თეგი: G7
G7 რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მასიური ეკონომიკური შედეგების შესახებ აფრთხილებს
G7 ჯგუფის ფინანსთა მინისტრებმა ორშაბათს გააფრთხილეს რუსეთი "მასიური" ეკონომიკური შედეგების შესახებ, თუ ის აირჩევს უკრაინაში შეჭრას, რომლის ეკონომიკას ასევე დაჰპირდნენ სწრაფ და გადამწყვეტ მხარდაჭერას. მინისტრები უკრაინის ეკონომიკას დახმარებას ჰპირდებიან. "უკრაინის საზღვრებზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერება სერიოზული შეშფოთების მიზეზია. ჩვენ, G7-ის ფინანსთა მინისტრები, ხაზს ვუსვამთ ჩვენს მზადყოფნას, ვიმოქმედოთ სწრაფად და გადამწყვეტად უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად", - წერენ ისინი ერთობლივ განცხადებაში. „რუსეთის ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ მოჰყვება სწრაფი, კოორდინირებული და ძლიერი პასუხი. ჩვენ მზად ვართ, ერთობლივად დავაწესოთ ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რომლებსაც ექნება სერიოზული და სწრაფი შედეგები რუსეთის ეკონომიკაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები: თვითგამოცხადებული „სახალხო რესპუბლიკების“ მიერ მიღებული ზომები სამხედრო ესკალაციის საფუძვლად უნდა ჩაითვალოს
G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კვლავ ღრმად შეშფოთებულნი არიან რუსეთის მიერ უკრაინის ირგვლივ, ანექსირებულ ყირიმსა და ბელორუსში სამხედრო გაძლიერების გამო. შესაბამისი განცხადების ტექსტი კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს. მინისტრების განცხადებით, რუსეთის მიერ სამხედრო ძალების გაუმართლებელი, უპრეცედენტოდ მასიური განლაგება ევროპის კონტინენტზე, ცივი ომის დასრულების შემდეგ, გამოწვევაა გლობალური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო წესრიგისთვის. „მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა, განმუხტოს დაძაბულობა, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრებიდან და სრულად დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის რისკის შემცირებისა და სამხედრო მოქმედებების გამჭვირვალობის შესახებ. როგორც პირველი ნაბიჯი, ჩვენ ველით, რომ რუსეთი შეასრულებს მის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მოქმედებების შემცირების შესახებ განცხადებას. ჩვენ ამ შემცირების შესახებ რაიმე მტკიცებულება ჯერ არ გვინახავს. რუსეთს მისი ქმედებების მიხედვით შევაფასებთ. ჩვენ ასევე მხედველობაში მივიღეთ რუსეთის ბოლო განცხადებები, რომ მას სურს დიპლომატიური ჩართულობა. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს ვალდებულებას დიალოგის გაგრძელების თაობაზე, ორმხრივი ინტერესის საკითხებზე, როგორიცაა, ევროპული უსაფრთხოება, რისკის შემცირება, გამჭვირვალობა, ნდობის აღდგენა და შეიარაღების კონტროლი. ჩვენ ასევე ვიმეორებთ ჩვენს ვალდებულებას, ვიპოვოთ მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტა მიმდინარე კრიზისისთვის და მოვუწოდებთ რუსეთს, მიიღოს დიალოგის შეთავაზება აშშ-რუსეთის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის, NATO-რუსეთის საბჭოსა და ეუთოს მეშვეობით. ჩვენ მივესალმებით ეუთოს ევროპული უსაფრთხოების განახლებულ დიალოგს, რომელიც დაიწყო პოლონეთის მოქმედი თავმჯდომარეობით და გამოვთქვამთ ჩვენს მტკიცე იმედს, რომ რუსეთი მასში ჩაერთვება კონსტრუქციული გზით“, - ვკითხულობთ განცხადებაში. მისივე თანახმად, რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას ექნება უზარმაზარი შედეგები, მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური სანქციები სექტორულ და ინდივიდუალურ სამიზნეების ფართო სპექტრსა და რუსეთის ეკონომიკისთვის უპრეცედენტო ხარჯები. ჩვენ მივიღებთ კოორდინირებულ შემაკავებელ ზომებს მსგავსი მოვლენის შემთხვევაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ნებისმიერი მუქარა ან ძალის გამოყენება ეწინააღმდეგება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სოლიდარობას უკრაინელი ხალხისადმი და მხარს ვუჭერთ უკრაინის ძალისხმევას, გააძლიეროს თავისი დემოკრატია და ინსტიტუტები, წაახალისოს შემდგომი პროგრესი რეფორმების მიმართულებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის, მისი ხალხის კეთილდღეობის შენარჩუნების მიზნით დახმარება. 2014 წლიდან ჩვენს დახმარებაზე დაყრდნობით, მზად ვართ, უკრაინის ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციით, ხელი შევუწყოთ უკრაინის მდგრადობის გაძლიერებას. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსა და ტერიტორიულ წყლებში. ჩვენ ვადასტურებთ ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და უსაფრთხოების ზომები. ჩვენ მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას მუდმივი პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის მცდელობების ფონზე“, - აღნიშნავენ G7-ის მინისტრები. განცხადების ავტორები მხარს უჭერენ გერმანიისა და საფრანგეთის ძალისხმევას ნორმანდიის პროცესის მეშვეობით მინსკის შეთანხმებების სრული შესრულების უზრუნველსაყოფად, რაც ერთადერთი გზაა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტისთვის. „ჩვენ ვაღიარებთ პრეზიდენტის ზელენსკის საჯარო განცხადებებს, სადაც ხაზგასმულია უკრაინის მტკიცე ვალდებულება მინსკის შეთანხმებებისადმი და მის მზადყოფნას კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს პროცესში. უკრაინის წინადადებები სერიოზულ განხილვას იმსახურებს რუსი მომლაპარაკებლების და რუსეთის ფედერაციის მთავრობის მხრიდან. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რომელსაც უკრაინა გვთავაზობს დიპლომატიური წინსვლისთვის. რუსეთმა უნდა მოახდინოს დეესკალაცია და შეასრულოს ვალდებულებები მინსკის შეთანხმებების შესაბამისად. ძალზედ შემაშფოთებელია ბოლო დღეებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტების მატება, ვგმობთ მძიმე შეიარაღების გამოყენებას და სამოქალაქო ტერიტორიების განურჩევლად დაბომბვას, რაც წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევას. ასევე ვგმობთ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ რუსული პასპორტების გადაცემას უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიების მცხოვრებლებისთვის. ეს აშკარად ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებების სულისკვეთებას. