თეგი: G-20-ის სამიტი
Bloomberg: პუტინი არ დაესწრება G-20-ის სამიტს, რათა თავიდან აიცილოს პოტენციური დაპირისპირება მსოფლიო ლიდერებთან
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება დიდი ოცეულის მომდევნო სამიტს ინდონეზიაში, რადგან კრემლის მიზანია, დაიცვას ის შესაძლო მაღალი დონის დაძაბულობისგან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იტყობინება Bloomberg თავის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს სააგენტო წერს, რომ ეს გადაწყვეტილება პუტინს საშუალებას მისცემს, თავიდან აიცილოს პოტენციური კონფლიქტები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, რომელიც მანამდე მას „ომის დამნაშავეს“ უწოდებდა. ასევე, თავი აარიდოს დაპირისპირებას ზოგიერთ ევროპელ ლიდერთან. პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა 10 ნოემბერს, სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ რუსეთს სამიტზე წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება. ინდონეზიის პრეზიდენტი: პუტინს შეუძლია, G20-ის სამიტს ვირტუალურად დაესწროს G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.