თეგი: G-7
რომელი ქვეყნები უერთდებიან „უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ დეკლარაციას“
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაციას, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გამოცხადებულ ღონისძიებებს, სხვა ქვეყნებიც უერთდებიან, მათ შორის არიან ნორვეგია, ნიდერლანდები და ჩეხეთი. „მივესალმები უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას, მათ შორის უსაფრთხოების შესახებ გამოცხადებულ ღონისძიებებს. ნიდერლანდები შეუერთდება ამ ინიციატივას და ხელს შეუწყობს უკრაინის უსაფრთხოების ღონისძიებებს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით,“ - წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ვოპკე ჰუქსტრა Twitter-ზე. ინიციატივას უერთდება ჩეხეთიც. „ჩეხეთიც ადეკვატურ წვლილს შეიტანს. ჩვენ ვუერთდებით G7-ის ახალ ინიციატივას უკრაინის გარანტიების შესახებ, ისევე, როგორც ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტს“, - დაწერა თავს მხრივ, ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა Twitter-ზე. პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ ასევე განაცხადა, რომ ნორვეგიამ გადაწყვიტა, „გახდეს G7-ის ინიციატივის წევრი, რათა დაეხმაროს უკრაინას.“ „ესპანეთიც შეუერთდება უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს, რომლებსაც G-ის ქვეყნები რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად გასცემენ“, - ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ვილნიუსში განაცხადა. სანჩესის თქმით, პრაქტიკაში G7-ის გარანტიები დიდად არ განსხვავდება იმ როლისგან, რომელიც მადრიდმა უკვე აიღო უკრაინის მხარდასაჭერად: იარაღის მიწოდება და ჯარისკაცების მომზადება. მან განმარტა, რომ სინამდვილეში ესპანეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკვე გაწეული მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება. შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ეს დეკლარაცია უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ვიდრე ის NATO-ს წევრი გახდება. „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს. დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად მიღებულ დეკლარაციაში („უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი დეკლარაცია“) ასევე ასახულია ის ნაბიჯები, რომლებიც მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით, უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს. კიევის შეფასებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ. „მომავალი რუსული შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ, დაუყოვნებლივ კონსულტაციებს უკრაინასთან, რათა განვსაზღვროთ შესაბამისი შემდგომი ნაბიჯები. ჩვენ ვაპირებთ, ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად მივაწოდოთ უკრაინას უსაფრთხოების სწრაფი და მდგრადი დახმარება, თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა მთელ ტერიტორიაზე, ასევე, ეკონომიკური დახმარება, რომ დაეკისროს რუსეთს ეკონომიკური და სხვა ხარჯები და კონსულტაციები გავმართოთ უკრაინასთან მის საჭიროებებზე, რადგან ის ახორციელებს თავდაცვის უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად,“ - წერია დეკლარაციაში. აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, კანადისა და იაპონიის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით, უზრუნველყოფენ. განაგრძობენ უსაფრთხოებისა და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის სფეროში მხარდაჭერას მიწაზე, ჰაერსა და ზღვაში, პრიორიტეტით ანტისაჰაერო თავდაცვაზე, შორს მოქმედ არტილერიასა და შორი მოქმედების საშუალებებზე, ჯავშანტექნიკასა და სხვა საკვანძო საშუალებებზე, ისეთებზე, როგორებიცაა. საბრძოლო ავიაცია, ასევე, ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის დონის ამაღლების ხელშეწყობით. დოკუმენტის თანახმად, დღეიდან უკრაინასა და „დიდი შვიდეულის” ყოველ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები იწყება, რათა მოხდეს უკრაინის მხარდაჭერის ფორმალიზება უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების მეშვეობით. G7 ასევე დაჰპირდა უკრაინას შემდგომ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას მომავალში რუსული შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას არ მიუღია NATO-ში შესვლისთვის სასურველი მოწვევა ვილნიუსის სამიტზე, რომელიც დღეს 12 ივლისს უნდა დასრულდეს, მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებენ. არაერთმა პარტნიორმა, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნორვეგიამ დახმარების ახალი პაკეტები წარმოადგინეს. სამიტის დროს ოფიციალურად ჩამოყალიბდა „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია“, ქვეყნების ჯგუფი, რომლებსაც სურთ, რომ უკრაინელი პილოტები F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე მოამზადონ. „დოკუმენტი მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით, უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ,“ - განუცხადა ვილნიუსში აკრედიტებულ უკრაინელ ჟურნალისტებს ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ იურისდიქციებში არსებული რუსული აქტივები „უძრავად დარჩება“ იქამდე, ვიდრე რუსეთი არ გადაიხდის იმ ზიანისთვის, რომელიც უკრაინას მიაყენა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, „დიდი შვიდეულის“ გარდა, კიდევ 6 ქვეყანა შეუერთდა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების მომავალი გარანტიების შესახებ დეკლარაციას კიდევ ექვსი ქვეყანა შეუერთდა. მისი ინფორმაციით, შეთანხმებას, რომელზეც 12 ივლისს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ, შეუერთდნენ ჩეხეთი, დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი და შვედეთი. „ჩვენი ძალიან წარმატებული შეთანხმება NATO-ს-სკენ მიმავალ გზაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გრძელდება ქვეყნებთან შეთანხმებების მომზადებით. ორმხრივი შეთანხმებებით. მხოლოდ ერთი დღე გავიდა ვილნიუსიდან და ექვსი ქვეყანა უკვე შეუერთდა მსოფლიოს შვიდ უდიდეს დემოკრატიას“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. რომელი ქვეყნები უერთდებიან „უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ დეკლარაციას“
კანადის პრემიერი: G7-ის ლიდერებს ესმით, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს და ამისთვის მზად არიან
კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „დიდი შვიდეულის ლიდერებს ესმით, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს, მაგრამ მზად არიან, მხარი დაუჭირონ ქვეყანას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. უკრაინის ამჟამინდელი კონტრშეტევის ტემპის შესახებ კითხვის საპასუხოდ, კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ G7-ის ლიდერებმა „ყოველთვის იცოდნენ, რომ ეს [უკრაინის ომი - რედ.] ხანგრძლივი პროცესი იქნებოდა.“ „ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსეთის გამარჯვება,“ - აღნიშნავს ტრუდო. ცნობისთვის, „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს. შეგახსენებთ, უკრაინამ და კანადამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. კანადა გახდა G7-ის მესამე ქვეყანა შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რომლებთანაც უკრაინამ შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყო. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.