თეგი: IOC
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ტერორისტული სახელმწიფოს პროპაგანდისტული გავლენისთვის ასპარეზის გახსნა სურს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო ოლიმპიური თამაშების ფედერაციებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა. ზელენსკიმ მოუწოდა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს, ოლიმპიურ თამაშებში რუსი და ბელორუსი სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ IOC-ის გადაწყვეტილებას უპასუხონ. „დღეს გავაგრძელე ჩვენი პატიოსნების მარათონი, რომელმაც უნდა დააბრუნოს საერთაშორისო სპორტული სააგენტოები ნამდვილ ოლიმპიურ პრინციპზე. წერილით მივმართე წამყვანი საერთაშორისო სპორტული ფედერაციების პრეზიდენტებს. მოწოდება მარტივი და სამართლიანია. გადაწყვეტილება მივიღოთ კომიტეტის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც, სამწუხაროდ, ტერორისტული სახელმწიფოს პროპაგანდისტული გავლენისთვის ასპარეზის გახსნა სურს“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, მხოლოდ დროის საკითხია, როდესაც კრემლი დაიწყებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის არსებული არაპრინციპული „მოქნილობის“ გამოყენებას იმის სათქმელად, რომ თითქოს მსოფლიო აგრესორთან დათმობაზე წასასვლელად თანახმაა. ის ფაქტი, რომ რუსეთი აგრძელებს თავის ტერორს ყოველდღე, იგნორირებული არ უნდა იყოს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადებით, შეიძლება, რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს დიდ ღონისძიებებში ჩართვის უფლება მისცენ, მაგრამ ამისთვის მათ რამდენიმე კონკრეტული მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისთვის წაყენებული პირველი და მთავარი პირობა იქნება, რომ დაგმონ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სტანისლავ პოზდნიაკოვი ამბობს, რომ რუსი სპორტსმენების მიმართ გადადგმული ერთი ნაბიჯი ამავდროულად საწინააღმდეგო მიმართულებით გადადგმული ორი ნაბიჯია.
IOC-მ ცალკეული რუსი და ბელორუსი სპორტსმენებისთვის ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის რეკომენდაცია გასცა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, რომ ცალკეულ რუს და ბელორუს სპორტსმენებს ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობის უფლება მიეცეთ. მომავალ წელს პარიზის ოლიმპიადასთან და 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, IOC-მა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას „შესაფერის დროს" მიიღებს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება მხოლოდ ცალკეულ სპორტსმენებზე და არა გუნდებზე. IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ ასევე განუცხადა საერთაშორისო ფედერაციებს და ღონისძიების ორგანიზატორებს, რომ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას ვერ შეძლებენ სპორტსმენები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინაში ომს, და სპორტსმენები, რომლებსაც კონტრაქტი აკავშირებთ რუსულ ან ბელორუსულ არმიებთან. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რომლებიც მათ საერთაშორისო შეჯიბრებებში საკუთარი სიმბოლიკით მონაწილეობას უკრძალავენ, ძალაში უნდა დარჩეს.
კულება IOC-ის გადაწყვეტილებაზე: კრემლი რუს და ბელორუს სპორტსმენებს იარაღად გამოიყენებს
უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება IOC-ს გადაწყვეტილების საპასუხოდ მოუწოდებს ყველა პარტნიორს, მკაცრად დაგმონ „ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის ოლიმპიურ პრინციპებს." კულებას თქმით, კრემლი ყველა რუს და ბელორუს სპორტსმენს გამოიყენებს, როგორც იარაღს თავის პროპაგანდისტულ ომში და სწორედ ამას „აუნთო მწვანე შუქი“ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა. „საბოლოოდ კრემლი ყველა რუს და ბელორუს სპორტსმენს გამოიყენებს, როგორც იარაღს თავის პროპაგანდისტულ ომში," - წერს კულება სოციალურ ქსელში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით იქნებიან დაშვებული, ომის აქტიურად მხარდამჭერი სპორტსმენები არ დაიშვებიან. განცხადების თანახმად, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთისა და ბელორუსის სიმბოლიკა (დროშები, ჰიმნები, ფერები) აკრძალული იქნება, ხოლო ამ ქვეყნების მთავროვის წარმომადგენლები დაპატიჟებულნი არ იქნებიან.
IOC-მა რუსეთის სახელით მოასპარეზეს, მოჭიდავე სადულაევს ბაქოს ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მისცა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსეთის სახელით მოჭიდავე აბდულრაშიდ სადულაევს პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ბაქოში გამართულ ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მისცა. ამის შესახებ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის (FSBR) ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. ეს უკვე მეორე გადაწყვეტილებაა სადულაევთან დაკავშირებით. თებერვალში, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონი შენგენის ვიზით რუმინეთში არ შეუშვეს და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალება არ მისცეს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში, სადულაევი ლუჟნიკში, ოკუპირებული ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის მერვე წლისთავთან დაკავშირებით მიტინგსა და კონცერტში მონაწილეობდა, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვიდა. IOC-მ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დაშვების კრიტერიუმებში მიუთითა, რომ მონიტორინგს გაუწევს რუსი სპორტსმენების მონაწილეობას დემონსტრაციებსა და პოლიტიკურ მოვლენებში. რუსული მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ უკრაინის NOC-ისა და ჭიდაობის ფედერაციების ხელმძღვანელებმა ღია წერილით მიმართეს IOC-ის პრეზიდენტს თომას ბახს. მათ ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ პარიზის თამაშებზე, რუს სპორტსმენებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ომს. სიაში, სავარაუდოდ, ნახსენებია აბდულრაშიდ სადულაევი. სადულაევმა რიო-დე-ჟანეიროსა და ტოკიოს თამაშებზე ოქრო მოიპოვა, 27 წლის მოჭიდავეს მსოფლიოს ჩემპიონატებზეც ხუთი გამარჯვება აქვს. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. რუსი და ბელორუსი სპორტსმენები იქ ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ.