თეგი: NATO- სამიტი
რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები
რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან 500 დღის შემდეგ, უკრაინის სურვილია, მოკავშირეებმა კიევი ვილნიუსის სამიტზე NATO-ში ოფიციალურად მიიწვიონ. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტები და ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად დეკლარაციაზე ხელმოწერები ამას ადასტურებს. ისტორიულ სამიტამდე 2 დღით ადრე, კიევს მხარდაჭერა დოკუმენტზე ხელმოწერით 23-მა ქვეყანამ დაუდასტურა. ბოლო ასეთი ერთგულება ბულგარეთმა და პორტუგალიამ გამოხატეს. უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი ახლა კი, უკრაინა იმედოვნებს, რომ მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ "მკაფიო სიგნალს" უკვე ვილნიუსში მიიღებს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან იცის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შანსები არ არსებობს, მაგრამ მაინც დაჟინებით მოითხოვს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის „ძლიერ გზავნილს.“ უსაფრთხოების გარანტიების მიღება კიევისთვის კიდევ ერთი უმთავრესი კომპონენტია. ვილნიუსის სამიტის წინ, პოლონეთმა და ლიეტუვამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 28 ივნისს კიევში შეხვდა თავის პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებს. ანდჯეი დუდამ და გიტანას ნაუსედამ ვილნისუსის სამიტის სამზადისი განიხილეს. დუდამ და ნაუსედამ განაცხადეს, რომ ალიანსის სამიტი უნდა დაეხმაროს უკრაინას წევრობის გზაზე. ოფიციალური განცხადების თანახმად, დუდამ აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ვილნიუსის სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის სექტემბერში გააკეთეს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ნახევარი წელი გავიდა. ამერიკული Washington Post-ის თანახმად, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე კონსენსუსი ჯერჯერობით არ არსებობს. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ზოგიერთმა მოკავშირემ მხარი დაუჭირა წევრობის მკაფიო გზას, ზოგი კი, ყოყმანობს. „თუ რუსეთი არის მთავარი საფრთხე NATO-სთვის, მე მაქვს მარტივი შეკითხვა ჩემს კოლეგებთან, თავდაცვის მინისტრებთან. თუ მსოფლიოში მხოლოდ ერთ ქვეყანას აქვს რუსულ არმიასთან დაპირისპირების თანამედროვე, ეფექტიანი, წარმატებული გამოცდილება, სხვა რა არგუმენტები გჭირდებათ უკრაინის ალიანსში მისაწვევად?“ - დაინტერესდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე. NATO-ს გენერალუმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რომელმაც სამიტის წინ სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია, ალიანსის ორ მთავარ საფრთხედ რუსეთი და NATO გამოაცხადა. ამასთან, ვილნიუსის სამიტზე კიევისთვის „3-ნაწილიანი, „ძლიერი“ პაკეტის გადაცემა დააანონსა. მან ხაზი გაუსვა, რომ სამიტი უკრაინას კიდევ უფრო გააძლიერებს. სტოლტენბერგმა განმარტა, რომ პაკეტი მოიცავს დახმარების მრავალწლიან პროგრამას, რომელიც თავსებადობის უზრუნველსაყოფად დამტკიცდება. ამით ასევე სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი. სტოლტენბერგი მიმდინარე წლის აპრილში იმყოფებოდა კიევში. ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან განცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. „ბატონო პრეზიდენტო, მე დღეს აქ ვარ მარტივი გზავნილით: NATO უკრაინის გვერდით დგას“, - მიმართა სტოლტენბერგმა ზელენსკის. ცივი ომის შემდეგ, „NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას - ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავეგამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში. ასევე გაეცანით: რა შეიერაღება განათავსეს NATO-ს მოკავშირეებმა ლიეტუვაში უკრაინა NATO-ში გაწევრიანების საგზაო რუკას ითხოვს - კიევი ვილნიუსის სამიტში მონაწილეობის ერთადერთ პირობას ასახელებს ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი, პოლ გობლი ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა Europetime-თან, რომ დასავლეთმა უკრაინას უნდა შესთავაზოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება. შეგახსენებთ, 2022 წლის 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. მაშინ ომის დაწყებიდან რამდენიმე თვე იყო გასული. სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, გასულ წელს, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 2023 წლის 4 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცახდა, რომ რუსეთის შეჭრის პიდაპირი შედეგია ფინეთის გაწევრიანება, პუტინს სურდა რა ნაკლები NATO, საპირისპირო მიიღო. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრია.