თეგი: NASAMS
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ აშშ-სგან NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ-სგან NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამატა, რომ ეს საჰაერო სისტემები საკმარისი არ არის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაცავად. „მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბაიდენს იმ პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის, რომელიც უკვე მიღებულია. ჩვენ მივიღეთ NASAMS-ი. ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემები. რატომ გვჭირდება ეს? ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რათა ჩვენი მოქალაქეები, უკრაინელები სახლში დაბრუნდნენ. უსაფრთხო გარემოს პირობებში, ისინი იმუშავებენ აქ და გადაიხდიან გადასახადებს, შემდეგ კი, ჩვენს ბიუჯეტში 5 მილიარდი დოლარის დეფიციტი არ გვექნება.დღევანდელი მდგომარეობით, შეერთებული შტატები ყოველთვიურად 1,5 მილიარდ აშშ დოლარს გვაწვდის ბიუჯეტის მხარდასაჭერად. თუ უკრაინელები დაბრუნდებიან, იმუშავებენ და გადასახადებს გადაიხდიან, შეერთებულ შტატებს აღარ მოუწევს, გააგრძელოს ეს მხარდაჭერა. შეერთებული შტატებისთვის, ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაზოგი, მაგრამ ჩვენთვის ეს იქნება შესაძლებლობა, ჩვენი ტერიტორია გახდეს უსაფრთხო ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
აშშ-მ უკრაინას, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა NASAMS-ის ორი ერთეული პირველად გადასცა
კომპანია Raytheon Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ ჰეისმა, CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მ უკრაინას ორი ერთეული NASAMS-ის საშუალო რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემა, პირველად გადასცა. „რამდენიმე კვირის წინ ჩვენ აშშ-ის მთავრობას გადავეცით ორი სისტემა. დღეს მათ უკრაინაში განალაგებენ“, - აღნიშნა ჰეისმა. ჰეისის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ დაამტკიცა კიევისთვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება, მაგრამ ჯერ შეთანხმება არ არის მიღწეული „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე. ჰეისმა აღნიშნა, რომ ამაზე მოლაპარაკებები რეგულარულად მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თეთრმა სახლმა უნდა მიიღოს. მანამდე, 11 ოქტომბერს, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები NASAMS-ის პირველ ორ საჰაერო თავდაცვის სისტემის კიევს „უახლოეს მომავალში" გადასცემს.
აშშ უკრაინას რვა ერთეულ NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის
უკრაინა ორ NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას უახლოეს მომავალში მიიღებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 31 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას მიაწვდის რვა NASAMS-ს და მასთან დაკავშირებულ საბრძოლო მასალებს. მათგან ორი უკრაინაში მალე ჩავა, კიდევ ექვსი კი, მოგვიანებით მიეწოდება. ლოიდ ოსტინი: უკრაინა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველ სისტემებს ნოემბრის დასაწყისში მიიღებს შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ, ივლისის დასაწყისში გამოაცხადა. სექტემბერში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ პირველი ორი კომპლექსი უკრაინას უახლოესი ორი თვის განმავლობაში გადაეცემოდა. უკრაინაზე მასირებული საჰაერო იერიშების შემდეგ, დასავლეთმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დააჩქარა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აშშ-მ უკრაინისთვის NASAMS-ის ტიპის სისტემის მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 285 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისა და შესაბამისი აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვის დამტკიცების გადაწყვეტილება დაამტკიცა. სისტემის შესყიდვის მოთხოვნა უკრაინის მთავრობამ შეიტანა. გარდა ამისა, საუბარია აღჭურვილობის შეძენაზე, მათ შორის GPS მიმღებების, ხელსაწყოების, გენერატორების, სათადარიგო ნაწილების, ლოგისტიკასა და პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერასთან დაკავშირებული ელემენტების შეძენაზე. „უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება თავისი შესაძლებლობების გაზრდა რუსული სარაკეტო დარტყმებისა და ავიაციისგან თავის დასაცავად. ამ შესაძლებლობის მოპოვება და ეფექტიანი განლაგება გააძლიერებს უკრაინის უნარს, დაიცვას თავისი ხალხი და დაიცვას კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურა", - წერია უსაფრთხოების სააგენტოს დოკუმენტში.
მედია: ესპანეთმა შესაძლოა, ლიეტუვაში NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ვილნიუსის სამიტის დროს განათავსოს
ესპანეთი NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას ლიეტუვაში, NATO-ს სამიტის დროს გაგზავნის, რომელიც 11-12 ივლისს არის დაგეგმილი. ამის შესახებ ესპანური გაზეთი ABC იტყობინება. გამოცემის ცნობით, ამ გზით მადრიდი ვილნიუსთან, სამიტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ითანამშრომლებს. NASAMS, რომელიც ლატვიაში 2022 წლის ივნისიდან არის განლაგებული, ლიეტუვაში გაიგზავნება. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც 2022 წელს მადრიდში NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრაში მონაწილეობდა, შესაძლოა, ვილნიუსში ალიანსის სამიტზე ჩავიდეს. NASAMS – გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მყოფი საჰაერო სამიზნეებისთვის, როგორებიცაა: რაკეტები, თვითმფრინავები თუ დრონები. კომპლექსი ნორვეგიულმა Norwegian Kongsberg-მა და ამერიკულმა Raytheon-მა შექმნეს.
ესტონეთში NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების განლაგების ვადა გახანგრძლივდება
ესტონეთისა და ესპანეთის თავდაცვის მინისტრები ჰანო პევკური და მარგარიტა რობლესი ესპანეთის ქალაქ ტოლედოში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ესტონეთის ტერიტორიაზე ესპანეთის მიერ მიწოდებული NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების განლაგება გაგრძელდება. მედიის ცნობით, რობლესი ესტონეთში ესპანურ დანაყოფებს მომავალ კვირას ეწვევა. ესპანეთმა NASAMS-ი ესტონეთში აპრილში NATO-ს აღმოსავლეთ ფრთის გაძლიერების ფარგლებში განათავსა. ვილნიუსის სამიტზე NATO-ს ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს, საჰაერო თავდაცვის ახალი როტაციული მოდელი შეექმნათ. NASAMS – გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მყოფი საჰაერო სამიზნეებისთვის, როგორებიცაა: რაკეტები, თვითმფრინავები თუ დრონები. კომპლექსი ნორვეგიულმა Norwegian Kongsberg-მა და ამერიკულმა Raytheon-მა შექმნეს. NASAMS-ებს იყენებს 12 ქვეყანა: აშშ, ნორვეგია, ფინეთი, ესპანეთი, ნიდერლანდი, ომანი, ლიეტუვა, ინდონეზია, ავსტრალია, კატარი და უნგრეთი. სიას უკრაინაც დაემატა.
ზელენსკი: NASAMS-ის დამატებითი სისტემები საბრძოლო მზადყოფნაშია
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში საბრძოლო მზადყოფნაშია პარტნიორებისგან მიღებული NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები. ზელენსკის თქმით, ზამთრისთვის ეს უფრო გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს გამართულ თათბირზე მოისმინეს ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებებზე კუპიანსკის, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებზე.
ნორვეგია უკრაინისთვის მეტი NASAMS-ის გაგზავნას გეგმავს
ნორვეგიის მთავრობამ პარლამენტს შესთავაზა, მწარმოებელს შეუკვეთოს NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მეტი გამშვები და სხვა აღჭურვილობა, რათა ისინი უკრაინას გაუგზავნოს. ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, საერთო ჯამში შეკვეთის ინვესტიცია 300 მილიონ ევროზე მეტს მიაღწევს. ამავდროულად, მინისტრი შეშფოთებულია, რომ ნორვეგია რაც შეიძლება სწრაფად იძენს საჰაერო თავდაცვის სისტემებს საკუთარი თავდაცვისთვის. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ლიეტუვის მიერ შეძენილი NASAMS-ისთვის ორი გამშვები მიიღეს.