასა და წყალზე, რელიგიურ ობიექტებზე,  ბავშვებს ართმევს მათ მიერ არჩეულ განათლების მიღების საშუალებას და  მრავალი ადამიანის წარმატებული მომავალზე ოცნებას ასამარებს. ოჯახები, მეზობლები, მთელი სოფლებიც კი გაყოფილი რჩება,” ამბობს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმღვანელი. პრესკონფერენციის განმავლობაში, მისიის ხელმძღვანელმა კარაბალისმა ჟურნალისტებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ახალი ვიდეორგოლები წარუდგინა. „ახალი კორპორატიული ვიდეორგოლი ხაზს უსვამს თუ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და, რაც მთავარია, რატომ ვაკეთებთ ამას.“ განმარტებითი ხასიათის ორი ახალი  ვიდეორგოლი ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაკავებულების გათავისუფლებაში და ფერმერებს სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობის გაზრდაში, „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ ორივე მხარეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამივე ახალი ვიდეორგოლი ასევე ხელმისაწვდომია ინგლისურ და რუსულ ენებზე, რათა მისიამ შეძლოს რაც შეიძლება მეტ ადამიანს განუმარტოს თავისი მანდატი და საქმიანობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.   პრესკონფერენციის დასრულებისას, კარაბალისმა გაიმეორა: „ჩვენ კვლავ ვრჩებით ერთგულები ადგილობრივი თემების სიცოცხლისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების ჩვენი მისიისადმი. ჩვენ დავრჩებით საქართველოში მანამ, სანამ საჭირო იქნება.“

კენტერბერის არქიეპისკოპოსი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

კენტერბერის არქიეპისკოპოსი, ჯასტინ ველბი ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ინფორმაციას EUMM ავრცელებს. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, დიმიტრიოს კარაბალისი მიესალმა არქიეპისკოპოსს და ვიზიტის განმავლობაში მის დელეგაციას შეუერთდა, რა დროსაც ადგილზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ მისი ხედვა გააცნო.     ხურვალეთის რაიონში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა არქიეპისკოპოსს მიაწოდეს ინფორმაცია რაიონში უსაფრთხოების ვითარების შესახებ. საუბარი შემდეგ შეეხო კონკრეტულ გამოწვევებს, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა მის ყოვედღიურ ცხოვრებაში აწყდება, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო.   ვიზიტის ბოლოს არქიეპისკოპოსმა გამოხატა მადლიერება ინფორმაციულად დახუნძლული ვიზიტის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, საქართელოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილის გამო,“ - წერია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პრემიერ-მინისტრი კენტერბერის მთავარეპისკოპოს ჯასტინ უელბის შეხვდა

EUMM: IPRM-ის შეხვედრების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველთვის მხარს უჭერს დაკავებულთა სწრაფად გათავისუფლებას

Europetime-თან საუბრისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში გამოეხმაურნენ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას IPRM-ის შეხვედრების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველთვის მხარს უჭერს დაკავებულთა სწრაფად გათავისუფლებას. ამის შესახებ Europetime-ს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პრესსპიკერმა ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა. „ბატონი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რაიმე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება, ამ ეტაპზე არ შეგვიძლია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაკავებულებისა და მათ შორის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით უწყობს ხელს. ამასთანავე, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველთვის მხარს უჭერს დაკავებულთა სწრაფად გათავისუფლებას,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პრესსპიკერმა, კლაას მაესმა. ცნობისთვის, 19 ოქტომბერს, ორგანიზაცია სამართლიაობის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და არსებითია მისი დროული გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების თავიდან აცილებისა და მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. ორგანიზაციის ცნობით, ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში, კულტურის სახლის წინ აფხაზური დროში დაწვის ფაქტზე დააკავეს. ვიდეოში, რომელშიც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ, დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან დაკითხვაზე იმყოფება, ის აღიარებს აფხაზეთის დროშის დაწვის ფაქტს, თუმცა უთითებს, რომ აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ქართველი და აფხაზი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის პროტესტის ნიშნად სიმბოლურად დაწვა. ირაკლი ბებუას დაკავების შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პოლიციამ მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, რის შედეგადაც თითქოსდა ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც „პოლიციის“ განცხადებით ბებუა ბალიშის ქვეშ ინახავდა. ამ ფაქტის გამო, დე-ფაქტო პროკურატურამ ბებუას სასჯელი დაუმძიმა, ხოლო 7 დეკემბერს აფხაზეთის დე-ფაქტო სასამართლომ ირაკლი ბებუას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ ირაკლი ბებუას მსჯავრი დასდო სისხლის სამართლის კოდექსის 217-ე მუხლის (იარაღის უკანონო შეძენა და შენახვა), 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის (სხვისი ქონების განზრახ განადგურება) და 334-ე მუხლის (სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფა) საფუძველზე და სასჯელთა შეკრების წესით მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 რუბლის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა. „ოკუპირებულ აფხაზეთში სასჯელის გამოყენების წესის შესაბამისად (რომელიც დაკისრებული სასჯელის რეალური მოხდის ვადას 2-ჯერ ამცირებს ამ კატეგორიის დანაშაულებზე), ირაკლი ბებუას 1 წელი და 5 თვე აქვს დარჩენილი გათავისუფლებამდე. ცნობილია, რომ აფხაზეთში „ომში გამარჯვების“ 30 წლის თავთან დაკავშირებით გამოაცხადეს „ამნისტია“ მთელ რიგ დანაშაულებზე, თუმცა ოჯახის წევრების ინფორმაციით, ირაკლი ბებუას ამინისტია იმთავითვე განსაზღვრული იყო რომ არ შეეხებოდა, რადგან დე-ფაქტო ორგანოებს მისი საქმის მიმართ პრინციპული დამოკიდებულება აქვთ,“ - წერს სამართლიანობის ცენტრი.  ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.  

EUMM ერგნეთის შეხვედრაზე: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ მხარი დაუჭირეს დაკავებულების გათავისუფლებას

პირველ ნოემნერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 115-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით ჩატარდა. EUMM: IPRM-ის შეხვედრების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველთვის მხარს უჭერს დაკავებულთა სწრაფად გათავისუფლებას EUMM-ის განცხადებით, თანათავმჯდომარეებმა „დადებითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ სექტემბერში გამართული უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება შედარებით სტაბილური იყო.“ ამავე დროს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეებმა განიხილეს არსებული გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემები, მათ შორის უსაფრთხოების ბოლოდროინდელი ინციდენტები და დაკავებები. ცნობილია, რომ საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში 7 მოქალაქე რჩება (რედ.) „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ მხარი დაუჭირეს დარჩენილი დაკავებულების გათავისუფლებას და მონაწილეებს დაკავებების პრაქტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას,“ - აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.  გარდა ამისა, თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა გადაადგილების სრული თავისუფლების დამყარების მიმართ და წარმოადგინეს კონკრეტული გადასადგმელი ნაბიჯები ამ მიმართულებით.  ევროკავშირის მონიტორინსგის მისიის შეფასებით, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის წინაშე კვლავ დგას დაბრკოლებები, რომლებიც ზღუდავენ მათ საარსებო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ხელს უშლიან მათ სოციალურ ურთიერთობებს. „თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს, თუ როგორ მოქმედებს ეს შეზღუდვები განსაკუთრებით ქალებზე, ბავშვებზე, მოხუცებსა და იზოლირებულ თემებზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ აღნიშნეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების რეზოლუციის მიღების გუშინდელი 23-ე წლისთავი და ხაზი გაუსვეს კონფლიქტის კონტექსტში ქალების მძიმე გამოცდილების გაანალიზების შესაძლებლობას და მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ისინი ასრულებენ მისთვის გადაწყვეტილების ძიებაში.“ მონაწილეები ასევე მიესალმნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გამართულ დისკუსიებს. განსაკუთრებით დადებითად აღნიშნეს, თანამშრომლობა ექსპერტებს შორის 27 ოქტომბერს გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომლის დროსაც შეთანხმდა წყლის გაზიარების საერთო მიდგომა მომავალი 2024 წლის სარწყავი სეზონის დროს. მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ევროკავშირის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობას დაძაბულობის განმუხტვისა და ინფორმაციის გაცვლის გასაადვილებლად. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ IPRM-ის შემდეგი რეგულარული შეხვედრა 2023 წლის 13 დეკემბერს მოიწვიონ. ერგნეთში ინციდენტების პრევნციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული რიგით 115-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, განხილული საკითხები დაასახელა. მათ შორის არის ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს შვიდი მოქალაქის გათავისუფლებისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები. ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.  

EUMM: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ხურჩის რაიონში დროებით დააკავეს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) აცხადებს, რომ მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირების დროს ხურჩის რაიონში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, დროებით დააკავეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. მათივე ცნობით, დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს. მათივე ცნობით, შემთხვევის შემდეგ ცხელი ხაზი გააქტიურდა შესაბამის ჩართულ მხარეებს შორის, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით. „დღეს ნაშუადღევს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირების განხორციელებისას ხურჩის რაიონში, აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, დროებით დააკავეს  ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული მათი საქმიანობის განხორციელებაში. ასეთი პატრულირებები აუცილებელია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სტაბილურობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი ხასიათის ინციდენტები ძირს უთხრის ნდობის აღდგენისა და დაძაბულობის პრევენციისკენ მიმართულ მცდელობებს," - წერია EUMM-ის განცხადებაში.