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ თვითგამოცხადებული „სახალხო რესპუბლიკების“ მიერ მიღებული ზომებით, რომლებიც სამხედრო ესკალაციის საფუძვლად უნდა ჩაითვალოს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ინსცენირებული ინციდენტები შეიძლება, გამოყენებული იყოს შესაძლო სამხედრო ესკალაციის საბაბად. რუსეთმა უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებზე, თავშეკავებისა და დეესკალაციისთვის. ამ კონტექსტში, ჩვენ მტკიცედ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მიმართ, რომლის დამკვირვებლები მთავარ როლს ასრულებენ დეესკალაციის მცდელობებში. ამ მისიას უნდა მიეცეს უფლება, შეასრულოს თავისი სრული მანდატი თავისი საქმიანობის შეზღუდვისა და გადაადგილების თავისუფლების გარეშე აღმოსავლეთ უკრაინაში ხალხის და უსაფრთხოების სასარგებლოდ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
G7-ის ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჯო ბაიდენის შეხვედრა მიმდინარეობს
თეთრი სახლის ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვირტუალური შეხვედრა G7-ის ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან დაიწყო. შეხვედრა, რომელიც სპეციალურად იმართება რუსეთის მიერ ყოველწლიური გამარჯვების დღის აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე, ფოკუსირებული იქნება უკრაინაში პუტინის შეჭრაზე, უკრაინის მხარდაჭერასა და G7-ის უწყვეტი ერთიანობის დემონსტრირებაზე, მათი კოლექტიური პასუხის ჩათვლით. სანქციები ასევე იქნება დღის წესრიგში, განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანიის საელჩომ განმარტა, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო „დიდი შვიდეულის“ სამიტზე
რატომ არ იყო მიწვეული საქართველო „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია ესწრებოდნენ, ამასთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის საელჩო განმარტებას ავრცელებს. ორი მთავარი საკითხი G7-ს სამიტის ფოკუსში „ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის მოლოდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში. „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ 13 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ეს, სამწუხაროდ, აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ შედეგების, რაც დგება ბიძინა ივანიშვილის კურსის შედეგად“. „მათი ანტიდასავლური პროპაგანდა შეუმჩნეველი არ რჩება არავის და ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს ტენდენცია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, არის პირდაპირი საფრთხის შემცველი და საფრთხის გამზრდელი საქართველოსთვის, ანუ ეს ვითარება პუტინის რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის საფრთხეს ზრდის. საქართველო შეიძლება, დარჩეს დაუცველი ახლო მომავალში ამ რეჟიმის პოლიტიკის შედეგად", - აღნიშნა ბოკერიამ. ამ საკითხთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ორი მთავარი საკითხი G7-ს სამიტის ფოკუსში
G7-ს საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთ-უკრაინის ომის განსახილველად ყოველწლიურ შეხვედრაზე გერმანიის ხელმძღვანელობით შეიკრიბნენ. დიპლომატებს დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან გერმანია შაბათამდე, 14 მაისამდე უმასპინძლებს. სამიტს უკრაინისა და მისი პატარა მეზობელი ქვეყნის მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებიან. დიპლომატიური წყაროების თქმით, შეკრების მიზანია, შვიდი ქვეყნის მობილიზება სასურსათო კრიზისზე სწრაფი და ეფექტიანი პასუხების მოსაძებნად. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შეხვედრას COVID-19-ით ინფიცირების გამო არ დაესწრება, დანარჩენი მინისტრები მოლდოვურ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებენ, რომელიც ცდილობს, გაუმკლავდეს ლტოლვილთა ნაკადს მეზობელი უკრაინიდან. ამასთან, ინციდენტებმა დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში, გამოიწვია საერთაშორისო განგაში, რომ ომი შესაძლოა, სხვა ქვეყნის საზღვრებზეც გავრცელდეს. „ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი მხარდაჭერა მოლდოვას მიმართ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრანგულმა დიპლომატიურმა წყარომ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გლობალური სასურსათო კრიზისის პროვოცირებას ახდენს. „უკრაინის ოდესის პორტში ამჟამად 25 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი, მსოფლიოში მილიონობით ადამიანის საკვებით უზრუნველყოფისთვის ეს სასწრაფოდ არის საჭირო, უპირველეს ყოვლისა, აფრიკის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ, ჩვენ დღეს ვაგზავნით მკაფიო სიგნალს: ჩვენ გხედავთ, გისმენთ და მხარს გიჭერთ”, - განუცხადა თავის მხრივ, ბერბოკმა ჟურნალისტებს. ევროკავშირი დახმარებას აძლიერებს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფა იგეგმება. მისი თქმით, ბლოკი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. „ჩვენ დავუპირისპირდებით რუსეთის მცდელობებს, გაყოს მსოფლიო უკრაინის გამო. ცივი ომის დასრულების შემდეგ, ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ ასეთი ღრმა გამოწვევის წინაშე. არასდროს ვყოფილვართ ასე ერთიანი", - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის თქმით კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის შენარჩუნება უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებით და შემდგომი სანქციების დაწესებით. G7-ის სამიტი: ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საბოლო მიზანია, მისი მთელი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა უზრუნველყოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მსოფლიოს ლიდერები უნდა მოემზადონ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება გერმანია ამ შაბათ-კვირას, 14-15 მაისს, ასევე უმასპინძლებს NATO-ს მინისტრებს იმ ფონზე, როდესაც შვედეთი და ფინეთი ემზადებიან ტრანსატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადის გასაკეთებლად, შესაბამისად, NATO-ს მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ეს ქვეყნებიც არიან მიწვეულნი. NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიწვეულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ NATO-ს მოკავშირეებთან სამუშაო სესიაში 14 მაისს. მინისტრთა შეხვედრები 15 მაისს კი, მხოლოდ მოკავშირეებისთვის გაიმართება. 14-15 მაისს, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. მომზადებულია Reuters-ის და France24-ის მიხედვით
G7-ის ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად $18,4 მილიარდის გამოყოფაზე შეთანხმდნენ
დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები უკრაინისთვის $18,4 მილიარდის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. მინისტერიალი გერმანიის ქალაქ კიონიგსვინტერში გაიმართა. „ჩვენ შევძელით მოკლევადიანი საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში $18,4 მილიარდის მოძიება. უკრაინის დახმარება გაგრძელდება ომის პერიოდში და თუ საჭირო იქნება, კიევი მიიღებს უფრო მეტ დახმარებას“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის $100 მილიონიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 $მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ
Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა დასავლეთი რუსეთის „გაყინულ“ ოქროსა და სავალუტო რეზერვებს უკრაინას გადასცემს გამოცემის ცნობით, მომავალ კვირას აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ბრძანებას გამოსცემს, რომლითაც ქვეყანაში რუსეთიდან ოქროს იმპორტი აიკრძალება. G7 ლიდერები ამ გადაწყვეტილებას გერმანიაში დაგეგმილ სამიტზე გამოაცხადებენ, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისაც მოუსმენენ. შეთანხმების მიხედვით, დიდი შვიდეულის ქვეყნებში (აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა) რუსეთს ოქროს იმპორტი აეკრძალება.
კულებას თქმით, „დიდი შვიდეულის“ სამიტმა რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მეტი სანქციითა და უკრაინისთვის მეტი მძიმე შეიარაღების მიწოდებით უნდა უპასუხოს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოუწოდებს G7-ს, რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მეტი სანქციითა და უკრაინისთვის მეტი მძიმე შეიარაღების მიწოდებით უპასუხოს. „ამ 7 წლის უკრაინელ ბავშვს კიევში მშვიდად ეძინა, ვიდრე მის სახლში რუსული საკრუიზო რაკეტა არ აფეთქდა. უკრაინაში კიდევ ბევრია დარტყმების ქვეშ. „დიდი შვიდეულის“ სამიტმა რუსეთს მეტი სანქცითა და უკრაინისთვის მეტი შეიარაღების მიწოდებით უნდა უპასუხოს. რუსეთის ავადმყოფური იმპერიალიზმი უნდა დავამარცხოთ“, - წერს დმიტრო კულება Twitter-ზე. „დიდი შვიდეულის“ რიგით 48-ე სამიტს გერმანია ხელმძღვანელობს. ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში მიმდინარე სამიტს გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადის, იტალიისა და იაპონიის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებიან. სამიტის მესამე სესია უსაფრთხო პოლიტიკას ეთმობა. „ჩვენ ენერგიულად დავიცავთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ წესრიგს“, - აღნიშნულია სამიტის პროგრამაში. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრაში სავარაუდოდ, ორშაბათს ვიდეო ჩართვით მიიღებს მონაწილეობას. კვირას, გამთენიისას, კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, მაშველებმა 7 წლის გოგო გადაარჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მხარს იმდენ ხანს დაუჭერენ, სანამ ეს საჭირო იქნება
ერთობლივ განცხადებაში G7-ის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მხარს იმდენ ხანს დაუჭერენ, სანამ ეს საჭირო იქნება. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს, რომ ომი ზამთრამდე დასრულდეს და მოუწოდა G7-ის ლიდერებს, შეინარჩუნონ ზეწოლა რუსეთზე; მან ასევე მოუწოდა უკრაინისთვის მეტი მძიმე იარაღის, საზენიტო თავდაცვის სისტემების მიწოდებისა და რუსეთის წინააღდმეგ შემდგომი სანქციების შემოღებისკენ. „ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას და უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც ეს მას დასჭირდება“, - ნათქვამია G7-ის განცხადებაში. ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინის გადასაწყვეტია დიპლომატიური გზის განსაზღვრა. „მზად ვართ, მივაღწიოთ შეთანხმებებს დაინტერესებულ ქვეყნებთან და ინსტიტუტებთან და უკრაინის უსაფრთხოების მდგრადი ვალდებულებების შესახებ, რათა დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი, უზრუნველყოს მისი თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი და შეაჩეროს მომავალი რუსული აგრესია. მზად ვართ, დავეხმაროთ უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, - აღნიშნულია განცხადებაში. 27 ივნისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, ბავარიაში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტს ვიდეოჩართვით მიმართა. „დიდი შვიდეულის“ რიგით 48-ე სამიტს გერმანია ხელმძღვანელობს. ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში მიმდინარე სამიტს გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადის, იტალიისა და იაპონიის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებიან. სამიტის მესამე სესია უსაფრთხო პოლიტიკას ეთმობა. G7-ის წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა და ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობა გერმანიამ დიდი ბრიტანეთისგან 2022 წლის იანვარში გადაიბარა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აშშ და G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ - თეთრი სახლი
შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და „უპრეცედენტო სანქციების“ გამკაცრებას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პასუხისგებაში მიცემის მიზნით. ამის შესახებ თეთრმა სახლმა G7 სამიტის დროს გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა გააერთიანა 30-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორი მთელ მსოფლიოში, რათა დაუწესოს მკაფიო ხარჯები რუსეთს და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით კოალიცია გააგრძელებს პუტინზე ზეწოლას. განცხადების თანახმად, რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ-ის ექსპორტი რუსეთში, მათ შორის კრიტიკული ტექნოლოგიური საშუალებების ჩათვლით, რაც პუტინს სჭირდება სამხედრო ძალების შესანარჩუნებლად, დაახლოებით 97%-ით შემცირდა. რუსეთის საქონლის იმპორტი მთელი მსოფლიოდან შესაძლოა, 40%-ით შემცირდეს. „ჩვენი ზომები ხელს უშლის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვებს, გაამყაროს დაავადებული ეკონომიკა და პუტინს წაართმევს რესურსებს, რომლებიც მას სჭირდება ომის საწარმოებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
არგენტინა ევროპას თავის გაზს, G7-ის სამიტზე შესთავაზებს
არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი შვიდეულის (G7) სამიტზე ევროპულ ქვეყნებს არგენტინულ გაზს, როგორც რუსულის ალტერნატივას, შესთავაზებს. ამის შესახებ პორტუგალიური სააგენტო Lusa იტყობინება. სააგენტოს ცნობით, ამისთვის ფერნანდესი გამოიყენებს თავის ორ გამოსვლას და ექვს ორმხრივ შეხვედრას, რომელიც სამიტის განმავლობაში შედგება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, ფერნანდესი გახდა ლათინური ამერიკის ერთადერთი ლიდერი, რომელიც სამიტზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიიწვია და არგენტინა G7-ის პარტნიორ ქვეყნად გამოაცხადა. „ზოგადად ლათინური ამერიკისთვის და განსაკუთრებით არგენტინისთვის, დიდი შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა მსოფლიო სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების შენარჩუნების, მინერალებითა და სასუქებით მიწოდების სფეროში კონფლიქტში მყოფი მიმწოდებელი ქვეყნების ნაცვლად“, - აცხადებს არგენტინის ყოფილი მრეწველობის მინისტრი (2018-2019) დანტე სიკი. მას მიაჩნია, რომ „ევროპას ახალი მომწოდებლები სჭირდება და მათ მშვიდობიან რეგიონებში დაეძებს“. ერთი კვირის წინ არგენტინის ენერგეტიკის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მაისში რესპუბლიკაში ფიქლის ნავთობისა და გაზის მოპოვების მოცულობამ ქვეყნისთვის, რეკორდულ დონეს მიაღწია და დღე-ღამეში 241 ათასი ბარელი და 76 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. დეპარტამენტის ცნობით, მთლიანობაში ნავთობის მოპოვებამ მაისში 584 000 ათასი ბარელი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალია 2011 წლის ნოემბრის შემდეგ. გასულ თვეში არგენტინაში გაზის მოპოვების მაჩვენებელი 136 მილიონი კუბური მეტრი იყო. წლის განმავლობაში ზრდამ შესაბამისად, 14% და 12% შეადგინა.
ჩინეთმა ტაივანზე G7-ის განცხადების გამო, ევროპული ქვეყნების ელჩები დაიბარა
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაივანის შესახებ, G7-ის განცხადების გამო, ევროპელი ელჩები დაიბარა. ამის შესახებ Associated Press წერს. „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ჩინეთს მოუწოდებენ, ცალმხრივად არ შეცვალოს სტატუს-კვო და უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრას საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა ხუთშაბათს საღამოს შედგა. ჩინეთის ხელისუფლებამ, დიპლომატებთან შეხვედრაზე „ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით“ G7-ის პოზიცია გააპროტა. რომელი ევროპული სახელმწიფოების ელჩები დაიბარეს, არ ზუსტდება. მანამდე ჩინეთმა G7-ის განცხადების გამო, საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის იაპონელ კოლეგას შორის დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი მეთიუ ბრაიზა ნენსი პელოსის ვიზიტზე ტაივანში: პროვოკაციული ნაბიჯია, ჩემთვის ეს არ არის გონივრული დიპლომატია
დმიტრო კულება ევროკავშირისა და G7-ის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირსა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, რუსების უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ ომს უჭერენ მხარს. ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტოს „მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ არ ისწავლიან პატივისცემას“, - წერს კულება. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.
G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ
G7-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ დეკემბრიდან რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტი შემოიღონ. დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ოფიციალურად დაუჭირეს მხარი გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე ზეწოლის შემსუბუქებას, ხოლო მოსკოვის საერთო შემოსავლების შემცირებას, იტყობინება Bloomberg. მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა შემოიღოს. პარალელურად, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თუ ევროპა მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებს, რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას შეუჩერებს. ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.
G7-ის ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინაში ბოლოდროინდელი თავდასხმების გამო, პუტინი „პასუხს აგებს“
დიდი შვიდეულის ქვეყნების ჯგუფმა (G7) სამშაბათს აიღო ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინას იმდენი ხანი, რაც დასჭირდება. ლიდერების თქმით, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება. „ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, დიპლომატიური და იურიდიული დახმარების გაწევას და მტკიცედ დავდგებით უკრაინის გვერდით, სანამ ეს დასჭირდება“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. მისივე თანახმად, ვლადიმერ პუტინი პასუხს აგებს უკრაინაზე ბოლოდროინდელი თავდასხმებისთვის.
G7-ის ქვეყნები, უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და აღდგენაზე შეთანხმდნენ
G7-ის წევრებმა პრაქტიკულად შექმნეს ახალი კოორდინაციის მექანიზმი, „რამშტეინის“ მაგალითზე, მხოლოდ ენერგეტიკულ სექტორში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანიის ქალაქ მუნსტერში, G7-ის მინისტერიალის შედეგების შემდეგ განაცხადა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუტურას მიზანმიმართულად ანადგურებს, G7-ის მინისტერიალის ფარგლებში შევთანხმდით, რომ შეგვიძლია ერთად დავეხმაროთ უკრაინას, რათა არ შეწყდეს საავადმყოფოების, სკოლებისა და გათბობის სისტემების ფუნქციონირება“, - განაცხადა ბლინკენმა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში არ არის საუბარი მხოლოდ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, არამედ მისი მდგრადობის გაძლიერებაზე. „ეს კი კოორდინირებული მოქმედებებით მიიღწევა“, - აღნიშნა ბლინკენმა. ამასთან, ბლინკენის განცხადებით, „G7-ის ქვეყნებმა რეალურად შექმნეს ცალკე მექანიზმი იმის დასადგენად, თუ რა სჭირდება უკრაინას და რისი შეთავაზება შეუძლია თითოეულ სახელმწიფოს“.
ელჩი ბრინკი: აშშ და G7-ის სხვა ქვეყნები ზელენსკის სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერენ
შეერთებული შტატები და G7-ის სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმას. შესაბამისი განცხადება აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა გააკეთა. „ახლა ძალიან ნათელია, ვინ არის მშვიდობის და ვინ ომის მხარეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრა სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც შედგება 10 პუნქტისგან. ჩვენ, შეერთებული შტატები და G7-ის სხვა ქვეყნები მხარს ვუჭერთ ამ გეგმას, რადგან გვჯერა, ეს შეიძლება, ომის დასრულების პოტენციური გეგმა იყოს. სწორედ ამ ორშაბათს, რუსეთმა კვლავ გაისროლა 70 რაკეტა ისროლა უკრაინის ქალაქების მიმართულებით. ახლა სრულიად ნათელია, რომ რუსებს არ სურთ ომის დასრულება. აშშ მხარს უჭერს მშვიდობას. მშვიდობას, რომელიც იყო შემოთავაზებული ზელენსკის გეგმაში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა. ზელენსკიმ ნოემბერში, G20-ის სამიტზე წარადგინა მშვიდობის უკრაინული ფორმულა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინის მხარდასაჭერად ახალი მექანიზმი შექმნეს
„დიდი შვიდეული“ ვირტუალური სამიტის დროს შეთანხმდა ერთობლივი პლატფორმის შექმნაზე, რომელიც კოორდინაციას გაუწევს როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან მხარდაჭერას უკრაინისთვის, ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ქვეყნები უკრაინას ჰპირდებიან საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას მოსკოვის ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმების ფონზე. ზელენსკიმ G7-ის ლიდერების წინაშე გამოსვლისას, რუსეთს საშობაოდ ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა „თითოეული ჩვენგანი დავნიშნავთ მთავრობის უმაღლეს წარმომადგენელს, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს პლატფორმის შექმნას და მიმდინარე კოორდინაციის მცდელობებს. ჩვენ ვთხოვთ მათ, შეიკრიბონ რაც შეიძლება მალე, 2023 წლის იანვარში“, - ნათქვამია დიდი შვიდეულის განცხადებაში. სამიტის წინ, ბაიდენი ზელენსკის მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა. ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერიოდში, ლიდერები რამდენჯერმე შეიკრიბნენ საგანგებოდ. 10 ოქტომბრიდან რუსული ჯარები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიურ თავდასხმებს ახორციელებენ. უმიზნებენ რაკეტებს და ირანული წარმოების დრონებს, როგორც გენერირების ობიექტებს, ასევე გადამცემ სისტემას. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წლისთვის $32 მილიარდს გამოყოფენ
G7-ის ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მომავალ წელს საბიუჯეტო და ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევენ. ამის შესახებ ნათქვამია ჯგუფის ფინანსთა მინისტრების მიერ, 22 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ გერმანიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ G7-მ 2023 წელს უკრაინის დასახმარებლად 32 მილიარდ დოლარამდე მოცულობის დახმარების მობილიზება მოახდინა. წელს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინას 32,7 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო მხარდაჭერა გამოუყვეს. „ჩვენ ასევე მტკიცედ მოვუწოდებთ სხვა დონორებს, გააძლიერონ მხარდაჭერა“, - განაცხადეს ფინანსთა მინისტრებმა. დეკემბრის შუა რიცხვებში, G7 დაეთანხმა, შექმნას ერთობლივი პლატფორმა, რომელიც უკრაინას რუსეთის შეჭრის ფონზე, როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის კოორდინაციას გაუწევს. ქვეყნები ასევე დაჰპირდნენ კიევს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას მოსკოვის ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმების ფონზე. ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა ლიდერები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.
„დიდმა შვიდეულმა“ უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერა 2023 წელს $39 მილიარდამდე გაზარდა
დიდი შვიდეულის (G7) ჯგუფმა უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერა 2023 წელს 39 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. ამის შესახებ იაპონიის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. ეს დახმარებას უკრაინას საშუალებას მისცემს, გააგრძელოს აუცილებელი სერვისების მიწოდება, უზრუნველყოს რუსული თავდასხმებით დაზიანებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შეკეთება და ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაცია ნათქვამია განცხადებაში. G7-მა ასევე მოუწოდებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) და უკრაინას, რომ დაიწყონ 15 მილიარდი აშშ დოლარის მრავალწლიანი პროგრამა მარტის ბოლოს. „სავარაუდოდ, ეს პროგრამა მოიცავს დაუყოვნებლივ ფინანსურ დახმარებას და მხარდაჭერას სტრუქტურული რეფორმებისთვის, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის აღდგენას“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიგალმა. შვიდი ჯგუფის შემადგენლობაში შედიან აშშ, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და აშშ.
ბირთვული ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან რუსეთის განდევნის მიზნით, ბრიტანეთმა, ამერიკამ, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა ალიანსი შექმნეს
ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომლის მიზანიც ბირთვული ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან რუსეთის განდევნაა. ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსდა. განცხადება 16 აპრილს, დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების მოლაპარაკებებისას, იაპონიის ქალაქ საპოროში გაკეთდა. ხსენებული ხუთი ქვეყანა თითოეული სახელმწიფოს სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სექტორის შესაბამის რესურსებსა და შესაძლებლობებს გამოიყენებს, რათა შეარყიოს რუსეთის გავლენა მიწოდების ჯაჭვებზე. ალიანსმა ბირთვული საწვავისთვის მიწოდების საერთო ქსელები უნდა განავითაროს.
G7-ის ქვეყნებმა უკრაინის დახმარება $44 მილიარდამდე გაზარდეს
დიდი შვიდეულის ფინანსთა ჯგუფმა უკრაინისთვის დახმარება $44 მილიარდამდე გაზარდა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. განცხადების თანახმად, 2024 წლის დასაწყისისთვის უკრაინის დახმარება 44 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც საშუალებას აძლევს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, უკრაინას გამოუყოს 15,6 მილიარდი დოლარის მხარდაჭერა ოთხი წლის განმავლობაში. „ჩვენ მტკიცედ ერთგულნი ვრჩებით, გავაგრძელოთ უკრაინის გადაუდებელი მოკლევადიანი დაფინანსების საჭიროებების დაკმაყოფილება, ისევე, როგორც მისი მეზობელი და სხვა მძიმედ დაზარალებული ქვეყნების მხარდაჭერა. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, გავზარდეთ ჩვენი ვალდებულება უკრაინის საბიუჯეტო და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის 2023 და 2024 წლების დასაწყისისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში. ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ
მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების ლიდერები 19 მაისს შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე და უკრაინის ფინანსური დახმარების გაფართოებაზე. იაპონიაში, ჰიროსიმაში გამართულ სამიტზე მიღებულ განცხადებაში მცირე ინფორმაციაა მოცემული შემდგომ ნაბიჯებზე. სამიტის მიმდინარეობისას, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ სამიტის მთავარი თემა იქნება, რადგან მას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად დაესწრება შაბათ-კვირას. ახალი სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის „ომის მანქანის“ დაფინანსების რაც შეიძლება შეზღუდვას. G7-ის წევრებმა უკრაინის წინააღმდეგ არაერთი სანქცია დააწესეს. დიდი ბრიტანეთი რუსული ალმასის, სპილენძის, ალუმინისა და ნიკელის იმპორტს აკრძალავს ეს მოიცავდა რუსეთის საგარეო აქტივების გაყინვას, SWIFT-ის საბანკო სისტემაზე წვდომის შეზღუდვას და რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შეზღუდვას. მოსკოვი ცდილობს, აირიდოს ეს სანქციები მესამე ქვეყნებისა და სუბიექტების გამოყენებით. ამ მიზნით, ახალი პაკეტის კიდევ ერთი გადამწყვეტი პუნქტია, რომ რუსეთის შესაძლებლობი სანქციების გვერდის ავლის აკრძალვის შედეგად შეიზღუდოს. შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოაცხადა საკუთარი ზომები სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ.
G7-ის მინისტრები უკრაინის აღდგენისთვის თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებენ
G7-ის მდგრადი ურბანული განვითარების მინისტრებმა, რომლებიც დასავლეთ იაპონიაში, ქალაქ ტაკამაცუში შეიკრიბნენ, უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით თანამშრომლობა დაადასტურეს. ამის შესახებ NHK World-Japan წერს. G7-ის მინისტრებმა ორდღიანი შეხვედრის დასრულების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მხარეები სხვა საკითხებთან ერთად შეთანხმდნენ, რომ თავიანთი ქვეყნების გამოცდილება და ცოდნა უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის გეგმების შედგენის ეტაპიდანვე გამოიყენონ. ცნობისთვის, უკრაინა აღდგენისთვის დასავლეთისგან თითქმის $7 მილიარდის მიღებას ელოდება. „ზოგადად, გრძელვადიანი აღდგენისთვის არანაკლებ 411 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო. ყოველდღე რუსეთი ახალ დარტყმებს ახორციელებს და, სამწუხაროდ, ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნავს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი.
რუმინეთი უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდება
რუმინეთი უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ G7-ის ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდება. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცა ოდობესკუმ უკვე წარადგინა ზომები, რომლებიც პერსპექტივაში უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის სატრანზიტო სიმძლავრეების მხარდაჭერისთვის იქნება გათვალისწინებული. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, „დიდი შვიდეულის“ გარდა, კიდევ 6 ქვეყანა შეუერთდა. რომელი ქვეყნები უერთდებიან „უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ დეკლარაციას“ ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.
საბერძნეთი უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას შეუერთდა
საბერძნეთი გახდა მე-14 ქვეყანა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაციას შეუერთდა. დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების მიერ, ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“ „მადლობელი ვარ საბერძნეთის, რომ შეუერთდა უკრაინის მხარდაჭერის G7 დეკლარაციას. საბერძნეთი გახდა მე-14 ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს,“ დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში. ხსენებულ დოკუმენტს ბოლოს რუმინეთი და ლატვიაც შეუერთდნენ. ცნობისთვის, უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.
კოსოვო უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ G7-ის დეკლარაციას შეუერთდა
კოსოვოს უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების" შესახებ დიდი შვიდეულის ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა. ამის შესახებ კოსოვოს პრემიერ-მინისტრი, ალბინ კურტი Twitter-ზე წერს. მისი შეფასებით, უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა და რუსეთის ლიდერების პასუხისმგებლობის დაკისრება აუცილებელია მშვიდობისა და დემოკრატიის შესანარჩუნებლად". მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კოსოვო მზადაა ამ ძალისხმევაში წვლილი შეიტანოს“. კურტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის „უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში, რჩება საფრთხედ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.“ ცნობისთვის, უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. ხსენებული დოკუმენტი NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“
უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას კიდევ ერთი ქვეყანა შეუერთდა
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებთ, ლუქსემბურგი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა. „მადლობას ვუხდი ლუქსემბურგს და მის ხალხს უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ეფუძნება საერთო დემოკრატიულ იდეალებსა და ჩვენი ევროატლანტიკური ოჯახის ინტერესებს,“ - აცხადებს ზელენსკი. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინა თითოეულ სახელმწიფოსთან დაიწყებს ორმხრივ მოლაპარაკებებს უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებზე და ხელს მოაწერს შესაბამის ორმხრივ შეთანხმებებს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
მონტენეგრო უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ დეკლარაციას შეუერთდა
მონტენეგრო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ზელენსკი ათენში უკრაინა-ბალკანეთის სამიტის ფარგლებში შეხვდა მონტენეგროს პრეზიდენტს, იაკოვ მილატოვიჩს და მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარული, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის. ხსენებულ დეკლარაციას ბოლო დღეების განმავლობაში შეუერთდნენ საბერძნეთი, კოსოვო, ბულგარეთი, ლუქსემბურგი. ჩრდილოეთ მაკედონია. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ორმა ლიდერმა განიხილა მონტენეგროს დახმარება უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელებაში, მშვიდობის გლობალური სამიტის წინ, რომლის ჩატარებაც კიევს შემოდგომაზე სურს. ზელენსკიმ და მილატოვიჩმა ასევე განიხილეს უკრაინასა და მონტენეგროს შორის ორმხრივი თანამშრომლობა და, კერძოდ, უკრაინელი ლტოლვილების დახმარების საკითხი. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინა თითოეულ სახელმწიფოსთან დაიწყებს ორმხრივ მოლაპარაკებებს უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებზე და ხელს მოაწერს შესაბამის ორმხრივ შეთანხმებებს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
სლოვენია უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას შეუერთდა
სლოვენია უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს. „მადლობელი ვარ სლოვენიის მთავრობისა და პირადად პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობის, იმისთვის, რომ შეუერთდა „დიდი შვიდეულის" დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ჩვენი ქვეყნები იზიარებენ თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს, ისევე როგორც მთელი ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის მშვიდობისა და სამართლიანობის სურვილს,“ - წერს ზელენსკი. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
უკრაინამ და კანადამ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებები დაიწყეს
უკრაინამ და კანადამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი იერმაკმა გააკეთა. მოლაპარაკებებს ერმაკი უწევს კოორდინაციას. მისი თქმით, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ გამართა. კანადა გახდა G7-ის მესამე ქვეყანა შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რომლებთანაც უკრაინამ შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყო. „უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს ეფექტიანი და გახდეს გარდამავალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე, რაც დღეს უსაფრთხოების ერთადერთი ყველაზე საიმედო გარანტიაა,“ - აღნიშნა იერმაკმა. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“ G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ალბანეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას შეუერთდა
ალბანეთი უერთდება G7-ის ქვეყნების დეკლარაციას უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ. ნიუ-იორკში მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების შესახებ, ოფიციალურად მოაწერეს ხელი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ განაცხადა.
ტოკიოს სამიტი: G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააძლიერებს, უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს
დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის სესიაზე, ტოკიოში ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის მხარდაჭერის მიმართ თავიანთი ვალდებულება დაადასტურეს. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია. „დისკუსიის შედეგად, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები დაეთანხმნენ, რომ G7 დარჩება ერთიანი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებისა და უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერის უზრუნველყოფის თვალსაზრისით,“ - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის საკითხზე შეხვედრას, რომელსაც G7-ის ქვეყნების უმაღლესი დიპლომატები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ესწრებოდნენ, დაახლოებით, 80 წუთი გაგრძელდა. სესიის დასაწყისში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოკო კამიკავამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება, მნიშვნელოვანია, G7 იყოს ერთიანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის მკაფიო გზავნილის გასაგზავნად, რომ მათი მტკიცე ვალდებულება უკრაინის მიმართ, ურყევია. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა გაყინეს რუსეთის სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარი, რომლის ღირებულება დაახლოებით, 300 მილიარდი ევროა, აქედან თითქმის 200 მილიარდი ევრო ევროკავშირშია.
G7 რუსული ბრილიანტების იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდა
დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსული ბრილიანტების იმპორტზე იანვრიდან პირდაპირი აკრძალვა დააწესონ, რათა მოსკოვის შემოსავლები მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე შეაჩერონ. ზომების გასაძლიერებლად, G7-ის ის წევრები, რომლებიც უხეში ალმასის ძირითადი იმპორტიორები არიან, პირობას დებენ, რომ შიდა ვაჭრობის მონიტორინგის გადამოწმების მექანიზმს მომავალი სექტემბრისთვის შეიმუშავებენ. G7-ის ქვეყნები, მათ შორის კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ და დიდი ბრიტანეთი, ალმასის მსოფლიო ბაზრის 70%-ს წარმოადგენენ. რუსული ბრილიანტის გაყიდვის აკრძალვას ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი. ეს ღონისძიება მიზნად ისახავს რუსული ალმასით ვაჭრობის სრულ სპექტრს. დამტკიცების შემთხვევაში, ის ძალაში პირველი იანვრიდან შევა. ევროკომისიამ რუსული ბრილიანტის აკრძალვა დაამტკიცა - AFP
G7-ის ქვეყნებმა უკრაინას ვალი გადაუვადეს
უკრაინის ოფიციალური კრედიტორების ჯგუფი G7-დან და პარიზის კლუბიდან შეთანხმდნენ, რომ უკრაინის მიერ ოფიციალური ვალის გადახდა 2027 წლამდე გადაიდო. იუწყება უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური. უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერჰი მარჩენკომ ხელი მოაწერა ცვლილებებს ურთიერთგაგების მემორანდუმში ოფიციალური ვალის გადახდების შეჩერების შესახებ, რომლის თანახმადაც, გაგრძელდება 2022 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც სახელმწიფო და საჯარო გარანტირებული ვალების გადახდების შეჩერებას ითვალისწინებს. ეს დებულებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე გაფართოებული ფონდის პროგრამის (EFF) დასრულებას შეესაბამება. შეთანხმებას შეერთებული შტატების, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის და დიდი ბრიტანეთის მთავრობების წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. „დღევანდელი შეთანხმება საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ ტვირთი ბიუჯეტზე სავალუტო ფონდის პროგრამის დასრულებამდე და დავზოგოთ უცხოური ვალუტის ლიკვიდობა სოციალური ხარჯების უზრუნველსაყოფად. ვალის გადახდის ეს ნებაყოფლობითი შეჩერება არის 122 მილიარდი აშშ დოლარის საერთაშორისო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფილია უკრაინის პარტნიორების მიერ,“ - აღნიშნა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერჰი მარჩენკომ. უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა გევინ გრეიმ აღნიშნა, რომ მორატორიუმი უკრაინის საგარეო ვალის დაფარვაზე, 2027 წლამდე გაგრძელდება და რომ რესტრუქტურიზაცია 2024 წლის შუა რიცხვებამდე დასრულდება. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვლს შემდეგ, უკრაინა რუსეთის მიერ წარმოებულ ომს ებრძვის.
იტალია „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა
პირველი იანვრიდან უკრაინაში იტალიის ელჩი პიერ ფრანჩესკო ზაზო უხელმძღვანელებს კიევში G7-ის ქვეყნების ელჩების ჯგუფს, რომლებიც რეფორმების განხორციელებას უზრუნველყოფენ. ამის შესახებ ელჩებმა განაცხადეს. იტალიის საელჩომ აღნიშნა, რომ „სიამაყით იღებს 2024 წლისთვის უკრაინის მხარდასაჭერად G7 ჯგუფის თავმჯდომარეობას.“ „გულწრფელი მადლობა იაპონიის საელჩოს უკრაინაში, 2023 წელს ამ ჯგუფის შესანიშნავი თავმჯდომარეობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან რეფორმებისა და რუსული აგრესიის დაპირისპირების საქმეში,“ - აღნიშნეს დიპლომატებმა. 2022 წელს G7-ს გერმანია ხელმძღვანელობდა. ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.
Bloomberg: G7 რუსეთის მიერ ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გამოყენების წინააღმდეგ ზომების მიღებას გეგმავს
Bloomberg-ის ცნობით, დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნები ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რუსი ექსპორტიორების შესაზღუდად ზომების მიღებას გეგმავენ. ჯგუფის მიზანია, ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლის მიზნით ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი გამოყენება ვეღარ მოხდეს. ეს არის სქემა, რომლის დროსაც ტანკერები ოფიციალურად იმ ქვეყნების დროშების ქვეშ დაცურავენ, რომლებიც სანქციებს არ შეუერთდნენ, თუმცა რეალურად რუსული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენენ. Bloomberg-ის ცნობით, 2023 წელს ზღვით მიწოდებული რუსული ნავთობის თითქმის სრული რაოდენობა დადგენილ ზედა ზღვარზე მაღალ ფასად იყიდებოდა. დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების ოფისის წარმომადგენელი ოლგა დიმიტრესკუ ამბობს, რომ ახალი ზომები ძალაში მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში შევა. მანვე აღნიშნა, რომ G7-ის მიზანია, რუსეთი აიძულონ, მიჰყვეს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დიდი შვიდეულის მიერ დადგენილ ფასების ზედა ზღვარს. აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიას, რომელიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდა აშშ სანქციებს უწესებს კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. შეერთებულმა შტატებმა პირველი მსგავსი სანქცია გასული წლის ოქტომბერში აამოქმედა. ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი ასევე მოიცავს ზომებს, რომლებიც მიმართულია ფასების ლიმიტზე კონტროლის გამკაცრებისთვის. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ფასი ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ. ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.