თეგი: MIG-29
პოლონეთი მზადაა, თავისი MIG-29 ტიპის ყველა საბრძოლო თვითმფრინავი აშშ-ს გადასცეს
პოლონეთის მთავრობა, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციების შემდეგ მზადაა, მისი ყველა MIG-29, „რამშტაინის“ საავიაციო ბაზაზე (გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე) დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას განკარგულებაში გადასცეს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ამავდროულად, პოლონეთი აშშ-ს სთხოვს, საკუთრებაში არსებული მეორადი თვითმფრინავები ოპერატიული შესაძლებლობებით მიაწოდოს. „პოლონეთი მზადაა, დაუყოვნებლივ დაადგინოს თვითმფრინავების შესყიდვის პირობები. პოლონეთის მთავრობა ასევე სთხოვს NATO-ს სხვა მოკავშირეებს, რომლებიც MIG-29-ს ფლობენ, იგივე პრინციპით იმოქმედონ“, - ნათქვამია განცხადებაში. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 6 მარტს განაცხადა, ვაშინგტონი მუშაობს იმაზე, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ რუსული წარმოების გამანადგურებლები უკრაინას და ამის სანაცვლოდ, ასევე სწრაფად მიიღონ ამერიკული წარმოების F-16 კლასის თვითმფრინავები. „თეთრი სახლი არ არის საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნის წინააღმდეგი, მაგრამ „ეს არ არის ისეთი მარტივი, როგორც თვითმფრინავების უბრალოდ გადაადგილება“, - განაცხადა თავის მხრივ, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის არმია ევროკავშირის დახმარების ფარგლებში მიიღებს 70 საბრძოლო თვითმფრინავს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. მისი ინფორმაციით, მიგ-29 და სუ-25 ტიპის თვითმფრინავებს ბულგარეთისგან, პოლონეთისგან და სლოვაკეთისგან მიიღებენ. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, თვითმფრინავები პოლონეთის აეროდრომებზე იქნებიან ბაზირებულნი. ამავე თემაზე ენტონი ბლინკენი: NATO-ს წევრებს უფლება აქვთ, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გაუგზავნონ სენატორი მენენდესი აშშ-ს მოუწოდებს, პასუხისმგებლობა იკისროს სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, უკრაინას გამანადგურებლები გადასცენ ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ავიაგამანადგურებლების შესახებ პოლონეთის წინადადებას პენტაგონში დაუსაბუთებელი უწოდეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ მიიღო პოლონეთის წინადადება მისთვის MIG-29 ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის შესახებ, უკრაინაში მათი შემდგომი გაგზავნის მიზნით, თუმცა, განაცხადა, რომ კონსულტაციებს გააგრძელებს. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ გაუგებარია, არის თუ არა პოლონეთის წინადადება არსებითად დასაბუთებული. ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ ამ საკითხის და მისი რთული ლოგისტიკური ასპექტების შესახებ, პოლონეთთან და სხვა NATO-ელ მოკავშირეებთან კონსულტაციებს განაგრძობს. ასევე წაიკითხეთ: პოლონეთი მზადაა, თავისი MIG-29 ტიპის ყველა საბრძოლო თვითმფრინავი აშშ-ს გადასცეს
სენატორები ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის MIG-29 ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდების საკითხზე აკრიტიკებენ
„დემოკრატი“ და რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ „უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების მიწოდების საკითხზე დაუყოვნებლივ არ იმოქმედა“. „გაუგებარია, შუა გზაში რატომ ვდგავართ", - განუცხადა CNN-ს დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა. რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში მიიჩნევს, რომ საკითხის გარშემო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაში მთავარი როლი პრეზიდენტმა უნდა იკისროს. „ხელისუფლების პირველი შტო ამასთან დაკავშირებით, თითქმის ერთსულოვანია. არ ვიცი, აქ ვინ არის ამის წინააღმდეგი, მაგრამ მეორე შტოში დაყოფა შემაშფოთებელია. ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის საქმეა. მან ნაბიჯი უნდა გადადგას და საკითხის ირგვლივ გააერთიანოს“, – განაცხადა სენატორმა რიშმა CNN-თან. მან პენტაგონის პოზიციას, რომ თვითმფრინავების გადაცემა ესკალაციას გამოიწვევდა, აბსურდი უწოდა. „ვართმევთ იახტებს, ვილებს, უკრაინელებს ყველა იმ იარაღს, რაც შეგვიძლია რომ მივცეთ. სისულელეა იმის თქმა, რომ ეს მათ გააღიზიანებთ“, – განაცხადა რიშმა. თავის მხრივ, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რობ პორტმანმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არ უნდა წყვეტდეს, თუ როგორი იქნება უკრაინის სამხედრო სტრატეგია. „ადმინისტრაციამ უბრალოდ გვითხრა, რომ ფიქრობენ, უკრაინას სხვა რაღაცები უფრო მეტად სჭირდება, რაც ბრძოლის ველზე უფრო ეფექტიანი იქნება. თეორიულად, ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების მთავრობა წყვეტს, რა სამხედრო სტრატეგია უნდა ჰქონდეს უკრაინას. უკრაინას სურს თვითმფრინავები. მათ მიიღეს გადაწყვეტილება". აშშ ამ ეტაპზე უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას მხარს არ უჭერს. პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ 10 მარტს განაცხადა, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პოლონეთის თავდაცვის მინისტრს განუცხადა, რომ აშშ მხარს არ უჭერს ამ ეტაპზე MiG-29-ის გადაცემას უკრაინის საჰაერო ძალებისთვის. „თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს უკრაინის საჰაერო ძალებისთვის დამატებითი გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემას“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. ჯონ კირბის თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო საშუალება იარაღისა და თავდაცვის სისტემების მიწოდებაა, რომელიც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ რუსული აგრესიის დასამარცხებლად. კერძოდ, კირბიმ იგულისხმა ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები. ასევე, პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, დაზვერვის შეფასების მიხედვით, MiG-29-ის უკრაინაში გადაცემა შეიძლება, შეცდომით ჩაითვალოს ესკალაციად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის მნიშვნელოვანი რეაქცია და NATO-სთან სამხედრო ესკალაციის პერსპექტივები გაზარდოს. ამავე თემაზე პოლონეთი მზადაა, თავისი MIG-29 ტიპის ყველა საბრძოლო თვითმფრინავი აშშ-ს გადასცეს ავიაგამანადგურებლების შესახებ პოლონეთის წინადადებას პენტაგონში დაუსაბუთებელი უწოდეს