თეგი: Forbes რეიტინგი

Forbes: რუსი მილიარდერების რიცხვი 123-დან 88-მდე შემცირდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულის სანქციების ფონზე რუსი მილიარდერების ქონება 42%-ით შემცირდა და $353 მილიარდი შეადგინა. უმდიდრესი ბიზნესმენების რიცხვი კი 123-დან 88-მდე შემცირდა. Forbes-ის რუსულმა რედაქციამ 2022 წლის უმდიდრესი რუსი ბიზნესმენების რეიტინგი გამოაქვეყნა. Forbes-ის ბრენდის არსებობის 18-წლიანი ისტორაში პირველად, 2022 წლის მაისის ნომერში ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი მრგვალი რიცხვით არ იქნება წარმოდგენილი. 2004-2010 წლებში Forbes რუსი მილიარდერების „ოქროს ასეულს“ აქვეყნებდა, ხოლო 2011-2021 წლებში კი რეიტინგში 200 უმდიდრესი რუსი ბიზნესმენი შევიდა. „წელს გადავწყვიტეთ მაისში ჩვენი მთავარი რეიტინგი არ გამოვაქვეყნოთ და 88 რუსი მილიარდერით შემოვიფარგლოთ, რომელიც აპრილის დასაწყისში ამერიკული Forbes-ის გლობალურ სიაში მოხვდა“, - აცხადებენ რედაქციაში. შეცვლილია ლიდერი მილიარდერების ჩამონათვალიც. მაგალითად, „სევერსტალის“ მფლობელი ალექსეი მორდაშოვი ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქცირებულთა სიაშია და შესაბამისად რუს მილიარდერთა რეიტინგში პოზიციების დათმო. მან რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა $13,2 მილიარდის ქონებით. ახლა Forbes რუსული სიაში ვლადიმერ ლისინი ლიდერობს და მისი ქონება $18,4 მილიარდად არის შეფასებული. რეიტინგში მეორეა „ნორნიკელის“ მფლობელი ვლადიმირ პოტატინი, რომლის ქონებაც $17,3 მილიარდია. მესამეა Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი $15,1 მილიარდის კაპიტალით. მეოთხეა „ნოვატეკის“ თანამფლობელი ლეონიდ მიხელსონი, რომლის ქონებაც $14 მილიარდად არის შეფასებული. რუსი მილიარდერების TOP-10 1. ვლადიმერ ლისინი - ფოლადის მწარმოებელი საერთაშორისო ჯგუფი NLMK-ს ერთ-ერთი მფლობელი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 87 ქონება: $18.4 მლრდ დოლარი ცვლილება: -$7.8 მლრდ; 2. ვლადიმერ პოტანინი -„ინტერროსისა“ და „ნორილსკი ნიკელის“ პრეზიდენტი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 97 ქონება: $17.3 მლრდ; ცვლილება: -$9.7 მლრდ; 3. პაველ დუროვი - Telegram-ის დამფუძნებელი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 123 ქონება: $15.1 მლრდ დოლარი; ცვლილება: -$2.1 მლრდ 4. ლეონიდ მიხელსონი - რუსული გაზის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Novatec-ის მმართველობის ხელმძღვანელი; ადგილი გლობალურ რეიტინგში: 130 ქონება: $14 მლრდ; ცვლილება -$10.9 მლრდ 5. ალექსეი მორდაშოვი და ოჯახი - ფოლადის მწარმოებელი კომპანია „სევერსტალის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; ადგილიო საერთაშორისო რეიტინგში: 138 ქონება: $13.2 მლრდ; ცვლილება: -$15.9 მლრდ 6. მიხეილ ფრიდმანი - საერთაშორისო საინვესტიციო ჰოლდინგ LetterOne-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 161 ქონება: $11.8 მლრდ ცვლილება: -$3.7 მლრდ 7. ალიშერ უსმანოვი - მეტალურგიული, სამთო მოპოვებითი, ტელესაკომუნიკაციო და ტექნოლოგიური ბიზნესების აქტივების მმართველი ჰოლდინგის USM-ის დამფუძნებელი; ადგილი გლობალურ რეიტინგში: 167 ქონება: $11.5 მლრდ ცვლილება: -$6.9 მლრდ 8. გენადი ტიმჩენკო - კერძო ინვესტორი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 173; ქონება: $11.3 მლრდ ცვლილება: -$10.7 მლრდ 9. ანდრეი მელნიჩენკო - Eurochem Group-ის დამფუძნებელი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 177 ქონება: $11.1 მლრდ ცვლილება: -$6.8 მლრდ 10. ვაგიტ ალეგპეროვი - ნავთობკომპანია „ლუკოილის“ პრეზიდენტი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 188 ქონება: $10.5 მლრდ ცვლილება: -$14.4 მლრდ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.  ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშაბა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ ჯეიკ სალივანი: მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში აშშ-მ სანქციების არიდებაში დახმარებისთვის კრიპტო-მაინინგის რუსულ კომპანია Bitriver-სა და მის 10 აფილიატს სანქციები დაუწესა