თეგი: MRIYA
უკრაინა მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავის შექმნას გეგმავს. MRIYA რუსეთმა თებერვალში გაანადგურა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიდევ ერთი MRIYA თვითმფრინავის შექმნას გეგმავს და პროექტს მარიუპოლის თავდაცვის დროს დაღუპული პილოტების ხსოვნას მიუძღვნის. იუწყება უკრაინული მედია. ხუთშაბათს უკრაინელ სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრისას ზელენსკიმ გაიხსენა, რომ ერთ დროს გაჩნდა იდეა ამ უნიკალური თვითმფრინავის მეორე ასლის აგების შესახებ. უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთმა მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი გაანადგურა „მისი აშენება გვინდოდა, $800 მილიონი დოლარი დაგვჭირდა. მივმართე თურქეთის პრეზიდენტს მე-2 MRIYA-ის შექმნის წინადადებით, მაგრამ თანხები ვერ მოვიძიეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. „მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ფულს არ ეხება, ეს ამბიციის საკითხია. ჩვენ მოგვმართა Ukroboronprom-მა ანტონოვის გუნდმა. ეს არის ჩვენი ქვეყნის და ყველა იმ პროფესიონალი მფრინავის ღირსების საკითხო, რომლებიც ამ ომში დაიღუპნენ“, - დაამატა ზელენსკიმ. მისივე თქმით, გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად MRIYA-ს აშენება სწორი სახელმწიფო პოზიციაა. მსოფლიოში ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავი MRIYA 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ჰოსტომელის აეროპორტისთვის ბრძოლების დროს განადგურდა. An-225 MRIYA არის საავიაციო გიგანტი, რომელსაც ყველაზე მეტი კომერციული ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. ეს არის ავიაციის ისტორიაში ყველაზე გრძელი თვითმფრინავი.
უკრაინა მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავის შესაქმნელად მუშაობას იწყებს
ფრაქცია „ხალხის მსახურის" ხელმძღვანელმა დავით არახამიამ Virgin Galactic-ის დამფუძნებელ, ბიზნესმენ რიჩარდ ბრენსონთან ახალი Mriya თვითმფრინავის აგების საკითხი და კოსმოსურ სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. „ჩვენი An-225 Mriya არის მსოფლიო ლეგენდა და უკრაინის ერთ-ერთი სიმბოლო... ამიტომ, ჩვენ უკვე ვმუშაობთ პროექტზე ახალი თვითმფრინავის ასაშენებლად, რომელიც ომის შემდეგ კიდევ ბევრ რეკორდს დაამყარებს“, განაცხადა არახამიამ უკრაინული მედიის ცნობით. „ბრენსონმა გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს პროექტის განხორციელებას, სასიამოვნოდ გაოგნებული იყო ჩვენი ოპტიმიზმით და იმით, რომ ასეთ რთულ დროსაც კი ვფიქრობთ, როგორ წავიწიოთ წინ“, - აღნიშნავს არახამია. ბრენსონი კიევის ოლქის ქალაქ ჰოსტომელს ეწვია, სადაც ანტონოვის სახელმწიფო საწარმოს აეროდრომს, მისი განახლების შესაძლებლობებს გაეცნო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მაისს განაცხადა, რომ კიდევი კიდევ ერთი MRIYA თვითმფრინავის შექმნას გეგმავს და პროექტს მარიუპოლის თავდაცვის დროს დაღუპული პილოტების ხსოვნას მიუძღვნის. მსოფლიოში ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავი MRIYA 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ჰოსტომელის აეროპორტისთვის ბრძოლების დროს განადგურდა. An-225 MRIYA არის საავიაციო გიგანტი, რომელსაც ყველაზე მეტი კომერციული ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. ეს არის ავიაციის ისტორიაში ყველაზე გრძელი თვითმფრინავი.