თეგი: Lufthansa
Lufthansa კიევისა და ოდესის მიმართულებით ფრენებს აჩერებს
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa უკრაინის ქალაქების კიევისა და ოდესის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. ამის მიზეზი რუსეთის შესაძლო შეჭრის მზარდი შიშია, განაცხადა კომპანიის სპიკერმა. კომპანია ბოლო ფრენებს ამ ქალაქების მიმართულებით შაბათ-კვირას შეასრულებს, ფრენებს კი, 21 თებერვლიდან თვის ბოლომდე შეწყვეტს. Lufthansa ქალაქ ლვოვში ფრენებს განაგრძობს. „Lufthansa მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას და შემდგომი ფრენების შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს“, განაცხადა სპიკერმა. მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა. რამდენიმე ევროპულმა ავიაკომპანიამ უკვე გააუქმეს ფრენები უკრაინაში. აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა
Lufthansa-ს თანამშრომლებმა გაფიცვა დააანონსეს
Deutsche Lufthansa-ს (LHAG.DE) თანამშრომლები ოთხშაბათს ერთდღიან გაფიცვას მოაწყობენ. Reuters-ის ცნობით, გაფიცვებმა და პერსონალის დეფიციტმა უკვე აიძულა ავიაკომპანიები, მათ შორის Lufthansa, ათასობით ფრენა გაეუქმებინათ, რამაც მთავარ აეროპორტებში მრავალსაათიანი რიგები გამოიწვია. Lufthansa-ს სახმელეთო დანაყოფების თანამშრომლების გაფიცვა დამატებით პრობლემებს შექმნის, რადგან საუბარია ისეთ თანამშრომლებზე, რომლებსაც ეხებათ თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება და ბორტზე გადაადგილება. გაფიცვა გავლენას მოახდენს გერმანიის აეროპორტებზე, მათ შორის ფრანკფურტის, დუსელდორფისა და ბერლინის ჩათვლით. ფროფკავშირებმა გასულ თვეს მოითხოვეს ხელფასების 9,5%-ით გაზრდა დაახლოებით 20,000 მუშაკისთვის, რადგან ინფლაციამ იკლო და აეროპორტები პერსონალის დეფიციტის გამო გადატვირთულია. Lufthansa თავის მხრივ, თავისი პირობები წარმოადგინა, რასაც პროფესიული კავშირი არ დაეთანხმა. ხელფასების შესახებ მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. მესამე რაუნდი 3 და 4 აგვისტოს არის დაგეგმილი.
თანამშრომლების გაფიცვის გამო, Lufthansa-მ ასობით ფრენა გააუქმა
ოთხშაბათს ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებიდან თითქმის ყველა ფრენა გაუქმებულია, რადგან Lufthansa-ს სახმელეთო პერსონალი ანაზღაურების გამო გაფიცვას აპირებს. კომპანიამ განაცხადა, რომ ფრანკფურტის აეროპორტიდან 646 ფრენას და მიუნხენიდან კი, 330 ფრენას გააუქმებს. Anadolu-ს ცნობით, Lufthansa მგზავრებს აფრთხილებს, რომ გაფიცვამ შესაძლოა, ამ კვირის ბოლოს ფრენების შემდგომი გაუქმება ან შეფერხება გამოიწვიოს. Lufthansa-ს თანამშრომლებმა გაფიცვა დააანონსეს Deutsche Lufthansa-ს (LHAG.DE) თანამშრომლები ოთხშაბათს ერთდღიან გაფიცვას მოაწყობენ. Reuters-ის ცნობით, გაფიცვებმა და პერსონალის დეფიციტმა უკვე აიძულა ავიაკომპანიები, მათ შორის Lufthansa, ათასობით ფრენა გაეუქმებინათ, რამაც მთავარ აეროპორტებში მრავალსაათიანი რიგები გამოიწვია. Lufthansa-ს სახმელეთო დანაყოფების თანამშრომლების გაიფიცვა დამატებით პრობლემებს შექმნის, რადგან საუბარია ისეთ თანამშრომლებზე, რომლებსაც ეხებათ თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება და ბორტზე გადაადგილება. გაფიცვა გავლენას მოახდენს გერმანიის აეროპორტებზე, მათ შორის ფრანკფურტის, დუსელდორფისა და ბერლინის ჩათვლით. ფროფკავშირებმა გასულ თვეს მოითხოვეს ხელფასების 9,5%-ით გაზრდა დაახლოებით 20,000 მუშაკისთვის, რადგან ინფლაციამ იკლო და აეროპორტები პერსონალის დეფიციტის გამო გადატვირთულია. Lufthansa თავის მხრივ, თავისი პირობები წარმოადგინა, რასაც პროფესიული კავშირი არ დაეთანხმა. ხელფასების შესახებ მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. მესამე რაუნდი 3 და 4 აგვისტოს არის დაგეგმილი.
Lufthansa ხვალისთვის დაგეგმილ 800 ფრენას გააუქმებს
გერმანულმა Lufthansa-მ (LHAG.DE) განაცხადა, რომ 800 ფრენის გაუქმება მოუწევს. შედეგად, სავარაუდოდ 130 000 მგზავრი დაზარალდება. ფრენის გაუქმების მიზეზი პილოტთა ერთდღიანი გაფიცვაა. პროფკავშირმა ოთხშაბათს გვიან განაცხადა, რომ ანაზღაურების შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშალა და Lufthansa-ს მფრინავები 24-საათიან გაფიცვას მოაწყობენ.
თანამშრომლების გაფიცვის გამო, Lufthansa-მ 1300-ზე მეტი რეისი გააუქმა
Lufthansa-ს ავიახაზებმა დღეს 1300-ზე მეტი რეისი გააუქმა. როგორც CNN-ი იუწყება, ამის მიზეზი, თანამშრომლების მასობრივი, 24-საათიანი გაფიცვაა. ამასთან, აეროპორტის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ. ქვეყნის აეროპორტების ასოციაციის განცხადებით, Lufthansa-ს ავიახაზების თანამშრომლების გაფიცვის გამო, 295 000 მგზავრს მოცდა მოუწევს.
Lufthansa-მ ესკალაციის მაღალი საფრთხის გამო, ირანთან ფრენები შეაჩერა
გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის მაღალი რისკის გამო, ირანის დედაქალაქ თეირანში ფრენებს აჩერებს. Lufthansa-მ განაცხადა ოთხშაბათს, რომ შეაჩერებს ფრენებს თეირანის მიმართულებით, სულ მცირე, 10-11 აპრილამდე, რეგიონში ესკალაციის მნიშვნელოვანი რისკის გათვალისწინებით, მას შემდეგ, რაც დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანელი სამხედრო მეთაურები. მიიჩნევენ, რომ თავდასხმის უკან ისრაელი დგას, თუმცა მას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია. Lufthansa და მისი შვილობილი Austrian Airlines-ი ერთადერთი დასავლური ავიაკომპანიაა, რომელიც თეირანის მიმართულებით საერთაშორისო ფრენებს ახორციელებს. ფრენების უმეტესობას კომპანიები თურქეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ასრულებენ. Bloomberg: აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანის გარდაუვალი დარტყმა ისრაელზე, შეიძლება, უახლოეს დღეებში განხორციელდეს აშშ ისრაელს, ირანის მხრიდან საფრთხის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება