თეგი: IMF
პრემიერმა და IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ფონდის მიმდინარე პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი IMF-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მისივე თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამას, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. „ირაკლი ღარიბაშვილმა ჯეიმს ჯონს საქართველოს განვითარებისა და რეფორმების გზაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გაგრძელების მზადყოფნა გამოითქვა. ხაზი გაესვა საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს. როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 10.2 პროცენტი შეადგინა. აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევად რჩება, საქართველოში ინფლაციის კლების დინამიკა შეინიშნება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ესწრებოდნენ“, - იტყობინება საქართველოს მთვრობა.
უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან $2,7 მილიარდიანი ტრანში მიიღო
უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 2,7 მილიარდი დოლარის ტრანში მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო იუწყება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, (EFF) პროგრამა ორ ეტაპად იყოფა. პირველი ფრაზა 2023-2024 წლებში განხორციელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) უკრაინისთვის ოთხწლიანი სასეხო პროგრამა პირველ აპრილს დაამტკიცა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით, 15,6 მილიარდი დოლარია, ეს თანხა საერთო ჯამში $115 მილიარდიანი პაკეტის ნაწილია. IMF აცხადებს, რომ დაახლოებით, 2,7 მილიარდი დოლარი დაუყოვნებლივ გამოიყოფა, რათა უკრაინამ ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნოს. უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ჩვენ ერთად, მხარს ვუჭერთ უკრაინის ეკონომიკას. და ჩვენ წინ მივდივართ გამარჯვებისკენ“, - წერდა ზელენსკი Twitter-ზე. დეკემბრის დასაწყისში, მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ღირებულება 600 მილიარდ ევროს შეადგენს.
ირაკლი ღარიბაშვილმა IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყანა რეფორმების ერთგულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, .შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს. აღინიშნა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ, ქვეყანამ ძლიერი ეკონომიკური აღმასვლა აჩვენა და, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, კვლავ გრძელდება ზემოაღნიშნული დინამიკა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის განხილვისას, მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ღარიბაშვილმა ჯეიმს ჯონს საქართველოს სტრუქტურული, ფინანსური და ეკონომიკური რეფორმების გზაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა კვლავ რეფორმების ერთგულია“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი ესწრებოდა.
IMF-ის მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, საქართველო სანქციების აღსრულების მიზნით, საკმარის ზომებს იღებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა დღეს გამართულ პრესკონეფერენციაზე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი დამაკმაყოფილებელ ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო სანქციების აღსასრულებლად. ჟურნალისტის შეკითხვ შეეხებოდა ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან რუსეთში სანქცირებული საქონლის რეექსპორტს. „საქართველოს ფინანსური სისტემა ჯანსაღია და კომერციულ ბანკების მიმართ სანქციების დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნები საქართველოს ეკონომიკაზე ომის უარყოფითი გავლენის შეზღუდვას ეხმარება. რაც შეეხება კონკრეტულად სანქციებს, ჩვენ ვესაუბრეთ ბევრ დაინტერესებულ მხარეს, როგორც პარტნიორი ქვეყნებისგან ვიგებთ და ვხვდებით, საქართველო და განსაკუთრებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, დამაკმაყოფილებელ ძალისხმევას დებენ, რომ შეასრულონ საერთაშორისო სანქციები. ეს არის ის, რაც გვესმის იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც შემოიღეს სანქციები. რა თქმა უნდა, არსებობს რისკ-ფაქტორები, მაგრამ საერთო ჯამში, საქართველო ცდილობს, რომ სანქციები შეასრულოს“, – აღნიშნა ჯეიმს ჯონმა.
უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 890 მილიონი დოლარის მოცულობის ტრანშს მიიღებს
უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 890 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ტრანშს მიიღებს. ფონდის ინფორმაციით, გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი უკრაინის მხარდაჭერის 115 მილიარდ დოლარიანი მთლიანი პაკეტის ნაწილია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორთა საბჭომ უკრაინის გაფართოებული ფონდის (EFF) პირველი მიმოხილვა დაასრულა, რაც ფონდის ხელმძღვანელობას დაახლოებით 890 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის საშუალებას აძლევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს თანხები საბიუჯეტო მხარდაჭერას მოხმარდება. „მიუხედავად ომისა, უკრაინის ეკონომიკა იმაზე მეტ მედეგობას ავლენს, ვიდრე მოსალოდნელი იყო 2022 წლის მკვეთრი შემცირების შემდეგ. მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2023 წელს 1-3 პროცენტამდე გაიზარდა, რადგან მიმდინარეობს შიდა მოთხოვნის აღდგენა, ინფლაცია მცირდება და სავალუტო რეზერვები კვლავ ძლიერია სავალუტო ბაზარზე სტაბილური კურსის ფონზე. ზოგადად, დაბალანსებული პოლიტიკის, ასევე მუდმივი და დროული საგარეო მხარდაჭერის წყალობით, შესაძლებელი გახდა მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება“, - აცხადებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.
IMF-ის მისია: ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს ძლიერი ტურიზმი, ტრანზიტული ვაჭრობა და ასევე ფინანსური შემოდინებები, რაც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება
13-21 ივლისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით ვირტუალურ ფორმატში შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან, ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების განხილვის და რეფორმის პრიორიტეტების შეფასების მიზნით. მისიის დასასრულს მან განაცხადა, რომ „საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს. 2023 წლის იანვარ-მაისში ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს ძლიერი ტურიზმი, ტრანზიტული ვაჭრობა და ასევე ფინანსური შემოდინებები, რაც, თავის მხრივ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკავშირდება. მისივე თანახმად, სამომავლოდ, 2023 წელს ეკონომიკის საშუალოდ 6 პროცენტით ზრდას ელიან, იმ დაშვებით, რომ საგარეო წყაროებიდან შემოდინებები დასტაბილურდება და ადგილობრივი ეკონომიკის საწარმოო პოტენციალი შემზღუდველი გახდება, ვიდრე საშუალოვადიან პერიოდში ზრდის ტემპი თავის პოტენციურ დონეს, დაახლოებით 5 პროცენტს, არ მიაღწევს, ძლიერი ტურიზმის და ინვესტიციების ხელშეწყობით. ვრცლად წაიკითხეთ: IMF: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვა არსებითია მხარდამჭერი პროგრამის პროგრესის გაგრძელებისთვის
IMF-ის მისია: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვა არსებითია მხარდამჭერი პროგრამის პროგრესის გაგრძელებისთვის
სსფ-ს მისიამ საქართველოში ვირტუალური ვიზიტი დაასრულა. მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრები აცხადებენ, რომსაქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცვა კვლავ არსებითია სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის (Stand-by Arrangement (SBA)) პროგრესის გაგრძელებისთვის. პრესრელიზში განმარტებულია, რომ მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განაცხადს ვიზიტის მსვლელობისას მათი მიგნებების შესახებ. ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლოა, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს. ამ მისიის მიგნებები სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განსახილველად არ წარედგინება. აქვე მითითებულია მისიის წევრთა შეფასება, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შედარებით ზომიერი, თუმცა კვლავ მაღალია, ძლიერი ტურისტული და ფინანსური შემოდინებების ფონზე. ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ჩამოსცდა, იმპორტულ საქონელზე ფასების კლების და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის დახმარებით. მაღალი საგარეო გაურკვევლობის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ფისკალური და სავალუტო ბუფერების ზრდაზე და რეფორმების განხორციელებაზეუნდა დარჩეს მიმართული, რაც ეკონომიკის მედეგობას და ინკლუზიური ზრდის პოტენციალს განამტკიცებს. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცვა კვლავ არსებითია სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის (Stand-by Arrangement (SBA))პროგრესის გაგრძელებისთვის. 13-21 ივლისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით ვირტუალურ ფორმატში შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან, ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების განხილვის და რეფორმის პრიორიტეტების შეფასების მიზნით. მისიის დასასრულს მან განაცხადა, რომ „საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს. 2023 წლის იანვარ-მაისში ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს ძლიერი ტურიზმი, ტრანზიტული ვაჭრობა და ასევე ფინანსური შემოდინებები, რაც, თავის მხრივ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკავშირდება. „საგარეო შემოდინებების სიმტკიცე ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას ხელს უწყობს. 2023 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა კლება განაგრძო. 2023 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტი მცირედ პროფიციტული იყო მაღალი ფისკალური შემოსავლების გამო. ივნისში წლიური ინფლაცია მკვეთრად შემცირდა და 0.6 პროცენტი შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. ინფლაციის შემცირება, ნაწილობრივ, სასაქონლო პროდუქტების ფასების კლებამ და ლარის გამყარებამ განაპირობა. თუმცა საბაზო ინფლაცია მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნის, მიგრანტების შემოდინების გამო საცხოვრებლის ქირის გაზრდილი ფასის და შრომის ბაზარზე სიმჭიდროვის ზრდამ გამოიწვია. ინფლაციის მის სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ შენარჩუნების გამო, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაისში 50 საბაზისო პუნქტით, 10.5 პროცენტამდე შეამცირა. ფინანსური სექტორი მდგრადია. ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მოსთხოვა რა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა,“ - აღნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი. მისივე თანახმად, სამომავლოდ, 2023 წელს ეკონომიკის საშუალოდ 6 პროცენტით ზრდას ელიან, იმ დაშვებით, რომ საგარეო წყაროებიდან შემოდინებები დასტაბილურდება და ადგილობრივი ეკონომიკის საწარმოო პოტენციალი შემზღუდველი გახდება, ვიდრე საშუალოვადიან პერიოდში ზრდის ტემპი თავის პოტენციურ დონეს, დაახლოებით 5 პროცენტს, არ მიაღწევს, ძლიერი ტურიზმის და ინვესტიციების ხელშეწყობით. „საბაზო ეფექტის და ლარის გამყარების გავლენით 2023 წლის ბოლოსთვის ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებას ველით წლიურ 0.3 პროცენტამდე. 2024-ში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება. გაურკვევლობა მაღალია უცხოური წყაროებიდან შემოდინებების მდგრადობასთან და გლობალურ კონიუქტურასთან დაკავშირებით. ასეთ ვითარებაში, საჭიროა გონივრული ფისკალური და რეზერვების მართვის პოლიტიკის გაგრძელება და ადგილობრივი ინფლაციის და ფინანსური სექტორის მიმართ შესაძლო რისკების თვალყურისდევნება. 2024 წელს და შემდგომ მიზანშეწონილია მცირე ფისკალური კორექტირება რაც ბუფერების ზრდის შესაძლებლობას მოგვცემს და შექმნის სივრცეს ხარჯვისთვის საჭირო პრიორიტეტებზე, მათ შორის განათლებასა და ინფრასტრუქტურაზე. სახელმწიფო საწარმოების მმართველობის რეფორმის სტრატეგიის და განახლებადი ენერგიის განვითარების რეფორმის განხორციელება უნდა მოხდეს ფისკალური რისკების შეზღუდვის, ეფექტურობის და შეჯიბრებითობის დაცვით. „უნდა შენარჩუნდეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი და ფრთხილი კორექტირებით, სანამ საბაზო ინფლაცია გრძელვადიანად არ შემცირდება. გაცვლითი კურსის მოქნილობა და რეზერვების დაგროვება მთავარი დაცვაა საგარეო შოკების მიმართ. ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართ პროაქტიული მიდგომის გაგრძელება კიდევ უფრო გააძლიერებს მდგრადობას და დაგვიცავს რისკებისგან, მათ შორის ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული რისკებისგან და უკრაინაში ომის გავლენით ვალუტის შემოდინებასთან და მიგრაციასთან დაკავშირებული რისკებისგან,“ - აღნიშნულია განცხადებაში. მისივე თანახმად, სსფ-ს მისია სწავლობს სებ-ის კანონის ბოლოდროინდელი ცვლილების გავლენას ქვეყანაში მიმდინარე იმ ეკონომიკური პროგრამის მიზნების მიღწევაზე, რომელსაც სსფ უჭერს მხარს (SBA). სსფ-ს მისიამ განიხილა ვითარება ხელისუფლებასთან და მიესალმება ხელისუფლების პირობას, შეინარჩუნოს სებ-ის დამოუკიდებლობა და სანდოობა და განზრახვა განაგრძოს თანამშრომლობა სსფ-სთან SBA პროგრამის ფარგლებში. სსფ-ის მისია შეხვდა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, სხვა ხელმძღვანელ პირებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. გასულ კვირას მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF-მა) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და, შესაბამისად, დამტკიცება „გადადო.“ მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-by Arrangement) საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ. სამწლიანი პროგრამა 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა - სესხის სახით. ტრანშის პირველი ნაწილი, 40 მილიონი უკვე ათვისებულია. 2023 წლის მაისში გაიმართა მოლაპარაკებები მეორე ტრანშის გამოყოფის შესახებ. ამ მოლაპარაკებებისას საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდის მისია მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ, ტექნიკურ დონეზე. საბოლოო გადაწყვეტილება IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს უნდა მიეღო ივნისში. თუმცა ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა, რომ „სავალუტო ფონდის ბორდზე პროგრამის მიმოხილვის წარდგენა გადაიდო.“ მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტოს, Fitch-ის ინფორმაციით, სავალუტო ფონდის მიერ „შეფასების გადადების“ მიზეზი „ნაწილობრივ არის საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში განხორციელებულ ცვლილებებზე უთანხმოება.“ სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის უფლებამოსილების გასვლის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებები შეიტანა და ამ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოც დაძლია, რის შემდეგაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა გახდა.
სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი: შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის
სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა განაცხადა, სანქციების პოლიტიკასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის განცხადება შემაშფოთებელია. „როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაიცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა. ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს," - აღნიშნა ჯეიმს ჯონმა. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა. ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის პოსტს ნიკოლოზ გაგუაც ტოვებს. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.
ირაკლი ღარიბაშვილი: სავალუტო ფონდის პროგრამასთან დაკავშირებით არავითარი სანერვიულო არ არის
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სავალუტო ფონდის საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ქვეყანას ერთ-ერთი სამაგალითო საბანკო სისტემა აქვს შექმნილი. „აქაც ვფიქრობ, სანერვიულო არაფერი გვაქვს, არც საბანკო სისტემას მთლიანად და არც საფინანსო ინსტიტუტებს. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე სხვა კომერციულ ბანკებთან. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი სამაგალითო სისტემა შექმნილი, ეს თვითონ, ამერიკელებმა აღნიშნეს, ევროპელებმა და ბრიტანელმა კოლეგებმა, რამდენიმე თვის წინ იყვნენ ჩამოსულები, თქვეს, რომ სამაგალითო, ეფექტური სისტემა აქვს მთავრობას აწყობილი, სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, მაშინ როცა თქვენი ტელევიზიები და თქვენი პარტია დეზინფორმაციას ავრცელებდა მსოფლიოში, სააკაშვილის დედა მილიონებს იხდიდა იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი დაზიანებულიყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, კითხვას, სებ-ის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ პროგრამის ამოქმედება დროში კიდევ უფრო გაიწელოს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" უპასუხა, რომ ამას არ ელოდებიან და მეტიც, დარწმუნებით აღნიშნა, რომ სათანადო კომუნიკაციის შემდეგ შესაძლებელია, პროგრამა აღდგეს. ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია „დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო კომუნიკაციის შემდეგ და შეიძლება, გარკვეული დამატებითი ზომების მიღების შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას ერთობლივად შევუქმნით ისეთ პირობას, რომ ის აღდგეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავალუტო ფონდი ქვეყანაში კვლავაც იყოს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. გიორგი კაკაურიძე: ვფიქრობთ, სავალუტო ფონდის პროგრამის განახლება წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება
ფინანსთა მინისტრი IMF-ის პროგრამის შეჩერების მიზეზს განმარტავს
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერება ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლითაც სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დადგინდა. ხუციშვილის განმარტებით, სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ყველა ფისკალური პარამეტრი იგეგმება და სრულდება. „სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვის შეჩერება ახალი ამბავი არ არის, ეს იყო მას შემდეგ, რაც ცვლილებები განხორციელდა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვიყავით და ვართ დიალოგში IMF-თან, მიმდინარეობს პარამეტრების გაცვლა, რა პარამეტრებზეც ჩვენ შეთანხმებული ვიყავით. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ყველა ფისკალური პარამეტრის დაგეგმვა და შესრულება. ამ მიმართულებით, ეს არის სამუშაო პროცესი, რაც შეეხება მიმოხილვას, მას შემდეგ რაც გვექნება საბოლოო შეთანხმება პროგრამის პუნქტებთან დაკავშირებით, მას შემდეგ შევა ცვლილებები და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. წინა ოთხწლიან პროგრამაშიც უამრავი ცვლილება განიცადა პროგრამამ დასაწყისიდან, მის დასრულებამდე. შესაბამისად, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები აისახოს ამ პროგრამაშიც. კომუნიკაცია გვაქვს ჩვეულებრივად, როგორც აქამდე ხდებოდა. ყველა პარამეტრის გაცვლა და გაზიარება ხდება და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ის ნიშნული, რაც რაც პროგრამის ფარგლებში თავიდანვე იყო დაგეგმილი, ის სრულდება იმის შესაბამისად, როგორც იყო დაგეგმილი. ბუნებრივია, უმჯობესია ეს პროცესი მალე დასრულდეს, საუბარია მიმოხილვებზე – მეორე და მესამე მიმოხილვის განხორციელებაზე. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად მალე დასრლდეს,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი: სავალუტო ფონდის პროგრამასთან დაკავშირებით არავითარი სანერვიულო არ არის ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია გიორგი კაკაურიძე: ვფიქრობთ, სავალუტო ფონდის პროგრამის განახლება წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება
ნათია თურნავა: ვიპოვეთ ფორმულა, რომლის მიხედვითაც, სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენაზე ვმუშაობთ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა იპოვა ფორმულა, რომლითაც სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენაზე მუშაობენ, ეს ფორმულა კი, კანონში ერთგვარ ცვლილებებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც, მენეჯმენტის საკითხი გაუმჯობესდება. თურნავა აღნიშნავს, რომ მათთვის სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენა საკმაოდ პრიორიტეტული საკითხია, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის. „მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე, როცა პროგრამა შეჩერდა, სავალუტო ფონდისგან საკმაოდ მწვავე შეფასებები მოვისმინეთ, ჩვენ ამ პროგრამის აღდგენაზე ინტენსიურად ვმუშაობთ და აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. მათი მთავარი მოსაზრებაა, რომ ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში განსაკუთრებით უნდა ჭარბობდნენ არააღმასრულებელი წევრები, რაც გამჭვირვალობას და დამოუკიდებლობას ზრდის. ამის ჩვენ წინააღმდეგი არც არასდროს ვიყავით. ახლა ამას დაემატა არასწორი აღქმა, რაც გაჩნდა საგამონაკლისო წესთან დაკავშირებით, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ. როცა მათ არგუმენტებს წარვუდგენთ, შესაძლოა, ჰქონდეთ გარკვეული რეკომენდაციები, მაგრამ როცა მოისმენენ ჩვენს პოზიციას, გვექნება შესაძლებლობა, რომ იგივე ნიშნულს დავუბრუნდეთ და შემდეგ უკვე შეიძლება, პროგრამის აღდგენაზე ვიფიქროთ," - ამბობს ნათია თურნავა „ბიზნესის კვირეულის" ეთერში. ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია
IMF: სებ-ის ბოლო გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, ფინანსურ სტაბილურობაზე შეშფოთებას ზრდის
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრესსპიკერმა განაცხადა. მისი თქმით, მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა და მას შემდეგ გადაიდო, რაც პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა. მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა და მას შემდეგ გადაიდო, რაც პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა, რამაც ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა რისკის ქვეშ დააყენა და „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ გუნდის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგებოდა,“ - განუცხადეს „ამერიკის ხმას“ საერთასორისო სავალუტო ფონდში. ფონდში აცხადებენ, რომ პროგრამის მიზნების მისაღწევად შესაბამისი გზების მოძებნა აუცილებელია. „ახლახან, ბოლოდროინდელი ცვლილება ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, თუ როგორ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს ბანკი, ასევე აჩენს შეშფოთებას ფინანსური სტაბილურობის თაობაზე, რომელიც ამ პროგრამის უმთავრესი მიზანია. იმ ახალი პროცესების გათვალისწინებით, რაც პროგრამის პირველი განხილვის შემდეგ განვითარდა, გუნდი და მმართველი პირები იღებენ დამატებით დროს იმისთვის, რომ მოძებნონ გზა საიმისოდ, რომ მაინც უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის მიზნების მიღწევა,“ - აცხადებენ „საერთაშორისო სავალუტო ფონდში“.
კობა გვენეტაძე უზბეკეთში IMF-ის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტმა კობა გვენეტაძე უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის პოსტი დაიკავა. შესაბამის ინფორმაციას გვენეტაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. “უზბეკეთი 2017 წლიდან დაადგა ამბიციური რეფორმების გზას, ეკონომიკის ლიბერალიზაციას და მრავალმხრივი რეფორმების განხორციელებას. მოხარული ვარ, რომ ვიცხოვრებ ახალ ქვეყანაში, ვიმუშავებ ახალ კოლეგებთან და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას უზბეკეთის რეფორმების გზაზე მხარდასაჭერად გამოვიყენებ. შევხვდებით ტაშკენტში,” – წერს გვენეტაძე. შეგახსენებთ, კობა გვენეტაძე 2023 წლამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტად, 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. 2002-2015 წლებში, სავალუტო ფონდში (IMF), ვაშინგტონში. უფროს ეკონომისტად მუშაობდა.
IMF: უკრაინას ფინანსური და საგარეო ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, 2024 წელს სულ მცირე $42 მილიარდი დასჭირდება
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაადასტურა, რომ უკრაინას ფინანსური და საგარეო ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად 2024 წელს მინიმუმ 42 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება საგარეო მხარდაჭერა. ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სავალუტო ფონდის კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ჯული კოზაკმა განაცხადა. 2024 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ქვეყანას დაახლოებით 42 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება. საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ევროკავშირის, შეერთებული შტატების და G7-ის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა იქნება საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანა დაბრუნდეს ფისკალური და საგარეო სტაბილურობის გზაზე. სექტემბერში პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა ასევე განაცხადა, რომ 2024 წელს უკრაინას პარტნიორებისგან დაახლოებით 42 მილიარდი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება.
IMF უკრაინისთვის კიდევ $900 მილიონის მოცულობის ტრანშს გამოყოფს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ გაფართოებული დაკრედიტების პროგრამის მეორე მიმოხილვა დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა მესამე ტრანშის, დაახლოებით 900 მილიონი აშშ დოლარის, მიღებას შეძლებს. „ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავეთ უკრაინის ეკონომიკურ გუნდთან და დღეს დავასრულეთ ჩვენი პროგრამის მეორე მიმოხილვა“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ. ნოემბერში უკრაინამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თანამშრომლების დონეზე მიაღწიეს შეთანხმებას გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის მეორე მიმოხილვის შესახებ, რაც უკრაინას დაახლოებით 900 მილიონი აშშ დოლარის ტრანშის მიღების გზას უხსნის.
უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან $880 მლნ მიიღო
უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ფინანსური მხარდაჭერის მეოთხზე ტრანში - 880 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. პრემიერ დენის შმიგალის თქმით, უკრაინა აგრძელებს პარტნიორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულებას და ემზადება პროგრამის შემდეგი გადასინჯვისთვის. „ეს თანხა ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფარვას და მაკროფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას,“ - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.