თეგი: ISIS
ჯო ბაიდენი: სირიაში აშშ-ის სპეცოპერაციის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა თავი აიფეთქა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სირიაში წარმატებული სპეცოპერაციის შესახებ განაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას შეერთებული შტატების ლიდერიმა აღნიშნა, რომ „ტერორისტული საფრთხე“ მოიხსნა, როდესაც ამერიკელების რეიდის დროს, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურმა თავი აიფეთქა. ჯო ბაიდენის ინფორმაციით, „აშშ-ის ძალები ტერორისტის დაჭერას აპირებდნენ, თუმცა საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლეს არ გაუფრთხილდა და სასოწარკვეთილი სიმხდალის გამო, თავის აფეთქება არჩია“. „წუხელ, ჩემი მითითებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს. კონტრტერორისტული ოპერაცია, რათა დაეცვათ ამერიკელი ხალხი და ჩვენი მოკავშირეები, მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად ექციათ. ჩვენი შეიარაღებული ძალების ოსტატობისა და სიმამაცის წყალობით, ჩვენ „ბრძოლის ველიდან გავუშვით“ აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში, ISIS-ის ლიდერი. ოპერაციიდან ყველა ამერიკელი უსაფრთხოდ დაბრუნდა“, - ნათქვამია თავის მხრივ, ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 10-12 მაისს ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. საქართვეოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი მინისტერიალში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტერიალის მონაწილეებს და ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან.
თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 147 ადამიანი დააკავეს
თურქეთში, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 147 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია ავრცელებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, სპეცოპერაციები ქვეყნის მასშტაბით 30 პროვინციაში ჩატარდა. „სპეცოპერაციების შედეგად დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა, საორგანიზაციო დოკუმენტები და ციფრული მასალებია ამოღებული,“ - წერს ალი იერლიკაია სოციალურ პლატფორმა X-ზე.