თეგი: G7 ქვეყნები
დიდი შვიდეული: კიდევ უფრო გავზრდით ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას რუსეთზე
დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გერმანიაში, სამდღიანი სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში ნათქვამია, რომ გააძლიერებენ რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციას, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და მუშაობას ომის შედეგად გამოწვეული გლობალური საკვების დეფიციტის შესამსუბუქებლად. „ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, კიდევ უფრო გავზარდოთ ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე და გავაგრძელოთ ერთიანი მოქმედება“, - ნათქვამია ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში. მათივე თქმით, გაფართოვდება სასანქციო ზომები, მათ შორის იმ სექტორებში, რომლებზეც რუსეთი განსაკუთრებულადაა დამოკიდებული. დიდი შვიდეულის ქვეყნების ეკონომიკის მინისტრებმა, ასევე პირობა დადეს, რომ შეებრძოლებიან რუსულ დეზინფორმაციას, რომლის მიზანია დასავლეთის დადანაშაულება მსოფლიოში, სურსათის მიწოდების გამო შექმნილ პრობლემებში, რომლებიც მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამო შეიქმნა. G7-ის ქვეყნების ეკონომიკის მინისტრებმა მოუწოდეს ჩინეთს, არ დაეხმაროს მოსკოვს და არ გაამართლოს რუსეთის ომი. ორი მთავარი საკითხი G7-ს სამიტის ფოკუსში მინისტრების განცახდებით, რუსეთზე ზეწოლის გაზრდის გასაღებია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვა ან შესყიდვის ეტაპობრივი შეწყვეტა. „ევროკავშირის ქვეყნები სავარაუდოდ, მომავალ კვირას ამ საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ, მაშინაც კი, თუ უნგრეთი განაგრძობს წინააღმდეგობას“, - ნათქვამია განცხადებაში. „ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა შევამციროთ და შევაჩეროთ რუსეთის ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულება, რაც შეიძლება მალე, G7-ის ვალდებულებების საფუძველზე, ეტაპობრივად შეწყდეს ან აკრძალოს რუსული ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტი“, - ნათქვამია განცხადებაში. „ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომლის შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიის გზით ცდილობდა და მხარს დავუჭერთ უკრაინას, მათ შორის ყირიმის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში“, - განაცხადეს მინისტრებმა. მინისტრებმა ასევე გააკრიტიკეს ბელორუსი უკრაინაში ომის მიმართ პოზიციის გამო. „ჩვენ მოვუწოდებთ ბელორუსს, შეწყვიტოს რუსული აგრესიის ხელშეწყობა და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები“, - ნათქვამია განცხადებაში. G7-ის სამიტი: ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საბოლო მიზანია, მისი მთელი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა უზრუნველყოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მსოფლიოს ლიდერები უნდა მოემზადონ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გერმანიაში ქალაქ ვაისენჰაუზში სამდღიანი სამიტი გამართეს. განხილვის მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის შედეგად წარმოქმნილი პრობლემებია, მათ შორის სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება. დიდი შვიდეულის სამიტზე მიწვეულნი იყვნენ უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია. 14-15 მაისს, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.