თეგი: McDonald's
McDonald’s რუსეთის ბაზარს საბოლოოდ ტოვებს
McDonald's აცხადებს, რომ 32- წლიანი საქმიანობის შემდეგ რუსეთში ბიზნესს ყიდის და ბაზრიდან საბოლოოდ გადის. რესტორნების ცნობილი ქსელი ქვეყანაში 850 რესტორანს ფლობს და 62,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. სწრაფი კვების გიგანტი ომით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისზე მიუთითებს და აცხადებს, რომ რუსეთში ბიზნესის შენარჩუნება "აღარ არის მდგრადი და არც McDonald’s-ის ღირებულებებს შეესაბამება". რუსეთიდან გასვლის გამო, McDonald’s-ის ზარალი სავარაუდოდ, $1,2-დან $1,4 მილიარდამდე იქნება. რუსული ბიზნესიდან გამოსვლის პროცესის ფარგლებში, McDonald's დაიწყებს რესტორნებიდან ყვითელი "M" ასოების და სხვა ბრენდირების ამოღებას. ამავდროულად, ქსელი შეინარჩუნებს უფლებებს სასაქონლო ნიშანზე რუსეთში და რესტორნები, რომლებიც McDonald's-ის ადგილზე გაიხსნება, ვერ გამოიყენებენ მის სახელს, ლოგოს და მენიუს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის
McDonald's -ი შესაძლოა, ყაზახეთიდანაც გავიდეს
სწრაფი კვების ქსელი McDonald's -ი, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებული გართულებების წინაშე დგას, რამაც შესაძლოა, კომპანიის ყაზახეთიდან გასვლა გამოიწვიოს. McDonald's-ი ყაზახეთში მუშაობას აჩერებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, McDonald's-მა დატოვა რუსეთის ბაზარი და ყაზახ ფრანჩაიზებს, რუსი მომწოდებლებისგან ხორცის კოტლეტების ყიდვა აუკრძალა. Bloomberg აღნიშნავს, რომ ყაზახური ბიზნესი ვერ ყიდულობს ხორცის კოტლეტებს ადგილობრივი ან ევროპელი მომწოდებლებისგან, მაღალი ფასების და ქვეყნის მასშტაბით საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების გამო. McDonald's-ის ოფიციალურმა პირებმა, ყაზახეთიდან გასვლის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ McDonald's-მა ბელორუსის ბაზარი საბოლოოდ დატოვა. პარალელურად სწრაფი კვების ობიექტები რუსული ბრენდის „ვკუსნო ი ტოჩკას“ ქვეშ გააგრძელებენ მუშაობას. ბელორუსის რეჟიმის მეთაურმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თავის მხრივ „ღმერთს მადლობა გადაუხადა McDonald's-ის ქვეყნიდან გასვლისთვის“.