თეგი: Instagram
გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრები კომპანია Meta-ს მიერ ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობის, შესაძლო შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან
გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრები, რობერტ ჰაბეკი და ბრუნო ლე მერი კომპანია Meta-ს მიერ ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობის შესაძლო შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. „ჰაკერული შეტევის შემდეგ, ოთხი წელი ვცხოვრობდი Facebook-ისა და Twitter-ის გარეშე და ცხოვრება ფანტასტიური იყო“, - აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა ფრანგ კოლეგასთან გამართულ ღონისძიებაზე. თავის მხრივ, საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა აღნიშნა, რომ ცხოვრება Facebook-ის გარეშე ძალიან კარგია. „შემიძლია დავადასტურო, რომ Facebook-ის გარეშე ცხოვრება ძალიან კარგია და Facebook-ის გარეშე ძალიან კარგად ვიცხოვრებდით. ციფრულმა გიგანტებმა უნდა გაიგონ, რომ ევროპის კონტინენტი მათ წინააღმდეგობას გაუწევს და თავის სუვერენიტეტს დაადასტურებს“, - განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა. ცნობისთვის, 7 თებერვალს, გამოცემა Mashable-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შენახვის ადგილის ირგვლივ დავის გამო, კომპანია Meta-მ ევროპაში სოციალური ქსელების, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეიძლება შეაჩეროს.
რუსეთში, სასამართლომ Instagram-ი და Facebook-ი აკრძალა
რუსეთში, სასამართლომ Instagram-ი და Facebook-ი „ექსტრემისტული საქმიანობის“ გამო აკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსკოვის სასამართლომ მიიღო. ამით სასამართლომ რუსეთის გენერალური პროკურატურის სარჩელი დააკმაყოფილა კომპანია Meta-ს აკრძალვის თაობაზე. ამასთან, როგორც რუსეთის პროკურატურაში განმარტავენ, რომ აკრძალვა WhatsApp-ის მესინჯერზე არ ვრცელდება.
Facebook-ი და Instagram-ი კანადაში ახალ ამბებზე წვდომას შეზღუდავენ
Meta-მ განაცხადა, რომ კანადელი მომხმარებლებისთვის ახალი ამბების შეზღუდვას დაიწყებს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა სადავო კანონი მიიღო. BBC-ის თანახმად, კანონპროექტი აიძულებს დიდ პლატფორმებს, მათ საიტებზე შინაარსის განთავსება ახალი ამბების გამომცემლებს აუნაზღაუროს. Meta-მ და Google-მა ზოგიერთი კანადელისთვის სიახლეებზე წვდომის შეზღუდვა უკვე დატესტეს. კანონპორექტი სენატმა ხუთშაბათს დაამტკიცა. Meta-მ კანონმდებლობას გაუმართავი უწოდა.