თეგი: ICC

საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართეს

გაერთიანებულმა სამეფომ შეეკრიბა მოკავშირეები იმ მიზნით, რომ დააჩქაროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გამოძიება უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებზე. ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, დიდ ბრიტანეთს 37 ქვეყანა შეუერთდა ამ მოთხოვნაში, მათ შორის არის საქართველოც. ბრიტანეთის მთავრობა აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე მასშტაბური მიმართვა ICC-ის ისტორიაში. „რუსეთის მიერ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განურჩეველი ძალის გამოყენება, უკრაინაში მისი უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრისას, უტოლდება ომის დანაშაულს, რაზეც პუტინის რეჟიმი პასუხისმგებელია. ნებისმიერმა რუსმა ლიდერმა ან ოფიცერმა, რომელიც ასრულებს ბრძანებებს, რომლებიც ომის დანაშაულს წარმოადგენს, უნდა იცოდეს, რომ ისინი სასამართლოს დარბაზში და საბოლოოდ, ციხეში აღმოჩნდებიან“, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის გვერდზე განთავსებულ ოფიციალურ კომენტარებში. 28 თებერვალს, პროკურორმა განაცხადა, რომ აპირებს, მოითხოვოს ნებართვა ICC-ის მოსამართლეებისგან და გამოძიების პროცესი დაიწყოს. მონაწილე სახელმწიფოს მიმართვა, რომელიც 38 ქვეყნის მიერ განხორციელდა, საშუალებას მისცემს პროკურორს, პირდაპირ განაგრძოს გამოძიება სასამართლოს ნებართვის გარეშე.

სომხეთი შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც პუტინის დაპატიმრება ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე მოეთხოვება - მედია

კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, კრემლის სამხედრო ბლოკის (CSTO) - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, სომხეთი შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრება მოეთხოვებათ. იუწყება Vesti.az-ი რუსულ მედიაზე დაყრნობით. ბლინკენი პუტინის დაკავების ორდერზე: ჰააგის სასამართლოს წევრებმა უნდა შეასრულონ ვალდებულებები მედიის ცნობით, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციას. გადაწყვეტილება საბოლოოა და ამოქმედდება გამოქვეყნების მომენტიდან. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა  

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ უარყო, რომ ჰააგის სასამართლოს ტოვებს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისმა უარყო, რომ ქვეყანა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ტოვებს. სააგენტო France Press-ის და გამოცემა Guardian-ის ინფორმაციით, რამაფოსას ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში მისმა ადმინისტრაციამ განმარტა, რომ კომუნიკაციაში შეცდომა იყო და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა რჩება რომის სტატუტის ხელმომწერად. France Press-ის ცნობით, სამხრეთ აფრიკის მმართველი პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე 24 აპრილს განიხილეს იურისდიქციიდან შესაძლო გასვლის საკითხი, თუმცა გადაწყვეტილება არ არის მიღებული. 25 აპრილს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა მმართველმა აფრიკის ნაციონალურმა კონგრესმა პარტიამ (ANC) გადაწყვიტა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) დატოვოს.  რამაფოსამ ამავე პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ მის ქვეყანას სურს, ICC-ის მიერ „უსამართლოდ მოპყრობის საკითხი სათანადოდ განიხილებოდეს“. ბევრი აფრიკელი ლიდერი ადრე აცხადებდა, რომ ICC მიკერძოებულია გარკვეული ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით, აფრიკასა და სხვა რეგიონებში. მედია წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ICC-დან გასვლას ცდილობს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ჯერ კიდევ 12 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტის წინ, რომელიც აგვისტოში უნდა გაიმართოს. France24 წერდა, რომ პრეტორია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, დიპლომატიური დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მარტში პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. BRICS-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობაც არის დაგეგმილი, ბლოკში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. მაგრამ მასპინძელი -  სამხრეთი აფრიკა ამავე დროს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრიც და მისგან მოელიან, რომ ის პუტინს დააპატიმრებს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს. „სავარაუდოდ, სამიტს ყველა სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სამუშაო ამ ICC-ს ორდერის სახით", - აცხადებდა პრეზიდენტის სპიკერი, ვინსენტ მაგვენია. ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.  ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.

აშშ-ის გენერალური პროკურორი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია

აშშ-ის გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი 19 ივნისს მოულოდნელი ვიზიტით ესტუმრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC). Reuters-ის ცნობით, მან შეხვედრა გამართა სასამართლოს მთავარ პროკურორთან, რაც იყო მორიგი ნიშანი იმისა, რომ ვაშინგტონი ცვლის პოლიტიკას საერთაშორისო სასამართლოს მიმართ. აშშ ICC-ის წევრი არ არის და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სანქციებიც დაუწესა სასამართლოს მაღალი თანამდებობის პირებს. ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროს ეს სანქციები გაუქმდა და ვაშინგტონი მხარს უჭერს ICC-ის მიერ ჩატარებულ სამუშაოს, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ომის დანაშაულების გამოძიებისას. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.  

ICC-ის პროკურორი იმედოვნებს, რომ სამხრეთ აფრიკა BRICS-ის სამიტზე ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკა უნდა მოიქცეს სამართლიანად და დაიცვას საერთაშორისო კანონმდებლობა, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იოჰანესბურგში BRICS ბლოკის სამიტს დაესწრება. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრის ნალედი პანდორის თქმით, სამხრეთ აფრიკას ჯერ არ მიუღია რაიმე დადასტურება იმის შესახებ, დაესწრება თუ არა პუტინი სამიტს. სამხრეთ აფრიკის ლიდერებმა BRICS-ის სამიტზე პუტინის ნაცვლად ლავროვის ჩასვლა მოითხოვეს „არ მგონია, რომ მათ ჩემგან გაკვეთილის სწავლა სჭირდებოდეთ. კარგად იციან, რას ნიშნავს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ისინი ნებაყოფლობით არიან ICC-ის მონაწილეები, მათ იციან, რა არის კანონი და ვფიქრობ, რომ სწორად მოიქცევიან. ჩვენ შევაფასებთ, რეალურად რა ხდება BRICS-ის სამიტზე და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ.“ „როცა სამხრეთ აფრიკას ვუყურებ, ნელსონ მანდელას სიდიადე მახსენდება. და ვფიქრობ, რომ ყველა სამხრეთ აფრიკელი სწორედ მას გაიხსენებს და არა მე, იფიქრებენ, თუ რას იზამდა ასეთ სიტუაციაში დიდი ნელსონ მანდელა“, - აღნიშნა კარიმ ხანმა CNN-თან ინტერვიუში. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ჯერ კიდევ 12 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტის წინ, რომელიც აგვისტოში უნდა გაიმართოს. France24 წერდა, რომ პრეტორია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, დიპლომატიური დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მარტში პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. BRICS-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობაც არის დაგეგმილი, ბლოკში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. მაგრამ მასპინძელი -  სამხრეთი აფრიკა ამავე დროს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრიც და მისგან მოელიან, რომ ის პუტინს დააპატიმრებს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს. „სავარაუდოდ, სამიტს ყველა სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სამუშაო ამ ICC-ს ორდერის სახით", - აცხადებდა პრეზიდენტის სპიკერი, ვინსენტ მაგვენია. ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.  ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.  

სამხრეთ აფრიკა ICC-ს სთხოვს, პუტინის დაკავების ვალდებულებისგან გაათავისუფლოს

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, კირილ რამაფოსამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სთხოვა, რომ პუტინის დაკავების ვალდებულებისგან გაათავისუფლოს, რადგან ამის გაკეთება „ომის გამოცხადებას ნიშნავს.“ რამაფოსას თქით, მან დაიწყო სამართალწარმოება ICC-სთან 97-ე მუხლის მიხედვით, რომელშიც სახელმწიფოებს შეუძლიათ თქვან, რომ არ უნდა გასცენ დაპატიმრების ბრძანება იმ პრობლემების გამო, რაც მათ ამის გაკეთებაში ხელს შეუშლის. რამაფოსამ განმარტა, რომ ამ პროცესების შესახებ დეტალებს ვერ გაამჟღავნებს. „სამხრეთ აფრიკას აქვს აშკარა პრობლემები პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრებისა და გადაცემის მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია მის განცხადებაში. „რუსეთმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მისი მოქმედი პრეზიდენტის დაკავება ომის გამოცხადება იქნებოდა”, - განმარტა რამაფოსამ. მარტში პუტინის მოკავშირე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ პუტინის დაპატიმრების ნებისმიერი მცდელობა ომის გამოცხადებას ნიშნავს. კრემლს ჯერ საჯაროდ არ უთქვამს, აპირებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი სამიტზე წასვლას. რამაფოსამ თავის მხრივ, განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სამხრეთ აფრიკა ოფიციალურად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, მან კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციებისთვის ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. დასავლეთის ქვეყნები მას მოსკოვის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ მიიჩნევენ. ICC-ის პროკურორი იმედოვნებს, რომ სამხრეთ აფრიკა BRICS-ის სამიტზე ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებს  

რუსეთმა პუტინის დაპატიმრების ორდერის გამცემი იაპონელი მოსამართლე ძებნილად გამოაცხადა

რუსეთის შსს-მ ძებნილად გამოაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე, იაპონელი ტომოკო აკანე. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ წერს შსს-ს მიერ ძებნილთა ბაზის განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით. ტომოკო აკანე წევრია სასამართლოს იმ პალატის, რომელმაც 2023 წლის მარტში გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტნის დაპატიმრების ორდერი. რუსეთის შსს-ს ბაზის თანახმად, ტომოკო აკანე იძებნება „რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით.“ მუხლი დაკონკრეტებული არ არის. ICC-ის პროკურორი იმედოვნებს, რომ სამხრეთ აფრიკა BRICS-ის სამიტზე ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი მიმდინარე წლის 17 მარტს გასცა. შედეგად რომის სტატუტის მონაწილე ყველა ქვეყანა ვალდებულია, რომ მათ ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი დააკავონ.  

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კიევში ოფისი გახსნა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) კიევში საველე ოფისი გახსნა. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა განაცხადა. კოსტინის თქმით, ოფისი შეიქმნა იმისათვის, რომ რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების ეფექტიანობა გაიზარდოს. გენერალური პროკურორის თქმით, ეს არის ყველაზე დიდი საველე ოფისი ჰააგის ფარგლებს გარეთ. სასამართლოს საერთო ჯამში შვიდი საველე ოფისი მთელ მსოფლიოში.  

სომხეთმა დაიწყო რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესი, რაც მას პუტინის დაკავებას დაავალდებულებს

სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხის განხილვა დაიწყო. მედიის ინფორმაციით, საკითხი სომხეთის წარმომადგენელმა საერთაშორისო იურიდიულ საკითხებში, იეგიშე კირაკოსიანმა წარადგინა. ლავროვი სომხეთს დაემუქრა სომხეთი სრულად მოახდენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 13 სექტემბერს, პარლამენტში განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს „მთავრობამ რომის სტატუტი გადაუგზავნა ეროვნულ ასამბლეას და ჩემი და ჩვენი ფრაქციის პოზიციაა, რომ ის სრულად იქნება რატიფიცირებული. ამას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებთან, ეს ეხება სომხეთის უსაფრთხოების საკითხებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება მარტში დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციას. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. მისი დაკავების ვალდებულება ექნებათ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რომის სტატუტი მოქმედებს. 

ICC-ის იურისდიქცია ვრცელდება „ჰამასის“ თავდასხმასა და ისრაელის საპასუხო ზომებზე - მთავარი პროკურორი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი მიიჩნევს, რომ ჰააგაში მოქმედი ამ სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება ომის შესაძლო დანაშაულზე, რომელიც ისრაელში ჩაიდინეს „ჰამასის“ მეომრებმა და ისრაელელებმა - ღაზის სექტორში, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ არის მისი წევრი. Reuters-ის ცნობით, სასამართლოს აქვს იმის უფლება, პასუხისგებაში მისცეს პალესტინელთა გასამხედროებული გაერთიანება „ჰამასი,“ რომელიც ღაზას მართავს. „თუ იქნება იმის დასტური, რომ პალესტინელებმა, „ჰამასმა“ ან "ალ-ყუდსის ბრიგადებმა“, ან "ჰამასის" გასამხედროებულმა ფრთამ, ან სხვა პირმა, ან ნებისმიერი სხვა წევრი სახელმწიფოს ნებისმიერმა სხვა მოქალაქემ ჩაიდინა დანაშაული, ჩვენ გვაქვს იურისდიქცია, სადაც უნდა იყოს ის ჩადენილი, მათ შორის ისრაელის ტერიტორიაზე,“ - განაცხადა სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ქარიმ ხანმა. 7 ოქტომბერს, როცა „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს, საპასუხოდ კი, ისრაელმა დაბომბა ღაზის სექტორი, ხანმა განაცხადა, რომ ეს კადრები იყო „სულისშემძვრელი.“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ახორციელებს იურიდიულ დევნას შესაძლო დანაშაულის გამო იმ შემთხვევებში, თუ 123 წევრ სახელმწიფოს არ სურს, ან არ შეუძლია, აწარმოოს სასამართლო პროცესი დამოუკიდებლად. ჰააგის ამ სასამართლოს წევრები არ არიან აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი და სხვები. თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გასცემს ისრაელის და პალესტინელთა რადიკალური გაერთიანება „ჰამასის“ კონფლიქტის მონაწილეებზე დაპატიმრების ორდერებს, გადაწყვეტილება წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული. სასამართლო გამოძიებას პალესტინელთა ტერიტორიებზე შესაძლო ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ფაქტების გარშემო 2021 წლიდან აწარმოებს, რასაც ისრაელი არ აღიარებს. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

„მე არ ვწყვეტ, ვინ უნდა დააპატიმრონ და ვინ არა“ - ფაშინიანის პასუხი შეკითხვაზე, დააპატიმრებდა თუ არა სომხეთი პუტინს ICC-ის ორდერის საფუძველზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, დააპატიმრებს თუ არა მისი ქვეყანა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, თუკი ეს უკანასკნელი სომხეთში ჩავა. ფაშინიანს ეს კითხვა ბრიტანულ გაზეთ Telegraph-თან ინტერვიუში დაუსვეს. „სომხეთმა გაატარა ფართომასშტაბიანი დემოკრატიული რეფორმები, და მე არ ვწყვეტ, ვინ უნდა დააპატიმრონ და ვინ არა," განაცხადა სომხეთის პრემიერმა. მანამდე, ერევანმა გადაწყვიტა, შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), რომელსაც პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გამოცემული მისი როლისთვის უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის პროცესში. რუსეთი სომხეთის ტრადიციული მოკავშირეა, თუმცა ბოლო წლებში მათ ურთიერთობაში სხვადასხვა საკითხზე დაძაბულობამ იმატა. დღეიდან სომხეთს შეუძლია, პუტინი ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში დააკავოს  

პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის, მართლმსაჯულებას ვერ გაექცევა - ჰააგის სასამართლოს ხელმძღვანელი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტომოკო აკანემ გამოხატა მტკიცე რწმენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომლის მიმართაც ჰააგაში დაფუძნებულმა სასამართლომ, გასულ წელს გამოსცა დაპატიმრების ორდერი, სასამართლოს წინაშე წარსდგება უკრაინაში მისი ომის დანაშაულებისთვის. ამის შესახებ მან Kyodo News-თან ინტერვიუში განაცხადა. აკანემ მოიყვანა ჩინური ანდაზა - „სამოთხის შურისძიება ნელია, მაგრამ სარწმუნოა" - იმის მანიშნებლად, რომ პუტინი საბოლოოდ მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს. მან ასევე აღიარა ICC-ის წინაშე მდგარი გამოწვევები და აღნიშნა, რომ „ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი საქმე, რის შედეგადაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაპატიმრებები დაფიქსირდა.“ ვიდრე არსებობს მტკიცებულებები და საჭიროება, ჩვენ უნდა გამოვცეთ (დაკავების ორდერი) განურჩევლად გარემოებისა და პოლიტიკური ფონისა,“ აღნიშნა აკანემ. მოსამართლე, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელმძღვანელად დაინიშნა. იაპონელი ტომაკო აკანე ამ თანამდებობაზე 2027 წლამდე აირჩიეს. აკანე იყო ერთ-ერთი იმ სამი მოსამართლიდან, რომლებმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის პრეზიდენტის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ დაკავების ორდერები გასცეს. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ დაკავების ორდერი სასამართლომ 2023 წლის მარტში გასცა. ტომოკო აკანემ ამ თანამდებობაზე პოლონელი მოსამართლე პიოტრ ჰოფმანსკი შეცვალა.