თეგი: FIFA
FIFA-მ რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა
რუსეთში საერთაშორისო საფეხბურთო მატჩები არ გაიმართება და ქვეყნის დროშა და ჰიმნი აიკრძალება მათი ნებისმიერი მატჩის დროს საზღვარგარეთ, განაცხადა კვირას FIFA-მ, როდესაც მან გამოაცხადა რიგი სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. წერს Reuters-ი. ფიფამ განაცხადა, რომ FIFA-ს რუსეთის ფედერაცია ნებისმიერ შეჯიბრში “რუსეთის საფეხბურთო კავშირის” სახელწოდებით მიიღებს მონაწილეობას. ნებისმიერი თამაში ჩატარდება გულშემატკივრების გარეშე "ნეიტრალურ ტერიტორიაზე".
FIFA-ს და UEFA-ს გადაწყვეტილებით, რუსულ კლუბებსა და ნაკრებებს ყველა შეჯიბრებაში მონაწილეობა აეკრძალათ
ფეხბურთის მსოფლიო მმართველმა ორგანომ FIFA-მ და ევროპის მმართველი ორგანომ UEFA-მ შეაჩერეს რუსული კლუბების და ეროვნული გუნდების მონაწილეობა ყველა შეჯიბრში. ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რეკომენდაცია მისცა, რომ რუს და ბელორუსიელ სპორტსმენებს აეკრძალოთ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის კაცთა ნაკრები მომავალ თვეში მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებს ვერ ითამაშებს და ქალთა ნაკრებს ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა აეკრძალა.
უკრაინული მედია: FIFA უარს ამბობს ზელენსკის მიმართვის ჩვენებაზე
FIFA-მ უარი თქვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვის ჩვენებაზე, რომელზეც მშვიდობის ფორმულის შესახებ წინადადებით უნდა წარმდგარიყო. შესაბამისს ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ კატარმა მხარი დაუჭირა ამ იდეას, მაგრამ FIFA-მ დაბლოკა მიმართვა. მისი თქმით, ყველა ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, ცივილური გზით დაამტკიცოს თავისი სიძლიერე და სიმდიდრე. ფეხბურთი ერთ-ერთი მათგანია. „აჩვენეთ თქვენი ძალა მოედანზე და არა ბრძოლის ველზე. ვიმედოვნებთ, რომ ფიფას ესმის მისი მისია, ისევე როგორც ფეხბურთის და სპორტის მისია. ჯერ კიდევ არის დრო, რომ გამოასწოროს თავისი შეცდომა და აჩვენოს მიმართვა მშვიდობის მოწოდებით. მით უმეტეს, რომ ის მაინც გაკეთდება. ან საფეხბურთო ჩემპიონატის მთავარ არენაზე, ან მსოფლიოს მილიონობით ადამიანის სმარტფონებში“, - ამბობს დავით არახამია.
ზელენსკი FIFA-ს მიერ მისი მიმართვის დაბლოკვას გამოეხმაურა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებს და მსოფლიო მედიას, რომლებმაც გააზიარეს მისი მიმართვა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე უნდა ეჩვენებინათ, მაგრამ Fifa-მ დაბლოკა. „კატარში FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ყველას აქვს გამარჯვების შანსი, ყველას შეუძლია, აჩვენოს, რომ ის ყველაზე ძლიერია. მაგრამ კონკურენცია სათამაშო მოედანზეა და არა ბრძოლის ველზე. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს, არის წითელი ბარათი და არა წითელი ღილაკი. როცა ადამიანებს ფეხბურთი აერთიანებს, მათ მშვიდობა აერთიანებს. სწორედ ამიტომ მოვამზადე სპეციალური მიმართვა უკრაინიდან მთელ მსოფლიოში. დღეს ყველას, ვინც აფასებს მშვიდობას და სიცოცხლეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინული მედია: FIFA უარს ამბობს ზელენსკის მიმართვის ჩვენებაზე მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფიფამ დაბლოკა მისი მიმართვის ჩვენება ფინალური თამაშის წინ, მსოფლიომ მაინც გაიგო მისი მოწოდება.
FIFA-მ ლუის რუბიალესი სამი თვით ყველა საფეხბურთო აქტივობას ჩამოაშორა
ფეხბურთის მმართველმა მსოფლიო ორგანომ FIFA-მ შაბათს განაცხადა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი ფეხბურთთან დაკავშირებულ ყველა აქტივობას სამი თვით ჩამოაშორა. ამის მიზეზია ის რომ, იძიებენ ფაქტს, როდესაც რუბიალესმა ფეხბურთელ ჯენი ორმოსოს ტუჩებში აკოცა ქალთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ. რუბიალესი ამბობს, რომ კოცნა შეთანხმებული იყო. ორმოსო კი, ამას უარყოფს. თავად რუბიალესმა უარი თქვა გადადგომაზე და განმარტა, რომ „ბოლომდე იბრძოლებს.“ ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციამ მხარი დაუჭირა რუბიალესის ვერსიას და ორმოსოს წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღებით დაიმუქრა.