თეგი: LUKOILI
მედია: დასავლური სანქციების გამო LUKOIL-ი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით, ნავთობის ექსპორტს აჩერებს
რუსული ნავთობმომპოვებელი და გადამამუშავებელი კომპანია LUKOIL-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით, ნავთობის ექსპორტს აჩერებს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. 2022 წლის დეკემბრიდან, რუსული კომპანია კასპიის საბადოებიდან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გავლით დასავლეთის სანქციების გამო ექსპორტს შეწყვეტს და ნედლეულის ტრანზიტს Caspian Pipeline Consortium სისტემით დაიწყებს, რომელიც დასავლური სანქციების ქვეშ არ ხვდება. „რუსული ნავთობის მიწოდება BTC-ით არ მოხდება, ამის მიზეზი სანქციებია“, - განუცხადა მედიას ერთ-ერთმა წყარომ. სხვა წყაროების თქმით, გადაწყვეტილება BTC-ის დასავლელმა აქციონერებმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ 5 დეკემბრიდან ევროპელ მომხმარებლებისთვის რუსული ნავთობის ყიდვა და ტრანსპორტირება იკრძალება.