თეგი: Mondelez
სკანდინავიური ქვეყნების კომპანიებმა, რუსეთში პროდუქციის გაყიდვის გამო, Mondelez-ს ბოიკოტი გამოუცხადეს
სკანდინავიურმა კომპანიებმა რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდების გაგრძელების გამო, Mondelez-ს ბოიკოტი გამოუცხადეს. ამის შესახებ Nexta იუწყება. კორპორაცია Mondelez-ის მიმართ ბოიკოტს შეუერთდნენ და განაცხადეს, რომ შეწყვეტენ Mondelez-ის პროდუქციის გაყიდვას: SAS-ი და Norwegian Air-ი, SJ-ის სარკინიგზო ჯგუფი, Strawberry-ის სასტუმროების ქსელი, Elkjop-ის საცალო ქსელი, Fjord Line-ის გადაზიდვის ჯგუფი, ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაცია და სხვები. Mondelez-ი ცნობილ Oreo-ს ნამცხვრებს, Barny-ს ორცხობილებს, Milka-ს შოკოლადს, Alpen Gold-სა და Toblerone-ს აწარმოებს. რუსეთში კომპანია სამ ქარხანას ფლობს. სკანდინავიის ქვეყნებში კომპანია ფლობს Freia-სა და Marabou-ს შოკოლადის ბრენდებს. სკანდინავიურმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ მათი გადაწყვეტილება Mondelez-ის პროდუქციის გაყიდვის შეწყვეტის შესახებ, ეფუძნებოდა უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებას, რომ მწარმოებელი და სხვა ჯგუფები შავ სიაში შეიტანეს. ნორვეგიის მეორე უმსხვილესმა მწარმოებელმა, Coop Norge-მა, განაცხადა, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე, რჩევას ნორვეგიის მთავრობისგან დაელოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დასავლურმა კომპანიამ თავისი რუსული აქტივები გაყიდა მოსკოვში მას შემდეგ, რაც გასულ წელს მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა, სხვები, როგორიცაა Mondelez-ი, ბაზარზე დარჩა. Mondelez-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეეცდება, შეხვდეს შესაბამის სამთავრობო სამინისტროებს თავისი პოზიციის ასახსნელად. კომპანია აღნიშნავს, რომ რუსული წარმოების პროდუქტებს ნორვეგიაში არ ყიდის. ოფიციალური პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს დასავლეთისა და სხვა ქვეყნების მიერ შემოღებულ ოფიციალურ სანქციებს და ნებისმიერი სახელმძღვანელო უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს, რომლებიც კომპანიებს თანაბრად ეპყრობიან, განაცხადა აშშ-ში დაფუძნებულმა ჯგუფმა.კომპანიამ განმარტა, რომ რუსეთში "შეზღუდულ" საქმიანობას ინარჩუნებს. Reuters-ის ცნობით, კომპანიაში ამასთანავე, აღნიშნეს, რომ „ომი დაგმეს“.