თეგი: NATO-ს სამიტი
მედია: ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სამიტს ვირტუალურად დაესწრება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 მარტს NATO-ს სამიტს ვიდეოფორმატის რეჟიმში დაესწრება. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივან სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით წერს. „უკრაინა NATO-ს სამიტში აქტიურად ჩაერთვება. სულ მცირე ეს იქნება ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართვა. უკრაინის პრეზიდენტი სამიტს ვიდეოფორმატის რეჟიმში დაესწრება. ფორმატის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, - განაცხადა ნიკიფოროვმა. ზელენსკის თქმით, ის სამიტის ფარგლებში რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო დანაშაულების შეჩერების აუცილებლობაზე ილაპარაკებს. თავის მხრივ ნატოს სამიტის ფორმატზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე დაწერა. „ჩვენ განვიხილავთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ჩვენ მხარდაჭერას უკრაინისადმი და ნატოს თავდაცვის და შეკავების შემდგომ გაძლიერებას“, - წერს სტონტელბერგი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
იენს სტოლტენბერგი: პუტინმა უნდა დაასრულოს ომი უკრაინაში, გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში
NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ამ კრიზისს უპასუხეს, მათ ძლიერად გამოხატეს დახმარება უკრაინის მიმართ, ხოლო რუსეთს მოუწია უპრეცედენტო ფასის გადახდა, - ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს შტაბბინაში სამიტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პუტინმა უნდა დაასრულოს ომი უკრაინაში და ჰუმანიტარული დერეფნები გახსნას და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში „NATO-მ იმოქმედა სწრაფად და იყო ერთიანი. ახლა ალიანსის 100 ათასობით ჯარისკაცია მობილიზებული NATO-ს გარშემო. 100 ათასი ამერიკელი სამხედროა ევროპაში. 40 ათასი ჯარისკაცი კი NATO-ს და ევროპის აღმოსავლეთ ნაწილშია. ისინი გამაგრებული არიან საზღვაო და საჰაერო ძალებით, როგორც ხმელთაშუა ზღვაში ისე ევროპის ჩრდილოეთით. ხვალინდელ სამიტზე კიდევ უფრო ბევრ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის ლიდერები კიდევ უფრო მკაფიოდ გამოთქვამენ თავიანთ აზრს“- განაცხადა სტოლტენბერგმა. 24-25 მარტს ბრიუსელში NATO-ს სამიტი ჩატარდება.
იენს სტოლტენბერგი: NАТО-ს სამიტზე ალიანსის წევრები ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ოთხი ახალი საბძოლო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდებიან
НАТО-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნებში ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდებიან. „პირველი ნაბიჯი იქნება ნატოს ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის განლაგება ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ახალი საბრძოლო ჯგუფებით და არსებული ძალებით ბალტიისპირეთსა და პოლონეთში, NАТО-ს ეყოლება რვა მრავალეროვნული დაჯგუფება ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. „მე ველი, რომ ლიდერები შეთანხმდებიან NАТО-ს პოზიციების გაძლიერებაზე ყველა სფეროში. ასევე ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის მნიშვნელოვნად გაძლიერებაზე ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე“, -აღნიშნა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ NАТО-ს ლიდერები სამიტზე შეთანხმდებიან უკრაინისთვის აღჭურვილობის მიწოდებაზე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დასაცავად. 24-25 მარტს ბრიუსელში NATO-ს სამიტი ჩატარდება. ასევე წაიკითხეთ იენს სტოლტენბერგი: პუტინმა უნდა დაასრულოს ომი უკრაინაში, გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში
ვოლოდიმირ ზელენსკი: აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი NATO-ს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში ვიდეოფორმატის რეჟიმში მონაწილეობს. დღეს მან მსოფლიო ლიდერებს მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უმაღლესი სტანდარტი აჩვენეს: „გთხოვთ, არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია და რამდენი შეგვიძლია მივცეთ საერთო უსაფრთხოებისთვის ევროპასა და მსოფლიოში" - მიმართა ზელენსკიმ NATO-ს სამიტის მონაწილეებს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ NATO-მ უნდა აჩვენოს თუ რის გაკეთება შეუძლია ალიანსს. „გვაჩვენეთ, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი თავდაცვითი გაერთიანებაა. მსოფლიო და უკრაინა ელოდება რეალურ ქმედებებსა და უსაფრთხოების გარანტიებს,“- განაცხადა ზელენსკიმ. ბრიუსელში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს. ასევე წაიკითხეთ ვოლოდიმირ ზელენსკი: საჭიროა ომის დასრულება, უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა იენს სტოლტენბერგი: ჩვენი თაობის განმავლობაში, უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის წინაშე ვდგავართ NATO-ს გენერალური მდივანი: ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შეცვლის ამ კონფლიქტის მთელ სტრუქტურას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
აპრილში NATO-ს მინისტერიალს საქართველო და უკრაინაც დაესწრებიან
აპრილში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველო და უკრაინაც დაესწრებიან. ჩრდილოატლანტიკური საბჭო 6-7 აპრილს შეიკრიბება. მინისტერიალზე მიწვეულები არიან საქართველოსა და უკრაინის საგარეო მინისტრებიც. ამის შესახებ NATO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შეხვედრა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში შედგება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. 6 აპრილს შეხვედრა დახურულ ფორმატში დაიწყება. 7 აპრილს იგეგმება ორი სესია. ამასთან, სესიებზე ალიანსის წევრების გარდა, მოწვეული არიან NATO-ს პარტნიორი ქვეყნები უკრაინა, საქართველო, ფინეთი და შვედეთი. შეგახსენებთ, რომ 24 მარტს NATO-ს სამიტი გაიმართა, რომელშიც მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები მონაწილეობდნენ.
NATO-ს მადრიდის სამიტი, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად ალიანსის ერთიანობას გააძლიერებს - უილიამ კორტნი
NATO-ს მომავალ სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, Europetime-თან ისაბრა საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა უილიამ კორტნიმ. „NATO-ს მადრიდის სამიტი, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად ალიანსის ერთიანობას გააძლიერებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მსგავსად, არც უკრაინაა NATO-ს წევრი, მოკავშირეები დიდსულოვნებას იჩენენ სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. სამი ათწლეულის განმავლობაში უკრაინაში დემოკრატიული განვითარება, მისი ხალხის საბრძოლო უნარები და მიზანდასახულობა დაეხმარა დასავლეთს, რომ უკრაინის მიმართ ასეთი ძლიერი მხარდაჭერა დაეფიქსირებინა. როგორც ჩანს, უკრაინის სამხედრო ძალების გასაოცარი წარმატება, ერთი მხრივ, განპირობებულია აშშ-სა და NATO-ს სხვა მოკავშირეების მიერ, რვა წლის განმავლობაში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ჩატარებით. ამის მაგალითია ის, რომ უკრაინული ძალები იყენებენ დეცენტრალიზებულ და მოქნილ ტაქტიკას, რასაც სწორედ ჩემ მიერ ხსენებული პროგრამა უსვამს ხაზს. ისინი უპირისპირდებიან საბჭოთა სტილის ტაქტიკას, რომელსაც რუსული ძალები მიმართავენ. ამ გაკვეთილების გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ქართულ ძალებთან ერთად, სწავლება და წვრთნები ნაყოფიერად განაგრძოს ან კიდევ უფრო გააძლიეროს“, - განუცხადა კორტნიმ Europetime-ს. ინტერვიუ უილიამ კორტნისთან
NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები ტრანსფორმირდება და გაფართოვდება 300 000-ზე მეტი პერსონალით. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ჩვენ გარდაქმნით NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს (NRF) და გავზრდით მასში ჩართული ჯარისკაცების რაოდენობას 300 000-ზე მეტ ადამიანამდე“, - თქვა ბლოკის ხელმძღვანელმა ბრიუსელში NATO-ს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე მადრიდში NATO-ს სამიტის წინ. სტოლტენბერგმა ასევე გაახმაურა NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ხარჯების უახლესი მონაცემები. „ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ ზედიზედ მერვე წელია გაზარდეს თავდაცვის ხარჯები. მიმდინარე წლის ბოლომდე $350 მილიარდზე მეტის დახარჯვა იგეგმება ალიანსის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
დღეს NATO-ს სამიტი იწყება
NATO-ს ლიდერები მადრიდში, ესპანეთში იკრიბებიან, რათა განიხილონ ალიანსის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი გამოწვევბი. მადრიდის სამიტი განსაზღვრავს NATO-ს სტრატეგიულ მიმართულებას მომდევნო ათწლეულისთვის და შემდგომში, რაც უზრუნველყოფს ალიანსის ადაპტაციას ცვალებად სამყაროსთან და მილიარდი ადამიანს უსაფრთხოების დაცვას. როგორ იმოქმედა რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა შეჭრამ უკრაინაში და ევროპაში უსაფრთხოების ახალმა რეალობამ NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის მიდგომაზე? რას აკეთებს ალიანსი სხვა გამოწვევების გადასაჭრელად, როგორიცაა ჩინეთის მზარდი გავლენა და უსაფრთხოებაზე გავლენის შედეგები? რა შედის NATO-ს მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაში, როგორია ალიანსის მომავალი ადაპტაციის გეგმა უფრო კონკურენტუნარიან სამყაროში, სადაც ავტორიტარული ძალები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე. ეს მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებსაც NATO-ს ლიდერები მადრიდის სამიტზე განიხილავენ. მადრიდის სამიტთან ერთად, საჯარო ფორუმი გაიმართება, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს ალიანსის მომავლის შესახებ დისკუსიისთვის იწვევს. მას მასპინძლობს ოთხი წამყვანი სამოქალაქო ორგანიზაცია - ელკანოს სამეფო ინსტიტუტი, გერმანიის მარშალის ფონდი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია და ატლანტიკური საბჭო - საჯარო ფორუმზე გამოვლენ ექსპერტები და გადაწყვეტილების მიმღებები მთელი მსოფლიოდან. NATO სამიტზე ჩვენ განვაცხადებთ, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის - სტოლტენბერგი ესპანეთი სამიტს მასპინძლობს NATO-ში გაწევრიანების 40 წლისთავზე. ესპანეთი გახდა მე-16 ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ალიანსს 1982 წლის 30 მაისს. მადრიდში, NATO-ს სამიტზე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს შეკავებას და თავდაცვას; დავეთანხმებით უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში; შევთანხმდებით NATO-ს მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მომავალი ადაპტაციის გეგმას გაზრდილი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში ავტორიტარულ ძალებთან, როგორიცაა ჩინეთი; და ჩვენ შევთანხმდებით, რომ რისკის ქვეშ მყოფ ჩვენს პარტნიორებს შემდგომი, მათზე მორგებული დახმარება გავუწიოთ. ჩვენ ვალდებულებას ავიღებთ, კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან აზია-წყნარ ოკეანეში და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში. NATO მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 40,000-დან 300 000-მდე გაზრდის ჩვენ ასევე განვიხილავთ პროგრესს ტვირთის განაწილების მიმართულებით, რადგან ცხადია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინვესტიციები ჩვენს თავდაცვაში და ერთად უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ NATO-ში. მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას, რომლებიც ერთად მუშაობენ ძლიერ NATO-ში, შეუძლიათ ჩვენი მილიარდი ადამიანის დაცვა უფრო საშიშ სამყაროში. NATO-ს პარტნიორების მონაწილეობა ასევე იქნება ჩვენი სამიტის გამორჩეული მახასიათებელი ნიშანი მადრიდში. პრეზიდენტი ზელენსკი მადრიდის სამიტზე NATO-ს ლიდერებს სიტყვით მიმართავს და პრემიერი ღარიბაშვილიც იქნება მიწვეული ერთ-ერთ სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რაც ცხადყოფს ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას. მონაწილეობის მოსაწვევები ასევე გაეგზავნათ ფინეთს, შვედეთსა და ევროკავშირს, ასევე, ჩვენს აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებს, ავსტრალიას, იაპონიას, ახალ ზელანდიას და კორეის რესპუბლიკას“, - განუცხადა ექსკლუზიურად Europetime-ს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ. შეგახსენებთ, 27 ივნისს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს. „საქართველო და ევროკავშირი ასევე მიიღებენ მონაწილეობას ალიანსის სამიტში. ჩვენ ასევე გავაღრმავებთ თანამშრომლობას NATO-ს უახლოეს პარტნიორებთან. მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორების, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე, ტუნისისა და მავრიტანიისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. უფრო ადრე, ამ მოსალოდნელი მხარდამჭერი პაკეტის დამტკიცების შესახებ, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ ჯერ კიდევ 23 ივნისს ისაუბრა. „უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ დახმარება ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიცაა, საქართველო, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებს და ზეწოლას. ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან ახალი ინსტრუმენტების ან სისტემების შექმნის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში. ჩვენ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ, თუ რას უნდა მოიცავდეს ეს ზომები უფრო დეტალურად და ველოდებით მათ მიღებას მადრიდის სამიტზე“, - განუცხადა ხავიერ კოლომინამ Europetime-ს. ცნობისთვის, სამიტზე მიწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სამიტს წინასწარი ინფორმაციით, ვიდეოჩართვით დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში, NATO-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამს დაესწრო
მადრიდში, ესპანეთის მეფის ფილიპე VI-ს სახელით, NATO-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ ვახშამი გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ესპანეთის მეფემ ფილიპე VI -მ. NATO-სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს
მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში, NATO-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამს დაესწრო მთავრობის მეთაური ესპანეთის მეფის მიერ ნატოს სამიტის ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს დაესწრო, რომელსაც ესპანეთის მეფე ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია მასპინძლობდნენ. „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტის ფარგლებში, მერგო პატივი ესპანეთის მეფის მიერ ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს დავსწრებოდი, რომელსაც მათი უდიდებულესობები ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია მასპინძლობდნენ. მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში, NATO-ს სამიტში მონაწილეობს.
ბორის ჯონსონი: გლობალური გამოწვევების აღმოფხვრასა და უფრო უსაფრთხო მსოფლიოს შენების საქმეში, ბრიტანეთი ყოველთვის ისტორიულ როლს თამაშობდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გლობალური გამოწვევების აღმოფხვრასა და უფრო უსაფრთხო მსოფლიოს შენების საქმეში, ბრიტანეთი ყოველთვის ისტორიულ როლს თამაშობდა. ამის შესახებ ჯონსონმა მადრიდში, NATO-ს სამიტის მიმდინარეობისას განაცხადა. „მოვუწოდებ პარტნიორ სახელმწიფოებს, რომ განაგრძონ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა. გლობალური გამოწვევების აღმოფხვრასა და უფრო უსაფრთხო მსოფლიოს შენების საქმეში, ბრიტანეთი, როგორც ალიანსის წევრი, ყოველთვის ისტორიულ როლს თამაშობდა“, - აღნიშნა ჯონსონმა. თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ. მადრიდის სამიტი განსაზღვრავს NATO-ს სტრატეგიულ მიმართულებას მომდევნო ათწლეულისთვის და შემდგომში, რაც უზრუნველყოფს ალიანსის ადაპტაციას ცვალებად სამყაროსთან და მილიარდი ადამიანს უსაფრთხოების დაცვას. როგორ იმოქმედა რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა შეჭრამ უკრაინაში და ევროპაში უსაფრთხოების ახალმა რეალობამ NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის მიდგომაზე? რას აკეთებს ალიანსი სხვა გამოწვევების გადასაჭრელად, როგორიცაა ჩინეთის მზარდი გავლენა და უსაფრთხოებაზე გავლენის შედეგები? რა შედის NATO-ს მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაში, როგორია ალიანსის მომავალი ადაპტაციის გეგმა უფრო კონკურენტუნარიან სამყაროში, სადაც ავტორიტარული ძალები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე. ეს მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებსაც NATO-ს ლიდერები მადრიდის სამიტზე განიხილავენ. მადრიდის სამიტთან ერთად, საჯარო ფორუმი გაიმართება, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს ალიანსის მომავლის შესახებ დისკუსიისთვის იწვევს. მას მასპინძლობს ოთხი წამყვანი სამოქალაქო ორგანიზაცია - ელკანოს სამეფო ინსტიტუტი, გერმანიის მარშალის ფონდი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია და ატლანტიკური საბჭო - საჯარო ფორუმზე გამოვლენ ექსპერტები და გადაწყვეტილების მიმღებები მთელი მსოფლიოდან. NATO სამიტზე ჩვენ განვაცხადებთ, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის - სტოლტენბერგი ესპანეთი სამიტს მასპინძლობს NATO-ში გაწევრიანების 40 წლისთავზე. ესპანეთი გახდა მე-16 ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ალიანსს 1982 წლის 30 მაისს. მადრიდში, NATO-ს სამიტზე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს შეკავებას და თავდაცვას; დავეთანხმებით უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში; შევთანხმდებით NATO-ს მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მომავალი ადაპტაციის გეგმას გაზრდილი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში ავტორიტარულ ძალებთან, როგორიცაა ჩინეთი; და ჩვენ შევთანხმდებით, რომ რისკის ქვეშ მყოფ ჩვენს პარტნიორებს შემდგომი, მათზე მორგებული დახმარება გავუწიოთ. ჩვენ ვალდებულებას ავიღებთ, კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან აზია-წყნარ ოკეანეში და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში. NATO მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 40,000-დან 300 000-მდე გაზრდის ჩვენ ასევე განვიხილავთ პროგრესს ტვირთის განაწილების მიმართულებით, რადგან ცხადია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინვესტიციები ჩვენს თავდაცვაში და ერთად უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ NATO-ში. მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას, რომლებიც ერთად მუშაობენ ძლიერ NATO-ში, შეუძლიათ ჩვენი მილიარდი ადამიანის დაცვა უფრო საშიშ სამყაროში. NATO-ს პარტნიორების მონაწილეობა ასევე იქნება ჩვენი სამიტის გამორჩეული მახასიათებელი ნიშანი მადრიდში. პრეზიდენტი ზელენსკი მადრიდის სამიტზე NATO-ს ლიდერებს სიტყვით მიმართავს და პრემიერი ღარიბაშვილიც იქნება მიწვეული ერთ-ერთ სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რაც ცხადყოფს ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას. მონაწილეობის მოსაწვევები ასევე გაეგზავნათ ფინეთს, შვედეთსა და ევროკავშირს, ასევე, ჩვენს აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებს, ავსტრალიას, იაპონიას, ახალ ზელანდიას და კორეის რესპუბლიკას“, - განუცხადა ექსკლუზიურად Europetime-ს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ. შეგახსენებთ, 27 ივნისს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს. „საქართველო და ევროკავშირი ასევე მიიღებენ მონაწილეობას ალიანსის სამიტში. ჩვენ ასევე გავაღრმავებთ თანამშრომლობას NATO-ს უახლოეს პარტნიორებთან. მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორების, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე, ტუნისისა და მავრიტანიისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. უფრო ადრე, ამ მოსალოდნელი მხარდამჭერი პაკეტის დამტკიცების შესახებ, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ ჯერ კიდევ 23 ივნისს ისაუბრა. „უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ დახმარება ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიცაა, საქართველო, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებს და ზეწოლას. ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან ახალი ინსტრუმენტების ან სისტემების შექმნის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში. ჩვენ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ, თუ რას უნდა მოიცავდეს ეს ზომები უფრო დეტალურად და ველოდებით მათ მიღებას მადრიდის სამიტზე“, - განუცხადა ხავიერ კოლომინამ Europetime-ს. ცნობისთვის, სამიტზე მიწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტის მონაწილეებს ვიდეოჩართვით მიმართავს.
ზელენსკი NATO-ს სამიტზე: რუსეთი უნდა იყოს იზოლირებული
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი არ უნდა იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა განადგურებაც სურს. რუსეთი უნდა იყოს იზოლირებული. ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სამიტზე სიტყვით ვიდეოჩართვის საშუალებით წარსდგა. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, ამიტომ, უკრაინის ადგილი უსაფრთხოების საერთო სივრცეში უნდა მოიძებნოს. ზელენსკი NATO-ს სამიტის მონაწილეებს: უკრაინამ რუსეთის არტილერიის უპირატესობა უნდა დაძლიოს, რათა თავიდან აიცილოს ომის გაჭიანურება „რუსეთი უნდა იყოს იზოლირებული. ის არ უნდა იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა განადგურებაც სურს. არ უნდა იყოს დიალოგი, რომელსაც აზრი არ აქვს, სანამ არ იქნება აღქმა, რომ ამ მოსკოვი ამ დიალოგისკენ ისწრაფვის. მან [რუსეთი] თავად უნდა ეძებოს დიალოგის გზა“, - განაცხადა ზელენსკიმ. NATO-სამიტი მადრიდში, 2022 წლის 28-30 ივნისს იმართება. სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები განიხილავენ გზებს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებისა და ალიანსის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას უსაფრთხოების ახალ გარემოში, რომელიც რუსეთის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრით შეიქმნა.
დმიტრო კულება: NATO-მ დაამტკიცა, რომ შეუძლია რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით NATO-ს მკაფიო პოზიციას მიესალმა. NATO-მ ახალ სტრატეგიულ კონცეფციას მხარი დაუჭირა - რუსეთი წარმოადგენს „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს“ ჩვენი უსაფრთხოებისთვის - იენს სტოლტენბერგი „დღეს მადრიდში NATO-მ დაამტკიცა, რომ შეუძლია რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ მივესალმებით მკაფიო პოზიციებს რუსეთის მიმართ, ისევე როგორც ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას. თანაბრად ძლიერი და აქტიური პოზიცია უკრაინის მიმართ, ხელს შეუწყობს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვას“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა.
ზელენსკი NATO-ს სამიტის მონაწილეებს: უკრაინამ რუსეთის არტილერიის უპირატესობა უნდა დაძლიოს, რათა თავიდან აიცილოს ომის გაჭიანურება
უკრაინას სჭირდება თანამედროვე სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები და ასეთი სისტემების მიწოდება დაარღვევს ქალაქების განადგურებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის ტაქტიკას. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადრიდში NATO-ს სამიტზე გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი ბრძოლის ველზე პირველ რიგში არტილერიას ეყრდნობა. ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია რუსეთის საარტილერიო უპირატესობის დაძლევა, რათა არ მოხდეს ომის გაჭიანურება და ამ მიზნით უკრაინას გაცილებით მეტი ასეთი თანამედროვე სისტემები, თანამედროვე არტილერია სჭირდება. „ეს ფუნდამენტური რამ არის. მანძილი კიევიდან მადრიდამდე ნაკლებია, ვიდრე დღეს ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული რაკეტების დიაპაზონი. შეუძლია თუ არა ერთ სახელმწიფოს უპასუხოს ასეთ საფრთხეს პარტნიორების დახმარების გარეშე? თქვენ შეგიძლიათ, უზრუნველყოთ ეს დახმარება. ჩვენ მადლობელი ვართ იმ დახმარებისთვის, რომელიც უკვე გაგვიწიეთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე იარაღით დახმარება. მისი განცხადებით, ახლა ქვეყანას თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი სჭირდება და ეს ასევე ფუნდამენტური საკითხია. „უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ უკრაინასთან ერთადაა შესაძლებელი. ახლა მხოლოდ ერთ ფაქტზე დაფიქრდით: დღეს NATO-ს არაწევრი ქვეყანა, თუმცა თქვენი მხარდაჭერით, ოთხ თვეზე მეტია, აკავებს სახელმწიფოს, რომელსაც თქვენ ყველა, ოფიციალურად ასახელებთ თქვენს მთავარ საფრთხედ. ჩვენ ვაკავებთ რუსეთს ჩვენი განადგურებისგან და თქვენი განადგურებისგან“, - აღნიშნა ზელენსკიმ. NATO-სამიტი მადრიდში, 2022 წლის 28-30 ივნისს იმართება. სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები განიხილავენ გზებს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებისა და ალიანსის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას უსაფრთხოების ახალ გარემოში, რომელიც რუსეთის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრით შეიქმნა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს მადრიდის სამიტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დელეგაციასთან ერთად, მადრიდის სამიტის ფარგლებში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც, ალიანსის წევრი ქვეყნების გარდა, ფინეთის, შვედეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის ლიდერები და ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან, მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად საბჭოს სხდომაზე განხილულ იყო არსებული გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის წინაშე წარმოქმნილი გამოწვევები და ევროატლანტიკურ სივრცეში შექმნილი უსაფრთხოების გარემო. ხაზი გაესვა NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების აუცილებლობას, რათა ერთობლივად ხელი შეეწყოს სამართლის ნორმებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებას. სხდომაზე ასევე განიხილეს უკრაინაში განვითარებული მოვლენები. ხაზი გაესვა მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე უკრაინის დახმარების მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე და არსებულ ვითარებაში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოსა და NATO-ს შორის უკანასკნელი წლების განმავლობაში განვითარებული უპრეცედენტოდ მაღალი დონის პრაქტიკული თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ რეფორმების განხორციელების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი პოზიტიურად აისახება საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. მადრიდის სამიტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღეს, მათ შორის: NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია - 2030, სამიტის კომუნიკე და „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“. აღსანიშნავია, რომ სამივე დოკუმენტი შეიცავს საქართველოსთვის კრიტიკულ ყველა საკითხს. კერძოდ, დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, აღნიშნულია NATO-ს ღია კარის პოლიტიკა, საქართველოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი და დადასტურებულია ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს თემატიკა დეტალურადაა ასახული NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, რაც ალიანსისთვის მომდევნო ათი წლის განმავლობაში სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება. აღსანიშნავია „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“, რომელიც სამიტზე დაამტკიცეს და რომელიც შეიცავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებისა და ამ პროცესში NATO-ს კიდევ უფრო ქმედითი ჩართულობის კონკრეტულ ღონისძიებებს.
NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია ადასტურებს უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას
NATO-ს ახალ, სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტში დადასტურებულია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკა. აღნიშნულია, რომ „ძლიერი, დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობისთვის“. „იმ ქვეყნების უსაფრთხოება, რომლებიც ისწრაფვიან გახდნენ ალიანსის წევრები, გადაჯაჭვულია ჩვენს უსაფრთხოებასთან. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მათ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაძლიერებთ პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას მათთან, ვინც მიზნად ისახავს ალიანსში გაწევრიანებას, დავეხმარებით მათ, გააძლიერონ მდგრადობა მავნე ჩარევის წინააღმდეგ, ასევე, გავაძლიერებთ მათ შესაძლებლობებსა და პრაქტიკულ მხარდაჭერას ამ ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორობის განვითარებას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, საქართველოსა ევროატლანტიკური მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ ჩვენი საერთო ინტერესის წინსვლისთვის. ვადასტურებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში. მისივე თანახმად, პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და სარგებელს, ხელს უწყობს სტაბილურობას ალიანსის საზღვრებს მიღმა, აძლიერებს ქვეყნების შიდაუსაფრთხოებას და მხარს უჭერს NATO-ს ძირითად ამოცანებს. „რუსეთის ფედერაციის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ დაარღვია მშვიდობა და სერიოზულად შეცვალა ჩვენი უსაფრთხოების გარემო. მისმა სასტიკმა და უკანონო შეჭრამ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განმეორებითმა დარღვევამ და საზარელმა თავდასხმებმა და სისასტიკეებმა გამოიწვია ენით აუწერელი ტანჯვა და ნგრევა. ძლიერი, დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობისთვის. მოსკოვის ქცევა ასახავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს მისი მეზობლებისა და უფრო ფართო ტრანსატლანტიკური საზოგადოების წინააღმდეგ.ჩვენ ასევე ვაწყდებით ტერორიზმის მუდმივ საფრთხეს, მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით. არსებული არასტაბილურობა, მზარდი სტრატეგიული კონკურენცია და ავტორიტარიზმის წინსვლა ალიანსის ინტერესებსა და ღირებულებებს უპირისპირდება“, - ვკითხულობთ NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციაში. მანამდე, უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „უკრაინას შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს - რამდენ ხანსაც სჭირდება. მოკავშირეები გააგრძელებენ დიდ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. დღეს კი ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის ყოვლისმომცველ პაკეტზე შეთანხმებით. ეს მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციებს, საწვავს, სამედიცინო მარაგს და ჯავშანჟილეტებს. აღჭურვილობას ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ და ასობით პორტატულ (anti-drone) სისტემას. ლიდერების გზავნილი შეხვედრაზე იყო არამხოლოდ ძალიან ძლიერი მხარდაჭერის გამოხატულება, არამედ რეალურად გამოაცხადეს იმ დამატებითი სისტემების, იარაღის, აღჭურვილობის შესახებ, რომლებსაც NATO-ს მოკავშირეები ახლა აწვდიან უკრაინას. ჩვენი ყურადღება ახლა უკრაინის მხარდაჭერისკენაა მიმართული. ეს ომი, როგორც სხვა ომების უმეტესობა გარკვეულ ეტაპზე, დასრულდება მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს პირობებზე შეთანხმების მიღწევა, რაც უკრაინისთვისაა მისაღები. ჩვენს ფოკუსშია უკრაინის მხარდაჭერა ბრძოლის ველზე მრავალი სხვადასხვა ტიპის ლეტალური და არალეტალური მხარდაჭერით. ჩვენ დღეს ვაჩვენეთ, რომ NATO-ს კარი ღია რჩება. ჩვენ ასევე ვიმეორებთ ბუქარესტში მიღებულ გადაწყვეტილებას უკრაინის წევრობის შესახებ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ინფორმაციისთვის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე NATO-ს ლიდერებმა მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი აქტიური საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. მადრიდში, 28-30 ივნისს NATO-ს სამიტი იმართება. სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები განიხილავენ გზებს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გასაძლიერებლად. ოთხშაბათს, NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია დაამტკიცეს.
NATO: ბელორუსმა უნდა დაასრულოს თანამონაწილეობა ომში
რუსეთმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო, შეუფერხებელი და მდგრადი ჰუმანიტარული წვდომა რუსეთმა მიზანმიმართულად გაამწვავა სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი, რამაც გავლენა მოახდინა მილიარდობით ადამიანზე მთელ მსოფლიოში მოკავშირეები მუშაობენ მარცვლეულის ექსპორტის გასააქტიურებლად და გლობალური სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად მადრიდის სამიტის დეკლარაციაში ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ომი და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. ბელორუსმა კი უნდა დაასრულოს თანამონაწილეობა ამ ომში. „ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ უმკაცრესად. ეს ძირს უთხრის საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. რუსეთის შემზარავმა სისასტიკემ გამოიწვია უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა და ხალხის მასობრივი, იძულებით გადაადგილება, რამაც არაპროპორციულად იმოქმედა ქალებსა და ბავშვებზე. რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. რუსეთმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო, შეუფერხებელი და მდგრადი ჰუმანიტარული წვდომა. მოკავშირეები მუშაობენ საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, რათა ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ, მათ შორის კონფლიქტებთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაზე პასუხისმგებელნი. მადრიდის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ზოგიერთი პუნქტი საქართველოს ეთმობა რუსეთმა ასევე მიზანმიმართულად გაამწვავა სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი, რამაც გავლენა მოახდინა მილიარდობით ადამიანზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის მისი სამხედრო მოქმედებებით. მოკავშირეები მჭიდროდ მუშაობენ, რათა მხარი დაუჭირონ საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გასააქტიურებლად და გლობალური სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის ტყუილებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და უარვყოფთ მის უპასუხისმგებლო რიტორიკას. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. ბელორუსმა უნდა დაასრულოს თანამონაწილეობა ამ ომში“, - აღნიშნულია დეკლარაციის ტექსტში. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა.
კელი დეგნანი: ომში ჩათრევის შესახებ ნარატივი FSB-ს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა
„როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვაზე, მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ის არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. აშშ აკეთებს ყველაფერს, რათა ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროს. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩმა თავდაპირველად, NATO-ს მადრიდის სამიტთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. „საქართველო NATO-ს ძლიერი პარტნიორია. ეს გამოჩნდა იმ მაღალი დონის დელეგაციითაც, რომელიც საქართველოდან მადრიდის სამიტს დაესწრო. ამ სამიტზე გამოჩნდა ისიც, რამდენად ძლიერია ალიანსის ერთობა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სასტიკი ომის წინაშე. ეს იყო დადასტურება NATO-ს მიზნებისა, რომელიც თავდაცვითი ალიანსია და ემსახურება მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ევროპაში და მის მიღმა. ბევრი რეფორმა პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვისაა მოთხოვნილი. ამ რეფორმების შესრულება წაადგება NATO-ში ინტეგრაციის პროცესსაც, რადგან იგივე პოლიტიკური, დემოკრატიული რეფორმებია მოთხოვნილი. უნდა გვახსოვდეს, რომ NATO არის პოლიტიკური სამხედრო ალიანსი, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური სტანდარტები. აშშ და მისი მოკავშირეებს მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს იმ პროგრესის მიღწევაში, რაც წევრობისთვის დაეხმარება. კელი დეგნანი: ის რომ, თითქოს, აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვაზე, მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. აშშ აკეთებს ყველაფერს, რათა ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროს. ეს იყო პუტინი, რომელმაც წამოიწყო ეს აგრესიული და ძალადობრივი ომი უკრაინის წინააღმდეგ და სწორედ პუტინს შეუძლია მისი შეჩერება. აშშ, ევროპა, საქართველოს მეგობრები, რომლებმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გავაკეთეთ ყველაფერი, რათა დავხმარებოდით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. რუსეთია ის, ვინც სცადა თქვენი ენის განადგურება, რუსეთია, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები და გამოიყენა ისინი ცხოველების სადგომებად. თუ არსებობს რაიმე კითხვები, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთვის, მაშინ უბრალოდ უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს და ნახავთ. თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან. ეს არის გზა საქართველოს მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. კელი დეგნანი: რუსეთი იყო ის, ვინც ცდილობდა ქართული ენის განადგურებას, რუსეთი იყო ის, ვინც შეურაცხყო ეკლესიები „მე ეფესბეს სახელმძღვანელო წაკითხული არ მაქვს. არ ვიცი, ვის რა აქვს წაკითხული", - განუცხადა თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც კელი დეგნანის კომენტარის შეფასება სთხოვეს.
