თეგი: Iris-T
უკრაინა აცხადებს, რომ გერმანული IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენება დაიწყო
უკრაინა აცხადებს, რომ გერმანული IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემი მის სივრცეში წარმატებით ინტეგრირდა. „მას აქვს კარგი ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლები, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ გერმანიიდან მივიღებთ მეტ IRIS-T ტიპის სისტემას. გარდა ამისა, ველოდებით NASAMS-ს, რომელიც ასევე გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იჰნატმა. 12 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ გერმანული IRIS-T ტიპის სისტემა უკრაინაში ჩავიდა. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.
გერმანიამ უკრაინას IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები მიაწოდა
გერმანიამ უკრაინას IRIS-T SLM ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები მიაწოდა, განაცხადა გერმანიის მთავრობამ. გარდა ამისა, უკრაინამ სხვა სამხედრო დახმარებაც მიიღო, მათ შორის 5 სატანკო გადამზიდი და ამწე. გერმანული მხარის ცნობიტ, ბერლინი უკრაინას ასევე აწვდის ნაღმების გამწმენდ სისტემებსა და სხვა აღჭურვილობას. 11 ოქტომბერს, გერმანიამ უკრაინას პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ი მიაწოდა. IRIS-T SLM არის გერმანული წარმოების ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემა. სისტემა შეიმუშავა გერმანულმა თავდაცვის კომპანია Diehl Defence-მა. სისტემა შექმნილია ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე თვითმფრინავების, ვერტმფრენების და უპილოტო საფრენი აპარატების გასანადგურებლად.
მედია: გერმანიამ უკრაინას კიდევ ერთი IRIS-T ტიპის ანტისარაკეტო სისტემა მიაწოდა
გერმანიამ ოთხი დაპირებული IRIS-T საზენიტო-სარაკეტო სისტემებიდან უკრაინას მეორე გადასცა. ამის შესახებ გერმანული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს. დარჩენილი ორი სისტემა 2024 წლის დასაწყისში უნდა გაიგზავნოს, მაგრამ ისინი ჯერ არ არის გამოშვებული. იმავდროულად, კიევმა გერმანიას მეტი IRIS-T სისტემები სთხოვა. პირველი IRIS-T უკრაინას გასული წლის ოქტომბერში გადაეცა. მან რუსული თავდასხმებისგან კიევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას რეგულარულ დაცვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, რომელსაც Der Spiegel-ი ციტირებს, IRIS-T სისტემამ „ათასობით სიცოცხლე“ გადაარჩინა დედაქალაქზე რუსეთის დარტყმების დროს. 18 აპრილს გახდა ცნობილი, რომ გერმანიამ უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა.
გერმანიამ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა
გერმანიამ დაადასტურა მეორე Iris-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება უკრაინისთვის. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებსაიტზე მოცემული განახლებული სიიდან. მათ შორისაა Iris-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემა, კიდევ რვა Zetros სატვირთო მანქანა (სულ უკვე მიწოდებულია 84) და ორი სატვირთო მანქანა 8x6. ყველა აღჭურვილობა გადაცემულია პირდაპირ მწარმოებლებისგან. პირველი Iris-T უკრაინას გასული წლის შემოდგომაზე გადაეცა.
ნორვეგია უკრაინას IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის
ნორვეგია უკრაინას IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის. „ნორვეგია გააგრძელებს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე ეს მას დასჭირდება. ამჟამად უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება უფრო დიდი სამხედრო და მატერიალური მხარდაჭერა. მათ აქვთ რაკეტები და საბრძოლო მასალა საჰაერო თავდაცვისთვის,“ - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ. ნორვეგიის მთავრობა იტყობინება, რომ საჰაერო თავდაცვა გადამწყვეტ როლს თამაშობს უკრაინის უნარში, დაიცვას როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე ფრონტის ხაზის ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც სამხედრო ნაწილები რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმებისგან. მანამდე ნორვეგიამ უკვე შეიტანა თავისი წვლილი უკრაინის საჰაერო თავდაცვაში NASAMS-ისა და Mistral-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემით. ხუთშაბათს ნორვეგიამ ასევე გამოაცხადა, რომ უკრაინაში F-16-ის ტიპის გამანადგურებლებს გაგზავნის. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.