თეგი: F35
მედია: ფინეთი, F35-ის მოიერიშეების არქტიკულ წრეზე განთავსებას გეგმავს
ფინეთი F35-ის მოიერიშე თვითმფრინავებს ქალაქ როვანიემის რაიონში, რომელიც არქტიკულ წრეზე მდებარეობს, 2026 წელს განათავსებს. ინფორმაციას უკრაინული მედია, ლაპლანდიის საჰაერო სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანეს "ჩვენ მზად ვართ! საჰაერო ძალების F-35 ფლოტი პირველად ექსპლუატაციაში შევა ლაპლანდიაში, ქალაქ როვანიემიში 2026 წელს", - ნათქვამია ლაპლანდიის საჰაერო სარდლობის განცხადებაში. ცნობისთვის, როვანიემი ლაპლანდიის ადმინისტრაციული ცენტრია. მანამდე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის ფედერაცია შექმნის ახალ სამხედრო შენაერთებს ქვეყნის დასავლეთში შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განზრახვის საპასუხოდ. 18 მაისს, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას.
იაპონია, აშშ და ავსტრალია F-35-ის გამოყენებით ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ
იაპონია, აშშ და ავსტრალია შეთანხმდნენ, გააძლიერონ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და ერთობლივი წვრთნები, მათ შორის საჰაერო ძალების წვრთნები F-35 გამანადგურებლების გამოყენებით. სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს სინგაპურში, აზიის უსაფრთხოების მე-20 საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) სტრატეგიული კვლევების სამიტის დროს შეხვდნენ. მათი ერთობლივი განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი წვრთნების მასშტაბის გაფართოებაზე. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე ავსტრალიაში, რომელშიც მონაწილეობას F-35-ები მიიღებენ. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სამი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრებმა მოლაპარაკებების დროს სერიოზული შეშფოთება გამოხატეს სამხრეთ ჩინეთისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებში არსებული ვითარების გამო. მინისტრებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მზარდი უსაფრთხოების გარემოს გამო. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ დესტაბილიზაციას და იძულებით ცალმხრივ ქმედებებს, რამაც შეიძლება, ესკალაცია გამოიწვიოს აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში. მინისტრებმა შეშფოთება გამოთქვეს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შექმნილი ვითარების გამო. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, შეცვალონ სტატუს კვო ძალის გამოყენებით ან იძულებით და ქმედებებს, რამაც შეიძლება, გაზარდოს დაძაბულობა რეგიონში. მხარეები კატეგორიულად აპროტესტებენ ჩინეთის პრეტენზიებსა და ქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას.