თეგი: Freedom House

Freedom House: რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის როგორც საფრთხე, ასევე, გადაუდებელი შესაძლებლობა „გარდამავალი ქვეყნების“ დემოკრატიებისთვის

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი 3.18-დან 3.07-მდე დაეცა. ანგარიში აფასებს დემოკრატიის მდგომარეობას ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე 29 ქვეყანაში. შეფასების კრიტერიუმები შემდეგია: ეროვნულ დემოკრატიული მმართველობა, საარჩევნო პროცესი, დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო საზოგადოება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფცია. ქვეყნების შეფასების შკალა 1-დან 7-მდეა, 1 ყველაზე დაბალია და 7 კი დემოკრატიული პროგრესის უმაღლესი დონეა. ქვეყანა 2020 წლის მსგავსად წელსაც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაშია.  Freedom House-ის შეფასებით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში წარმოადგენს როგორც საშინელ საფრთხეს, ასევე გადაუდებელ შესაძლებლობას დემოკრატიებისთვის გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებში. თუ საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას სურს, შეაჩეროს ავტორიტარიზმის გავრცელება და დაიცვას და გააძლიეროს ფუნდამენტური თავისუფლებები, თანამოაზრე ლიდერებმა უნდა გამოიყენონ ეს გადამწყვეტი მომენტი, რათა მიიღონ მრავალმხრივი და მდგრადი გადაწყვეტილებები განსაკუთრებული გამოწვევების დროს. პროცესში უნდა ჩაერთონ სახელმწიფოები, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი. იმ სიტუაციებში, როდესაც ავტორიტარები იყენებენ ძალადობას ან აგრესიას, ზეწოლა უნდა განხორციელდეს დეესკალაციის შესაძლებლობების შენარჩუნებით. რეგიონში დემოკრატიისთვის ბრძოლას გლობალური გავლენები აქვს. რეკომენდაციების ნაწილში ასევე აღნოშნულია, რომ სხვა ავტორიტარული მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში შეჭრაზე პასუხს და სწავლობენ გაკვეთილებს საერთაშორისო დემოკრატიული კოალიციის გადაწყვეტილების შესახებ. თუ დემოკრატიის დამცველებს სურთ, გააფართოონ დემოკრატიის ღირებულებისა და დაპირების აღიარება, პირველი პრაქტიკული ნაბიჯები უნდა მოიცავდეს შემდეგ ძალისხმევას: მხარი დაუჭირეთ პროდემოკრატიულ აქტორებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და უფლებადამცველებს. მხარი დაუჭირეთ დამოუკიდებელ მედიას და სანდო ინფორმაციაზე წვდომას. გააძლიერეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მოაგვარეთ დემოკრატიის ხარვეზები ქვეყნის შიგნით. მოახდინეთ ევროკავშირში ინტეგრაციისას დემოკრატიის პრიორიტეტიზაცია და პროცესის წინსვლა რეგიონში, გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოებისთვის.  გარდა ამისა, ორგანიზაციის შეფასებით, ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ შეტანილი წევრობის განაცხადების განხილვა. 2020 წლის ანგარიში ამ ბმულზე ნახეთ

საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - Freedom House

 საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, - ამის შესახებ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ი „ტვიტერზე“ წერს. „საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე სანამ ის პატიმრობაშია და მოვუწოდებთ მათ უზრუნველყონ დაუყოვნებლივი და სრული სამედიცინო დახმარება", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

Freedom House: საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტები გადასინჯოს

ორგანიზაცია Freedom House-ი ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს. ორგანიზაცია Twitter-ზე განთავსებულ განცხადებაში საქართველოს ხელისუფლებას ხსენებული კანონპროექტის გადახედვისკენ მოუწოდებს. „ვიმეორებთ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას, რომ თუკი პარლამენტი მიიღებს საქართველოს ორ კანონპროექტს უცხოელი აგენტების შესახებ, ამას მსუსხავი ეფექტი ექნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადასინჯოს ეს კანონპროექტები“, - აღნიშნულია Freedom House-ის განცხადებაში. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.

Freedom House: შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ძალადობის გამო

Freedom House განცხადებას ავრცელებს. „შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის „უცხოური აგენტების” კანონპროექტის გარშემო ძალადობის გამო. მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური უფლება დაცული უნდა იყოს ბენზინის ბომბებისგან, ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლისგან. ასევე ვიმეორებთ ჩვენს შეშფოთებას „უცხოური აგენტების” შესახებ შემოთავაზებული კანონის გამო და კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს კანონპროექტს”, - აღნიშნულია განცხადებაში.  

Freedom House: საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კიდევ გაუარესდა, გაძლიერდნენ მოლდოვა, სომხეთი და ალბანეთი

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს მედიათავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა.  გასულ წელს საქართველოში მედიის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობდნენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. მედიის მდგომარეობაზე განსაკუთრებული გავლენა 2022 წელს ტელეკომპანია „მთავარი არხის" ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ იქონია. „ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის" წლიურ ანგარიშში საქართველო ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხვდა მედიის წარმომადგენლის დაპატიმრების შემთხვევით. საქართველოს დემოკრატიის ასეთი დაბალი ქულა (მაქსიმუმი 7 ქულიდან 3,04 ) Freedom House-ის შეფასების შკალით, ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ჰქონია. გარდა მედიის თავისუფლებისა, საქართველოსთვის გამოწვევად მიიჩნეოდა აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების დაუცველობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. საქართველო ბოლო წლებია უცვლელად იკავებს ადგილს ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნების კატეგორიაში. Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის პარალელურად, ევროპის 29 ქვეყნიდან 11-ში გაუარესდა დემოკრატიის ხარისხი და მხოლოდ 7-ში გაუმჯობესდა. საქართველოს გარდა, დემოკრატიის ხარისხის ვარდნა გრძელდება ბელორუსში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, მონტენეგროში, ბოსნიაში-ჰერცეგოვინასა და სლოვაკეთში. დემოკრატიის ყველაზე სწრაფი და მრავალმხრივი გაუარესება გასულ წელს, ანგარიშის მიხედვით, უნგრეთსა და რუსეთში დაფიქსირდა. რუსეთმა შეფასების შვიდი კრიტერიუმიდან 5-ში აჩვენა ვარდნა და ეს ერთი წლის განმავლობაში ერთი ქვეყნის მიერ განცდილი რეკორდული რეგრესია. უნგრეთის დემოკრატიის ხარისხის გაუარესება კი, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას გამოვლენილმა პრობლემებმა, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებულმა გამოწვევებმა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების ფაქტებმა განაპირობა. Freedom House-ის შვიდ კომპონენტიანი შეფასების სისტემა ამოწმებს ქვეყნების პროგრესს და რეგრესს იმის მიხედვით, რამდენად დემოკრატიულია მთავრობა ცენტრალურ და რეგიონულ დონეებზე, როგორია საარჩევნო სისტემა, სასამართლო, სამოქალაქო საზოგადოება, მედიის თავისუფლება და კორუფცია. დღეს, 24 მაისს, გამოქვეყნებული ანგარიში ფარავს ცენტრალური ევროპის, ევრაზიისა და ბალკანეთის ქვეყნებს. ამ ქვეყნებიდან გასულ წელს, დემოკრატიის თვალსაზრისით გაძლიერდნენ მოლდოვა, სომხეთი, ალბანეთი, სლოვენია, ჩრდილოეთი მაკედონია, ლიეტუვა და კოსოვოვო. ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგიონში დემოკრატიის გაძლიერებაზე გადამწყვეტი გავლენა ექნება უკრაინის გამარჯვებას. „ვლადიმირ პუტინის სასტიკი, არაპროვოცირებული დამპყრობელი ომი უკრაინის ტერიტორიაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიზაციის პროცესს და აფართოებს პოლიტიკური ბზარების ფართობს", - ასე აფასებს მდგომარეობას Freedom House-ის პრეზიდენტი მაიკლ აბრამოვიჩი. „დღეს ისე, როგორც არასდროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპაში დემოკრატიის პარტნიორებმა გამოხატონ თავიანთი სოლიდარობა და მხარდაჭერა. უკრაინელები თავს იცავენ ბრძოლის ველზე და მათი მსხვერპლი და თავდადება არ უნდა გაიფლანგოს. მხოლოდ მყარი ბიძგი დემოკრატიული პროგრესისკენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიის რეგიონში მოიტანს თავისუფალ და წარმატებულ მომავალს ამ რეგიონისთვის", - მიიჩნევს მაიკლ აბრამოვიჩი. წყარო  

Freedom House: საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა

Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა. ორგანიზაციის ანგარიშში - „თავისუფლება მსოფლიოში 2024“ საქართველოს 100 ქულიდან 58 აქვს მინიჭებული, პოლიტიკური უფლებების კუთხით 40-დან 22 ქულა მიანიჭა, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით კი - 60-დან 36. Freedom House-ი წერს, რომ ოლიგარქიული გავლენა გავლენას ახდენს საქართველოს პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, კანონის უზენაესობას ძირს უთხრის პოლიტიზაცია და სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულად არის დაცული.  

Freedom House: მიღების შემთხვევაში, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონი საქართველოს რუსეთისა და ყირგიზეთის მსგავს ავტოკრატიებთან დააკავშირებს

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ი მმართველ პარტიას მოუწოდებს, ხელახლა წარდგენილი "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვიოს. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირებით. თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც მსგავსი კანონმდებლობა საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ გაიწვიეს. მიღების შემთხვევაში, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონი საქართველოს რუსეთისა და ყირგიზეთის მსგავს ავტოკრატიებთან დააკავშირებს, სადაც სისტემურად მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისთვის და ასევე, ეს იქნება დემოკრატიაზე ორიენტირებული ევროინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი. მოვუწოდებთ პარტია „ქართულ ოცნებას“,  დაუყოვნებლივ გაიწვიონ წარდგენილი კანონი," - წერია განცხადებაში. „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა ჯერ კიდევ 2023 წელს ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

რა წერია Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს შესახებ

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე სახელმწიფოების დემოკრატიის დონეს აფასებს, ჰიბრიდულ რეჟიმებს შორის შედარებით ნათელი წერტილი იყო უკრაინა, რომელიც განაგრძობდა მნიშვნელოვან პროგრესს სასამართლო და ანტიკორუფციული ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და კორუფციის მიმართულებით აქტიურ გამოძიებაში, მათ შორის, სამხედრო სფეროში. იმავდროულად, უნგრეთის, საქართველოსა და კოსოვოს ქულები, ამ ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის ტურბულენტური წლის მიუხედავად, უცვლელი დარჩა. ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიზაციისკენ მიმავალ ჰიბრიდულ რეჟიმებს განეკუთვნებიან - მოლდოვა, კოსოვო და უკრაინა, ხოლო ციკლურ (უცვლელ) ჰიბრიდულ რეჟიმებს - სომხეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და მონტენეგრო. მაჩვენებლების მიხედვით (1-დან 7-მდე) საქართველოს შემდეგი მაჩვენებლები აქვს: ეროვნული დემოკრატიული მმართველობა - 2.25, საარჩევნი პროცესი - 3.00, სამოქალაქო საზოგადოება - 4.00, დამოუკიდებელი მედია - 3.25, ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა - 2.75, სასამართლოს ჩარჩო და დამოუკიდებლობა - 2.50, კორუფცია - 3.50. ჯამში, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი 3.04 ქულას შეადგენს (7-დან), ხოლო პროცენტების მხრივ - 34%-ს, და ჩამორჩება სომხეთს, უნგრეთს, სერბეთს, მოლდოვას, უკრიანას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კოსოვოს. „ავტოკრატიზებული ჰიბრიდები, როგორებიცაა, უნგრეთი, სერბეთი და უფრო ნაკლებად - საქართველო, ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებად ქცევის გზაზე დგანან. საკვანძო ინსტიტუტები, დაწყებული მედიიდან სასამართლომდე, გასცდნენ პოლიტიზების დონეს, რომელიც ჰიბრიდული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი და ახლა მოქცეულნი არიან მმართველი პარტიების ხელში მათი პარტიული და პირადი ინტერესების გამოსაყენებლად. როდესაც საშინაო და საერთაშორისო წინააღმდეგობა საკმარისად ძლიერია, ამ ქვეკატეგორიის ჰიბრიდული რეჟიმები იძულებულნი არიან, გარკვეულ საკითხებზე დათმობაზე წავიდნენ. მაგალითად, როდესაც საქართველოს მთავრობამ 2023 წლის მარტში საერთაშორისო აჟიოტაჟისა და მასობრივი პროტესტის შემდეგ გაიწვია რუსული სტილის კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ.“ ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმები შეკრების თავისუფლების პატივისცემის მინიმალური, მაგრამ რეალური ზღვარი ადა ის ფაქტი, რომ სახელმწიფო იშვიათად იყენებს ფიზიკურ ძალადობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ავტოკრატიზებულ ჰიბრიდებს ნახევრად-კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმებისგან განასხვავებს შეკრებისა თავისუფლების პატივისცემის მინიმალური, მაგრამ რეალური ზღვარი და ფაქტი, რომ სახელმწიფო იშვიათად იყენებს ფიზიკურ ძალადობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად,“ – ნათქვამია ანგარიშში.  

Freedom House: „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი. „თუ ამ კანონს მიიღებენ, ის ლეგიტიმური სამოქალაქო აქტივობისა და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციას მოახდენს და მიაწვდის ხელისუფლებას ახალ ინსტრუმენტებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დასაჯარიმებლად, ან სხვაგვარად დასასჯელად, რომელთა საქმიანობასაც ისინი არ ეთანხმებიან. ეს დააკავშირებს საქართველოს რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიც არის რუსეთი და ყირგიზეთი - ავტოკრატიები, რომლებიც სისტემურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე მსგავსი ზომების გამოყენებით - და მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას „ქართული ოცნების“ მიმართ : დაუყოვნებლივ გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. Freedom House გმობს საქართველოში მიმდინარე რეპრესიებსა და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მათ შორის წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და მასობრივი დაპატიმრებების გამოყენებას. „ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ ქართველი უფლებადამცველების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ განხორციელებული მუქარითა და თავდასხმებით. ეს რეპრესიები მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ასპირანტი ქვეყნისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში. Freedom House შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების შესაჩერებლად დაუყოვნებლივი და კოორდინირებული ქმედებისკენ მოუწოდებს. „ამ მთავრობებმა უნდა მოითხოვონ, რომ ვენეციის კომისიას მიეცეს უფლება შეაფასოს შემოთავაზებული კანონი და შეაფასოს მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. თუ კანონს ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე ან მისი დასკვნის გამოქვეყნებამდე მიიღებენ, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ. საქართველოს დემოკრატიული გზისთვის გადამწყვეტი ეტაპი დგას. დემოკრატიული მთავრობები ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგნენ და გააგზავნონ მკაფიო გზავნილი, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ამჟამინდელ ქმედებებს არ მოითმენენ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.