თეგი: G20 სამიტი
ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ბალიში G20-ის სამიტზე ჩასვლას გეგმავენ
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ინდონეზიაში, მიმდინარე წლის ნოემბერში G20-ის სამიტზე ჩასვლას გეგმავენ. ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, წერს Bloomberg. „სი ძინპინი მოვა. პრეზიდენტმა პუტინმაც მითხრა, რომ მოვა", - განაცხადა ვიდოდომ. 18 აგვისტოს, კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პუტინმა ვიდოდოსთან G20-ის სამიტის საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილა. მაგრამ ოფიციალურად ცნობილი არ არის, დაესწრება თუ არა პუტნი G20-სამიტს. Bloomberg-ის თანახმად, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სამიტზე ყოფნა გამოიწვევს კონფრონტაციას აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და სხვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სი ძინპინის გეგმებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. კრემლმა ასევე უარი თქვა ამ ინფორმაციის ოფიციალურ კომენტირებაზე. თუმცა, ერთ-ერთმა რუსმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ პუტინი გეგმავს შეხვედრაზე პირადად დასწრებას. შეგასხენებთ, რომ ინდონეზია წელს დიდი ოცეულის თავმჯდომარე ქვეყანაა. მას დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ მოუწოდეს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის გამო, ვლადიმირ პუტინის სამიტზე მიწვევა გაეუქმებინათ.
ლავროვი, ბალიზე ჰოსპიტალიზაციის ფაქტს უარყოფს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარყო ინფორმაცია, რომ ბალიზე ჩასვლისთანავე, (სადაც ხვალ G20-ის სამიტი გაიხსნება), მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და საავადმყოფოში მოათავსეს. ლავროვი ბალიზე, G20-ის სამიტზე ჩასვლის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს - AP მანამდე რამდენიმე მსხვილი დასავლური მედია, ინდონეზიის ხელისუფლების წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ 72 წლის ლავროვს, სავარაუდოდ, ბალიზე გულის შეტევა ჰქონდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბალზე დღეს ჩავიდა. ის სამიტს ვლადიმერ პუტინის ნაცვლად ესწრება. რუსეთის პრეზიდენტი G20-ის სამიტს ბოლოს 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაესწრო. დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერები სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტისგან დისტანცირდნენ. პუტინმა სამიტი დასრულებამდე დატოვა. G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.