აშშ: საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია - ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის ასამაღლებლად
ექსკლუზივი NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით. სამიტზე მოწვეულნი არიან სხვა ახლო პარტნიორებიც, საქართველოს ჩათვლით. რა თვალსაზრისით შეიძლება, მათთვის მნიშვნელოვანი გახდეს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებები - ამ საკითხებთან დაკავშირებით, NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, Europetime-მა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა. სახლმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ აშშ მხარს უჭერს NATO-სკენ საქართველოს სწრაფვას და ამავე დროს მოუწოდებს საქართველოს ოფიციალურ პირებს, წინ წაწიონ არსებითი მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია NATO-ში გაწევრიანებისთვის. „ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან, პრიორიტეტად დაისახა მსოფლიო ასპარეზზე ამერიკის ლიდერობის აღდგენა და ჩვენი ალიანსების აღორძინება მათ შორის, NATO-ს გაძლიერებით. ნაწილობრივ მისი ლიდერობით, NATO ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის იყო ათწლეულების განმავლობაში. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელის ამ ერთიანობის გამოვლენას ივლისში, ვილნიუსის სამიტზე. საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია - ეს არის კატეგორია, რომელიც განკუთვნილია NATO-ს უახლოესი პარტნიორებისთვის, რომლებიც მსახურობდნენ ამერიკელ და NATO-ს სხვა ჯარებთან ერთად. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის შენებისთვის და მოუწოდებს ქართველ ოფიციალურ პირებს, წინ წაწიონ არსებითი მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია NATO-ში გაწევრიანებისთვის,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს და მთავრობას „არსებითი მნიშვნელობის“ რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს ცნობისთვის, საქართველო ერთ-ერთია იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომლებიც სარგებლობენ მოკავშირეებთან დიალოგისა და თანამშრომლობის გაზრდილი შესაძლებლობებით (ე. წ. „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორები'), რაც განპირობებულია NATO-ს ოპერაციებსა და ალიანსის სხვა მიზნებში მათ მიერ შეტანილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილით. გაძლიერებული შესაძლებლობების დანარჩენი პარტნიორები არიან ავსტრალია, იორდანია, შვედეთი და უკრაინა. ვილნიუსის სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, საქართველოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი. „სამიტისას მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,“ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, 7 ივლისს განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-საქართველოს ურთიერთობები
კულება: ვილნიუსის სამიტის შემდეგ, NATO-სკენ უკრაინის გზა აუცილებლად შემოკლდება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინის შესახებ გარკვეული გადაწყვეტილებები უკვე შეთანხმებულია. უკრაინული მედიის ცნობით, დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ Threads-ში დაწერა, რომ მიუხედავად ყველა სკეპტიკოსისა და ოპონენტისა, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხში უკრაინა წინ მიიწევს. „უკვე შეთანხმებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინისა და NATO-სთვის. სამიტის შემდეგ ალიანსისკენ ჩვენი გზა აუცილებლად შემოკლდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, გვითხრეს, რომ არ იქნებოდა და ჩვენ კი ეს, ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან ერთად გავაკეთეთ“, - დაწერა კულებამ. კულებამ პარტნიორებს სთხოვა, უკრაინის ალიანსში შესვლის პროცედურა უფრო მკაფიო გახადონ. „NATO-სთვის, ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ნიშნავს პუტინისთვის საჩუქრის გაკეთებას იმ დროს, როდესაც მასზე ყველა ფრონტზე ზეწოლა უნდა მოახდინონ. მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდება“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები
რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით
NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ცნობილია, რომ უკრაინის NATO-ში ინტეგრაციას დეკლარაციაზე ხელმოწერით 23-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. Europetime-მა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით შეკრიბა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელმაც ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით. ბოლო სახელმწიფოები, რომლებმაც მსგავსი დეკლარაცია გააფორმეს, კანადა, ესპანეთი, ბულგარეთი და პორტუგალია არიან. უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს სკანდინავიის ქვეყნებმა - დანიამ, ისლანდიამ, ნორვეგიამ, ფინეთმა და შვედეთმა. ასევე, იტალიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ბელგიამ. უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი მაისში ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობის ფარგლებში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერი დეკლარაციები იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან ერთად მიიღო. პოლონეთმა და ლიეტუვამ 28 ივნისს კიევში ვიზიტისას მხარი დაუჭირეს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. ლიეტუვის გარდა, მსგავსი დეკლერაცია გაფორმდა ბალტიისპირეთის კიდევ ორ სახელმწიფოსთან - ლატვიასთან და ესტონეთთან. უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს შავი ზღვისპირა ქვეყანა - რუმინეთი. ჩეხეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინასთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ დეკლარაციას მოაწერა ხელი. კიევის მიმართ მხარდაჭერა ასევე დააფიქსირეს სლოვაკეთმა, სლოვენიამ და მონტენეგრომ. ყველა სახელმწიფო, რომელმაც ხელი მოაწერა მითითებულ დეკლარაციას, მხარს არ უჭერს უკრაინის NATO-ში სწრაფ გაწევრიანებას. ზოგიერთი შეთანხმდა, რომ ის მხოლოდ გაიმეორებს ალიანსის ოფიციალურ პოზიციას, რომ უკრაინას აქვს ევროატლანტიკური მომავალი და ქვეყანა მომავალში შეუერთდება NATO-ს. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები
დაესწრება თუ არა ზელენსკი NATO-ს სამიტს
11-12 ივლისს ვილნიუსის NATO-ს სამიტზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინა უკრაინულ მედიასთან ამბობს, რომ საბოლოო დოკუმენტები განსაზღვრავს, დაესწრება თუ არა პრეზიდენტი სამიტს. „ჩვენ მთელი ეს კვირა და წინა თვეები გავატარეთ ჩვენს მოკავშირეებთან კომუნიკაციაში. პრეზიდენტს ჰქონდა რამდენიმე ვიზიტი. ჩავიდა თურქეთში შესაბამისი მოლაპარაკებების საწარმოებლად და მისი როლი, ვფიქრობ, ასევე გადამწყვეტი იქნება იმ გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც შეიძლება, მიღებული იყოს შვედეთთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობთ, მეგობრებზეც ვფიქრობთ.“ მოლაპარაკებები, რომელსაც [პრეზიდენტის მრჩეველი ანდრი] ერმაკი აწარმოებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, გრძელდება. საბოლოო დოკუმენტებზე მუშაობა გრძელდება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“, - აღნიშნა სტეფანიშინამ. სამიტში მონაწილეობის შესახებ დასმულ შეკითხვას თავად ზელენსკიმაც უპასუხა. ABC news-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები, ვიდრე ის NATO-ში არ არის - მხოლოდ ასეთ პირობებში ექნებოდა შეხვედრას აზრი. ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. ასევე წაიკითხეთ: რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები
ბლინკენმა და კულებამ NATO-ს სამიტის წინ სატელეფონო საუბარი გამართეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მხარეებმა რომლის NATO-ს სამიტისა და უკრაინის არმიის კონტრიერიშის შესახებ იმსჯელეს. „უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან მქონდა მნიშვნელოვანი საუბარი ამ კვირის NATO-ს სამიტის წინ“, - წერს ბლინკენი Twitter-ზე. თავის მხრივ, დმიტრო კულებამ ამავე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სატელეფონო საუბრის მიზანი სამიტის თაობაზე დეტალების განხილვა იყო. სამიტი ვილნიუსში 11 ივლისს იწყება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ორმა დიპლომატმა უკრაინის არმიის პროგრესი კონტრშეტევაში და ასევე, მზადება ვილნიუსის სამიტისთვის. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები მდივანმა ასევე გაიმეორა, რომ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და უსაფრთხოების მუდმივი დახმარება გრძელდება, რადგან უკრაინა აგრძელებს თავის დაცვას რუსეთის აგრესიისგან.
დმიტრო კულებას თქმით, უკრაინას NATO-ში გაწევრიანების გზაზე MAP-ი აღარ დასჭირდება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის გაწევრიანების გზიდან წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ამოღებაზე. კულებას თქმით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზას ამოკლებს. „მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას NATO-სკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია გაწევრიანებისთვის უკრაინის მიწვევის შესახებ სიცხადისთვის“, - წერს კულება Twitter-ზე. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა უფრო ადრე, ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინა უკრაინულ მედიასთან ამბობდა, რომ კიევი აქტიურ კომუნიკაციაში იყო მოკავშირეებთან. „მოლაპარაკებები, რომლებსაც [პრეზიდენტის მრჩეველი ანდრი] ერმაკი აწარმოებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, გრძელდება. საბოლოო დოკუმენტებზე მუშაობა გრძელდება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,“ - განაცხადა სტეფანიშინამ. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი 9 ივლისს აცხადებდა, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ, NATO-სკენ უკრაინის გზა აუცილებლად შემოკლდება. ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით
ზელენსკი ვილნიუსში, სამიტის ფარგლებში NATO-უკრაინის საბჭოს პირველ შეხვედრას შეუერთდება - სტოლტენბერგი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს უკრაინა-NATO საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრაში, რომელიც 12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში გაიმართება. ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორშაბათს ვილნიუსში სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ასევე გავაუმჯობესებთ ჩვენს პოლიტიკურ კავშირებს. პრეზიდენტი ზელენსკი შემოგვიერთდება NATO-უკრაინის ახალი საბჭოს საინაუგურაციო სხდომაზე“, - განაცხადა ნატოს ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, მაგრამ სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ სამიტზე იქნება ერთიანობა და ძლიერი გზავნილი უკრაინასთან დაკავშირებით.
სტოლტენბერგის თქმით, MAP-ის გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები გრძელდება
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოლაპარაკებები NATO-ს სამიტის საბოლოო დეკლარაციაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ მის ფორმულირებაზე საუბარი ნაადრევია. ორშაბათს ვილნიუსში, სამიტის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების თხოვნით, მან კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას ტვიტზე, რომ მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს და უკრაინას ალიანსში გაწევრიანების გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმა აღარ დასჭირდება. „კონსულტაციები გრძელდება და დღეს სხვა შეხვედრები იქნება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მოკავშირე შეთანხმდება ძალიან მკაფიო მესიჯზე, როდესაც საქმე უკრაინას ეხება. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ერთიანობა და ძლიერი გზავნილი უკრაინასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მან გაიხსენა ოსლოში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა, რომლის დროსაც უკრაინას 3-ნაწილიანი პაკეტი შესთვაზეს. „ოსლოში, არაფორმალურ მინისტერიალზე წარვადგინე პაკეტი, რომელიც მოიცავდა სამ ელემენტს. პირველი იყო, რომ ყოფილიყო პრაქტიკული დახმარების პროგრამა, მომხდარიყო უკრაინისა და NATO-ს ძალების სრული თავსებადობა, რაც დააახლოებს უკრაინას NATO-სთან; მეორე იყო NATO-უკრაინის საბჭოს შექმნა; ხოლო მესამე ელემენტი იყო MAP-ის მოთხოვნის ამოღება, რაც უკრაინისთვის გაწევრიანების პროცესს, ორსაფეხურიანის ნაცვლად, ერთსაფეხურიანს გახდის. ახლა ჩვენ განვიხილავთ ამ პაკეტს, ამ ელემენტებს და ვცდილობთ, შევთანხმდეთ კონკრეტულ ფორმულირებაზე. არ მოვყვები დეტალებს, მაგრამ მივესალმები, რომ ვმუშაობთ ამ პაკეტის გარშემო. დარწმუნებული ვარ, კარგი, პოზიტიური და ძლიერი გზავნილი გვექნება, როცა ლიდერები შეიკრიბებიან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის გაწევრიანების გზიდან წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ამოღებაზე. კულებას თქმით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზას ამოკლებს. „მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას NATO-სკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია გაწევრიანებისთვის უკრაინის მიწვევის შესახებ სიცხადისთვის“, - წერს კულება Twitter-ზე. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა უფრო ადრე, ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინა უკრაინულ მედიასთან ამბობდა, რომ კიევი აქტიურ კომუნიკაციაში იყო მოკავშირეებთან. „მოლაპარაკებები, რომლებსაც [პრეზიდენტის მრჩეველი ანდრი] ერმაკი აწარმოებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, გრძელდება. საბოლოო დოკუმენტებზე მუშაობა გრძელდება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,“ - განაცხადა სტეფანიშინამ. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი 9 ივლისს აცხადებდა, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ, NATO-სკენ უკრაინის გზა აუცილებლად შემოკლდება. ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით
NATO რუსეთის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვის გეგმაზე შეთანხმდა - Reuters
NATO რუსეთის ფედერაციის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვის გეგმაზე შეთანხმდა. Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალიანსის წევრებმა მიაღწიეს შეთანხმებას რეგიონული გეგმების შესახებ, რომელშიც დაწვრილებით არის გაწერილი, რას მოიმოქმედებს ალიანსი რუსეთის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ამ გეგმების დამტკიცებას თურქეთი ბლოკავდა ისეთი გეოგრაფიული ადგილების ფორმულირების გამო, როგორიცაა, მაგალითად, კვიპროსი. „ათწლეულების განმავლობაში NATO თავდაცვის მსხვილმასშტაბიანი გეგმის საჭიროებას ვერ ხედავდა, რადგან მხოლოდ მცირე საომარი მოქმედები ჰქონდა ავღანეთსა და ერაყში და პოსტსაბჭოური რუსეთიდან რეალურ საფრთხეს ვერ ხედავდა, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, ალიანსმა გადახედა თავის პოზიციას და სურს, რომ შესაძლო კონფლიქტის გაჩაღებამდე, წინასწარ ყველა საჭირო გეგმა მომზადებული ჰქონდეს ისეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან, როგორც არის რუსეთი“, - წერს Reuters-ი. გაეცანით ვრცლად: ცივი ომის შემდეგ პირველად, NATO რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე საპასუხო, დეტალურ სამხედრო გეგმას დაამტკიცებს - Reuters
ვილნიუსის სამიტზე NATO-ს წევრმა ქვეყნებმა გაფართოებისკენ უნდა გადადგან ნაბიჯები საქართველოსა და უკრაინისთვის - პოლ გობლი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსის, პოლ გობლის შეფასებით, ალიანსის ამჟამინდელი წევრებისთვის, პერსპექტივაში წევრებისთვის და მათთვის, ვისი ბედიც დამოკიდებულია ალიანსის სიძლიერეზე, ვილნიუსის სამიტი გარდამტეხი იქნება. Europetime-თან საუბარში პოლ გობლი ხაზს უსვამს, რომ ამჟამინდელმა წევრებმა სერიოზულად უნდა განიხილონ თავიანთი ორგანიზაციის მიზნები და იმუშაონ მის გაფართოებაზე, რაც უნდა მოიცავდეს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან, საქართველო და უკრაინა, რომლებიც მიისწრაფვიან წევრობისკენ და შეუძლიათ, სწრაფად დააკმაყოფილონ ნებისმიერი გონივრული პირობა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენლისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის შეფასებით, განმცხადებლებმა უნდა აჩვენონ თავიანთი ვალდებულება ალიანსის სრულფასოვანი წევრობისადმი და რეგიონში კი უნდა იცოდნენ, რომ მათი მომავალი უსაფრთხოება დამოკიდებულია იმ არჩევანზე, ვინც უკვე გაწევრიანებულია ალიანსში ან განაცხადებს NATO-ში გაწევრიანებაზე. „ვილნიუსის სამიტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ალიანსის ამჟამინდელი წევრებისთვის, ასევე, მათთვის, ვინც ისწრაფვიან წევრობისკენ და სხვებისთვისაც, რომელთა ბედიც დამოკიდებულია ალიანსის სიძლიერეზე. ამჟამინდელი წევრები სერიოზულად უნდა მიუდგნენ ამ კლასიფიცირებას, გადადგან ნაბიჯები მისი გაფართოებისკენ ისეთი ქვეყნების ჩათვლით, როგორებიც არიან, საქართველო და უკრაინა, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ, ნებისმიერი გონივრული მოთხოვნის სწრაფად დაკმაყოფილება. მსურველებმა უნდა აჩვენონ, რომ მზად არიან, იყვნენ ალიანსის სრულუფლებიანი წევრები. რეგიონში კი უნდა ესმოდეთ, რომ მათი მომავალი უსაფრთხოება დამოკიდებულია იმ არჩევანზე, ვინც უკვე გაწევრიანებულია ალიანსში ან განაცხადებს NATO-ში გაწევრიანებაზე“, - განუცხადა გობლმა Europetime-ს. შეგახსენებთ, ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. ასევე წაიკითხეთ: რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები ვილნიუსის სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, საქართველოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი. პრემიერმა დაადასატურა, რომ NATO-ს სამიტზე საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს „სამიტისას მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,“ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, 7 ივლისს განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-საქართველოს ურთიერთობები
დღეს NATO-ს სამიტი ოფიციალურად იხსნება
დღეს, 11 ივლისს NATO-ს სამიტი იხსნება. NATO-ს ცნობით, სამიტის ოფიციალური გახსნა მოსალოდნელია 11 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, ხოლო მისი დასრულება - 12 ივლისს - ნაშუადღევს. ვილნიუსის შეხვედრას წინ უძღვის ალიანსის გენმდივნის მიერ გამოცხადებული შეთანხმება, რომ თურქეთის მიღებას შვედეთი საბოლოოდ დაეთანხმა. კიდევ ერთი ანონსი კიევს ეკუთვნის, თუმცა ეს ჯერ იენს სტოლტენბერგისგან არ დადასტურებულა. კერძოდ, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას გაწევრიანების გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმა აღარ დასჭირდება. მოგვიანებით, NATO-ს გენმდივანმა დააზუსტა, რომ დეკლარაციის ტექსტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, MAP-ის საკითხზე კი, კონსულტაციები ისევ გრძელდება. NATO-ს გენერალური მდივნისა და უკრაინის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია 12 ივლისს, ორმხრივი შეხვედრის შემდეგ არის დაგეგმილი. რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან 500 დღის შემდეგ, უკრაინის სურვილია, მოკავშირეებმა კიევი ვილნიუსის სამიტზე NATO-ში ოფიციალურად მიიწვიონ. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტები და ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად დეკლარაციაზე ხელმოწერები ამას ადასტურებს. ახლა კი, უკრაინა იმედოვნებს, რომ მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ "მკაფიო სიგნალს" უკვე ვილნიუსში მიიღებს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან იცის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შანსები არ არსებობს, მაგრამ მაინც დაჟინებით მოითხოვს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის „ძლიერ გზავნილს.“ უსაფრთხოების გარანტიების მიღება კიევისთვის კიდევ ერთი უმთავრესი კომპონენტია. უფრო ვრცლად წაიკითხეთ: რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით „NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში. ვილნიუსის სამიტი და საქართველო სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს იმართება, საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. „ჩვენი ამოცანა არის, რომ ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს, იყოს სათანადოდ აღიარებული, შეფასებული, დაფასებულიც. ამ სიტუაციაში სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს თავს, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ, ისე, როგორც მათ გააჩინეს. გახსოვთ ალბათ, „მაპის“ (წევრობის სამოქმედო გეგმა, რედ.) თაობაზე, მთელი კამპანია აწარმოეს, რომ მაპს რომ მივიღებთ, გავხდებით სამოთხე და მივიღეთ უბედურება. ვერც „მაპი“ ვერ მიიღეს და ვერც ქვეყანა ვერ დაიცვეს, აი მათი უგუნური პოლიტიკის გამო. ვერ აირიდეს თავიდან აი ეს დიდი პროვოკაცია. ჩვენ ასევე მოვისმინეთ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები, სხვების განცხადებები მოლოდინებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მოვისმინეთ NATO-ს გენერალური მდივნის და სხვათა ლიდერების განცხადებები, რომ ამ სიტუაციაში, რთულ ვითარებაში, ძალიან რთული საპროგნოზოა შემდგომი ნაბიჯი. ასე რომ, ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ, სიმშვიდე გვჭირდება მეგობრებო და გონიერება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 30 ივნისს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დღეს. ვილნიუსის სამიტის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტში Europetime-ს 7 ივლისს განუცხადეს, რომ აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. 7 ივლისს სამიტისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია მოიწვია იენს სტოლტენბერგმა. „სამიტისას მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,“ - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-საქართველოს ურთიერთობები
ზელენსკი: უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას - ახლა არა, ახლა ომია, მაგრამ მკაფიო სიგნალი ახლა გვჭირდება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ზუსტად ახლა სჭირდება მკაფიო სიგნალი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მომავალი წევრობის შესახებ. ზელენსკის შეფასებით, ვილნიუსის სამიტი შესაძლოა, გახდეს ისეთი, რომელიც სჭირდება უკრაინას, თვით ალიანსს და გლობალურ უსაფრთხოებას. მან ხაზი გაუსვა, რომ სხვადასხვა ქვეყნის პოზიციის მიუხედავად, უკრაინა იმსახურებს NATO-ში გაწევრიანებას. დღეს NATO-ს სამიტი ოფიციალურად იხსნება „უკრაინა ვილნიუსის სამიტის მოლოდინშია. ეს სამიტი შეიძლება, გახდეს ზუსტად ისეთი, რაც სჭირდება ჩვენ სახელმწიფოსაც, სრულიად ალიანს და გლობალურ უსაფრთხოებას. საგანგებოდ აქტიურად ვმუშაობთ - უფრო აქტიურად, ვიდრე ოდესმე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაო თითქმის 100% კულუარებში მიმდინარეობს, მისი მნიშვნელობა საჯარო სამუშაოზე არანაკლები ნამდვილად არ არის. ყველას ყველაფერი ესმის. თითოეულ ლიდერს, თითოეულ სახელმწიფოს. სხვადასხვა პოზიცია ისმის, მაგრამ ნათელია, რომ უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას. ახლა არა. ახლა ომია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მკაფიო სიგნალი და ეს სიგნალი ახლა გვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სტოლტენბერგის თქმით, NATO-მ უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა უნდა მოხსნას
NATO-ს მოკავშირეები უნდა შეთანხმდნენ, რომ გააუქმონ წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მოთხოვნა, რათა უკრაინა მომავალში ალიანსის წევრი გახდეს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში განაცხადა. მისივე თანახმად, უკრაინამ დიდი გზა გაიარა მას შემდეგ, რაც 2008 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა წევრობის სამოქმედო გეგმა. „უკრაინა ბევრად უფრო ახლოს არის NATO-სთან, ამიტომ, ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ეს NATO-ს გადაწყვეტილებებში აისახოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ვილნიუსში NATO-ს ლიდერების სამიტის წინ. „ნათლად განვმარტავთ, რომ უკრაინა გახდება წევრი, ჩვენ გავაუქმებთ წევრობის სამოქმედო გეგმას, (...) გავუგზავნით ძალიან ძლიერ და პოზიტიურ გზავნილს NATO-ს მხრიდან უკრაინას“, - ამბობს სტოლტენბერგი. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები ალიანსის განმდივნის თქმით, ვილნიუსის სამიტი გახდა ისტორიული და ეს მის დაწყებამდე მოხდა, რადგანაც შვედეთი გახდება NATO-ს წევრი. „ეს არის კარგი როგორც შვედეთისთვის, ისე თურქეთისა და მთლიანად NATO-სთვის. ეს ძალიან კარგია ბალტიისპირეთის რეგიონისთვის, ლიეტუვისთვის და ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. სამიტზე ჩვენ ასევე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ნათელ გზავნილს ვუგზავნით უკრაინას, რომ ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით იმდე ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და ველით, რომ მოკავშირეები ასევე გაიმეორებენ თავიანთ ვალდებულებას, სამხედრო მხარდაჭერით დაეხმარონ უკრაინას მეტი მიწის გათავისუფლებაში. წევრობის საკითხთან დაკავშირებით, მე ასევე ველი, რომ მოკავშირეები კიევს გაუგზავნიან მკაფიო და პოზიტიურ გზავნილს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. მე წარმოვადგინე სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი უფრო პრაქტიკული მხარდაჭერით, მრავალწლიანი პროგრამით უკრაინის ძალებსა და NATO-ს ძალებს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად. ეს დააახლოებს უკრაინას NATO-სთან. NATO-უკრაინის საბჭოს დაარსებასთან დაკავშირებით, ხვალ გვექნება საინაუგურაციო შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან და შემდეგ მოვხსნით წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნას. ეს უკრაინის გაწევრიანების პროცესს ორეტაპიანი პროცესიდან ერთსაფეხურიან პროცესად გადააქცევს. ამდენად, ეს ყველაფერი პოზიტიურ და ძლიერ გზავნილს გააგზავნის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, მოკავშირეები ასევე მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ NATO-ს შეკავება და თავდაცვა ახალი თავდაცვის გეგმებით და მაღალი მზადყოფნის მეტი ძალებით. „მე ასევე ველოდები, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან უფრო ამბიციურ თავდაცვითი ინვესტიციების დაპირებაზე, სადაც თავდაცვისთვის მშპ-ს 2%-ს დახარჯვა იქნება მინიმალური ზღვარი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
უნგრეთის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება „მხოლოდ ტექნიკური საკითხია“ - სიიარტო
უნგრეთის მიერ შვედეთის NATO-ში წევრობის რატიფიცირება "მხოლოდ ტექნიკური საკითხია", - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ 11 ივლისს. ჩვენი პოზიცია შვედეთთან მიმართებაშიც ნათელია: მთავრობა მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, რის გამოც ამ საკითხზე წინადადება პარლამენტს მრავალი თვის წინ წარვუდგინეთ“, - წერ სიიარტო Facebook-ზე. ეს განცხადება ერთი დღის შემდეგ გაკეთდა მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტოკჰოლმის განაცხადს დათანხმდა. ივლისის დასაწყისში სიიარტომ აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი შვედეთის საკითხს არ დააყოვნებდა.
გერმანია ვილნიუსის სამიტზე უკრაინისთვის $770 მილიონის ღირებულების პაკეტს წარადგენს - მედია
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი NATO-ს სამიტზე, ვილნიუსში უკრაინისთვის 770 მილიონი დოლარის ოდენობით ახალ მხარდაჭერის პაკეტს წარმოადგენენ. პაკეტი მოიცავს ორ Patriot-ის გამშვებს, 24 leopard 1A5-ის ტიპის ტანკს, Marder-ის ტიპის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანას და 20000 საარტილერიო ტყვიას. დახმარება ასევე მოიცავს სადაზვერვო თვითმფრინავებსა და დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობებს. NATO-ს მოკავშირეები ვილნიუსში ორდღიან სამიტზე შეიკრიბნენ, რათა სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის შემდგომი მხარადჭერა განიხილონ.
პოდოლიაკი: უკრაინა NATO-ში მიწვევას ვილნიუსის სამიტზე თუ არა, მომავალ წელს, ვაშინგტონში მიიღებს
„უკრაინა NATO-ში გაწევრიანების შესახებ მიწვევას ვილნიუსში მიმდინარე სამიტზე თუ არ მიიღებს, ის მას მომავალ წელს, ვაშინგტონის სამიტზე, მიიღებს“, - შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა გააკეთა. „ამის ალბათობა 100%-ით არსებობს. რატომ? იმიტომ, რომ ვფიქრობ, ამ დროისთვის რუსეთი საბოლოოდ დაკარგავს თავის სუბიექტურობას და შეწყვეტს არსებობას, როგორც ქვეყანა, რომელსაც ომების წარმოება შეუძლია", - განაცხადა პოდოლიაკმა და აღნიშნა, რომ უკრაინას ომი 2024 წლისთვის მოგებული უნდა ჰქონდეს.
კობახიძე უკრაინის NATO-ში MAP-ის გარეშე შესაძლო მიღებაზე: არ უნდა შეგვშურდეს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, უკრაინასა და საქართველოს მიმართ NATO-ს განსხვავებული მიდგომა გასაგებია, რადგან უკრაინა დღეს ომის მდგომარეობაშია. „უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია, ამის ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს, ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონტექსტში, 2008 წელს, როდესაც ომი გვქონდა, MAP-იც კი არ მოგვანიჭეს“, – განუცხადა მედიას კობახიძემ. „ჩვენგან იქნება მაქსიმალური ძალისხმევა, რათა გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა NATO-სკენ დაახლოების მიმართულებით. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება გლობალურ პროცესებზე. ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას რეგიონში მსოფლიო მასშტაბით. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. რაც შეეხება უკრაინას, უკრაინა ომის მდგომარეობაშია და აქედან გამომდინარე, უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია. ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს. ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონტექსტში. 2008 წელს, როცა ჩვენ გვქონდა ომი, გახსოვთ, რომ MAP-იც კი არ მოგვანიჭეს. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა, 2008 წლის, 2012 წლის მდგომარეობა. მაშინ საქართველომ გამოიარა ომი რუსეთთან, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. დღეს კარგია, რომ უკრაინის მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება და ეს ქვეყანა არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის არ უნდა შეგვშურდეს და ვერ შეგვშურდება. უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, საქართველო არ არის ომის მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომა არის სრულიად ბუნებრივი. რეალურად, ეს არის ის ფაქტორი, რის გამოც ხდება დიფერენცირება, ეს აბსოლუტურად გასაგებია. ვიღაცებს უნდოდათ საქართველოში ომი, მაგრამ ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდით. დიფერენციაციის საფუძველი როცა არის ომის მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერაფერს ვუზამდით. ერთადერთი, რაც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა, იყო ჩართვა ომში, რასაც ითხოვდა ჩვენი კოლექტიური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, უკრაინის ხელისუფლება და არაერთი უცხოელი ექსპერტ-პოლიტიკოსი. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით. აქედან გამომდინარე, ეს დიფერენცირება არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ჩვენ ამის ვერ შეგვშურდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, 10 ივლისს NATO-ს სამიტის წინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებდა, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის გაწევრიანების გზიდან წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ამოღებაზე. 11 ივლისს იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO-მ უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა უნდა მოხსნას, რაც მისი თქმით, უკრაინის გაწევრიანების პროცესს ორეტაპიანი პროცესიდან ერთსაფეხურიან პროცესად გადააქცევს.
სტოლტენბერგი ბაიდენთან შეხვედრაზე: უკრაინის გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში შეხვდა. სტოლტენბერგმა ბაიდენს ძლიერი ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა, რამაც მისი შეფასებით, ალიანსი კიდევ უფრო გააერთიანა გააძლიერა. „სამიტი უკრაინას გაუგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ „ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ იმდენ ხანს, რამდენის საჭირო იქნება. სამიტის კიდევ ერთი მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ „ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია ჩვენს თავდაცვაში და ჩვენ შევთანხმდებით თავდაცვითი ინვესტიციების ახალ პირობაზე,“ - განაცხადა სტოლტენნერგმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან კომენტარის დროს, განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან, პრიორიტეტად დაისახა მსოფლიო ასპარეზზე ამერიკის ლიდერობის აღდგენა და „ჩვენი ალიანსების აღორძინება მათ შორის, NATO-ს გაძლიერებით“. „ნაწილობრივ მისი ლიდერობით, NATO ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის იყო ათწლეულების განმავლობაში. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელის ამ ერთიანობის გამოვლენას ივლისში, ვილნიუსის სამიტზე“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ვილნიუსის შეხვედრებს წინ უძღვის ალიანსის გენმდივნის მიერ გამოცხადებული შეთანხმება, რომ თურქეთის მიღებას შვედეთი საბოლოოდ დაეთანხმა. ასევე მიღებულია კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უკრიანას წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანებას შესთავაზებენ. მანამდე, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას გაწევრიანების გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმა აღარ დასჭირდება. მოგვიანებით, NATO-ს გენმდივანმა დააზუსტა, რომ დეკლარაციის ტექსტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, MAP-ის საკითხზე კი, კონსულტაციები ისევ გრძელდება. NATO-ს გენერალური მდივნისა და უკრაინის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია 12 ივლისს, ორმხრივი შეხვედრის შემდეგ არის დაგეგმილი. რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან 500 დღის შემდეგ, უკრაინის სურვილია, მოკავშირეებმა კიევი ვილნიუსის სამიტზე NATO-ში ოფიციალურად მიიწვიონ. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტები და ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად დეკლარაციაზე ხელმოწერები ამას ადასტურებს. ახლა კი, უკრაინა იმედოვნებს, რომ მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ "მკაფიო სიგნალს" უკვე ვილნიუსში მიიღებს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან იცის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შანსები არ არსებობს, მაგრამ მაინც დაჟინებით მოითხოვს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის „ძლიერ გზავნილს.“ უსაფრთხოების გარანტიების მიღება კიევისთვის კიდევ ერთი უმთავრესი კომპონენტია. უფრო ვრცლად წაიკითხეთ: რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით „NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში. NATO-ს ორდღიანი სამიტი ვილნიუსში დღეს გაიხსნა.
სტოლტენბერგის თქმით, ზელენსკი NATO-ს სამიტზე დღეს ჩავა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სამიტზე, ვილნიუსში სამშაბათს, 11ივლისს ჩავა. „მოხარული ვარ, რომ მივესალმო მას, როგორც დღეს საღამოს, ისე ხვალ NATO-უკრაინის საბჭოს საინაუგურაციო სხდომაზე", - განუცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს სამიტზე ჟურნალისტებს. სტოლტენბერგის და ზელენსკის შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი, რის შემდეგაც ისინი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები სტოლტენბერგის თქმით, NATO-მ უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა უნდა მოხსნას ზელენსკი: ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე
ზურაბიშვილი: NATO-ს სამიტს პროდუქტიულ მუშაობას ვუსურვებ, საქართველო ერთგულად განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას
საქართველოს პრეზიზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსის სამიტის მიმდინარეობას Twitter-ზე პოსტით გამოეხმაურა. „ასეთ მნიშვნელოვან დროს დაწყებულ NATO-ს სამიტს ვილნიუსში წარმატებულ და პროდუქტიულ მუშაობას ვუსურვებ. საქართველო ერთგულად განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას!“ - წერს პრეზიდენტი. მან გაიზიარა ვოლოდიმირ ზელენსკის „ტვიტი“, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ „ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მიიღეს სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე.“ „სიცხადე, გამბედაობა, და არა ყოყმანი არის საუკეთესო თავდაცვა და გზა მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. - აღნშნავს სალომე ზურაბიშვილი. ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში NATO-ს 2-დღიანი სამიტი დღეს, 11 ივლისს გაიხსნა. სამიტზე საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. გერმანიის ელჩი: ვილნიუსის სამიტი NATO-ს ძლიერ ერთიანობას აჩვენებს მათ შორის საქართველოს მსგავსი ქვეყნების გამძლეობის მხარდასაჭერად
ზელენსკი ვილნიუსში: არავინ აღარ უნდა გაიხედოს უკან, მოსკოვისკენ
უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც NATO-ს სამიტში მონაწილეობისთვის, ვილნიუსში ჩავიდა, ამბობს, რომ ლიეტუვის ქუჩებში მოფრიალე უკრაინის დროშები უკვე მნიშვნელოვან ფაქტორებზე მიუთითებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვას გაბედული პოზიციისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „აქ, ვილნიუსში, ჩვენ ვხედავთ ევროპის პროგრესს. აქ ხალხმა იცის რა არის უსაფრთხოება და როგორ მიაღწიოს მას. და მათ იციან, რომ უსაფრთხოება ნიშნავს უკრაინასთან ერთად ყოფნას. გმადლობთ ჩვენი თავდაცვის საქმეში დახმარებისთვის და თქვენი მკაფიო, გულწრფელი და გაბედული პოზიციისთვის უკრაინის NATO-ში მოწვევის თაობაზე. სტოლტენბერგი: NATO-ში უკრაინის მოწვევაზე გამოვაცხადებთ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები მიიღწევა უკრაინის დროშები ლიეტუვის ქუჩებში, ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენ უკვე მოკავშირეები ვართ და უკრაინა დაიცავს როგორც საკუთარ, ასევე, თქვენს თავისუფლებას! არავინ აღარ უნდა გაიხედოს უკან, მოსკოვისკენ“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე ვილნიუსში NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იქ იმ NATO-ს რწმენით მივიდა, რომელიც არ ყოყმანობს, რომელიც დროს არ კარგავს და ნებისმიერი დიქტატორისკენ არ იხედება. „დღეს აქ გადაწყვეტილების რწმენით, პარტნიორების რწმენით, ძლიერი NATO-ს რწმენით მოვდიოდი. NATO-სი, რომელიც არ ყოყმანობს, რომელიც დროს არ კარგავს და ნებისმიერი დიქტატორისკენ არ იხედება”, - განაცხადა ზელენსკიმ. „ნუთუ ეს დიდი სურვილია? ნატო უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უკრაინა NATO-ს გააძლიერებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ვილნიუსის სამიტის კომუნიკე: საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით
NATO-ს 90-პუნქტიანი კომუნიკეს შინაარსი ცნობილია. მასში 80-ე პუნქტი საქართველოს ეთმობა. ის იმეორებს იმ შინაარს, რაზეც ალიანსის გენერალური მდივანი 7 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობდა. საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით. მოკავშირეები ასევე მიუთითებენ საკვანძო რეფორმების გატარების მნიშვნელობაზე. „ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ის ძალები, რომლებიც მან ქვეყნის თანხმობის გარეშე განათავსა საქართველოში. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება; შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და გაგრძელდეს მათი იძულებით გამოყოფის მცდელობები დანარჩენი საქართველოსგან საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების აგებით; და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის თვითნებური დაკავება და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს NATO-ს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობებს, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენ ვრჩებით მზად, სრულად გამოვიყენოთ NATO-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. „ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-საქართველოსს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე, როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.
რატომ არ არის კომუნიკეში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა - სტოლტენბერგის განმარტება
NATO-ს ქვეყნებმა 11 ივლისს, ვილნიუსის სამიტზე მირებულ კომუნიკეში განაცხადეს, რომ უკრაინას შეუძლია, შეუერთდეს სამხედრო ალიანსს „როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილდება“ - ეს ჩანაწერი გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაწევრიანების „აბსურდული“ გადადება გააკრიტიკა. კიევი მკაფიო გზავნილს ითხოვდა, მის უკმაყოფილებას სწორედ ზემოთ აღნიშნული ფორმულირება იწვევდა. ზელენსკი აბსურდს უწოდებდა იმას, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების და არც მოწვევის კონკრეტული დრო განსაზღვრული არ არის. „ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობათა ფანჯარა რჩება რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე ვაჭრობისთვის. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს ტერორის გაგრძელების მოტივაციას. გაურკვევლობა სისუსტეა. მე ღიად განვიხილავ ამას სამიტზე“, - აცხადებდა უკრაინის პრეზიდენტი. კომუნიკეში NATO-მ ხაზი გაუსვა, რომ აღიარებს უფრო სწრაფად წინსვლის აუცილებლობას, მაგრამ ვადები შედგენილი არ იქნება. მანამდე ზელენსკიმ მიუთითა, რომ როგორც ჩანს, „არავითარი მზადყოფნა“ არ არსებობს უკრაინის NATO-ში მიწვევის ან გაწევრიანების მიზნით. უკრაინის პრეზიდენტი ახლა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში იმყოფება, სადაც სამიტი მიმდინარეობს. კიევი აღიარებს, რომ მას არ შეუძლია შეუერთდეს NATO-ს, ვიდრე ის რუსეთთან ომშია, ამ ნაწილში NATO-ს და კიევის პოზიციები თანხვედრაშია, მაგრამ უკრაინას სურს, რომ ალიანსს შეუერთდეს რაც შეიძლება მალე, ომის დასრულების შემდეგ. სამშაბათს NATO-ს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უკრაინა წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გახდება NATO-ს წევრი. ეს შეცვლის უკრაინის წევრობის გზას ორსაფეხურიანი პროცესიდან ერთსაფეხურიან პროცესამდე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. კითხვას, რატომ არ არის კომუნიკეს ტექსტში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ მსგავსი ვადა არცერთი სხვა ქვეყნის შემთხვევაში არ დასახელებულა. „NATO-ში გაწევრიანება არის პირობებზე დაფუძნებული პროცესი და ასე იყო ყოველთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში
რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში
NATO-ს სამიტის კომუნიკე ბუქარესტის და მის შემდგომი დოკუმენტების მსგავსად იმეორებს, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან, თუმცა ერთი განსხვავებით, უკრაინის შემთხვევაში ნათქვამია, რომ კიევს ამ გზის გასავლელად წევრობის სამოქმედო გაგმა (MAP) აღარ დასჭირდება და როგორც იენს სტოლტენბერგმა განმარტა, ორსაფეხურიანი გზის ნაცვლად, კიევი ერთ საფეხურს გაივლის. საჭირო დემოკრატიული რეფორმები ორივე ქვეყნის შემთხვევაშია ნახსენები. „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. უკრაინის მომავალი NATO-შია. ჩვენ ვადასტურებთ ვალდებულებას, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ავიღეთ, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და დღეს ვაღიარებთ, რომ უკრაინის გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) საჭიროებას,“ - აღნიშნულია კომუნიკეში. მისივე თანახმად, უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე, თუმცა ამავე დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას რეფორმების განხორციელებაში მომავალი წევრობის გზაზე. რატომ არ არის კომუნიკეში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა - სტოლტენბერგის განმარტება „მოკავშირეები გააგრძელებენ მხარდაჭერას და განიხილავენ უკრაინის პროგრესს თავსებადობის კუთხით, ისევე, როგორც დამატებითი დემოკრატიული და უსაფრთხოების სექტორის რეფორმების კუთხით, რომლებიც საჭიროა. NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები რეგულარულად შეაფასებენ პროგრესს ადაპტირებული წლიური ეროვნული პროგრამის მეშვეობით. ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას ამ რეფორმების განხორციელებაში მომავალი წევრობის გზაზე. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მოვიწვიოთ უკრაინა ალიანსში, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები,” - წერია კომუნიკეში. ფორმულირება საქართველოს შემთვევაში „ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-საქართველოსს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე, როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში. რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შემთხვევაში კიდევ ერთი დეტალია აღსანიშნავი. ალიანსის გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 11 ივლისს გაიმეორა, რომ „დღეს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ახლა, როდესაც ომი მიმდინარეობს, არ არის უკრაინის სრულუფლებიან წევრად NATO-ში შესვლის დრო“, რასაც გარკვეულწილად, დღის განმავლობაში ზელენსკის მიერ ნათქვამი პასუხობს, რომლის თანახმად: „ახლა არა, ახლა ომია, მაგრამ მკაფიო სიგნალი ახლა გვჭირდება.“
ზელენსკი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს გამოქვეყნების შემდეგ: ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას ვილნიუსში, ჩვენი თავდაცვა მთავარი პრიორიტეტია
უკრაინაში თავდაცვის ახალ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჩამოვიტანთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ეს მისი პირველი პოსტია მას შემდეგ, რაც ვილნიუსის სამიტის კომუნიკე გამოქვეყნდა. „ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას ვილნიუსში. ჩვენი თავდაცვა მთავარი პრიორიტეტია. და მადლობელი ვარ პარტნიორების მზაობისთვის გადადგან ახალი ნაბიჯები. მეტი იარაღი ჩვენი მებრძოლებისთვის, სიცოცხლის მეტი დაცვა მთელი უკრაინისთვის. უკრაინაში თავდაცვის ახალ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჩამოვიტანთ,” - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, NATO-ს ვილნიუსის სამიტის მეორე დღეს ბევრი ორმხრივი შეხვედრა არის დაგეგმილი - ამერიკელ, კანადელ, გერმანელ, ბრიტანელ, ნიდერლანდელ, იაპონელ და სხვა პარტნიორებთან. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ხვალისთვის ასევე დაგეგმილია უკრაინა-NATO-ს საბჭოს საინაუგურაციო სხდომა. ვილნიუსის ორდღიანი სამიტი ხვალ, 12 ივლისს დასრულდება.
ქართული მხარე, „NATO-ს დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას მიესალმა“
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართული მხარე მიესალმება NATO-ს დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში. მისივე თანახმად, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სამიტზე წევრი ქვეყნების მიერ დადასტურებული მზაობა, რათა გაგრძელდეს მუშაობა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, განხორციელების მიმართულებით. „ქართული მხარისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია NATO-ს ვილნიუსის სამიტში მონაწილეობა. საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის მონაწილეობა ვილნიუსის სამიტში კიდევ ერთხელ მიუთითებს NATO-საქართველოს თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოს ინტეგრაციული პროცესის შეუქცევადობას. ქართული მხარე მიესალმება NATO-ს დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში. საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სამიტზე წევრი ქვეყნების მიერ დადასტურებული მზაობა, რათა გაგრძელდეს მუშაობა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, განხორციელების მიმართულებით.“ ქართული მხარე „მიესალმება, NATO-ს მტკიცე და ცალსახა პოზიციას, რომ დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანის შეზღუდვის მცდელობები.“ „შექმნილი კომპლექსური და რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ქართული მხარისთვის განსაკუთრებით ღირებულია სამიტზე ალიანსის მიერ დაფიქსირებული ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც, მოწოდება რათა რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული მისი საოკუპაციო ძალები და უარი თქვას საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე. საქართველო მიესალმება NATO-ს მხრიდან, გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი მნივშნელოვანი წვლილის აღიარებას და ადასტურებს მზაობას, კვლავ გააგრძელოს აქტიური ჩართულობა NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში. ქართული მხარე უაღრესად აფასებს სამიტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და თავსებადობის გაძლიერების კუთხით და გამოხატავს მადლიერებას წევრი ქვეყნების მიერ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის და საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში განხორცილებული უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის,“ - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, საქართველო გამოხატავს მხარდაჭერას სამიტზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ და ადასტურებს მზაობას, კვლავაც გააგრძელოს ჩართულობა შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით სტრატეგიულ დიალოგში. „საქართველო მიესალმება სამიტის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას, შვედეთის გაწევრიანების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა გადაწყვეტილებებს უკრაინასთან მიმართებით და როგორც ასპირანტი ქვეყანა უაღრესად აფასებს ღია კარის პოლიტიკის განხორცილების მიმართულებით გადადგმულ ყველა ნაბიჯს. საქართველო, მისი კონსტიტუციური ნორმის შესაბამისად, კვლავაც გააგრძელებს არსებული ინტეგრაციული ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში კომუნიკეს თანახმად, შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობისაა ალიანსისთვის, რასაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. „ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას მოკავშირეთა რეგიონული ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების, ტაბილურობისა და ნაოსნობის თავისუფლების დაცვას შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, 1936 წლის მონტრეს კონვენციის მეშვეობით. ჩვენ შემდგომ მონიტორინგს გავუწევთ და შევაფასებთ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და გავაუმჯობესებთ ჩვენს სიტუაციურ ცნობიერებას, განსაკუთრებული აქცენტით ჩვენი უსაფრთხოების საფრთხეებზე, და პოტენციურ შესაძლებლობებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის ჩვენს პარტნიორებთან რეგიონში, საჭიროების შემთხვევაში,“ - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კუმუნიკეში.
გერმანიის ელჩი: ვილნიუსის სამიტი NATO-ს ძლიერ ერთიანობას აჩვენებს მათ შორის საქართველოს გამძლეობის მხარდასაჭერად
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი Europetime-თან აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტი NATO-ს ძლიერი ერთიანობის დემონსტრირებას მოახდენს მათ შორის საქართველოს მსგავსი ქვეყნების გამძლეობის მხარდაჭერის მიმართულებით. ელჩი აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებული სტრუქტურა ჩამოყალიბდება და გაღრმავდება თანამშრომლობა ისეთ „მეგობარ ქვეყნებთან“, როგორიცაა, საქართველო, რათა მათ თავიანთი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვა შეძლონ. „ვილნიუსის სამიტი ალიანსის ტერიტორიის დაცვისა და საქართველოს მსგავსი ქვეყნების გამძლეობის მხარდაჭერის მიმართულებით NATO-ს ძლიერი ერთიანობის დემონსტრირებას მოახდენს. ჩვენ მივესალმებით ახალ წევრებს - ფინეთს და უკვე ძალიან მალე - შვედეთს. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებულ სტრუქტურას და გავაღრმავებთ თანამშრომლობას ისეთ მეგობარ ქვეყნებთან, როგორიცაა, საქართველო, რათა მათ შეძლონ, დაიცვან თავიანთი უსაფრთხოება და სუვერენიტეტი“, - აღნიშნავს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. ასევე გაეცანი: Europetime-ის ვრცელ ინტერვიუს გერმანიის ელჩთან ვილნიუსის სამიტი და საქართველო სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს იმართება, საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. „ჩვენი ამოცანა არის, რომ ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს, იყოს სათანადოდ აღიარებული, შეფასებული, დაფასებულიც. ამ სიტუაციაში სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს თავს, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ, ისე, როგორც მათ გააჩინეს. გახსოვთ ალბათ, „მაპის“ (წევრობის სამოქმედო გეგმა, რედ.) თაობაზე, მთელი კამპანია აწარმოეს, რომ მაპს რომ მივიღებთ, გავხდებით სამოთხე და მივიღეთ უბედურება. ვერც „მაპი“ ვერ მიიღეს და ვერც ქვეყანა ვერ დაიცვეს, აი მათი უგუნური პოლიტიკის გამო. ვერ აირიდეს თავიდან აი ეს დიდი პროვოკაცია. ჩვენ ასევე მოვისმინეთ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები, სხვების განცხადებები მოლოდინებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მოვისმინეთ NATO-ს გენერალური მდივნის და სხვათა ლიდერების განცხადებები, რომ ამ სიტუაციაში, რთულ ვითარებაში, ძალიან რთული საპროგნოზოა შემდგომი ნაბიჯი. ასე რომ, ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ, სიმშვიდე გვჭირდება მეგობრებო და გონიერება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 30 ივნისს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დღეს. ვილნიუსის სამიტის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტში Europetime-ს 7 ივლისს განუცხადეს, რომ აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. 7 ივლისს სამიტისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია მოიწვია იენს სტოლტენბერგმა. „სამიტისას მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,“ - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. დღეს NATO-ს სამიტი ოფიციალურად იხსნება. NATO-საქართველოს ურთიერთობები
ზელენსკიმ ბახმუტიდან ვილნიუსში უკრაინის დროშა ჩაიტანა
უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც NATO-ს სამიტში მონაწილეობისთვის, ვილნიუსში ჩავიდა, ამბობს, რომ ლიეტუვის ქუჩებში მოფრიალე უკრაინის დროშები უკვე მნიშვნელოვან ფაქტორებზე მიუთითებს. მან ბახმუტიდან ვილნიუსში ჩაიტანა უკრაინის დროშა, რომელიც ლიეტუვის დედაქალაქში აღმართეს. ზელენსკის თქმით, ბახმუტი ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლაა თავისუფლებისთვის ევროპაში. ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვას გაბედული პოზიციისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „აქ, ვილნიუსში, ჩვენ ვხედავთ ევროპის პროგრესს. აქ ხალხმა იცის რა არის უსაფრთხოება და როგორ მიაღწიოს მას. და მათ იციან, რომ უსაფრთხოება ნიშნავს უკრაინასთან ერთად ყოფნას. გმადლობთ ჩვენი თავდაცვის საქმეში დახმარებისთვის და თქვენი მკაფიო, გულწრფელი და გაბედული პოზიციისთვის უკრაინის NATO-ში მოწვევის თაობაზე. სტოლტენბერგი: NATO-ში უკრაინის მოწვევაზე გამოვაცხადებთ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები მიიღწევა უკრაინის დროშები ლიეტუვის ქუჩებში, ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენ უკვე მოკავშირეები ვართ და უკრაინა დაიცავს როგორც საკუთარ, ასევე, თქვენს თავისუფლებას! არავინ აღარ უნდა გაიხედოს უკან, მოსკოვისკენ“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე ვილნიუსში NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იქ იმ NATO-ს რწმენით მივიდა, რომელიც არ ყოყმანობს, რომელიც დროს არ კარგავს და ნებისმიერი დიქტატორისკენ არ იხედება. „დღეს აქ გადაწყვეტილების რწმენით, პარტნიორების რწმენით, ძლიერი NATO-ს რწმენით მოვდიოდი. NATO-სი, რომელიც არ ყოყმანობს, რომელიც დროს არ კარგავს და ნებისმიერი დიქტატორისკენ არ იხედება”, - განაცხადა ზელენსკიმ. „ნუთუ ეს დიდი სურვილია? ნატო უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უკრაინა NATO-ს გააძლიერებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით
NATO-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს თანახმად, შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობისაა ალიანსისთვის, რასაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. „ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას მოკავშირეთა რეგიონული ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების, ტაბილურობისა და ნაოსნობის თავისუფლების დაცვას შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, 1936 წლის მონტრეს კონვენციის მეშვეობით. ჩვენ შემდგომ მონიტორინგს გავუწევთ და შევაფასებთ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და გავაუმჯობესებთ ჩვენს სიტუაციურ ცნობიერებას, განსაკუთრებული აქცენტით ჩვენი უსაფრთხოების საფრთხეებზე, და პოტენციურ შესაძლებლობებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის ჩვენს პარტნიორებთან რეგიონში, საჭიროების შემთხვევაში,“ - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კუმუნიკეში. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში NATO-ს 90-პუნქტიანი კომუნიკეს შინაარსი ცნობილია. მასში 80-ე პუნქტი საქართველოს ეთმობა. ის იმეორებს იმ შინაარს, რაზეც ალიანსის გენერალური მდივანი 7 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობდა. საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით.
კულება: უკრაინა ვადებთან დაკავშირებით NATO-ს წევრებთან მუშაობას გააგრძელებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას შეფასებით, NATO-მ „მთელი სიტუაცია და უკრაინა გაურკვევლობაში არ უნდა დატოვოს, როდესაც საქმე ალიანსში გაწევრიანებას ეხება“. მინისტრი ხაზს უსვამს, რომ უკვე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კიევმა მიიღოს მიწვევა ვილნიუსის სამიტზე და უკრაინა ვადებთან დაკავშირებით NATO-ს წევრებთან მუშაობას გააგრძელებს და რაც უფრო მოკლე იქნება ეს ვადები, მით უკეთესი იქნება ყველასთვის.“ რატომ არ არის კომუნიკეში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა - სტოლტენბერგის განმარტება „მოწვევის ყველა პირობა აქ, ვილნიუსში უკვე არსებობს, ხოლო თავად წევრობა მოვა, როცა პირობები საშუალებას მოგცემს, მაგრამ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ამ პროცესის წინსვლისთვის", - აღნიშნა დმიტრო კულებამ. ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ უკრაინას ალიანსისკენ მიმავალ გზაზე „წევრობის სამოქმედო გეგმის“ შესრულების მოთხოვნა მოეხსნა და რომ ქვეყანას NATO-ში მიიწვევენ, როცა პირობები დაკმაყოფილდება. „უკრაინის მომავალი NATO-შია - უკრაინის გზა გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საჭიროებას, სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე. ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას ამ რეფორმების განხორციელებაში მომავალი წევრობის გზაზე. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვიწვიოთ უკრაინა ალიანსში, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები”, - წერია კომუნიკეში.
კობახიძის თქმით, ვილნიუსის სამიტზე უკრაინისთვის და საქართველოსთვის სტატუს-კვო ძალაში დარჩა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, „საქართველოს მისწრაფება NATO-ს წევრობისკენ და თან მუდმივად არაწევრის მდგომარეობაში ყოფნა, ქვეყნისთვის მუდმივ რისკს წარმოადგენს.“ ირაკლი კობახიძის თქმით, გლობალურ პოლიტიკაში დადებითი ცვლილებები საქართველოსთვის რისკებს შეამცირებს. „საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის - რეალურად ეს ასეა. ვიდრე თან გამოხატავ სურვილს, მისწრაფებას წევრობისკენ და თან ხარ არაწევრის მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, მუდმივი რისკი გაქვს. ამიტომ ვამბობ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, მით უფრო დიდხანს შენარჩუნდება რისკები. ამიტომ დავიტოვოთ იმედი, რომ საერთო ჯამში გლობალური პოლიტიკა ჩვენს სასარგებლოდ განვითარდება - ეს არის მთავარი", - განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის საკითხზე შენარჩუნდა სტატუს-კვო, რაც ირაკლი კობახიძის შეფასებით, რუსეთის მიმართ NATO-ს პრაგმატული პოლიტიკის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, NATO-ში გასაწევრიანებლად, უკრაინას აღარ დასჭირდება MAP-ი, რომლის მიღებაც აუცილებელია წევრობის მსურველთათვის, კობახიძეს მიაჩნია, რომ უკრაინის შესახებ საქართველოსთან შედარებით მეტი ტექსტია, თუმცა ხარისხობრივად განსხვავება არ არის. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში
NATO რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
NATO რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს მისი ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამის შესახებ ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში წერია. NATO-ს 90-პუნქტიანი კომუნიკეს შინაარსი ცნობილია. მასში 80-ე პუნქტი საქართველოს ეთმობა. ის იმეორებს იმ შინაარს, რაზეც ალიანსის გენერალური მდივანი 7 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობდა. საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, აირჩიოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევისგან თავისუფლად. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები, რომლებიც გალაგებულია საქართველოში მისი თანხმობის გარეშე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება", - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.
NATO-ს სამიტის ფარგლებში, პირველად, საქართველო-სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში შეხვედრა გაიმართა
NATO-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, პირველად გაიმართა საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში სამუშაო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს, დანიისა და შვედეთს საგარეო საქმეთა მინისტრები და ფინეთის სახელმწიფო მდივანი ესწრებოდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ აღნიშნულ ფორმატში პირველ შეხვედრას და გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც გააგრძელონ ამ ფორმატში კოორდინაცია. „ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო სკანდინავიის ქვეყნებს განიხილავს, როგორც ღირებულ მეგობრებსა და სანდო პარტნიორებს. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ურთიერთობათა მზარდ დინამიკას, რაც მაღალი დონის ვიზიტების ხშირი გაცვლითა და სხვადასხვა საკითხზე ინტენსიური პოლიტიკური დიალოგით გამოიხატება. ილია დარჩიაშვილმა კოლეგებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ერთგულება ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი და ისაუბრა იმ ხელშესახებ შედეგებზე, რომელსაც ქვეყანამ ამ ეტაპისთვის მიაღწია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას და აქტიურად მუშაობს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ამას გარდა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ვილნიუსის წარმატებულ სამიტზე და განაცხადა, რომ სამიტზე საქართველომ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო. ასევე, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღნიშნული ქვეყნების ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თბილისში ნორვეგიისა და დანიის დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელსაც ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური ჩართულობისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გაუარესებული მდგომარეობის ფონზე,“ - აცხადებენ საგარეო უწყებაში. მიისვე თანახმად, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, რეგიონული პარტნიორობის პლატფორმები მზარდ მნიშვნელობას იძენს. „აღსანიშნავია, რომ სამუშაო საუზმე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის ინიციატივით გაიმართა. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, გაიმართა საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ორმხრივი შეხვედრა,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ზელენსკიმ დაასახელა სამი პრიორიტეტული საკითხი, რომლებსაც დღეს NATO-ს სამიტის ფარგლებში განიხილავენ
დღეს NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის დელეგაცია სამი პრიორიტეტული საკითხის განხილვას გეგმავს - კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, NATO-ში უკრაინის მოწვევა და უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მთელი გაგებით ეკიდება პარტნიორების პოზიციას და აცნობიერებს, რომ NATO-ში მოწვევა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული. „პირველი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში - უკრაინის ჯარისთვის შეიარაღების ახალი პაკეტების მიღება, მეორე - NATO-ში მოწვევა და მესამე, რაზეც ვისაუბრებთ და ვიბრძოლებთ - NATO-ს გზაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა იქნება. ჩვენ გვსურს ყველასთან ერთ მხარეს ვიყოთ, გაგებით ვეკიდებით პარტნიორების პოზიციას და ვაცნობიერებთ, რომ NATO-ში მოწვევას მივიღებთ იმის შემდეგ, რაც ამის საშუალებას უსაფრთხოების ზომები მისცემს. პარტნიორებთან ყველა ეს საკითხი მინდა განვიხილო“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას შეფასებით, NATO-მ „მთელი სიტუაცია და უკრაინა გაურკვევლობაში არ უნდა დატოვოს, როდესაც საქმე ალიანსში გაწევრიანებას ეხება“. კულებას განმარტებით, უკრაინა ვადებთან დაკავშირებით NATO-ს წევრებთან მუშაობას გააგრძელებს მინისტრი ხაზს უსვამს, რომ უკვე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კიევმა მიიღოს მიწვევა ვილნიუსის სამიტზე და უკრაინა ვადებთან დაკავშირებით NATO-ს წევრებთან მუშაობას გააგრძელებს და რაც უფრო მოკლე იქნება ეს ვადები, მით უკეთესი იქნება ყველასთვის.“ რატომ არ არის კომუნიკეში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა - სტოლტენბერგის განმარტება
რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რუსეთთან და მის „მოკავშირეებთან“ დაკავშირებით
ვილნიუსის სამიტის კომუნიკე გმობს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში. ეხება როგორც ბელორუსის და ირანის, ისე ჩინეთის როლს რუსეთის აგრესიაში. კომუნიკას თანახამად, ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობა დაირღვა. რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ის ნორმები და პრინციპები, რამაც ხელი შეუწყო სტაბილურ და პროგნოზირებად ევროპული უსაფრთხოების წესრიგს. რუსეთის ფედერაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ევროატლანტიკურ ზონაში. მისივე თანახმად, ტერორიზმი, ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით, არის ყველაზე პირდაპირი ასიმეტრიული საფრთხე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. საფრთხეები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, არის გლობალური და ურთიერთდაკავშირებული. მოკავშირეების შეფასებით, რუსეთია პასუხისმგებელი უკრაინის წინააღმდეგ მის უკანონო, გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომზე, რომელმაც სერიოზულად შეარყია ევროატლანტიკური და გლობალური უსაფრთხოება და რისთვისაც მას სრული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. „ჩვენ არ ვაღიარებთ და არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიებს, მათ შორის ყირიმის ანექსიას. არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს რუსეთის ომის დანაშაულები და სხვა სისასტიკეები, როგორიცაა თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, რომელიც მილიონობით უკრაინელს ართმევს მნიშვნელოვან რესურსებს. ყველა პასუხისმგებელმა უნდა აგოს პასუხი ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის, განსაკუთრებით, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მათ შორის ბავშვების იძულებით დეპორტაციასა და კონფლიქტთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაზე. კახოვკის კაშხლის ნგრევა ხაზს უსვამს რუსეთის მიერ დაწყებული ომის სასტიკ შედეგებს. რუსეთის ომმა ღრმა გავლენა მოახდინა გარემოზე, ბირთვულ უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკასა და სურსათის უსაფრთხოებაზე, გლობალურ ეკონომიკასა და მილიარდობით ადამიანის კეთილდღეობაზე მთელ მსოფლიოში. მოკავშირეები მუშაობენ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გასააქტიურებლად და აქტიურად უჭერენ მხარს საერთაშორისო ძალისხმევას გლობალური სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად,“- წერია კომუნიკეში. მოკავშირეების თქმით, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს უკანონო აგრესიული ომი, შეწყვიტოს ძალის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ და მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები და აღჭურვილობა უკრაინის ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, არ გაუწიონ რაიმე სახის დახმარება რუსეთის აგრესიას და ვგმობთ ყველას ქმედებას, ვინც აქტიურად უწყობს ხელს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს. ბელორუსის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის აგრძელებს თავისი ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, რათა რუსეთის ძალებს მიეცეს საშუალება, შეუტიოს უკრაინას და გაახანგრძლივოს რუსეთის აგრესია.“ კომუნიკეს თანახმად, კერძოდ, ბელორუსმა, ასევე ირანმა, უნდა დაასრულონ (ომში - რედ.) თანამონაწილეობა და დაუბრუნდნენ საერთაშორისო კანონმდებლობას. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, კონსტრუქციულად ჩაერთოს უკრაინასთან სანდო მოლაპარაკებებში, რუსეთს არ გამოუჩენია ჭეშმარიტი ღიაობა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. რუსეთმა გაზარდა თავისი მრავალდომენიანი სამხედრო ფორმირება და ყოფნა ბალტიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში და ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო შესაძლებლობებს არქტიკაზე.“ NATO და მოკავშირეები აცხადებენ, რომ გააგრძელებენ აუცილებელ, კოორდინირებულ ქმედებებს, მათ შორის შესაბამისი გეგმების განხორციელებას. „რუსეთის გაღრმავებული სამხედრო ინტეგრაცია ბელორუსთან, მათ შორის მოწინავე რუსული სამხედრო შესაძლებლობების და სამხედრო პერსონალის განლაგება ბელორუსში, გავლენას ახდენს რეგიონულ სტაბილურობაზე და ალიანსის დაცვაზე. NATO სიფხიზლეს ინარჩუნეს და ყურადღებით დააკვირდება შემდგომ მოვლენებს, კერძოდ ბელორუსში ე.წ. კერძო სამხედრო კომპანიების პოტენციურ განლაგებას. ჩვენ მოვუწოდებთ ბელორუსს, შეწყვიტოს ბოროტული განზრახვები მეზობლების წინააღმდეგ, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და დაიცვას საერთაშორისო სამართალი.“ რუსეთმა გააძლიერა ჰიბრიდული ქმედებები NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ, მათ შორის მარიონეტების მეშვეობით. „ეს მოიცავს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ იძულებას, ფართოდ გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიებს, მავნე კიბერ აქტივობებს და რუსეთის სადაზვერვო სამსახურების უკანონო და დამღუპველ ქმედებებს“. ხსენებულიდან გამომდინარე, NATO აძლიერებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებთან დასაპირისპირებლად და უზრუნველყოფს, რომ ალიანსი და მოკავშირეები მზად არიან, შეაკავონ და დაიცვან ჰიბრიდული თავდასხმები. „ჩვენ ვეძებთ სტაბილურობას და პროგნოზირებადობას ევროატლანტიკურ ზონაში და NATO და რუსეთს შორის. NATO არ ესწრაფვის კონფრონტაციას და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. მისი მტრული პოლიტიკისა და ქმედებების ფონზე ჩვენ ვერ მივიჩნევთ რუსეთს ჩვენს პარტნიორად. ჩვენს ურთიერთობებში ნებისმიერი ცვლილება დამოკიდებულია იმაზე, რომ რუსეთი შეაჩერებს თავის აგრესიულ ქცევას და სრულად შეასრულებს საერთაშორისო კანონმდებლობას. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ღია კომუნიკაციის არხები მოსკოვთან რისკების მართვისა და შესამცირებლად, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით. ამავე დროს, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს და შევაფასებთ რუსეთის პოლიტიკისა და ქმედებების გავლენას ჩვენს უსაფრთხოებაზე და ვუპასუხებთ რუსეთის საფრთხეებსა და მტრულ ქმედებებს ერთიანი და პასუხისმგებლობით. PRC-სა და რუსეთს შორის გაღრმავებული სტრატეგიული პარტნიორობა და მათი ურთიერთგაძლიერებული მცდელობები, დაარღვიონ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს. ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, შეასრულოს კონსტრუქციული როლი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, დაგმოს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, თავი შეიკავოს რუსეთის ომის მცდელობების ნებისმიერი სახით მხარდაჭერისგან, შეწყვიტოს რუსეთის ყალბი ნარატივის გაძლიერება. ჩვენ განსაკუთრებით მოვუწოდებთ PRC-ს, იმოქმედოს პასუხისმგებლობით და თავი შეიკავოს რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევისგან“, - ნათქვამია კომუნიკეში. NATO-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს თანახმად, შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობისაა ალიანსისთვის, რასაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. „ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას მოკავშირეთა რეგიონული ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების, ტაბილურობისა და ნაოსნობის თავისუფლების დაცვას შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, 1936 წლის მონტრეს კონვენციის მეშვეობით. ჩვენ შემდგომ მონიტორინგს გავუწევთ და შევაფასებთ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და გავაუმჯობესებთ ჩვენს სიტუაციურ ცნობიერებას, განსაკუთრებული აქცენტით ჩვენი უსაფრთხოების საფრთხეებზე, და პოტენციურ შესაძლებლობებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის ჩვენს პარტნიორებთან რეგიონში, საჭიროების შემთხვევაში,“ - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კუმუნიკეში. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში NATO-ს 90-პუნქტიანი კომუნიკეს შინაარსი ცნობილია. მასში 80-ე პუნქტი საქართველოს ეთმობა. ის იმეორებს იმ შინაარს, რაზეც ალიანსის გენერალური მდივანი 7 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობდა. საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით.
რა პოზიცია აქვს აშშ-ს კიევისთვის MAP-ის მოხსნაზე და რას ასახელებს პრიორიტეტად ვაშინგტონი
NATO-ში აშშ-ის ელჩი, ჯულიან სმიტი ამბობს, რომ „ძალიან რთულია“ შეთანხმება უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ვადაზე, ვიდრე ქვეყანა ჯერ კიდევ ომშია. „თვითონ უკრაინელებიც კი გეტყვიან, რომ მათ შემდგომი რეფორმები სჭირდებათ. მათ მიაღწიეს კარგ პროგრესს დემოკრატიული და უსაფრთხოების სექტორის სხვადასხვა რეფორმაში, მაგრამ მოუწევთ, გააგრძელონ მუშაობა ამ მიმართულებით," - განუცხადა სმიტმა CNN-ს. სმიტმა გაიმეორა, რომ უკრაინამ უკვე გადადგა პოზიტიური ნაბიჯები, რამაც გაწევრიანების პროცესის გამარტივება განაპირობა. კითხვას, აძლევს თუ არა უკრაინის პოზიცია და კონკრეტული ვადების არარსებობა რუსეთს ბრძოლის გაგრძელების სტიმულს, სმიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა უკვე აიღეს ვალდებულება უკრაინის მომავლის მიმართ NATO-ში. „პუტინი ვარაუდობდა, რომ დასავლეთი სხვა მიმართულებით წავიდოდა და ის საბოლოოდ დაკარგავდა ინტერესს უკრაინის მიმართ. რეალობა კი ის არის, რომ ჩვენ ამ ომის 500-ე დღეს, აქ ვართ. არავინ არსად წასვლას არ აპირებს“, - განაცხადა სმიტმა. რაც შეეხება უკრაინისთვის MAP-ის მოხსნასთან დაკავშირებულ საკითხს, ამ საკითხით სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები დაინტერსდნენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიერის, მეთიუ მილერის შეფასებით, წევრობის სამოქმედო გეგმის ამოღება კიევისთვის, აღიარებაა იმ ნაბიჯების, რომლებიც უკრაინამ ბოლო წლების განმავლობაში გადადგა - განსაკუთრებით სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, მზარდი თავსებადობისა და პოლიტიკურად ინტეგრაციისთვის. მილერი ხაზს უსვას, რომ არსებობს მთელი რიგი პირობები ანტიკორუფციული ღონისძიებებისა, და დემოკრატიის გაძლიერების გარშემო. „ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ NATO-ს წევრები მზად არიან, დაეხმარონ უკრაინას ამ პირობების შესრულებაში, როგორც ჩვენ ვეხმარებით მათ სამხედრო ძალების გაძლიერებაში...ჩვენ მზად ვართ, უკრაინას გავუგზავნოთ მოწვევა (NATO-ში, რედ), როდესაც პირობები დაკმაყოფილდება. ჩვენ ვიღებთ ამ ვალდებულებებს უკრაინის წინაშე, რადგან თავად უკრაინამ აჩვენა, რომ მან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. მან გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები სამხედრო სფეროში,“ - აღნიშნა მილერმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ვილნიუსის სამიტიდან მხოლოდ წევრობის საკითხი არ არის მნიშვნელოვანი. მილერის თქმით, უკრაინა ომშია რუსეთთან და აშშ განაგრძობს მისთვის უსაფრთხოების დახმარებას, რომელიც უკრაინას ამ ომის მოგებაში სჭირდება. ეს არის ნომერ პირველი სამუშაო, ყველაფერზე მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნავს მილერი. „ნომერ მეორე სამუშაოა, უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარება, რათა მათ შეძლონ თავდაცვის სექტორის აღდგენა, რათა უზრუნველყონ გრძელვადიანი შემაკავებელი ეფექტი. ამის შემდეგ ვაპირებთ, გავაგრძელოთ დისკუსია მათთან იმ რეფორმების შესასრულებლად, რომლებიც, ჩვენი აზრით, უნდა გაატარონ, რათა გახდნენ სრულუფლებიანი წევრი,“ - აღნიშნა მილერმა. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას შეფასებით, NATO-მ „მთელი სიტუაცია და უკრაინა გაურკვევლობაში არ უნდა დატოვოს, როდესაც საქმე ალიანსში გაწევრიანებას ეხება“. კულებას განმარტებით, უკრაინა ვადებთან დაკავშირებით NATO-ს წევრებთან მუშაობას გააგრძელებს მინისტრი ხაზს უსვამს, რომ უკვე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კიევმა მიიღოს მიწვევა ვილნიუსის სამიტზე და უკრაინა ვადებთან დაკავშირებით NATO-ს წევრებთან მუშაობას გააგრძელებს და რაც უფრო მოკლე იქნება ეს ვადები, მით უკეთესი იქნება ყველასთვის.“ რატომ არ არის კომუნიკეში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა - სტოლტენბერგის განმარტება
ზელენსკი სტოლტენბერგთან შეხვედრაზე: სამიტის შედეგები კარგია, თუმცა ოპტიმალური იქნებოდა, უკრაინას NATO-ში მიწვევა მიეღო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ იდეალური იქნებოდა უკრაინის ალიანსის წევრად მიწვევა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ გასაგებია, უკრაინას არ შეუძლია NATO-ში გაწევრიანება, როცა ომია ქვეყანაში, თუმცა დარწმუნებულია, რომ ომის შემდეგ უკრაინა NATO-ში იქნება. „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მოხდეს", - განაცხადა ვილნიუსში უკრაინის პრეზიდენტმა. მან დადებითად შეაფასა იმის აღიარება, რომ უკრაინას MAP-ი აღარ სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტი მიესალმა უსაფრთხოების გარანტიებს, რომლის შესახებაც ვალდებულებას „დიდი შვიდეულის“ წევრები იღებენ, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ისინი ვერ შეცვლიან ალიანსში გაწევრიანებას.“ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ „დიდი შვიდეულის“ დაპირებები განხილული უნდა იყოს არა როგორც NATO-ს წევრობის შემცვლელ მიღწევად, არამედ, „უსაფრთხოების გარანტიებად ინტეგრაციის გზაზე.“ „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად უკრაინას აღარ დასჭირდება NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა. ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს. ვიცი, რამდენი დისკუსია, შეხვედრა და მომზადება დასჭირდა ამას. NATO-სთან ურთიერთავსებადობის მისაღწევად გრძელი გზა გამოვიარეთ. ჩვენი სამხედროები თანამშრომლობენ NATO-სთან. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეუძლიათ თანამედროვე შეიარაღების გამოყენება და მათ დაამტკიცეს, რომ გლობალური დემოკრატია უფრო ძლიერია, ვიდრე ტერორისტების თავდასხმები. მაშინაც კი, როცა უკრაინა არის სრულმასშტაბიან ომში რუსეთთან, ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებს. უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რა სამუშაოა შესასრულებელი და ამას ვაკეთებთ. ვაფასებთ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინას ნატო-ში გასაწევრიანებლად არ დასჭირდება NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა. მსურს, ეს სამიტი იყოს წარმატებული ყველასთვის, ჩვენი სამხედროებისთვის, მოქალაქეებისთვის, ბავშვებისთვის. უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, და საუბარია გარანტიებზე, რომლებიც იმოქმედებს უკრაინის NATO-ში მიმავალ გზაზე, დღეს დადასტურდება „დიდი შვიდეულის“ წევრების მიერ. ეს იქნება მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, სამიტის შედეგები პოზიტიურია, თუმცა ოპტიმალური იქნებოდა, უკრაინას NATO-ში მიწვევა მიეღო. „შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სამიტის შედეგები არის პოზიტიური, თუმცა NATO-ში მიპატიჟება რომ მიგვეღო, ეს იქნებოდა ოპტიმალური. ჩვენ ჯერ არ ვართ NATO-ში, მაგრამ რეალობაა, რომ ჩვენი დაცვაა ის მხარდაჭერა, რომელიც მოდის მსფლიოს საზოგადოების მხრიდან უკრაინისადმი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს განასახიერებს უკრაინას, როგორც NATO-ს მომავალ სრულუფლებიან წევრს და როგორც უსაფრთხოების გარანტორს, განასახიერებს უკრაინას, რომელიც არის გამარჯვებული ამ ომში თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის. მე მესმის, რომ უკრაინის NATO-ში მიწვევა არის ტექნიკური სიგნალი, მაგრამ თუ განვიხილავთ არა მხოლოდ ტექნიკურ საკითხად, ბიუროკრატიად და შევხედავთ, როგორც სერიოზულ ფაქტორს, რომელიც მოქმედებს უკრაინის საზოგადოების მოტივაციაზე, მაშინ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი. მე ამ მომენტს შევადარებდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მიღებას. ამ სტატუსის მიღება იყო მსგავსი სიგნალი. მაშინაც ვეუბნებოდი პარტნიორებს, კანდიდატობა არ ნიშნავს წევრობას, მაგრამ მას მოაქვს მნიშვნელოვანი მობილიზაცია უკრაინისთვის და წარმოადგენს ძლიერ სიგნალს რუსეთისთვის, რომ უკრაინა არ არის არც ერთი ალიანსის წევრი, მაგრამ არსებობს ნება, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი და იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო. იგივე ეხება NATO-ში მიწვევას, ეს წარმოადგენს მხოლოდ სიგნალს, თუმცა მე დღეს ვხედავ სხვა მნიშვნელოვან სიგნალს, რომელიც უკვე ვახსენე და ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად. დღეს „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე თუ შეთანხმდებიან, ეს იქნება კონკრეტული ფაქტი, რადგან ეს გარანტიები იმოქმედებს NATO-ს წევრობისკენ გზაზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
NATO-ს მომდევნო სამიტი ვაშინგტონში 2024 წელს, 2025 წელს კი, ნიდერლანდებში გაიმართება
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შემდეგი სამიტი 2024 წელს ვაშინგტონში, 2025 წელს კი, ნიდერლანდებში გაიმართება. „ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ლიეტუვის რესპუბლიკის გულუხვი მასპინძლობისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით ხელახლა შეხვედრას ალიანსის 75 წლის იუბილეზე ვაშინგტონში 2024 წელს, რასაც მოჰყვება შეხვედრა ნიდერლანდებში 2025 წელს“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში. პოდოლიაკი: უკრაინა NATO-ში მიწვევას ვილნიუსის სამიტზე თუ არა, მომავალ წელს, ვაშინგტონში მიიღებს
ილია დარჩიაშვილი ვილნიუსში NATO-ელ კოლეგებს შეხვდა
NATO-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების თანახმად, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ჩამოყალიბებული ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული კავშირები. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, სადაც ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში გაერთიანებული სამეფოს მხარდამჭერის მნიშვნელობაზე. კოლეგებმა შეფასეს ვილნიუსის სამიტიც, სადაც ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ სამიტზე საქართველომ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო ილია დარჩიაშვილმა და ჯეიმს კლევერლიმ ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და შეთანხმდნენ, რომ ამ კუთხით აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბრიტანელ კოლეგას ქვეყნის მხარდაჭერითვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას, მარგუს ცაჰკნასაც შეხვდა. ისაუბრეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებზე. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ესტონეთს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე. ილია დარჩიშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ გზაზე საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ესტონეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით არსებული რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს პოლიტიკური დიალოგისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია. ფინელ კოლეგასთან, ელინა ვალტონენსთან შეხვედრაზეასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. ილია დარჩიშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ არსებულ პროგრესზე. აღინიშნა ფინეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების გზაზე. მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და ისაუბრეს ურთიერთობის გაძლიერების პერსპექტივებზე. NATO-ს გაწევრიანების კონტექსტში, დადებითი შეაფასება მიეცა ვილნიუსის სამიტს და საქართველოს მიმართ გამოხატულ მნიშვნელოვან მხარდამჭერ გზავნილებს. ფინელმა კოლეგამ ილია დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ილია დარჩიაშვილმა ვიზიტით საქართველოში ელინა ვალტონენიც მოიწვია. ვილნიუსში სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩაშვილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიორგოს გერაპეტრიტისს შეხვდა. საგარეო უწყება აცხადებდს, რომ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგი. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს საბერძნეთის რესპუბლიკასთან მრავალგანზომილებიან თანამშრომლობას, რომელიც ისტორიულ კავშირებსა და საერთო ევროპულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. გარდა ამისა, მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოს შესახებ და ხაზი გაუსვეს საქართველოს, როგორც ნატოს სანდო პარტნიორის, როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტი ძალიან წარმატებული იყო საქართველოს, ვინაიდან აღნიშნულ სამიტზე ქვეყანამ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი აფასებს საბერძნეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მიმართ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ რთულ გარემოში. ილია დარჩიაშვილმა ბერძენი კოლეგა ასევე მოიწვია საქართველოში ვიზიტით. ორდღიანი სამიტი ვილნიუსში დღეს სრულდება.
ვილნიუსში ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრა მიმდინარეობს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ლიდერს, ჯო ბაიდენს ვილნიუსში ხვდება. როგორც ზელენსკიმ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოების საკითხებზე და იმ ყველაფერზე, რაც ამ უსაფრთხოებას გააძლიერებს. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ შეხვედრა შინაარსიანი და მნიშვნელოვანი იქნება.
ბაიდენი ზელენსკის: ჩვენ ბოლო მოვუღეთ აზრს იმის შესახებ, სურთ თუ არა უკრაინის ნახვა NATO-ში
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის იმ დღეს, როდესაც შეხვედრას გამართავს, რათა NATO-ში უკრაინის ოფიციალური გაწევრიანება აღნიშნოს. „იმედი მაქვს, რომ ჩვენ საბოლოოდ ბოლო მოვუღეთ აზრს იმის შესახებ, სურთ თუ არა NATO-ში უკრაინის ნახვა. ეს მოხდება. წინ მივიწევთ, სწორი მიმართულებით მივდივართ… და ვფიქრობ, იმაზე ვიზრუნებთ, რომ ყველაფერს იღებდეთ, რაც გჭირდებათ. და მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც შეხვედრას გავმართავთ, რათა NATO-ში თქვენი ოფიციალური გაწევრიანება აღვნიშნოთ”, - განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. აღსანიშნავია, რომ ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს NATO-ში უკრაინის გაწევრიანება, რუსეთთან ომის დაწყებას ნიშნავს. ის ხაზს უსვამდა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს, 12 ივლისს გაიმართებოდა, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მაქსიმალურად პირდაპირი იქნებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან აშშ ალიანსის სიფრთხილეს მხარს უჭერს. „შეხვედრაზე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის NATO-ში უკრაინის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების ნიუანსებს აუხსნის“, - ამბობდა ჯეიკ სალივანი. ეს პირველი ასეთი პირისპირ შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა გაწევრიანების შესახებ ფორმულირების გამო, NATO-ს მიმართ უკმაყოფილება გამოხატა. 12 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტის შედეგები კარგია, თუმცა ოპტიმალური იქნებოდა, თუ უკრაინას ალიანსში მიიწვევდნენ. რატომ არ არის კომუნიკეში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა - სტოლტენბერგის განმარტება ზელენსკიმ რამდენჯერმე განმარტა, რომ მას ესმის, ომის დროს NATO-ში მიღება გამორიცხულია, თუმცა მკაფიო სიგნალს ითხოვს. სამიტის მეორე დღეს, ზელენსკიმ დაასახელა სამი პრიორიტეტული საკითხი, რომლის განხილვასაც დღეს აპირებდა. ერთ-ერთი იყო უსაფრთხოების გარანტიები, რომელთან დაკავშირებითაც მიღწეული შეთანხმება მან მნიშვნელოვან გამარჯვებად აღიარა უკრაინის უსაფრთხოებისთვის.
უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების გაფორმება შესაძლებელია 2024 წელს, ვაშინგტონის სამიტზე - ერმაკი
უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების გაფორმება შესაძლებელია 2024 წელს, ვაშინგტონში, NATO-ს სამიტზე, - მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი. „მე მჯერა, რომ 2024 წლის ვაშინგტონის სამიტამდე ჩვენ შეგვიძლია, გავიმარჯვოთ. თუ ყველაფერი ასე წარიმართება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონში ხელი მოვაწეროთ უკრაინის უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს, რომელზეც ახლა ვმუშაობთ. ერმაკის თქმით, "ევროპაში უსაფრთხოების ვითარება უსაფრთხოების გარანტიებზეა დამოკიდებული. „ეს გარანტიები იმოქმედებს NATO-ში ჩვენს გაწევრიანებამდე, რაც რჩება მთავარ მიზნად. მათ არ უნდა მისცენ რუსეთს აგრესიის განმეორების შესაძლებლობა". „ვილნიუსის სამიტი მკაფიო გზავნილს უგზავნის რუს აგრესორს: ჩვენს პარტნიორებს არამხოლოდ სჯერათ, არამედ დარწმუნებულნი არიან უკრაინის გამარჯვებაში“, - განაცხადა ერმაკმა. ვილნიუსის სამიტი დასრულდა. სამიტზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია, დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რუსეთთან და მის „მოკავშირეებთან“ დაკავშირებით რა პოზიცია აქვს აშშ-ს კიევისთვის MAP-ის მოხსნაზე და რას ასახელებს პრიორიტეტად ვაშინგტონი
ზელენსკი: უკრაინა იწყებს ორმხრივი დოკუმენტების შემუშავებას მისი უსაფრთხოების გარანტორებთან
უკრაინა უკვე იწყებს ორმხრივი დოკუმენტების შედგენას მისი უსაფრთხოების გარანტორებთან მას შემდეგ, რაც G7-ის ქვეყნებმა დაამტკიცეს ერთობლივი ჩარჩო ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ უკვე ვიწყებთ ორმხრივი დოკუმენტების შემუშავებას მათთან, ვინც დეკლარაციაშია წარმოდგენილი და ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც შეუერთდებიან ამ დეკლარაციას. [...] ჩვენ ვხედავთ, რომ სერიოზული კავშირი იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა დღეს ხაზი გაუსვა, რომ მისი დელეგაცია სამშობლოში სერიოზული გამარჯვებით ბრუნდება, რადგან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისგან უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები მიიღო. ვილნიუსის სამიტი დასრულდა. სამიტზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია, დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რუსეთთან და მის „მოკავშირეებთან“ დაკავშირებით რა პოზიცია აქვს აშშ-ს კიევისთვის MAP-ის მოხსნაზე და რას ასახელებს პრიორიტეტად ვაშინგტონი დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაცია ვილნიუსში, NATO-ს სამტის ფარგლებში მიიღეს. დეკლარაცია ბრიტანეთის ინიციატივით შემუშავდა. „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს. დოკუმენტის პრეზენტაცია G7-ის წევრი ქვეყნების ლიდერებისა და უკრაინის ლიდერების მონაწილეობით საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა. აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, კანადისა და იაპონიის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას „თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით, უზრუნველყოფენ. განაგრძობენ “უსაფრთხოებისა და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის სფეროში მხარდაჭერას მიწაზე, ჰაერსა და ზღვაში, პრიორიტეტით ანტისაჰაერო თავდაცვაზე, შორს მოქმედ არტილერიასა და შორი მოქმედების საშუალებებზე, ჯავშანტექნიკასა და სხვა საკვანძო საშუალებებზე, ისეთებზე, როგორებიცაა. საბრძოლო ავიაცია, ასევე, ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის დონის ამაღლების ხელშეწყობით.” დოკუმენტის თანახმად, დღეიდან უკრაინასა და “დიდი შვიდეულის” ყოველ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები იწყება, რათა მოხდეს უკრაინის მხარდაჭერის ფორმალიზება უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების მეშვეობით. G7 ასევე დაჰპირდა უკრაინას შემდგომ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას მომავალში რუსული შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას არ მიუღია NATO-ში შესვლისთვის სასურველი მოწვევა ვილნიუსის სამიტზე, რომელიც დღეს 12 ივლისს უნდა დასრულდეს, მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებენ. არაერთმა პარტნიორმა, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნორვეგიამ დახმარების ახალი პაკეტები წარმოადგინეს. სამიტის დროს ოფიციალურად ჩამოყალიბდა „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია“, ქვეყნების ჯგუფი, რომლებსაც სურთ, რომ უკრაინელი პილოტები F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე მოამზადონ. „დოკუმენტი მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით, უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ“, - განუცხადა ვილნიუსში აკრედიტებულ უკრაინელ ჟურნალისტებს ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა. რას ითვალისწინებს გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც უკრაინა „დიდი შვიდეულისგან“ მიიღებს “დიდი შვიდეულის” ქვეყნები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ იურისდიქციებში არსებული რუსული აქტივები “უძრავად დარჩება” იქამდე, ვიდრე რუსეთი არ გადაიხდის იმ ზიანისთვის, რომელიც უკრაინას მიაყენა.
რომელი ქვეყნები უერთდებიან „უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ დეკლარაციას“
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაციას, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გამოცხადებულ ღონისძიებებს, სხვა ქვეყნებიც უერთდებიან, მათ შორის არიან ნორვეგია, ნიდერლანდები და ჩეხეთი. „მივესალმები უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას, მათ შორის უსაფრთხოების შესახებ გამოცხადებულ ღონისძიებებს. ნიდერლანდები შეუერთდება ამ ინიციატივას და ხელს შეუწყობს უკრაინის უსაფრთხოების ღონისძიებებს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით,“ - წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ვოპკე ჰუქსტრა Twitter-ზე. ინიციატივას უერთდება ჩეხეთიც. „ჩეხეთიც ადეკვატურ წვლილს შეიტანს. ჩვენ ვუერთდებით G7-ის ახალ ინიციატივას უკრაინის გარანტიების შესახებ, ისევე, როგორც ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტს“, - დაწერა თავს მხრივ, ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა Twitter-ზე. პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ ასევე განაცხადა, რომ ნორვეგიამ გადაწყვიტა, „გახდეს G7-ის ინიციატივის წევრი, რათა დაეხმაროს უკრაინას.“ „ესპანეთიც შეუერთდება უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს, რომლებსაც G-ის ქვეყნები რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად გასცემენ“, - ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ვილნიუსში განაცხადა. სანჩესის თქმით, პრაქტიკაში G7-ის გარანტიები დიდად არ განსხვავდება იმ როლისგან, რომელიც მადრიდმა უკვე აიღო უკრაინის მხარდასაჭერად: იარაღის მიწოდება და ჯარისკაცების მომზადება. მან განმარტა, რომ სინამდვილეში ესპანეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკვე გაწეული მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება. შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ეს დეკლარაცია უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ვიდრე ის NATO-ს წევრი გახდება. „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს. დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად მიღებულ დეკლარაციაში („უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი დეკლარაცია“) ასევე ასახულია ის ნაბიჯები, რომლებიც მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით, უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს. კიევის შეფასებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ. „მომავალი რუსული შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ, დაუყოვნებლივ კონსულტაციებს უკრაინასთან, რათა განვსაზღვროთ შესაბამისი შემდგომი ნაბიჯები. ჩვენ ვაპირებთ, ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად მივაწოდოთ უკრაინას უსაფრთხოების სწრაფი და მდგრადი დახმარება, თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა მთელ ტერიტორიაზე, ასევე, ეკონომიკური დახმარება, რომ დაეკისროს რუსეთს ეკონომიკური და სხვა ხარჯები და კონსულტაციები გავმართოთ უკრაინასთან მის საჭიროებებზე, რადგან ის ახორციელებს თავდაცვის უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად,“ - წერია დეკლარაციაში. აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, კანადისა და იაპონიის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით, უზრუნველყოფენ. განაგრძობენ უსაფრთხოებისა და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის სფეროში მხარდაჭერას მიწაზე, ჰაერსა და ზღვაში, პრიორიტეტით ანტისაჰაერო თავდაცვაზე, შორს მოქმედ არტილერიასა და შორი მოქმედების საშუალებებზე, ჯავშანტექნიკასა და სხვა საკვანძო საშუალებებზე, ისეთებზე, როგორებიცაა. საბრძოლო ავიაცია, ასევე, ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის დონის ამაღლების ხელშეწყობით. დოკუმენტის თანახმად, დღეიდან უკრაინასა და „დიდი შვიდეულის” ყოველ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები იწყება, რათა მოხდეს უკრაინის მხარდაჭერის ფორმალიზება უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების მეშვეობით. G7 ასევე დაჰპირდა უკრაინას შემდგომ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას მომავალში რუსული შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას არ მიუღია NATO-ში შესვლისთვის სასურველი მოწვევა ვილნიუსის სამიტზე, რომელიც დღეს 12 ივლისს უნდა დასრულდეს, მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებენ. არაერთმა პარტნიორმა, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნორვეგიამ დახმარების ახალი პაკეტები წარმოადგინეს. სამიტის დროს ოფიციალურად ჩამოყალიბდა „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია“, ქვეყნების ჯგუფი, რომლებსაც სურთ, რომ უკრაინელი პილოტები F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე მოამზადონ. „დოკუმენტი მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით, უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ,“ - განუცხადა ვილნიუსში აკრედიტებულ უკრაინელ ჟურნალისტებს ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ იურისდიქციებში არსებული რუსული აქტივები „უძრავად დარჩება“ იქამდე, ვიდრე რუსეთი არ გადაიხდის იმ ზიანისთვის, რომელიც უკრაინას მიაყენა.
ზელენსკი: დარწმუნებული ვარ, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა იქნება NATO-ში
ვილნიუსის სამიტი სრულდება. სამიტზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე ისაუბრა, რა მოლოდინები აქვს „დიდი შვიდეულისგან“, რა გარანტიებს მისცემენ უკრაინას. „ჩვენი პარტნიორებისგან უსაფრთხოების რეალური გარანტიები არ გვაქვს, ვგულისხმობ იურიდიულ გარანტიებს. გვაქვს ფინანსური გარანტიები, არის გარანტიები სანქციების სახით, არის დახმარება, თავდაცვითი მხარდაჭერა და შეიძლება, ეს იყოს პირველი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვაქვს ერთგვარი უსაფრთხოების ქოლგა, პირველი დოკუმენტი. შემდეგ კი უკრაინას ექნება დოკუმენტები უსაფრთხოების თითოეულ გარანტორ სახელმწიფოსთან რეალური ურთიერთობის შესახებ და იქნება ყველაფერი, რაც გვაქვს ან გვაკლია დღეს: საჰაერო თავდაცვა, ავიაცია და ა.შ. ეს აუცილებლად იქნება ორმხრივ დონეზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ახლა ყველა ეს ასპექტი განიხილება ორმხრივ დონეზე. „უსაფრთხოების ქოლგა გაწევრიანების საშუალებას მისცემს სხვა ქვეყნებსაც. ასე რომ, ყველა პარტნიორისთვის ეს იქნება გაწევრიანების შესაძლებლობა. საუბარი დავიწყეთ ყველა პარტნიორთან, რომლებიც უკვე მეგობრობენ ჩვენთან, მაგრამ არ არიან „დიდი შვიდეულის“ ნაწილნი. ვფიქრობ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი დამატებითი ნაბიჯია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის, რომლებიც ნამდვილად ლიდერები არიან უკრაინის დახმარებაში. არ ვაპირებ, მოვძებნო არგუმენტები, რათა დავადასტურო, რომ ბაიდენს სურს უკრაინის ხილვა NATO-ში. ეს არგუმენტები უნდა იყოს ორმხრივი. ეს ეხება ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთის უსაფრთხოებას და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას. მჯერა, ჩვენ NATO-ს ვჭირდებით, ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება NATO დარწმუნებული ვარ, ეს სამართლიანია და ომის დასრულების შემდეგ უკრაინა იქნება NATO-ში. ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. ჩვენ აშშ-სთან გვაქვს ერთნაირი ხედვა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რუსეთთან და მის „მოკავშირეებთან“ დაკავშირებით რა პოზიცია აქვს აშშ-ს კიევისთვის MAP-ის მოხსნაზე და რას ასახელებს პრიორიტეტად ვაშინგტონი
ოსტინი: ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ომის შემდეგ NATO-ს შეუერთდება
აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინა რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ NATO-ს შეუერთდება. „გავიგონეთ, რომ დარბაზში მყოფმა ყველა ქვეყანამ განაცხადა ამის შესახებ“, - აღნიშნა ოსტინმა CNN-თან ინტერვიუში ვილნიუსის სამიტის შესახებ საუბრისას. ოსტინის თქმით, უკრაინის აღჭურვილობისა და წვრთნების NATO-ს სტანდარტებთან მიახლოებისთვის ჯერ კიდევ მეტია გასაკეთებელი. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვაკეთებთ ამ საქმეს, როდესაც ისინი ომში არიან, გასაკეთებელი კიდევ მეტია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ მათ ჰქონდეთ სრული შესაძლებლობები“, - აღნიშნა ოსტინმა. ოსტინის განცხადებით, პუტინმა უკრაინაში ქმედებებით NATO თავის ზღურბლთან მიიყვანა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, შვედეთისთვის გაწევრიანებაზე თანხმობის მიცემა იმ ბევრ დიდ საქმეს შორისაა, რასაც ლიეტუვაში გამართულ ალიანსის სამიტზე მიაღწიეს. „დარწმუნებული ვარ, პუტინი ძალიან შეშფოთებულია. ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა, ფინეთი და შვედეთი, ბევრი რამ მოაქვთ ალიანსისთვის, ასე რომ, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ისინი გვყავს ბორტზე“, - აღნიშნა ოსტინმა. ვილნიუსის სამიტის კომუნიკეას თანახმად, უკრაინას „წევრობის სამოქმედო გეგმის“ შესრულების მოთხოვნა მოეხსნა და ქვეყანას NATO-ში მიიწვევენ, როცა პირობები დაკმაყოფილდება. ამავე სამიტის განმავლობაში გახდა ცნობილი, რომ თურქეთი შვედეთის გაწევრიანებას დაეთანხმა და ის მალე ალიანსის წევრი გახდება. ზელენსკი: უკრაინა NATO-ში იქნება, სამიტის დროს წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა
ელჩი დეგნანი: NATO მიესალმება საქართველოს, როგორც წევრს, როგორც კი საქართველო საჭირო რეფორმებს განახორციელებს
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, „ვილნიუსის სამიტის გზავნილი ძალიან მკაფიო იყო, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის კარი ღიაა.“ ელჩის თქმით, საქართველომ ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმები უნდა განახორციელოს. „ვილნიუსის სამიტის გზავნილი ძალიან მკაფიო იყო, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის კარი ფართოდ ღიაა. რაც არ შეცვლილა, არის ის, რომ მოკავშირეებს სურთ, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი. ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას, ნათელია. საქართველოს ხელშია ის რეფორმები, რომლებიც საჭიროა. ეს არის არსებითად იგივე რეფორმები, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. რეფორმები სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაუმჯობესებლად, რათა საქართველოს ჰქონდეს, როგორც სამხედრო შესაძლებლობები, ასევე, პოლიტიკური დემოკრატიული სტაბილურობა და ინსტიტუტები NATO-ს მაგიდასთან დასაჯდომად“, - აღნიშნა ელჩმა. ელჩი ხაზს უსვამს, რომ ყველა მოკავშირე განსაკუთრებით აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ რეფორმების განხორციელების ძალისხმევაში. „ჩვენ უბრალოდ გვინდა, დავინახოთ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ განახორციელოს ის რეფორმები, რაც აუცილებელია. მკაფიო გზავნილი ვილნიუსიდან იყო, რომ კარი საქართველოსთვის ღიაა და მოკავშირეებს სურთ, რომ საქართველო იყოს წევრი,“ - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტი ფოკუსირებული იყო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო კარგად წარმოადგინა საგარეო საქმეთა მინისტრმა. „რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში, სამიტის ცენტრალური ნაწილი იყო და ის, რაც იქ ვნახეთ, იყო ერთობა მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს, მოლდოვის, სუვერენული ქვეყნების უფლების მხარდასაჭერად, თავად აირჩიონ საკუთარი ალიანსები, ის, თუ სად გაწევრიანდნენ. ეს არის ფუნდამენტური და ეს არის ძირითადად ის, რის წართმევასაც რუსეთი ცდილობს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა, საქართველო და უკრაინა. მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ეს მიუღებელია, რომ ყველა ერს უნდა შეეძლოს საკუთარი ტერიტორიის მთლიანობის დაცვა და უნდა შეეძლოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსების არჩევა. საქართველომ აირჩია, გახდეს NATO-ს წევრი და NATO მიესალმება საქართველოს როგორც წევრს, როგორც კი საქართველო განახორციელებს საჭირო რეფორმებს“, - განუცხადა ამერიკის ელჩმა მედიას. ცნობისთვის, ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით. „ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს ექსკლუზივი: აშშ: საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია - ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის ასამაღლებლად ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-საქართველოსს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე, როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.
ელჩი დეგნანი: ჩვენ უბრალოდ გვინდა, დავინახოთ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ აუცილებელი რეფორმები განახორციელოს
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, საქართველომ ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმები უნდა განახორციელოს იმ ფონზე, რომ ვილნიუსის სამიტის გზავნილი მკაფიოა: „საქართველო გახდება NATO-ს წევრი.“ „ვილნიუსის სამიტის გზავნილი ძალიან მკაფიო იყო, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის კარი ფართოდ ღიაა. რაც არ შეცვლილა, არის ის, რომ მოკავშირეებს სურთ, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი. ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას, ნათელია. საქართველოს ხელშია ის რეფორმები, რომლებიც საჭიროა. ეს არის არსებითად იგივე რეფორმები, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. რეფორმები სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაუმჯობესებლად, რათა საქართველოს ჰქონდეს, როგორც სამხედრო შესაძლებლობები, ასევე, პოლიტიკური დემოკრატიული სტაბილურობა და ინსტიტუტები NATO-ს მაგიდასთან დასაჯდომად“, - აღნიშნა ელჩმა. ელჩი ხაზს უსვამს, რომ ყველა მოკავშირე განსაკუთრებით აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ რეფორმების განხორციელების ძალისხმევაში. „ჩვენ უბრალოდ გვინდა, დავინახოთ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ განახორციელოს ის რეფორმები, რაც აუცილებელია. მკაფიო გზავნილი ვილნიუსიდან იყო, რომ კარი საქართველოსთვის ღიაა და მოკავშირეებს სურთ, რომ საქართველო იყოს წევრი,“ - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტი ფოკუსირებული იყო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო კარგად წარმოადგინა საგარეო საქმეთა მინისტრმა. „რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში, სამიტის ცენტრალური ნაწილი იყო და ის, რაც იქ ვნახეთ, იყო ერთობა მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს, მოლდოვის, სუვერენული ქვეყნების უფლების მხარდასაჭერად, თავად აირჩიონ საკუთარი ალიანსები, ის, თუ სად გაწევრიანდნენ. ეს არის ფუნდამენტური და ეს არის ძირითადად ის, რის წართმევასაც რუსეთი ცდილობს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა, საქართველო და უკრაინა. მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ეს მიუღებელია, რომ ყველა ერს უნდა შეეძლოს საკუთარი ტერიტორიის მთლიანობის დაცვა და უნდა შეეძლოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსების არჩევა. საქართველომ აირჩია, გახდეს NATO-ს წევრი და NATO მიესალმება საქართველოს როგორც წევრს, როგორც კი საქართველო განახორციელებს საჭირო რეფორმებს“, - განუცხადა ამერიკის ელჩმა მედიას. ცნობისთვის, ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით. „ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს ექსკლუზივი: აშშ: საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია - ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის ასამაღლებლად ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-საქართველოსს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე, როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.
კულება NATO-ს სამიტზე: „კვანტური ნახტომი“ გარდაუვალია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო არამხოლოდ იმით, რაც ოფიციალური გადაწყვეტილებებისა და ოფიციალური განცხადებების ტექსტში აისახა, არამედ იმითაც, რაც იყო კულისებში და ფუნდამენტური განსხვავება იყო არამხოლოდ 2008 წლის ბუქარესტის სამიტს შორის, რომელსაც ყველა ადარებს ვილნიუსს, არამედ მადრიდის სამიტს შორისაც კი. „კმაყოფილი არ ვარ მხოლოდ ერთი მომენტით, რომ თავად სამიტის კომუნიკეს ტექსტი არ შეიცავს მკაფიო სიტყვებს, რომ უკრაინა მიწვეულია გაწევრიანებისთვის, პირობითად, ხვალ იქნება მიწვეული, მაგრამ ეს იყო სამიტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაც არის ოფიციალური გადაწყვეტილებებისა და ოფიციალური განცხადებების ტექსტში, არამედ ისიც, რაც იყო კულისებში და ფუნდამენტური განსხვავება იყო არა მხოლოდ 2008 წლის ბუქარესტის სამიტს შორის, რომელსაც ყველა ადარებს ვილნიუსს, არამედ მადრიდის სამიტს შორისაც კი“, - აღნიშნა კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს, რომ უკრაინა იმაზე ადრე გახდება ალიანსის წევრი, ვიდრე ამას ელიან. „ჩვენ გადავლახეთ ფსიქოლოგიური ბარიერი და ვხედავ, რომ უკრაინა ნამდვილად განიხილება, როგორც ნატოს წევრი. ცუდია, რომ „კვანტური ნახტომი“ არ გააკეთეს, მაგრამ, მეორე მხრივ ვხედავ, რომ ეს „კვანტური ნახტომი“ გარდაუვალია და მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გვგონია. იმიტომ, რომ შიგნით, დახურულ კარს მიღმა ყველა მშვიდად ამბობს: არ ინერვიულოთ, საკითხი მოგვარებულია, იქნებით NATO-ს წევრი“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.
მეთიუ მილერი: აშშ აგრძელებს საქართველოს NATO-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, აშშ აგრძელებს საქართველოს NATO-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას. ამის შესახებ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ჰკითხეს რა კომენტარს გააკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შესახებ ვილნიუსში გაკეთებულ არცერთ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა. „საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია - ეს არის კატეგორია, რომელიც განკუთვნილია NATO-ს უახლოესი პარტნიორებისთვის. შეერთებული შტატების სახელით შემიძლია, განვაცხადო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას,“ - აღნიშნა მილერმა. ასევე გაეცანით: ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს ექსკლუზივი: აშშ: საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია - ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის ასამაღლებლად მას ასევე ჰკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვილნიუსის სამიტზე არყოფნის მიზეზთან დაკავშირებით, რომ სიმართლეს შეესაბამება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ვილნიუსში უკრაინის ომთან დაკავშირებით NATO-ს კრიტიკის გამო არ მიიწვიეს. „ამის შესახებ არაფერი ვიცი,“ - აღნიშნა მეთიუ მილერმა. ცნობისთვის, ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით. „ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-საქართველოსს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე, როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.
მეთიუ ბრაიზა NATO-ს სამიტზე, მის შედეგებსა და „არაფორმალურ პირობაზე“
Europetime-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე გამოთქვამს ვარაუდს, რომ NATO-ს სამიტზე უკრაინამ არაოფიციალურად მიიღო პირობა, რომ NATO-ში გაწევრიანების მოწვევას მიიღებს. მეთიუ ბრაიზა ხაზს უსვამს, რომ კიევმა G7-სგან აქვს უსაფრთხოების გარანტიების დაპირება, რაც უკრაინას მომავალში რუსული აგრესიისგან დაიცავს. „უკრაინას არ მიუღია უსაფრთხოების გარანტიები NATO-სგან, მაგრამ „დიდი შვიდეულისგან“ მიიღო უსაფრთხოების გარანტიებისა და ფართო სამხედრო მხარდაჭერის პირობა, რომლის მიზანიც მომავალში რუსეთის შეკავებაა. როგორც ჩანს, შესაძლოა, უკრაინისთვის არაფორმალურად გასცეს დაპირება, რომ ის ომის დასრულების შემდეგ მიიღებს მოწვევას NATO-ში გაწევრიანებაზე, სანაცვლოდ კი, წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს“, - აცხადებს ამერიკელი დიპლომატი. ბრაიზა წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს არ მიუღია მსგავსი რამ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის შეფასებით, გულდასაწყვეტია, რომ NATO უფრო შორს არ წავიდა. ამერიკელმა დიპლომატმა, რომელიც სწორედ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს იკავებდა პოზიციას აშშ-ის ადმინისტრაციაში, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გაიხსენა, რომელმაც მისი შეფასებით, პუტინს მოქმედების საფუძველი მისცა: „რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ უკრაინაში.“ ბრაიზა ხაზს უსვამს, რომ ორივე ქვეყნის საბოლოო მიზანი მაშინაც NATO-ში გაწევრიანება იყო. ბრაიზას შეფასებით, NATO-ს ახლა უკრაინასთან მიმართებით აქვს მეტი ვალდებულება, რომ ალიანსს შეუერთდეს, საქართველომ კი, რომელმაც „მძაფრი პოლიტიკური პრობლემების ფონზე, თავი ჩაიყენა თამაშგარე ვითარებაში,“ შიდა პოლიტიკური ვითარება უნდა მოაწესრიგოს. ის ხაზს უსვამს, რომ ვილნიუსის სამიტი ფოკუსირებული იყო მთლიანად უკრაინასა და შვედეთის გაწევრიანებაზე. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენჯერმე განმარტა, რომ მას ესმის, ომის დროს NATO-ში მიღება გამორიცხულია, თუმცა მკაფიო სიგნალს ითხოვდა. ვილნიუსის სამიტის მეორე დღეს, ზელენსკიმ დაასახელა სამი პრიორიტეტული საკითხი, რომლის განხილვასაც აპირებდა. ერთ-ერთი იყო უსაფრთხოების გარანტიები, რომელთან დაკავშირებითაც მიღწეული შეთანხმება მან მოგვიანებით, მნიშვნელოვან გამარჯვებად აღიარა უკრაინის უსაფრთხოებისთვის. NATO-ს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ელოდება დღეს, როდესაც უკრაინას მოკავშირის რანგში მიიღებს და ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კიევს გაწევრიანების გზაზე ექნება უსაფრთხოების გარანტიები და ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. ვილნიუსში, NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.
NATO-მ ახალი სტრატეგიული კონცეფცია დაამტკიცა - რუსეთი წარმოადგენს „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს“ ჩვენი უსაფრთხოებისთვის - იენს სტოლტენბერგი
NATO-ს ლიდერებმა ალიანსის ადაპტაციის გასაგრძელებლად შორსმიმავალი გადაწყვეტილებები მიიღეს. მადრიდის სამიტზე, ოთხშაბათს (2022 წლის 29 ივნისი), პირველ სამუშაო სესიაზე მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, ალიანსის გეგმას უფრო საშიშ და კონკურენტულ სამყაროში. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მოკავშირეებმა ასევე დაუჭირეს მხარი ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაში ფუნდამენტურ ცვლილებას, რომელიც ემყარება გაზრდილ თავდაცვით ინვესტიციებს და საერთო დაფინანსებას, ასევე, უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია მოკავშირეები შეთანხმდნენ NATO-ს ინოვაციების ფონდის ამოქმედებაზე და სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად მიზნების დასახვაზე. საბოლოოდ, NATO-ს ლიდერებმა მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება, მოიწვიონ ფინეთი და შვედეთი ალიანსის გასაწევრიანებლად. „პრეზიდენტ პუტინის ომმა უკრაინის წინააღმდეგ დაარღვია მშვიდობა ევროპაში და შექმნა უსაფრთხოების ყველაზე დიდი კრიზისი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ნატომ უპასუხა სიძლიერით და ერთიანობით. პრეზიდენტ ზელენსკის ხელმძღვანელობა და გამბედაობა არის შთამაგონებელია ყველა ჩვენგანისთვის. მოხარული ვარ, რომ მას შეუძლია, შემოუერთდეს ჩვენს დღევანდელ შეხვედრას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინა ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას ეყრდნობა. ჩვენი გზავნილი მისადმი თანაბრად მკაფიო იყო. უკრაინას შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს - რამდენ ხანსაც სჭირდება. მოკავშირეები გააგრძელებენ დიდ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. დღეს კი ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის ყოვლისმომცველი პაკეტის შეთანხმებით. ეს მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციებს, საწვავს, სამედიცინო მარაგს და ჯავშანჟილეტებს. აღჭურვილობას ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ და ასობით პორტატულ (anti-drone) სისტემას. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს საბრძოლო ჯგუფებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ბრიგადის დონეზე. ჩვენ გარდაქმნით NATO-ს რეაგირების ძალებს. გავზრდით მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობას 300 000-მდე. დღეს ლიდერებმა მხარი დაუჭირეს NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას. ეს არის ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ახლანდელი სტრატეგია 2010 წელს იყო შეთანხმებული და ეს ძალიან განსხვავდება იმისგან, რაზეც მაშინ შევთანხმდით. ეს ცხადყოფს, რომ რუსეთი წარმოადგენს „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს“ ჩვენი უსაფრთხოებისთვის. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან დღევანდელ კონცეფციაში ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსეთი არის „სტრატეგიული პარტნიორი“. ამასთან, მოკავშირეები აცხადებენ, რომ ჩინეთის იძულებითი პოლიტიკა "გამოწვევას უქმნის ჩვენს ინტერესებს, უსაფრთხოებას და ღირებულებებს". კონცეფცია ასევე აყალიბებს ჩვენს ერთობლივ პოზიციას ტერორიზმთან, ასევე კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან მიმართებით“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.